განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002103946
საქმე №3ბ/1298-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
27 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე);
წარმომადგენელი - ლ---------------–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე - ა-–----------;
წარმომადგენელი - ნ--------–--–---;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ა-–----------ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 0------------------ ბრძანება და დაევალა მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეს - ა-–----------ს აღუდგება იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსი;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 დეკემბრის №3/3306-15 გადაწყვეტილებით ა-–----------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 1-------------- ბრძანება ,,იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ’’ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში.
მითითებული სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საკითხის ხელახალი განხილვისას დაედგინა მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, უნდა გამოეკვლია და დაედგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავდა ან ადასტურებდა ა-–----------ს ცხოვრებას ქ. გაგრაში, ქ--------------ში, 1992 წლის ოქტომბრამდე.(ს.ფ. 128-169);
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში, ა-–----------სთან ჩატარდა გასაუბრება, 2017 წლის 13 ივნისს. გასაუბრებისას ა-–----------მ განაცხადა, რომ დაიბადა 1954 წლის 2---------------, გაგრაში; 1987 წელს იქორწინა გაგრაში; მისი ოჯახის წევრები იყვნენ: რ----------–---ი (მეუღლე) - დაიბადა 1961 წელს ჭ------ში, იყო არადევნილი და გარდაიცვალა 2----–--–ს; ო-–-------–---ი (შვილი) - დაიბადა 1987 წელს, გაგრაში, ცხოვრობს დ-----ში და არის დევნილი; ჯ-----------–---ი (შვილი) - დაიბადა 1991 წელს, დ-----ში, ცხოვრობს თბილისში და არის დევნილი; ა-----------ე (დედა) - დაიბადა 1933 წელს, გაგრაში, არის გარდაცვლილი (არადევნილი); შ-------------ე (მამა) - დაიბადა 1929 წელს, გაგრაში, არის გარდაცვლილი (არადევნილი) და ვ---------------ე (ძმა) - დაიბადა 1961 წელს, გაგრაში და გარდაიცვალა რუსეთში; იძულებით გადაადგილების შემდეგ ა-–---------- ცხოვრობს შვილთან, ო-–-------–---თან ერთად, დ-----ში; ა-–----------ს გააჩნია საშუალო ტექნიკური განათლება; დაამთავრა ქ------------ საშუალო სკოლა; ტექნიკური განათლება მიიღო ქ. გორში; იძულებით გადაადგილებამდე მუშაობდა ქ. გ-------------------–ი; 1976-80 წლებში იყო ბუღალტერის დამხმარე; 1981-87 წლებში იხდიდა სასჯელს თბილისში; იძულებით გადაადგილებამდე მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. გაგრაში, ქ-----------------ში მდებარე ბელეტაჟი ბინა, რომელიც წარმოადგენდა დედის საკუთრებას; 1992 წლის აგვისტოში დატოვა საცხოვრებელი ადგილი, მშობლებთან, ძმასთან და შვილებთან ერთად. გასაუბრების დროისათვის ა-–---------- ცხოვრობს დ-----ში, 9--------------–------------ში, სადაც უძრავი ქონება წარმოადგენდა მულის საკუთრებას; მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების შემდეგ, იქ აღარ ყოფილა.
გასაუბრებისას, ა-–----------მ განმარტა, რომ მეუღლე წარმოშობით არის სვანეთიდან; დაოჯახების შემდეგ ცხოვრობდა გაგრაში, მეუღლესთან ერთად, მშობლების სახლში; მათი შემოსავალი იყო სეზონურად, დამსვენებლებზე ოთახების გაქირავება; ასევე, მათ ეხმარებოდნენ მშობლებიც; დაახლოებით 1989 წელს განქორწინდა მეუღლესთან, თუმცა განქორწინება არ დაურეგისტრირებიათ; განქორწინების შემდეგ მეუღლე საცხოვრებლად წავიდა დ-----ში, სადაც ცხოვრობდნენ მისი დედა და ძმა; 1991 წელს, როდესაც დაიბადა მეორე შვილი, ა-–---------- ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, დ-----ში, რადგან მეუღლე იყო ავად და ჩავიდა მის მოსანახულებლად; მითითებულ პერიოდში მეუღლესთან ცდილობდა შერიგებას, რის გამოც პერიოდულად ცხოვრობდა დ-----ში; ბავშვის დაბადებიდან 7 თვის შემდეგ იგი კვლავ წავიდა გაგრაში; გაგრის დატოვების შემდეგ ცხოვრობდა გორში, ბიძასთან, შემდეგ ცხოვრობდა ქ. თბილისში, ხოლო 1993 წლიდან ცხოვრობს დ-----ში; მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემდეგ მეუღლე არსად არ მუშაობდა; ორივე შვილმა საშუალო განათლება მიიღო დ-----ში; საკუთრებაში არ გააჩნია რაიმე ქონება.(ს.ფ. 90-94).
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოიძია ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობიდან.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის 2017 წლის 1------------------- წერილით ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო ამავე წარმომადგენლობის 2014 წლის 0------------------- წერილის საფუძვლები, კერძოდ, ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ა-–----------ს მონაცემები გადამოწმდა საქართველოს სამისამართო-საინფორმაციო ბიუროში ქორწინების შემდგომ მინიჭებულ გვარზე - ა-–-------–---ზე. გადამოწმებული ინფორმაციის მიხედვით, იგი 1989 წლიდან ჩაწერილია დ-----ში, ხოლო 1998 წელს ა-–-------–-------------- გადამისამართდა ქ. გაგრის მისამართზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 2------------------- წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ა-–---------- 1993 წლამდე არ ცხოვრობდა დ-----ში, 9--------------–------------ში.(ს.ფ. 54, 87-89, 99);
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ, მოძიებული ინფორმაციის გათვალისწინებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ა-–----------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2-----–------------------- მოხსენებითი ბარათით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა სამმართველოს მიერ მომზადებული დასკვნა ა-–----------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე.(ს.ფ. 86-89);
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 0------------------ ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2-----–------------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ა-–----------ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.(ს.ფ. 85).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითადად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია, სადაც უპირატესად ცხოვრობს. მუდმივი საცხოვრებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ამავდროულად ეს არ გამორიცხავს დროის გარკვეული მცირე მონაკვეთით ამ პირის სხვა ადგილას ცხოვრების ფაქტს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე, რომლითაც განსაზღვრულია იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესი.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას ახორციელებს დეპარტამენტი. პირისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე დასკვნას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო დევნილის სტატუსის ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნას – ასევე მოხელე, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნა დეპარტამენტის უფროსის მიერ წარედგინება მინისტრს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ ასევე მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო. მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.
სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–----------ს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, რომელიც ჩამოერთვა ,,იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 1-------------- ბრძანებით. ასევე, დადგენილია, რომ მითითებული ბრძანება სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 დეკემბრის №3/3306-15 გადაწყვეტილებით და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მითითებული სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საკითხის ხელახალი განხილვისას დაადგინოს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, გამოიკვლიოს და დაადგინოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავს ან ადასტურებს ა-–----------ს ცხოვრებას ქ. გაგრაში, ქ--------------ში, 1992 წლის ოქტომბრამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 დეკემბრის №3/3306-15 გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამართულ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოიძია დამატებითი ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობიდან, ასევე, 2017 წლის 13 ივნისს დამატებით გამოიკითხა მოსარჩელე. მოძიებული ინფორმაციისა და ა-–----------სთან გასაუბრების შედეგების ერთობლივი შეფასებით კი მომზადდა დასკვნა მოსარჩელე - ა-–----------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე, ხოლო ამ უკანასკნელ დასკვნაზე დაყრდნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 0------------------ ბრძანებით ა-–----------ს უარი ეთქვა ხსენებული სტატუსის აღდგენაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის 1------------------ წერილზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო 2014 წლის 02 მაისის მდგომარეობით მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კერძოდ, ისეთი გარემოებებზე მითითებით, რომლებიც სასამართლომ ერთხელ უკვე შეაფასა და თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 07 დეკემბრის №3/3306-15 გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაითვალისწინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს პირდაპირ დაევალა დაედგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავდა ან დაადასტურებდა ა-–----------ს ცხოვრებას ქ. გაგრაში, ქ-----------------ში, 1992 წლის ოქტომბრამდე. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს ა-–----------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნაში მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოძიებულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ა-–----------ს ქ. გაგრაში, ქ-----------------ში, 1992 წლის ოქტომბრამდე მუდმივად ცხოვრების გამომრიცხავი გარემოებები.
სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ა-–----------სთან ნებისმიერ დროს, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე, გასაუბრებით/გამოკითხვით მიღებული ინფორმაცია უნდა შეფასდეს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობით და გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით, მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. შესაბამისად, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას უშუალოდ ა-–----------ს მიერ სხვადასხვა დროს გამოკითხვის დროს დაფიქსირებულ არაიდენტური შინაარსის ინფორმაციაზე.
ზემოაღნიშნული ნორმისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად იქნეს ცნობილიყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 0------------------ ბრძანება, მოსარჩელე ა-–----------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონს.
სასამართლოს მითითებით, ვინაიდან დადასტურებულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 0------------------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველის არსებობა, ამასთან, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს მოსარჩელის დევნილობის ფაქტს, საფუძვლიანია ასევე სასარჩელო მოთხოვნა ა-–----------სათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.
სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ ა-–---------- დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით დევნილად რეგისტრირებულია 1996 წლიდან. დევნილობამდე მის ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად დაფიქსირებულია ქ. გაგრა, ქ-------------------.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 30 ივნისის N307 ბრძანების თანახმად 2013 წლის 1 აგვისტოს დაიწყო იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია (ახალი ოწმობების ნიმუშების გაცემა). რეგისტრაცია მოსარჩელემ გაიარა 2013 წლის დეკემბერში. 2015 წლის 14 იანვარს მოსარჩელეს მ-------------- ბრძანების საფუძველზე ჩამოერთვა დევნილის სტატუსი.
„იძულებით გადაადგილებულ პირად-დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 პუნქტის მე-9 მუხლის თანახმად, რესგიტრაციის დროს თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, დეპარტამენტის ან/და სარეგისტრაციო კომისიის მიერ ხორციელდება დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლიანი შემოწმება. აპელანტის მითითებით, ვინაიდან სარეგისტრაციო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ა-–----------ს დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, სამინისტროს მიერ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში 2014 წლის 6-------ს გაიგზავნა N0------------ წერილი. 2014 წლის 8 მაისს მიღებულ საპასუხო წერილში მითითებულია, რომ ა----------–- 1992 წლის ოქტომბრამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ქ. გაგრაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის „იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ქონის კანონიერების შემსწავლელი სამუშაო ჯფუფის შექმნის შესახებ“ N434 ბრძანების შესაბამისად, ამავე ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ, ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში, 2014 წლის 22 ოქტომბერს ა-–----------ს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის „იძულებით გადაადგილებულ პირის-დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარის ფორმის დამტკიცებისა და დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნით გასაუბრებაზე და კითხვარის შევსებაზე, ასევე „დევნილის მოწმობის გაცემაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა განსაზღვრის შესახებ“ 2014 წლის 16 მაისის NN826 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული კითხვარი.
გასაუბრების დროს მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაიბადა 1954 წლის 2--------------- ქ. გაგრაში. 1961-1971 წ.წ. სწავლობდა ქ. გაგრის N1---–----–-- სკოლაში. სკოლის დირექტორი და მასწავლებლების სახელი და გვარები არ ახსოვს. 1975-1976 წლებში სწავლობდა ქ. გორის ტექნიკუმში. 1976-1981 წ.წ. მუშაობდა გ---------------------ში ბუღალტრად. მოსარჩელის მიერ დასახელებული გ--------------------ის დირექტორი და თანამშრომლები არ იძებნებიან დევნილთა მონაცემთა ბაზაში. ასევე არ იძებნებიან დევილნთა მონაცემთა ბაზაში მის მიერ დასახელებული მეზობლებიც. აღნიშნა, რომ ქ. გაგრაში ცხოვრობდა მამა - შ-------------ესთან, დედა - ა-----------ესთან და ძმა - ვ---------------ესთან ერთად. მოსარჩელემ დააფიქსირა, რომ 1991 წელს დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამჟამად მის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დ-----ი, 9--------------–--------------.
აპელანტის მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირათა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1 ნაწილის თანახმად: იძულებით გადაადგილებულ პირად- დევნილად ჩაითველება საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქების არ მქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის მასობრივი უფლებების დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მას ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოსარჩელის შესახებ არსებული მონაცემები წინააღმდეგობაშია ზემომითითებულ კანონთან, რომლის თანახმად იმპერატიულადაა დადგენილი, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობაა, რომ პირს იძულებით ჰქონდეს დატოვებული მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. სტატუსის მინიჭების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. შესაბამისად, 2015 წლის 14 იანვრის NN24 ბრძანებით მას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. ზემომითითებული აქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. არჩვაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შედეგად ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ა-–----------ს მიმართ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ და ასევე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად სამინისტრომ ხელმეორედ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელის საკითხთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელეს კვლავ ჩაუტარდა გასაუბრება. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაციები.
გასაუბრების დროს ა-–----------მ განმარტა, რომ დაიბადა 1954 წელს ქ. გაგრაში. აქვე დაამთავრა N1---–----–-- სკოლა. 1996-1980 წ.წ. მუშაობდა გაგრის ნ------------ში ბუღალტრის დამხმარედ. 1981 წლიდან 1987 წლამდე სასჯელს იხდიდა ქ. თბილისში. 1987 წელს დაოჯახდა რ----------–---ზე ქ. გაგრაში. იგი წარმოშობით იყო მესტიიდან. გარდაიცვალა 2----–--–ს, დევნილის სტატუსი არ ჰქონია. მოსარჩელის განმარტებით მეუღლესთან არაოფიციალურად განქორწინდა 1989 წელს, რის შემდეგაც მეუღლე საცხოვრებლად წავიდა დ-----იში მშობლებთან. შვილი - ჯ-----------–---ი შეეძინა 1991 წელს დ-----ში. აღნიშნა, რომ აღნიშნული იმით იყო განპირობებული, რომ მეუღლე იყო ავად და იმ პერიოდში ცხოვრობდა მასთან, ცდილობდნენ შერიგებას. ასევე დააფიქისრა, რომ ბავშვის დაბადებიდან 7 თვის მერე კვლავ დაბრუნდა გაგრაში და 1992 წლის აგვისტოს თვეში მშობლებთან, ძმასთან ერთად დატოვა გაგრა. 1993 წლიდან ცხოვრობს დ-----ში მისამართზე 9--------------–---------------ში.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობიდან მიღებული 2015 წლის 8 მაისის წერილში მითითებულია, რომ ა-–----------ს 1992 წლამდე ქ. გაგრაში მუდმივად ცხოვრება არ უდასტურდება, ხოლო 2017 წლის 1------------------- წერილში მითითებულია, რომ ა-–----------ს მონაცემები გადამოწმდა საქართველოს სამისამართო-საინფორმაციო ბიუროშიც ქორწინების შემდგომ მინიჭებულ გვარზე -ა-–------–---ზე, რომლის მიხედვითაც ის 1989 წლიდან ჩაწერილია დ-----ში, ხოლო 1998 წელს ა-–---------- (----–----- გადამისამართდა ქ. გაგრაში. აღნიშნული კი ზემომითითებულ გარემოებებთან ერთად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე სადაო პერიოდში ფაქტობრივადაც ცხოვრობდა მისი რეგისტრაციის მისამართზე - ქ. დ-----ი 9 ძმა ხერხეულიძის N13-ში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 22 ივნისის N29520/01 საპასუხო წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ ა-–---------- 1993 წლამდე არ ცხოვრობდა ქ. დ-----ში, 9--------------–----------ში. აპელანტის მითითებით, სარწმუნოდ ვერ იქნება მიჩნეული შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ წერილში დაფიქსირებული გარემოება, რადგან იგი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თავად მოსარჩელის მიერ გასაუბრების დროს გაკეთებულ განმარტებებთან. კერძოდ მოსარჩელემ გასაუბრების დროს ცალსახად აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში ცხოვრობდა ქ. დ-----ში, მეუღლესთან ერთად, ასევე მისი შვილი დაიბადა დ-----ში და შვილის დაბადების შემდგომაც ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე.
აპელანტის მითითებით, პირველი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული გასაუბრების დროს მოსარჩელემ განაცხადა, რომ ქ. გაგრა დატოვა 1991 წელს ძმასთან, მშობლებთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ხოლო სასამართლო სხდომაზე შეცვალა სამინისტროში დაფიქსირებული გარემოება და აღნიშნა, რომ გაგრა დატოვა 1992 წლის ოქტომბრის თვეში. ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა განმარტეს, რომ ა-–---------- მეუღლესთან და შვილებთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა გაგრაში 1992 წლამდე. აღნიშულ განმარტებებს დაეთანხმა თავად ა-–----------ც, რაც კვლავ არსებით წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ როგორც სამინისტროში ჩატარებული გასაუბრებების, ასევე სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, საკითხის ხელმეორედ განხილვის დროს მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1989 წელს არაოფიციალურად განქორწინდა მეუღლესთან, რომელიც ცხოვრობდა ქ. დ-----ში მშობლებთან, ასევე დააფიქსირა, რომ თავადაც 1991 წელს ცხოვრობდა ქმართან ერთად და ამავე წელს შეეძინათ შვილი ქ. დ-----ში.
ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელე შეგნებულად და მიზანმიმართულად ცდილობს, როგორც სამინისტროს, ასევე სასამართლოს მიაწოდოს ცრუ ინფორმაცია მისი 1992 წლამდე ქ. გაგრაში მუდმივად ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება მიზანს, აღიდგინოს დევნილის სტატუსი, რათა მიიღოს ამ სატუსიდან გამომდინარე დევნილთათვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 დეკემბრის №3/3306-15 გადაწყვეტილებით ა-–----------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 1-------------- ბრძანება ,,იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ’’ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში.
სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საკითხის ხელახალი განხილვისას დაედგინა მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, გამოეკვლია და დაედგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავდა ან ადასტურებდა ა-–----------ს ცხოვრებას ქ. გაგრაში, ქ--------------ში, 1992 წლის ოქტომბრამდე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 0------------------ ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2-----–------------------- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ა-–----------ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.(ს.ფ. 85).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ა-–----------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმა მოხდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ”.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
მითითებული მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და თვლის, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის ფაქტს, რამდენადაც პირი იძულებული უნდა იყოს დატოვოს სწორედ ის ადგილი, სადაც ის მუდმივად ცხოვრობდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო საკმარისად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თვლის, რომ საქმეში დაცული მასალები არ იძლევა აპელანტის მიერ წარმოდგენილი პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას. აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე:
დადგენილია, რომ ა-–---------- დაიბადა ქ. გაგრაში, დაამთავრა ქ. გაგრის N1---–----–-- სკოლა, 1967-1980 წლებში მუშაობდა ქ. გ---------------------ში ბუღალტრის დამხმარედ; მისი ქორწინება 1987 წელს რეგისტრირებულია ქ. გაგრაში, იმავე წელს ასევე ქ. გაგრაშია დაბადებული მისი შვილი ო-–-------–---ი.
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 2------------------- წერილი, რომლის საფუძველზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ა-–---------- 1993 წლამდე არ ცხოვრობდა დ-----ში, 9--------------–------------ში.(ს.ფ. 54, 87-89, 99);
2004 წლის 16 ივნისს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დ-----ის ფილიალის უფროსის მიერ ა-–----------ს სახელზე გაცემულია ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ა-–----------ს არ დაენიშნა ბავშვებზე მარჩენალის დაკარგვის გამო პენსია იმ მიზეზით, რომ იგი იყო დევნილი და აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა დ-----ის რაიონში.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები და მოსარჩელის მხრიდან სასამართლო პროცესზე გაკეთებული განმარტებები, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და თვლის, რომ ჩამოყალიბებული ყოფითი კავშირები და მოსარჩელის ოჯახური პირობები ქმნის ქ. გარასთან ა-–----------ს უტყუარი კავშირის დადასტურების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ იძლევა ამავე ტიპის კავშირების ქვეყნის სხვა ტერიტორიულ ერთეულებთან დადგენის შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა საფუძველს დაედასტურებინა ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მხრიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოხდა მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო. შესაბამისად, უსაფუძვლოა მითითება იმის შესახებ, რომ ა-–----------მ დევნილის სტატუსი მოიპოვა შესაბამისი საფუძვლების არარსებობის პირობებში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტი გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აპელანტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე