განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
010100118002536527
ინსტანცია
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002536527

საქმე №1/ბ-707-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)

მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლების _ რ----- შ----ის, ნ----- გ-------–--ის

ადვოკატის – ლ---- ვ----–---–ის

მსჯავრდებულის – გ------ ჩ---------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- ვ----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) გ------ ჩ---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ--------–-------------–---–-------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით:

 

გ------ ჩ---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

გ------ ჩ---------ის სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 02 ივნისიდან.

 

გ------ ჩ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 2 ცალ CD დისკზე; ი-----–--- ა--–--ის ტანსაცმლის ამოღების ფოტოსურათები CD დისკზე; შ------------დან” გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების მიერ ჩაწერილი ინფორმაცია 4 ცალ DVD დისკზე; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული 2 ცალი დაქტილოფირი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე და შ------------–-დან” გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი CD დისკი, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული საფულე; გ------ ჩ---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, ტყავის საფულე, პლასტიკური ბარათი; ი-----–--- ა--–--ის ტანსაცმელი; რ----- ა--–--ის ტანსაცმელი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ყვავილიანი ნაქსოვი ქუდი; ი-----–--- ა--–--ის კუთვნილი ოქროსფერი ჯაჭვი, რგოლის ბეჭედი, თვლებიანი ვერცხლისფერი საყურე; ი-----–--- ა--–--ის პირადი ნივთები და ფული, 10 თეთრიანი მონეტა, ვერცხლისფერი საყურე თვლებით, რგოლის ბეჭედი თვლებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქალის ფეხსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· გ------ ჩ---------ის ხელის კვლები 1 ცალ დაქტილობარათზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თმისმაგვარი წარმონაქმნი; ქაღალდის ნაკეცში არსებული მორუხო ფერის მასა; პლასტმასის ქილაში არსებული მოყვითალო ფერის საცხი; ი-----–--- ა--–--ის სისხლის ნიმუში; ი-----–--- ა--–--ის ფრჩხილის ნიმუში; რ----- ა--–--ის სისხლის ნიმუში; საკეცი დანა; მოწითალო ფერის ლაქები; 5 ცალი სილიკონის მწებავი ჩხირი; პოლიეთილენის პარკი; სანთებელა; მწერების საკლავი ჯოხი და გ------ ჩ---------ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------ ჩ---------იმ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში _ ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, ქ.ბათუმში, ა----–-----–-------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, გ------ ჩ---------იმ, თანნაქონი დანის გამოყენებით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ი-----–--- ა--–--ეს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში 55 (ორმოცდათხუთმეტი) ჭრილობის სახით, კერძოდ: 4 ჭრილობა თავის ქალის არეში, 2 ჭრილობა სახის არეში, 21 ჭრილობა ზურგისა და წელის არეში, 15 ჭრილობა მარცხენა ზედა კიდურის არეში, 3 ჭრილობა მარჯვენა ზედა კიდურის არეში, 6 ჭრილობა კისრის მიდამოს არეში, 4 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ზედაპირზე, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის ქსოვილის, პერიკარდიუმის და გულის მარჯვენა პარკუჭის კედლის დაზიანებით. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ი-----–--- ა--–--ე გადაურჩა სიკვდილს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------ ჩ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- ვ----–---–მა, რომელმაც ითხოვა გ------ ჩ---------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება და მისთვის აღნიშნული მუხლის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ------ ჩ---------ის არ ჰქონია დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს და მოტივს. განაჩენით არ დადგენილა დანაშაულის მოტივი, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. დაზარალებულისათვის მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ადასტურებს იმას, რომ მსჯავრდებულს სურდა ტკივილი მიეყენებინა დაზარალებულისათვის და არ უნდოდა მისი სიკვდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მცირე ოდენობის ჭრილობების მიყენება სხეულის ისეთ ნაწილში, რომელსაც შეეძლო ფატალური შედეგის გამოწვევა.

 

აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ გ------ ჩ---------ისთვის სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საქმეში არსებული ის საშეღავათო გარემოებები, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა, რომ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტში, როცა გააცნობიერა, რასაც სჩადიოდა, იზრუნა დაზარალებულზე, დაეხმარა მას ადგომაში და გარეთ მყოფ პირებს მოუწოდა სასწრაფო დახმარების გამოძახებისაკენ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- ვ----–---–მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გ------ ჩ---------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა რ----- შ----ემ ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულ გ------ ჩ---------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- ვ----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ------ ჩ---------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული გ------ ჩ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის _ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით, კერძოდ:

 

დაზარალებულ ი-----–--- ა--–--ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2018 წლის 27 მაისს იმყოფებოდა ქ.ბათუმში, ა----–-----–-------------------–-, თავისი მშობლების ოჯახში. დაახლოებით 16 საათზე წავიდა ე.წ. ხოფის ბაზრობაზე, სადაც 20-25 წუთი დაჰყო და როდესაც უკან დაბრუნდა, ეზოში შესვლამდე, სახლის მეორე მხარეს შეხვდა მამამისი შ----- ა--–--ე, რომელსაც გამოელაპარაკა და უთხრა, რომ მალე ჩამოვიდოდა, რადგან სოფელში აპირებდნენ წასვლას. ეზოში შესულს არავინ შეუმჩნევია და საეჭვოდ არაფერი მოჩვენებია, შევიდა სადარბაზოში და როდესაც ლიფტის ღილაკს დააჭირა თითი, კარები არ გაიღო. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე სცადა, თუმცა ამაოდ, რის გამოც კარების ხელით შეღებას შეეცადა. მოულოდნელად ლიფტიდან მისთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი გამოელაპარაკა, რომელსაც ჰკითხა რას აკეთებდა იქ, გაჭედილი ხომ არ იყო. მან უპასუხა, რომ ორჯერ ჩააგდო ხურდა ფული, მაგრამ ლიფტი არ წავიდა და გაიჭედა. ამ დროს შიგნით მყოფმა მამაკაცმა გააღო შიდა კარები, რა დროსაც შუქი აინთო და დაინახა, რომ კაბინაში მხოლოდ ერთი, 25-27 წლის ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, რომელმაც მის შეკითხვაზე უპასუხა, რომ მე-7 სართულზე მიდიოდა. ამის შემდეგ თვითონაც შევიდა, მე-6 სართულის ღილაკს დააჭირა თითი და ლიფტმა მოძრაობა დაიწყო. მოულოდნელად ხსენებულმა მამაკაცმა „STOP“ ღილაკის მეშვეობით გააჩერა ლიფტი და რაღაც ბასრი საგანი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც იგრძნო ძლიერი ტკივილი და ხელთ არსებული ნივთები ძირს დაუცვივდა. შეშინებულმა და გაკვირვებულმა დაიწყო ყვირილი _ რას აკეთებო და თან შველას ითხოვდა. ამ დროს შენიშნა, რომ მამაკაცს ხელში ეჭირა შავი ფერის დანა, რომელსაც გამეტებით ურტყამდა თავში. როდესაც თავზე ხელების დაფარება სცადა, მან ხელებზე, გვერდებზე და გულმკერდის მიდამოში დაუწყო დანის დარტყმა. ამ მდგომარებაში მყოფი ყვიროდა მიშველეთო და მამაკაცს ემუდარებოდა ნუ მოკლავდა, თუმცა იგი მხეცივით ურტყამდა მთელი ძალღონით დანას. მიყენებული ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა. ყვირილის დროს მამაკაცი ყელში სწვდა ხელით და ოქროს ჯაჭვი შეაწყვიტა, თუმცა ამით არ გაჩერებულა და ისევ აგრძელებდა მასზე დანის დარტყმას. ამ მომენტში ზურგით დავარდა ლიფტის იატაკზე და დაიწყო ყვირილი _ მიშველეთ, მკლავსო, თან ფეხებს ურტყამდა ლიფტის კარებს. აღნიშნული პიროვნება წაქცეულსაც არ მოეშვა და გუმკერდის არეში რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა დანა, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი და მიხვდა, რომ უკვე გონს კარგავდა. მამაკაცი ისე სწრაფად ურტყამდა დანას, რომ მოგერიებას და წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდა. რამდენიმე წამით გონება დაკარგა, თუმცა თვალი რომ გაახილა, მამაკაცი კვლავ აგრძელებდა დანით მის დაჩეხვას. ცდილობა ეყვირა, მაგრამ უკვე სისხლი ახრჩობდა. ამ დროს გაიგონა ლიფტზე გარედან ბრახუნის ხმა და ძახილი _ ლიფტში ვინ ჩაიკეტაო. ხმაზე იცნო თავისი ძმა, რ----- ა--–--ე, რომელსაც მამაკაცმა უთხრა _ ჩემი ცოლია და სისხლისგან იცლებაო. უნდოდა ეყვირა, რომ დაჩეხილი იყო, მაგრამ სისხლი ახრჩობდა და ვერაფრის თქმას ვეღარ ახერხებდა. რ-----ისთან გამოლაპარაკების შემდეგ მამაკაცი შეეშვა და შიგნიდან ლიფტის კარების გაღება დაიწყო. როდესაც კარები გაიღო, მან აიყვანა ხელში მისკენ პირისახით და ზურგის მხრით მიაწოდა მისი თავი რ-----ის, რომელმაც პირდაპირ ლიფტის კარებთან დააწვინა. როგორც კი თავი გვერდზე გადააბრუნა, პირიდან დაგუბებული სისხლიც ამოაქცია და რ-----ის უთხრა, რომ იმ მამაკაცმა დაჩეხა. ამ დროს შენიშნა, რომ მამამისიც იქვე იყო და თან გონება დაკარგა.

 

მოწმე რ----- ა--–--ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.ბათუმში, ა----–-----–-------------------–-. ჰყავს და ი-----–--- ა--–--ე, რომელიც გათხოვილია ქ-----------–----–----------------–--------–-----–-. იგი 2018 წლის 07 მაისს ჩამოვიდა მასთან სოფლიდან თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად და 27 მაისს გადაწყვიტა სოფელში დაბრუნება. დაახლოებით 15:30 საათისთვის ი-----–--- საყიდლებზე წავიდა ე.წ. ხოფის ბაზრობაზე და იქედან დაბრუნების შემდეგ მამამისს _ შ----- ა--–--ეს უნდა გაეცილებინა სოფლამდე. მისი წასვლიდან დაახლებით 40 წუთში, აივანზე სიგარეტის მოსაწევად გასულს ეზოდან მამამისმა დაუძახა და ჰკითხა, ი-----–--- ხომ არ ასულა სახლში, რაზეც უარით უპასუხა. 2-3 წუთში მან მობილურ ტელეფონზე დაურეკა და თხოვა ენახა, ლიფტში ხომ არ იყო ჩაკეტილი ი-----–---, რადგან ტექნიკური გაუმართაობის გამო ლიფტი ხშირად იკეტებოდა. როდესაც სადარბაზოში გავიდა და კიბეებით დაბლა ჩადიოდა, მე-5 და მე-4 სართულებს შორის, ლიფტიდან შემოესმა კარების ჯაჯგუნის ხმა. მიხვდა, რომ ლიფტი გაჭედილი იყო, მივარდა და კარების გაღება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ოდნავ, თითების დონეზე გახსნა კარები, საიდანაც დაინახა მამაკაცი, რომელმაც მის შეკითხვაზე უპასუხა, რომ გ------- იყო და ლიფტში ჩაიკეტა. ასევე უთხრა, რომ თან ცოლი ახლდა, რომელიც ლიფტის ჩაკეტვის გამო ცუდად გახდა. მან მობილური ტელეფონით გამოიძახა ლიფტის ხელოსანი და ისევ გაჭედილ ლიფტთან ჩავიდა. კვლავ თითების დონეზე შეაღო კარები და იქ მყოფ მამაკაცს უთხრა, რომ ლიფტის მოხელე გამოძახებული იყო და მალე მივიდოდა. მან კი უპასუხა, რომ მისი მეუღლე სისხლისგან იცლებოდა და სასწრაფოში დაერეკა. ამ დროს დაინახა ლიფტში იატაკზე დაგდებული ქალბატონი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ამასობაში მამამისიც მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ მგონი ი-----–--- იყო გაჭედილი ლიფტში. ამის შემდეგ მან კვლავ შეაღო გაჭედილი ლიფტის კარი და იქ მყოფ მამაკაცს ჰკითხა თუ ვინ იყო იქ მყოფი ქალბატონი, მაგრამ მან პასუხი არ გასცა და დაიბნა, რაზეც დაეჭვდა, მთელი ძალღონით შეეჭიდა და ფაქტიურად გაგლიჯა ლიფტის კარები. როგორც კი კარები გაიღო, ხსენებულმა მამაკაცმა უცებ ხელებში მიაწოდა დასისხლიანებული ი-----–---, რომელიც მან პირდაპირ ლიფტის კარებთან დააწვინა და ლიფტისკენ მიტრიალდა, რადგან უნდოდა იმ მამაკაცის დაჭერა, თუმცა ის გამოვარდა და გაიქცა. ამ დროს დაინახა, რომ კიბეებზე მისი მეზობელი გ---------ე ამოდიოდა, რომელსაც მიუთითა გაქცეულ მამაკაცზე, მიაძახა, რომ მან მისი და დაჩეხა და თხოვა დაეჭირა, თუმცა გ---------ემაც ვერ შეძლო დაჭერა, რადგან მამაკაცმა მოასწრო კიბეებზე ჩარბენა. თვითონ მას აღარ დადევნებია, რადგან ი-----–---ს სჭირდებოდა შველა, რომელიც მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი. უცებ მივარდა მასთან და ისევ ხელში აიყვანა, რა დროსაც ი-----–---მ კვლავ გაუმეორა, რომ ლიფტში მასთან ერთად მყოფმა მამაკაცმა დაჩეხა და თან გონებაც დაკარგა. ამის შემდეგ იგი სახლში აიყვანეს, მისაღებ ოთახში დააწვინეს იატაკზე და მისი მოსულიერება დაიწყეს. როდესაც ი-----–--- გონზე მოვიდა, თქვა, რომ მარცხენა მხარე ტკიოდა ძალიან. მას სულ დაჩეხილი ჰქონდა მარცხენა მხარე და ასევე ჭრილობები ჰქონდა თითქმის მთელ სხეულზე, მათ შორის, სახეზეც. ამ დროს შენიშნა, რომ მის დას გულმკერდის მიდამოში ჩაცურებული ჰქონდა თავისი კუთვნილი ოქროს ცეპი. რამდენიმე წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მივიდა და დაჭრილი ი-----–--- საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მოწმეების: შ----- ა--–--ის (დაზარალებულ ი-----–--- ა--–--ის მამის), რ--------- ა--–--ის, თ----- ა--–--ის, გ--- ბ-----ის და გ------- პ-–-----ს გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულებები).

 

მოწმე ზ------- ტ------–--ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, რა დროსაც მისმა მეზობელმა შ----- ა--–--ემ დაიძახა, რომ ლიფტში გაჭედილი იყვნენ მამაკაცი და ქალი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა და დახმარება ითხოვა. ამის გამო იგი სადარბაზოს მიმართულებით წავიდა, რა დროსაც დაინახა, რომ იქედან სირბილით გამოვიდა ახალგაზრდა, დაახლოებით 25-27 წლის მამაკაცი, რომელიც კერძო დასახლების მხარეს გაიქცა.

 

მოწმე მ-------- ნ-----ს გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ქ--------–--------–-----–---------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, რა დროსაც დაინახა, რომ სადარბაზოდან სწრაფად, სირბილით გამოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც კერძო დასახლების მხარეს გაიქცა. მას შარვალზე და მაისურზე სისხლის კვლები ემჩნეოდა. როგორც ეზოში მყოფი პირებისგან შეიტყო, აღნიშნულ პიროვნებას ქალბატონი დაუჭრია სადარბაზოში.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ დაზარალებულმა ი-----–--- ა--–--ემ ამოიცნო გ------ ჩ---------ი და განმარტა, რომ ის იყო პირი, რომელმაც 2018 წლის 27 მაისს, ლიფტში, დანის გამოყენებით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები და რ----- ა--–--ის მიერ ლიფტის კარების გაღების შემდეგ მიიმალა.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ მოწმე ზ------- ტ------–--ემ ამოიცნო გ------ ჩ---------ი და განმარტა, რომ ის იყო პირი, რომელიც მან ნახა 2018 წლის 27 მაისს, შ----- ა--–--ის სადარბაზოდან გამოსული, რა დროსაც შარვალი და ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა მოსვრილი.

 

ფოტოსურათით ამოცნობისა და პირის ამოცნობის ოქმებით (უდავო მტკიცებულებები) დასტურდება, რომ მოწმე რ----- ა--–--ემ ჯერ ფოტოსურათით, ხოლო შემდეგ პიროვნულად ამოიცნო გ------ ჩ---------ი და განმარტა, რომ ის იყო პირი, რომელიც ნახა 2018 წლის 27 მაისს, მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ლიფტში, რა დროსაც მან ჩაკეტილი ლიფტის კარების გაღებისთანავე, ლიფტიდან ხელში მიაწოდა დაჭრილი ი-----–--- ა--–--ე, რის შემდეგაც გამოვარდა ლიფტიდან, კიბეებისკენ გაიქცა და მიიმალა.

 

პირის ამოცნობის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ მოწმე შ----- ა--–--ემ ამოიცნო გ------ ჩ---------ი და განმარტა, რომ ის იყო პირი, რომელმაც 2018 წლის 27 მაისს, მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ჩაკეტილი ლიფტის კარების გაღებისთანავე, მის ვაჟიშვილს, რ----- ა--–--ეს ლიფტიდან ხელში მიაწოდა მისი დაჭრილი ქალიშვილი _ ი-----–--- ა--–--ე, რის შემდეგაც გამოვარდა ლიფტიდან და კიბეებისკენ გაიქცა.

 

პირის ამოცნობის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ მოწმე გ--- ბ-----ემ ამოიცნო გ------ ჩ---------ი და განმარტა, რომ ის იყო პირი, რომელიც მან ნახა 2018 წლის 27 მაისს, ქ--------–--------–-----–---------–- მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს კიბეებზე, როდესაც იგი ქვემოთ გარბოდა და ხელები და ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა მოსვრილი.

 

პირის ამოცნობის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ მოწმე გ------- პ-–----მა ამოიცნო გ------ ჩ---------ი და განმარტა, რომ ის იყო პირი, რომელიც მან ნახა 2018 წლის 27 მაისს, ქ--------–--------–-----–---------–- მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, როდესაც ის და მისი მეზობელი გ--- ბ-----ე ადიოდნენ კიბეებზე, ხოლო მის მიერ ამოცნობილი პირი გარბოდა ქვემოთ და მას ხელები და ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა მოსვრილი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ დაზარალებულ ი-----–--- ა--–--ეს აღენიშნებოდა ოთხი ნაკვეთი ჭრილობა თავის ქალის; ორი ჭრილობა სახის; ოცდაერთი ჭრილობა ზურგისა და წელის; თხუთმეტი ჭრილობა მარცხენა ზედა კიდურის; სამი ჭრილობა მარჯვენა ზედა კიდურის; ექვსი ჭრილობა კისრის მიდამოს არეში; ოთხი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ზედაპირზე, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის ქსოვილის, პერიკარდიუმის, გულის მარჯვენა პარკუჭის კედლის მთლიანობის დაზიანებით; შინაგანი სისხლდენა პერიკარდიუმისა და მარცხენა პლევრალურ ღრუებში, მწვავე სისხლნაკლებობა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყვნენ რაიმე მჩხვლეტავი მჭრელი თვისებების მქონე საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მასზე თანდართული ფოტოილუსტრაციით (უდავო მტკიცებულებები) დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, ლიფტის იატაკზე უწესრიგოდ ეყარა სხვადასხვა ნივთები და შეინიშნებოდა მრავლობითი სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის წვეთები და გუბეები, ხოლო ლიფტის შესასვლელთან აღმოჩენილი იქნა შავი ფერის დანა, რომელზეც აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენდა ქ--------–----------------–-----–----------ში განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის კამერის ჩანაწერები, რომლებიც ასახავდა მიმდებარე ტერიტორიას 2018 წლის 27 მაისის 12:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის შუალედში. ოქმის თანახმად, ჩანაწერის (01:08:27 წუთიანი მონაკვეთი) დათვალიერებისას ეკრანზე ჩნდება ქ--------–--------–-----–-------- საცხოვრებელი სახლის მხარეს ტროტუარისა და ქუჩის ნაწილი (ა----–-----–---------------------ს ქუჩების კვეთის მიმართულებით). 23:21 წუთზე კადრში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელზეც დათვალიერებაში მონაწილე დაზარალებულმა ი-----–--- ა--–--ემ მიუთითა და განმარტა, რომ აღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც მას 2018 წლის 27 მაისს, საცხოვრებელ ბინაში ასვლისას ლიფტში მიაყენა დანით მრავლობითი ჭრილობები, რომელიც მის მიერ ფოტოსურათით იქნა ამოცნობილი და ის არის ბრალდებული გ------ ჩ---------ი. შემდეგი ჩანაწერის (01:07:14 წუთიანი მონაკვეთი) დათვალიერებისას ეკრანზე ჩნდება ქ--------–--------–-----–-------- საცხოვრებელი სახლის მხარეს ტროტუარისა და ქუჩის ნაწილი (ა----–-----–---------------------ს ქუჩების კვეთის მიმართულებით). დაზარალებულ ი-----–--- ა--–--ის განმარტებით, 16:05 წუთზე კადრში ჩნდება ზურგის მხრიდან გ------ ჩ---------ი, რომელიც ჩერდება, იყურება სახლის ეზოსკენ, ათვალიერებს მიმდებარე ტერიტორიას და 16:37 წუთზე იწყებს მოძრაობას ბ-----------ის ქუჩის კვეთისკენ. იყურება სახლის ეზოსკენ და 16:58 წუთზე ტრიალდება უკან, ჯიბიდან იღებს სიგარეტს და უკიდებს, ჩერდება ღობესთან, ათვალიერებს მიმდებარე ტერიტორიას, მარჯვენა ჯიბიდან იღებს რაღაც საგანს და უყურებს, საგანი გადააქვს მარცხენა ხელში და ამავე ხელით იდებს მარჯვენა ჯიბეში. 20:32 წუთზე იწყებს მოძრაობას ხ-----–-ს ქუჩის კვეთისკენ და შედის ხსენებული სახლის ეზოში. 23:46 წუთზე გამოდის ეზოდან, ჩერდება და უკანა სვლით რამდენიმე ნაბიჯის გადადგმით ეფარება კადრს. 24:28 წუთზე ჩნდება კადრში, მიდის და დგება იქვე ბორდიურზე... ჯიბიდან იღებს რაღაც საგანს, უყურებს და ისევ იდებს ჯიბეში, ჯიბეებში იწყობს ხელებს, ჩაიმუხლება იმავე ბორდიურზე, 30:44 წუთზე წამოდგება და აგრძელებს მოძრაობას ხ-----–-ს ქუჩის კვეთისკენ. 30:50 წუთზე ეფარება კადრს. დაზარალებულ ი-----–--- ა--–--ის განმარტებით, 34:11 წუთზე გ------ ჩ---------ი კვლავ ჩნდება კადრში ზურგის მხრიდან, ჩერდება, იყურება ეზოსკენ, 34:15 წუთზე შედის ხსენებული სახლის ეზოში და ეფარება კადრს. დაზარალებულ ი-----–--- ა--–--ის განმარტებით, 40:06 წუთზე გ------ ჩ---------ი გამოდის ეზოდან და გზას აგრძელებს ტროტუარზე, ბ-----------ის ქუჩის კვეთის მიმართულებით. 41:49 წუთზე გ------ ჩ---------ი ბრუნდება უკან... 59:34 წუთზე კადრში ჩანს გ------ ჩ---------ი, რომელიც ხელში ათამაშებს შავი ფერის დანას. ი-----–--- ა--–--ის განმარტებით, სწორედ აღნიშნული დანით მიაყენა მან მრავლობითი ჭრილობები. შემდეგი ჩანაწერის (01:04:16 წუთიანი მონაკვეთი) დათვალიერებისას ეკრანზე ჩნდება ქ--------–--------–-----–-------- საცხოვრებელი სახლის მხარეს ტროტუარისა და ქუჩის ნაწილი (ა----–-----–---------------------ს ქუჩების კვეთის მიმართულებით). დაზარალებულ ი-----–--- ა--–--ის განმარტებით, 11:23 წუთზე კადრში ფიქსირდება გ------ ჩ---------ი, რომელიც მოპირდაპირე მხრიდან გადმორბის ქუჩაზე. 12:20 წუთზე იგი იწყებს მოძრაობას ტროტუარზე ა----–----ლისა და ხ-----–-ს ქუჩების კვეთის მიმართულებით და იყურება ა----–----ლის ქ---- საცხოვრებელი სახლის ეზოსკენ, 12:32 წუთზე ეფარება კადრს. 47:52 წუთზე ქუჩიდან ხალხი იყურება ეზოს მიმართულებით, 54:54 წუთზე ეზოში შედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და შემდეგ სამაშველო სამსახურის მანქანა, რომელსაც უკან მიჰყვება საპატრულო პოლიციის ავტომანქანა.

 

საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------ ჩ---------იმ ჩაიდინა ი-----–--- ა--–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენას და მის მიერ ი-----–--- ა--–--ისათვის დანის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანებების მიყენების ფაქტს დაცვის მხარეც არ უარყოფს, თუმცა სადავოდ ხდის ქმედების კვალიფიკაციას, კერძოდ, მიიჩნევს, რომ გ------ ჩ---------ის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), რადგან მას არ ჰქონია ი-----–--- ა--–--ის მოკვლის განზრახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰქონდა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა ეს განზრახვა და მოეკლა იგი. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულ გ------ ჩ---------ის მიერ არა მკვლელობის მცდელობის, არამედ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათი და დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების არამარტო სიმძიმე, არამედ მათი რაოდენობა და ლოკალიზაცია სიცოცხლისათვის ძალზე სახიფათო მიდამოებში (სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----–--- ა--–--ეს მიყენებული ჰქონდა 55 ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის, 4 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ზედაპირზე, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის ქსოვილის, პერიკარდიუმის და გულის მარჯვენა პარკუჭის კედლის დაზიანებით), ადასტურებს იმას, რომ გ------ ჩ---------ი უცილობლად ითვალისწინებდა მისი ქმედების შესაძლო შედეგს (დაზარალებულ ი-----–--- ა--–--ის სიკვდილს) და სურდა ამ შედეგის დადგომა.

 

პალატა განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად ან მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ. საქართველოს სსისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან სწორედ განზრახვის მიმართულება განასხვავებს. თუ პირმა მოკვლის მიზნით სხვას მძიმედ დაუზიანა ჯანმრთელობა, მაგრამ სიკვდილი არ დადგა, სახეზე გვაქვს მკვლელობის მცდელობა და არა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ი-----–--- ა--–--ისათვის მიყენებული დაზიანებების ხასიათი და არაერთგზისობა ადასტურებს გ------ ჩ---------ის განზრახვას _ მოეკლა იგი, თუმცა ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას ხელი შეუშალა მისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, კერძოდ, დანაშაულის ადგილზე სხვა ადამიანების დროულად მისვლამ, რის შემდეგაც გ------ ჩ---------ი იძულებული გახდა შეეწყვიტა თავისი დანაშაულებრივი ქმედება და ი-----–--- ა--–--ე დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს. ამდენად, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს არა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, არამედ მკვლელობის მცდელობას.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გ------ ჩ---------ის მიერ დანაშაული ჩადენილია ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, ვინაიდან, დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულის ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------ ჩ---------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, რის გამოც არ არსებობს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- ვ----–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გ------ ჩ---------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების საფუძველი.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ------ ჩ---------ი ბოლო დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------ ჩ---------ისთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

ამრიგად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენი გ------ ჩ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- ვ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ გ------ ჩ---------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- ვ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენი გ------ ჩ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ------ ჩ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

4.გ------ ჩ---------ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 02 ივნისიდან.

 

5.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 2 ცალ CD დისკზე; ი-----–--- ა--–--ის ტანსაცმლის ამოღების ფოტოსურათები CD დისკზე; შ------------დან” გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების მიერ ჩაწერილი ინფორმაცია 4 ცალ DVD დისკზე; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული 2 ცალი დაქტილოფირი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 1 ცალ CD დისკზე და შ------------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი CD დისკი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული საფულე; გ------ ჩ---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, ტყავის საფულე, პლასტიკური ბარათი; ი-----–--- ა--–--ის ტანსაცმელი; რ----- ა--–--ის ტანსაცმელი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ყვავილიანი ნაქსოვი ქუდი; ი-----–--- ა--–--ის კუთვნილი ოქროსფერი ჯაჭვი, რგოლი ბეჭედი, თვლებიანი ვერცხლისფერი საყურე; ი-----–--- ა--–--ის პირადი ნივთები და ფული, 10 თეთრიანი მონეტა, ვერცხლისფერი საყურე თვლებით, რგოლი ბეჭედი თვლებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქალის ფეხსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

· გ------ ჩ---------ის ხელის კვლები 1 ცალ დაქტილობარათზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თმისმაგვარი წარმონაქმნი; ქაღალდის ნაკეცში არსებული მორუხო ფერის მასა; პლასტმასის ქილაში არსებული მოყვითალო ფერის საცხი; ი-----–--- ა--–--ის სისხლის ნიმუში; ი-----–--- ა--–--ის ფრჩხილის ნიმუში; რ----- ა--–--ის სისხლის ნიმუში; საკეცი დანა; მოწითალო ფერის ლაქები; 5 ცალი სილიკონის მწებავი ჩხირი; პოლიეთილენის პარკი; სანთებელა; მწერების საკლავი ჯოხი და გ------ ჩ---------ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------ ჩ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/თ.სვანიძე/