განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
080100117001997879
ინსტანცია
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100117001997879

საქმე №1/ბ-32-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-----–- მ---------ის ძე ლ--–--–---–ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხ. ქ. ქუთაისი, ი-–-----------ის გამზირი №1ბ/52;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე-----–- ლ--–--–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 02 მაისს, ნ----ს ქ. №21-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე ე-----–- ლ--–--–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პ----- გ-------ას. ე-----–- ლ--–--–---–ის ქმედების შედეგად პ----- გ-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი, წაიქცა და უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით ე-----–- ლ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

1. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - მსჯავრდებული ე-----–- ლ--–--–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს მის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენი და იგი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია ე-----–- ლ--–--–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, დაზარალებულის ჩვენებები არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

 

პროკურორს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯვარდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე-----–- ლ--–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულ პ----- გ-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 მაისს იმყოფებოდა ბიძასთან და მამიდასთან, გ------ პ-----სა და ს-----–--- გ-------ასთან, რა დროსაც ბიჭებმა დაუძახეს, რომ მისული იყო ე-----–- ლ--–--–---–ი და უნდა გასაუბრებოდნენ. მას თან გაჰყვა გ------ პ----- და ს-----–--- გ-------ა, ხოლო სადარბაზოსთან შეუერთდა ასევე მ-------- ბ----–-ა. ისინი ერთად წავიდნენ ე-----–- ლ--–--–---–თან შესახვედრად, ნ----ს N21-ში, პირველი სადარბაზოს წინ. ლ--–--–---–ი პირველად არ დახვდათ ადგილზე, დაელოდნენ და მალე მოვიდა. „მე ვარ ე-----–- ლ--–--–---–იო“ - განუცხადა მათ. თავადაც უპასუხა, რომ ის იყო პ----- გ-------ა, იმ ტერიტორიაზე მცხოვრები და სურდა ესაუბრა 98 ოჯახის სახელით, რომელთა აზრი მან იცოდა. ლ--–--–---–ი დაინტერესდა რა თემაზე სურდათ საუბარი პირებს, თუმცა, როდესაც ბ----–-ას ხელში ფურცლები შეამჩნია, რომელიც ე-----–- ლ--–--–---–ის მამის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ნახაზი იყო, მან თქვა: „მე არ მაინტერესებს ნახაზი, კითხვა არ ვიციო“. საპასუხოდ უთხრეს: „კარგი, რაკი კითხვა არ იცი, მაშინ ისეთი ხალხი მოიყვანე ვინც კითხვა იცისო“. ლ--–--–---–მა უპასუხა, რომ ეს მისი პრობლემა არ იყო: „თქვენი პრობლემაა და თქვენ გაარკვიეთო“. მათ განუმარტეს, რომ მისულები იყვნენ ტერიტორიის დასასუფთავებლად და სურდათ გაერკვიათ რომელი იყო მისი ტერიტორია, რათა გაემიჯნათ რა უნდა დაესუფთავებია ლ--–--–---–ს და რა მათ. ასევე თანახმანი იყვნენ დახმარებაც გაეწიათ ე-----–- ლ--–--–---–ისათვის კუთვნილი ტერიტორიის დასუფთავებაში. ამის შემდეგ გაღიზიანდა ე-----–- ლ--–--–---–ი, ხმამაღალი საუბარი დაიწყო, რა დროსაც სრულიად მოულოდნელად დაარტყა მას. მან ტკივილი იგრძნო სახის არეში, ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა და წაიქცა, რა დროსაც ლ--–--–---–მა ფეხიც დაარტყა, მაგრამ სახეში ფეხი არ მოხვედრია. როდესაც ასადგომად წამოიწია, გაიგონა ბიჭების ყვირილი „დანაო“ და დაინახა ლ--–--–---–ს დანა ეჭირა ხელში. ის შეეცადა დანის წართმევას, რა მნიზნითაც წვრილი ხრეში მიაყარა სახეზე. მას ასევე უნდოდა საპასუხოდ დაერტყა ლ--–--–---–ისათვის, მაგრამ ამ დროს თანმხლებმა პირებმა დააკავეს. ამის შემდეგ აირია ხალხი და ვეღარ არჩევდა რა ხდებოდა. ლ--–--–---–ს ქალები დაედევნენ, მათ შორის იყვნენ ხმაურზე მისული ს-----–--- გ-------ა და რ--------- ჯ------. ე-----–- ლ--–--–---–ი ქალების მიმართულებითაც იქნევდა დანას, რის შედეგადაც რ--------- ჯ------ს ზედაპირული ნაკაწრი ჰქონდა ხელზე. ე-----–- ლ--–--–---–ის კითხვაზე განმარტავს, რომ მისთვის არაფერი არ დაურტყამს, არც ხელი და არც სხვა რაიმე საგანი. მან მოიქნია ხელი, მაგრამ შორს იდგა და ვერ მისწვდა, თან აკავებდნენ.

 

მოწმე მ-------- ბ----–-ას ჩვენების თანახმად, 2017 წლის 02 მაისს ის იმყოფებოდა სახლში, ნ----ს N21-ში, სადაც ლტოლვილები არიან ჩასახლებული, მან ეზოში დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც არ იცნობდა და რომელიც შემდგომ აღმოჩნდა მ--------- ლ--–--–---–ის ვაჟი. მას და მის კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას უნდოდათ მ--------- ლ--–--–---–ის ნახვა და მასთან კორპუსის ეზოს საკითხის გარკვევა. ვინაიდან მ--------- ლ--–--–---–ს ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს და გადაადგილება უჭირდა, მისი ნახვა ვერ მოახერხეს. იმ დღეს, 2017 წლის 02 მაისს, მან ეზოში მყოფ ბავშვებს სთხოვა პ----- გ-------ასათვის დაეძახათ, თვითონ კი აიღო რეესტრიდან ამონაწერი, სადაც მითითებული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მ--------- ლ--–--–---–ის წილის ნახაზი და ეზოში გამოვიდა, სადაც იცდიდა. 15 წუთის შემდეგ გამოვიდნენ პ----- გ-------ა, რომელსაც ბიძამისი გ------ პ----- და მამიდა ს-----–--- გ-------ა მოჰყვა. პირველ სადარბაზოსთან შეიკრიბნენ მ-------- ბ----–-ა, გ------ი პ----- და პ----- გ-------ა, მათ სთხოვეს ბავშვებს დაეძახათ ე-----–- ლ--–--–---–ისათვის, მაგრამ კონკრეტულად ვინ დაუძახა, არ ახსოვს. ისინი შეხვდნენ ე-----–- ლ--–--–---–ს. პ----- გ-------ამ დაიწყო, რომ 98 ოჯახის სახელით ესაუბრებოდა, რომ ჰქონდა საბუთი, სადაც მითითებული იყო ის მიწის ნაკვეთი, რომელიც ლ--–--–---–ების სახელზე იყო რეგისტრირებული, ხოლო ეზოს დანარჩენი ნაწილი კი სახელმწიფოს საკუთრებაა და ბინას ეკუთვნოდა, მოითხოვეს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის დაბინძურებული ადგილის გაწმენდა და იქედან ნაგვის გატანა. ე-----–- ლ--–--–---–მა უთხრა, რომ ნახაზს არ ენდობოდა, ნახაზის არ ესმოდა და საბუთს ითხოვდა, რომლითაც ისინი დაამტკიცებდნენ, რომ მიწა მათ ეკუთვნოდათ. მათ უთხრეს, რომ საბუთი ხელზე ჰქონდათ და სხვა საბუთი არ იყო საჭირო. კერძოდ, მ-------- ბ----–-ას ჰქონდა რეესტრიდან ამონაწერი, სადაც მითითებული იყო ის მიწის ნაკვეთი, 243 კვ. მეტრი რომელიც მ--------- ლ--–--–---–ის სახელზე იყო რეგისტრირებული. დანარჩენი მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილში იყო, წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და იყო ბინის. ე-----–- ლ--–--–---–მა უთხრა, რომ ეს მიწის ნაკვეთიც მისი ოჯახის იყო, რამდენიმე წელი მამამისის კუთვნილი იყო, ამაზე დაიწყეს დავა. პ----- გ-------ამ ამონაწერი აჩვენა საჯარო რეესტრიდან, შემდეგ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მათ შორის, რა დროსაც პ----- გ-------ას ხელი მოხვდა სახეში ე-----–- ლ--–--–---–ისაგან, რის შედეგად პ----- დაეცა ძირს და სისხლი წამოუვიდა. შემდეგ პ----- წამოდგა და ე-----–- ლ--–--–---–ისაკენ გაიწია საჩხუბრად, მაგრამ ამ დროს ყველა გამოვიდა ქალები, მამაკაცები, ბავშვები და ჩხუბის შესაძლებლობა არ მისცეს. ე-----–- ლ--–--–---–ს არავინ არ ახლდა, მარტო იყო, მისთვის ხელი არავის დაურტყამს. პირიქით, მის დამშვიდებას ცდილობდნენ, შემდეგ ს-----–--- გ-------ამ დაურეკა პოლიციას და ისინიც მალე მოვიდნენ მეოთხე განყოფილებიდან. ამის შემდეგ რა მოხდა, არ იცის, რადგან ეჩქარებოდა სამსახურში და მალევე წავიდა.

 

მოწმე გ------ პ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 მაისს, მასთან იმყოფებოდა პ----- გ-------ა. პ-----ს და სხვა ბიჭებს ე-----–- ლ--–--–---–ი დაბარებული ჰყავდათ მიწის ნაკვეთის საკითხზე, ბიჭებმა პ-----ს დაუძახეს, რომ სადარბაზოსთან ჩასულიყო, წავიდა პ----- და მას თავადაც გაჰყვა უკან. მიწის ნაკვეთზე საუბრობდნენ ე-----–- ლ--–--–---–ი და პ----- გ-------ა, როცა მოშორებით, დაახლოებით 2-3 მეტრში მდგომმა დაინახა როგორ ეგდო ძირს პ----- გ-------ა, რომელსაც ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა. კერძოდ, ე-----–- ლ--–--–---–მა სახეში დაარტყა ხელი პ-----ს, რომელიც წაიქცა და ლ--–--–---–მა ფეხიც მიაყოლა. ე-----–-სათვის ხელი არავის უხლია, არც უგინებია, არც ცუდი სიტყვა უკადრებია ვინმეს. ჯიბეში დანა ჰქონია ლ--–--–---–ს და იქნევდა, ქალს, ბავშვს, კაცს არავის არ ზოგავდა. თუმცა, დანის ჯიბიდან ამოღების მომენტი არ დაუნახავს. მან სთხოვა ე-----–- ლ--–--–---–ს დანა მიეცა, მაგრამ უშედეგოდ. მას არ დაუნახავს თუ დაარტყა ვინმემ ლ--–--–---–ს. კონფლიქტის მიზეზი იყო მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა ნ----ს N21 ში მდებარე ბინას და შემოკავებული ჰქონდა ე-----–- ლ--–--–---–ს. აღნიშნულ ნაკვეთზე სამშენებლო მასალები ეყარა, გველები დაინახეს და გასუფთავების საკითხზე იყო საუბარი. ე-----–- ლ--–--–---–მა დანის მოქნევის შედეგად ასევე დაზიანება მიაყენა ხელზე რ--------- ჯ------ს, მაგრამ უმნიშვნელო. მოწმემ განმარტა, რომ თავდაპირველად ე-----–- ლ--–--–---–ს მხოლოდ პ----- გ-------ა ესაუბრებოდა. მან რაღაც საბუთები მიაწოდა ე-----–- ლ--–--–---–ს, რომელმაც განუცხადა, რომ კითხვა არ იცოდა და ვერ წაიკითხავდა, თან უცენზურო სიტყვები დაუმატა : „ეს საბუთები შეიკვეხე ტ-შიო“. მათთან სხვა არავინ იდგა, მოშორებით კი 5-6 ბიჭიც იყო. დარტყმის შემდეგ, როცა ბიჭები შემოიკრიბნენ, ე-----–- ლ--–--–---–ს ეგონა დაარტყამდნენ და სავარაუდოდ ამიტომ ამოიღო დანა. მალე პოლიციაც იქნა გამოძახებული, რომელთაც წაიყვანეს ე-----–- ლ--–--–---–ი. შემდეგ განვითარებული მოვლენები აღარ იცის.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დადასტურებულია ს-----–--- გ-------ასა და რ--------- ჯ------ს ჩვენებებით.

 

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №--------- და №--------- დასკვნებით და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ - გ------- გ-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იმავე დღეს ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე პ----- გ-------ას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 10-11.). ე-----–- ლ--–--–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაკაწრების და ნაჭდევების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. სხვა დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 49-51.).

მოწმის სახით დაკითხულ ე-----–- ლ--–--–---–ის ჩვენების მიხედვით 2 მაისს მამამ სთხოვა მისულიყო ნ----ს ქუჩა N21-ში, ოჯახის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე „გარაჟში“, რათა იქედან გამოეტანა რკინის მილები და დაახლოებით 50 მეტრ მანძილზე არსებულ რკინის საამქროში მიეტანა. მას ეხმარებოდა თ----- ა-–----ე. მანამდე ის დანის გამოყენებით ელექტროობას აკეთებდა და დანა მავთულების გასაწმენდად სჭირდებოდა. ა-–----ის მისვლისთანავე, მან დანა ჯიბეში ჩაიდო და წავიდნენ მილების წასაღებად. ამ დროს სამმა პიროვნებამ მიმართა მას, რომ საქმე ჰქონდათ. მან უპასუხა - „5 წუთში დავბრუნდები და დამელოდეთო“. როცა საქმე დაამთავრა, ის კვლავ „გარაჟში“ წავიდა, რა დროსაც მასთან შევიდა მამაკაცი, როგორც შემდეგ შეიტყო ზურაბ გერგედავა და უთხრა, რომ მასთან სასაუბრო ჰქონდა. მათ იქვე არსებულ ღობეს შემოუარეს, სადაც დახვდათ კიდევ 6-7 პიროვნება, გაეცნენ ერთმანეთს. მ-------- ბ----–-ას დანახვისას, რომელსაც ფურცლები ეჭირა ხელში, ის მიხვდა რომ საუბარი იყო მიწის ნაკვეთზე, რადგან 2-3 თვით ადრე ყოფილი საამქრო, რომელიც გადაეცა დევნილთა სამინისტროს და გადაკეთებული იყო ბინებად, დაურიგდა ლტოლვილებს. მათ წარმომადგენლებთან ადგილი ჰქონდა კონფლიქტს. კერძოდ, მის მამასთან იკამათეს. მ-------- ბ----–-ამ განუცხადა, რომ შემოღობილი ტერიტორია არ ეკუთვნოდა მათ სრულად და მოსთხოვა ღობის დაშლა. მან აღნიშნულ ფურცლებს დახედა, მიუხედავად იმისა, რომ სათვალე თან არ ჰქონდა, დაინახა მასზე ნახაზები, იფიქრა აღნიშნულნი რაიმე საბუთს არ წარმოადგენდა, მხოლოდ რეესტრიდან ამოღებული ნახაზი იყო, ამიტომაც მოითხოვა ეჩვენებინათ მიწის რა ნაწილი იყო მათი და ამ შემთხვევაში აშლიდა ღობეს. ამ განმარტების შემდეგ ის გატრიალდა წასასვლელად, რა დროსაც აგრესიული ტონითა და მუქარით საუბარში ჩაერთო ერთი პირი, რომელმაც უთხრა, რომ ის იყო პ----- გ-------ა, ჯანმრთელობას უნდა გაფრთხილებოდა და ა. შ. ის მსგავსი ტონით საუბარმა გააღიზიანა და შესაბამისი პასუხი გასცა: „მე ე-----–- ლ--–--–---–ი ვარ, ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი და მასეთი ტონით სასაუბრო სახლში მოინახეო“. მან შემთხვევის ადგილზე მყოფი მისი მიმართულებით წაწეულ 6-7 პიროვნებისკენ გადაიტანა ყურადღება, რა დროსაც პ----- გ-------ასგან მოქნეული ხელი მოხვდა მარცხენა ყვრიმალზე. მის დარტყმაზე მანაც დაუყოვნებლივ დარტყმით უპასუხა, რათა შეეჩერებინა ის ძალადობა, რაც შესაძლებელია მომხდარიყო და მისთვის დიდი ზიანი მიეყენებინათ. დარტყმის შედეგად გ-------ა წაიქცა. ე. ლ--–--–---–ი განმარტავს, რომ გ-------ასთვის რომ არ დაერტყა, მას დაასახიჩრებდნენ, რადგან 7 პირი იყო ერთის წინააღმდეგ. როცა იქ მყოფი პირები მისკენ გაიწიენ, ჯიბიდან დანა ამოიღო. პ----- გ-------ას წამოდგომის შემდეგ, იქ მყოფი პირების ნაწილი პ-----ს აკავებდნენ, ნაწილი კი მას მოუწოდებდნენ დანა დაეგდო. ამ დროს ქალბატონი გაეკიდა, რომელიც პ----- გ-------ას მამიდა, ს-----–--- გ-------ა იყო. იგი ლანძღვა-გინებით ითხოვდა, რომ მისთვის დანა მიმეცა. მან უთხრა ქალბატონს, რომ დანა ჯიბეში ედო, სახლში მიდიოდა თავისთვის და დაენებებია თავი. საუბრის დასრულების შემდეგ გზა განაგრძო, როცა მას ორი ხანშიშესული პიროვნება წამოეწია, ერთ-ერთი მათგანი იყო ს-----–--- გ-------ას ქმარი პ-----, რომელთაც დაიწყეს საუბარი თუ როგორც ცუდად მოიქცა ე-----–- ლ--–--–---–ი და მას დანა არ უნდა ამოეღო. მათაც განუმარტა, რომ საღამოს შეეძლოთ წყნარად ესაუბრათ. ერთმანეთს დაშორდნენ. ამ დროსაც იქვე ახალგაზრდა ბიჭები ქვებს ისროდნენ, იგინებოდნენ და მისდევდნენ. ის 50 მეტრი მანძილზე გავიდა, რა დროსაც მას წამოეწია ზურაბ გერგედავა, რომელმაც ლანძღვით საუბარი დაუწყო, მასაც იგივე პასუხი გასცა და საღამოს საუბარი შესთავაზა. ზურაბ გერგედავა შეტრიალდა წასასვლელად, როცა 3-4 პიროვნება მიუახლოვდა, გერგედავა კვლავ მიტრიალდა ე-----–- ლ--–--–---–თან და უთხრა: „რაის მომსვლელი ხარ, ბოზი ხარო“ და გინებით ხელი გაუქნია. მან ხელი დაუკავა და დაარტყა, გერგედავა წაიქცა, 3-4 პიროვნება კი მისკენ წაიწია. მან ისევ დანა ამოიღო და ყველაფერი ამით დამთავრდა. მან იცოდა, რომ პოლიცია იყო გამოძახებული, ამიტომ წავიდა გასასვლელისკენ, რათა პოლიციას დალოდებოდა. გასასვლელისკენ მიმავალს კვლავ შეხვდნენ ს-----–--- გ-------ა და რ--------- ჯ------, რომელთაც ფაქტობრივად ხელახალი კონფლიქტი წამოიწყეს. მათთან ასევე მივიდა პ----- გ-------ა და ზურაბ გერგედავა, რომლებმაც დაარტყეს და ზიანი მიაყენეს. ზურაბ გერგედავას კვლავ მოხვდა მისი ხელი და წაიქცა. მის „გარაჟს“ ქვებს ესროდნენ, ზოგიც - ნაგვით სავსე ტომრებს. მალე მოვიდა პოლიცია და დანა მიაწოდა მათ. ის და სხვა მოწმეები დაკითხა გამომძიებელმა ბ----ა ე-–----მ და მ------ წ-–--–-–---–მა. 1 თვის შემდეგ, მან შეიტყო, რომ პ----- გ-------ა ცნეს დაზარალებულად. მისთვის ეს მოულოდნელობა იყო, რადგან 1 თვის განმავლობაში ფაქტობრივად დავიწყებული ჰქონდა მომხდარი. მიაჩნია, რომ გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარებულა, არ ამოღებულა შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეო ჩანაწერები, რითაც მას რჩება გამოძიების არაობიექტურად ჩატარების განცდა. 2 ივნისს მან მიმართა პროკურატურას განცხადებით, რათა მოწმის სახით დაეკითხათ ნ-------- ლ--–--–---–ი, მ----- კ-–--, თ----- ა-–----ე და სხვები, მაგრამ პროკურატურამ არც ისინი დაკითხა. მისი განმარტებით, პირველი დარტყმის შემდეგ აპირებდა თუ არა პ----- გ-------ა კიდევ დარტყმას, ზუსტად არ შეუძლია ამის თქმა, რადგან მან მალევე უპასუხა დარტყმითვე. მიიჩნევს, რომ პ----- გ-------აზე დარტყმით მან დაიცვა მისი ღირსება და, ამასთან, ადამიანთა ჯგუფიდან მომდინარე აგრესია შეამცირა, ვინაიდან თუკი იგი არ უპასუხებდა დარტყმაზე დარტყმით, შესაძლებელი იყო წაექციათ და დაესახიჩრებინათ.

დაცვის მხარის მოწმე კ------- კ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ არის ე-----–- ლ--–--–---–ის მამის ნაცნობი, კონფლიქტის მეორე მხარესთან შეხება არ აქვს. შემთხვევის დღეს, საამქროდან გამოსულს, რომელიც საერთო საცხოვრებლის სადარბაზოდან დაახლოებით 70-100 მეტრ მანძილზეა, მოესმა „წივილ-კივილი“, გამოვიდა გარეთ და დაინახა თუ როგორ მისდევდა 4-5 მამაკაცი და 4-5 ქალბატონი ე-----–- ლ--–--–---–ს, ასევე იყო ქვების სროლა, რამაც იქვე მდგომი ერთ-ერთი მანქანაც დააზიანა, გაიგონა დედის მიმართულებით შეგინებაც, რაზეც ე-----–- ლ--–--–---–ი შემოტრიალდა და დაარტყა ხელი ერთ-ერთს, აღნიშნული პირი წაიქცა და ამით დამთავრდა ყველაფერი. ლ--–--–---–ი დაცილდა მათ და წავიდა. ე-----–- ლ--–--–---–ისთვის არავის დაურტყამს, და არც დაზიანებები არ შეუმჩნევია;

 

დაცვის მხარის მოწმე თ----- ა-–----ის ჩვენების თანახმად იგი არის ე-----–- ლ--–--–---–ის მამის ნაცნობი, 2 მაისს მ--------- ლ--–--–---–მა დაურეკა და სთხოვა მის შვილს, ე-----–- ლ--–--–---–ს დახმარებოდა რკინის მილების საამქროში გადატანაზე. როცა ადგილზე მივიდა, ე-----–- ‘’გარაჟში’’ დახვდა, ელექტროობას აკეთებდა, მავთულებს თლიდა დანით. როდესაც გამოიტანეს მილები, იქვე შემოხვდათ 3 ბიჭი, რომლებმაც უთხრეს ე-----–- ლ--–--–---–ს, რომ საქმე ჰქონდათ მასთან. ე-----–-მ უპასუხა, ცოტახანს დალოდებოდა, მილებს მიიტანდა და დაბრუნდებოდა გასასაუბრებლად. საამქროდან წამოსვლის შემდეგ, ჰკითხა ე-----–- ლ--–--–---–ს, ხომ არ სურდა დახმარება, რაზეც ე-----–-მ უპასუხა „არა, ვნახავ და გავიგებ რა უნდათო“. ამის შემდეგ სამსახურში დაბრუნდა. იგი ჩხუბის ფაქტს არ შესწრებია.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა, აღნიშნული მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში გამართლების თაობაზე, იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ პ----- გ-------ას ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ ე-----–- ლ--–--–---–მა მას ხელი სახის არეში გაარტყა, დარტყმა იმდენად ძლიერი და მოულოდნელი იყო, რომ იგი ძირს დავარდა და ტუჩიდან სისხლის წამოუვიდა. დაზარალებულის ჩვენება თანხვერდრაშია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლითაც დგინდება, რომ პ----- გ-------ას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ე-----–- ლ--–--–---–ის მხრიდან პ----- გ-------ას მიმართ განხორცილებული ცემის ფაქტი ასევე დასტურდება შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების: გ------ პ-----ს, მ-------- ბ----–-ას, ს-----–--- გ-------ას, რ--------- ჯ------ს ჩვენებებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებები (დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებები) თანმიმდევრულია, სარწმუნოა და სასამართლოს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

 

ასევე, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საფუძველს მოკლებულია მსჯავრდებულის პოზიცია მისი გამართლების თობაზე იმ მოტივით, რომ იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამდენად, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობისას სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, სახეზე არ არის რეალური თავდასხმის აღკვეთის მიზანი. სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მოქმედება იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ე. ლ--–--–---–ის ჩვენების იმ ნაწილს, რომ იყო საპასუხო რეაქცია პ----- გ-------ას დარტყმაზე, წარმოადგენს რიგით ანგარიშსწორებას და ის სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზანს არ ემსახურება.

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულ ე-----–- ლ--–--–---–ის ქმედება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც არ არსებობს მსჯავრებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მისი გამართლების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ე-----–- ლ--–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი ე-----–- ლ--–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ე-----–- ლ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ე-----–- ლ--–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმებულია.

 

ე-----–- ლ--–--–---–ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ე-----–- ლ--–--–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი ცალი დანა, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე