განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
120100119002889733
ინსტანცია
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119002889733

საქმე №1/ბ-772-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის და მსჯავრდებულ ა-------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი----------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-------–---ის მიმართ, დ----------–--------–-–---------------- საქართველოს მოქალაქის, პ-------------------9, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბ--------------------------------–------------------–-------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით:

ა-------–---ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

მსჯავრდებულ ა-------–---ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 29 იანვრიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

ა-------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა;

 

ა-------–---ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

 

ა-------–---ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ა-------–---ემ 2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 00:05 საათზე, ბ---------------------------------–-----–--------------–--------------–-- თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, დედას მ---------–--ეს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აგინა დედისა და ახლობლების მისამართით, ფეხი ამოარტყა სამზარეულოში არსებულ სკამებს, ხელისა და ფეხის დარტყმით ჩაამტვრია გიფსოკარდონის კედელი. მარჯვენა ხელი ძლიერად ჩაავლო თმებში მ---------–--ეს და მძლავრად ითრია თმებით იქით-აქეთ, ტკივილისგან მ---------–--ე ატირდა, აღნიშნულს შეესწრო რძალი ნ------------ია, რომელმაც დაიწყო მეუღლის ა-------–---ის დაწყნარება. რა დროსაც მ---------–--ემ დააღწია თავი ა-------–---ისგან, გააშვებინა თმებში ჩავლებული ხელი და გაიქცა სახლის ეზოში, ა-------–---ის ქმედებების შედედაგ მ---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა და მსჯავრდებულ ა-------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი----------------ემ.

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ა-------–---ეს ჩადენილი დანაშაულისათვის განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი;

 

მსჯავრდებულ ა-------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ა-------–---ეს დაენიშნოს ყველაზე მსუბუქი სასჯელის სახე.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-------–---ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა-------–---ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ - მ---------–--ის, მოწმე - ნ----------------------------–---- და სხვა მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ერთის მხრივ მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის, ხოლო მეორეს მხრივ მსჯავრდებულისათვის ყველაზე მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ა-------–---ემ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ა-------–---ემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ დაზარალებულ მ---------–--ეს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის მიმართ ისეთი სასჯელის დანიშვნას, რაც არ იქნება დაკავშრებული თავისუფლების აღკვეთასთან. დაზარალებული განცხადებაში უთითებს, რომ ოჯახის ყველა წევრი ა-------–---ის კმაყოფაზეა. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნავს, რომ ა-------–---ე არ თანაშრომლობს გამოძიებასთან და მან მხოლოდ ფორმალურად, - სასჯელის შემსუბუქების მიზნით აღიარა დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნულ, ვარაუდზე დაყრდნობილ მოსაზრებას და მიუთითებს, რომ ა-------–---ემ ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის სახით გამოკითხვის დროს თავის სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანაია ჩადენილი დანაშაული. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა წარმოადგენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებას და არა ვალდებულებას. ამასთან, დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი მას არ ავალდებულებს.

 

რაც შეეხება სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ გარემოებას, რომ რადგან დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. პალატა პროკურორის მითითებულ არგუმენტს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ა-------–---ემ აღიარა და მოინანაია ჩდენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს და კმაყოფაზე ჰყავს ოჯახის წევრები, პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით ჩაეთვალა ა-------–---ეს დანიშნული სასჯელი პირობით. დაცვის მხარის წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულისათვის მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა-------–---ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამრთლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი ა-------–---ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ა-------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი ა-------–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელად.

 

ა-------–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

ა---- ბ-–---ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 29 იანვრიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა-------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

 

ყადაღა მოეხსნას ბრალდებულ ა-------–---ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად, 5-------–----ს ფარგლებში დაყადაღებულ მ------- ბ-–---ის (პ-------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ს-------–----------------------------–----------------------------–---------------------------------------------------------------------–----------------------------------------------

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება მოლურჯო ფერის მინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციი ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი