განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
010100117002137711
ინსტანცია
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-310-2018 წელი

№010100117002137711

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

7 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი

მოსამართლეები: მარინა სირაძე

მაკა გორგოძე

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – რ----- შ----ის,ადვოკატის – ს---–--- კ------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა შ----- ბ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

შ----- ბ--------ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები ქ. ქ--------------------------------------- -ში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალ-დებაში.

aRwerilobiTi nawili:

შ----- ბ--------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალი დაედო კანო-ნიერი ქურდობისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

შ----- ბ--------ე არის კანონიერი ქურდი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად, მონაწილეობას ღებულობს ქურდულ გარჩევებში, აგრეთვე რო-გორც კანონიერი ქურდი, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ქურდულ სამყაროში, ასე-ვე ნებისმიერი ფორმით მართავს და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით შ----- ბ--------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- შ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს შ----- ბ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით. მოთხ-ოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ე.წ. „ქურდული სამყარო“ საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიიჩნევა თანამედროვე ორგანიზებული დანაშა-ულის, სტრუქტურის ხერხემლად. ამ პერსონალურ კრიმინალურ სამყაროს ჰყავს თავი-სი ცნობადი ლიდერები-კანონიერი ქურდები წინასწარ შემუშავებული ინიცირების რიტუალები და ქცევის წესები. ამ სამყაროს აქვს კარგად ორგანიზებული მართვის სტუქტურა, სუბორდინაციისა და მისი წევრების კონტროლის მკაცრი სისტემა. ასევე მათი გავლენა ვრცელდება საზოგადოების სხვადასხვა სექტორებზე. შ----- ბ--------ე არის კანონიერი ქურდი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბა-მისად მონაწილეობას ღებულობს ქურდულ გარჩევებში, აგრეთვე როგორც კანონიერი ქურდი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ქურდულ სამყაროში, ასევე ნებისმიერი ფორმით მართავს და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს.

შ----- ბ--------ის მიერ ჩადენილ დანაშაულს ადასტურებს სასამართლო პროცესზე გა-მოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე გონივრულ ეჭვს მიღმა არსე-ბული შემდეგი მტკიცებულებები: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, გ-------– ბ-----–--ის ინფორმაციული პატაკი, ბრალდებულ შ----- ბ--------ის დაკავებისა და პი-რადი ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული შ----- ბ--------ის სასჯელაღსრუ-ლების დაწესებულებიდან განთავისუფლების ცნობა, სასამართლოს განჩინება გადაუ-დებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული შ----- ბ--------ის პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის თაობაზე, შ----- ბ--------ის საზღვრის კვეთის მონაცემები, სოცია-ლურ ქსელ „პ------------ის“ ვებ.გვერდის დათვალიერების ოქმი და დასქრინშოტებუ-ლი (ეკრანის ფოტოასლების ამსახველი) დოკუმენტაცია, მოწმეების: გ-------– ბ-----–---ის, გ------- ნ---–--ის, გ------ ზ----ის, ნ-----–---- კ-------ის, გ--- ბ-------ის, ი-----–- გ-------–--ის, ზ------ შ---–---–ისა და უ-- კ----ის გამოკითხვის ოქმები, ქუთაისის სა-ქალაქო სასამართლოს 24.04.09 წ. განაჩენი შ----- ბ--------ის მიმართ და საქმეში არსე-ბული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

კრიტიკას ვერ უძლებს დაცვის მხარის მოწმეების: მ-----– ბ----–--–---–ის, ნ-----–---- ლ-----ის და ბ------ ს-----ის ჩვენებები, რამეთუ სამივე მათგანს ახლო მეგობრული ურ-თიერთობა გააჩნიათ შ----- ბ--------ესთან, ამასთანავე მათ პრაქტიკულად არანაირ ინ-ფორმაცია არ მიუწოდებიათ სასამართლოსათვის. ხოლო აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები და პოზიციები კი ბრალდებულებისათვის უკეთესი სამართლებივი შედეგის მიღების სურვილითაა გამოწვეული და არა ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით.

ბრალდების მხარე ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას, როცა ის მიუთითებს, რომ რუსულ ვებ.საიტ -------------------------დან შ----- ბ--------ის შესახებ არსე-ბულ ინფორმაციის დათვალიერების შედეგად მოპოვებით, ბრალდების მხარემ დაარ-ღვია კომპიუტერული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სისხლის სამართლის სა-პროცესო კოდექსით დადგენილი წესი (დარღვეულია სსკ-ის მე-3 მუხლის 27-ე ნაწილი, 136-ე, 1432 -14310 მუხლები). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული ვებ-გვერდი არის საჯარო, ისევე, როგორც ხსენებულ ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ რ----- შ----ეს, რომელიც ითხოვს შ----- ბ--------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით.

– გამართლებულ შ----- ბ--------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ს---–--- კ------ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართ-ლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეა-მოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმებლის სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე გ-------– ბ-----–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს შსს აჭარის პო-ლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2017 წლის 14 სექ-ტემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ კანონიერი ქურდი შ----- შ------ს ძე ბ--------ე, მეტსახელად „შ-------------------“ უნდა შემოსულიყო ქვეყანაში რუ-სეთის ფედერაციიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გავლით. შს სამინისტოს ბაზაში გადაამოწმა დასახელებული პირის ვინაობა, ის აღმოჩნდა წარსულში ნასამართ-ლევი შ----- ყ-------–---–ი, რომელსაც შეცვლილი ჰქონდა გვარი ბ--------ედ. ამ პირის შესახებ ინფორმაცია მოიძია ასევე სოც-ქსელში, სახელად „პ-------------“, სადაც ინ-ფორმაციაა განთავსებული კანონიერ ქურდებზე. აღნიშნული საიტის მონაცემებით, ბ---------ე 2014 წელს საბერძნეთში ყოფნისას „მოინათლა“ კანონიერ ქურდად. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას, საქმეზე დაწყებულ იქ-ნა გამოძიება სსკ-ის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით. კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რომელ გარჩევებში იღებდა მონაწილეობას ბ--------ე, აშანტაჟებდა თუ არა ბიზნესმე-ნებს, სძალავდა თუ არა ვინმეს ფულს, ან რომელმა კანონიერმა ქურდებმა მონათლეს ის, არ ფლობს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული მოწმე გ-------– ბ-----–--ის პატაკის თანახმად მან მიმართა აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსს და აცნობა მი-ღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ.

მოწმე გ------ ზ----ის, აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს, დეტექტივ-გამომძიე-ბელმა გ-------– ბ-----–--ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ რუსეთის ფედერაციიდან ბათუმის აეროპორტის გავლით საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა კა-ნონიერი ქურდი შ----- ბ--------ე. ოპერატიული ინფორმაცია მოხსენდა ხელმძღვანე-ლობას, დაიწყო საქმეზე გამოძიება, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, მიიღო დავალება და დეტექტივ-გამომძიებლებთან – ი-----–- გ-------–--ესთან და გ------- ნ---–--ესთან ერთად წავიდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბ--------ის დასაკავებლად. აერო-პორტში მისვლისას დაინახეს შ----- ბ--------ე, გამოჰკითხეს ვინაობა, განუმარტეს უფ-ლებები, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და დააკავეს. დაკავებისას ბ--------ემ დაადასტურა, რომ იყო კანონიერი ქურდი, ოქმის ხელმოწერაზე კი უარი განაცხადა მოტივის დასახე-ლების გარეშე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სოციალური ქსელებში არსებობს ინფორმა-ცია ბ--------ის, როგორც კანონიერი ქურდის შესახებ, რომელიც 2014 წელს საბერძნეთ-ში ყოფნისას „მოინათლა“ ქურდად, მეტსახელია „შ----------------“. ე.წ. „ქურდულ გარ-ჩევებში“ ამ პირის მონაწილეობის შესახებ რაიმე ინფორმაციას არ ფლობს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ბრალდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლის გ------- ნ---–--ის ჩვენებითაც. არც მოწმე ნ---–--ე ფლობს რაიმე ინფორმაციას იმის შესახებ თუ სად, რა ვითარებაში, რომელ ქურდულ გარჩევაში, გამოძალვასა თუ ქურდული სამყაროს სახელით განხორ-ციელებულ სხვა უკანონო ქმედებებში მიიღო მონაწილეობა შ----- ბ--------ემ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ი-----–- გ-------–--ის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიე-ბელმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ სამმართველოში შესული ოპერატიული ინ-ფორმაციის საფუძველზე, გ------- ნ---–--ესთან და გ------ ზ----ესთან ერთად ბათუ-მის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა და პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ბრალდებულ ბ---------ეს. ფაქტობრივი დაკავების ადგილზევე შეადგინა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი. ოქმს დაკავებულმა ხელი არ მოაწერა, მოტივი არ დაუსახელებია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შ----- შ-----ს ძე ბ--------ე დაკავებულ იქნა 2017 წლის 14 სექტემბერს 16:28 საათზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციულ შენობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ გამომძიებლის ი-----–- გ-------–--ის მიერ. აღნიშნულ საგა-მოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ ამავე სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლები - გ------- ნ---–--ე და გ------ ზ----ე. პირადი ჩხრეკისას ბ--------ისგან ამოღებულ იქნა პასპორტი, სამგზავრო ბილეთი, ფული და პირადი ნივთები. დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე დაკავებულმა უარი განაცხადა, მოტივი არ დაუსახელებია.

მოწმე ნ-----–---- კ-------ემ, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების თანამშრომელმა, ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ქ. ქუთაისში პოლი-ციის მეოთხე განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე ცხოვრობს შ----- ყ-------–----–ი, რომელიც ამჟამად მეუღლის გვარზეა გადასული და არის შ----- ბ--------ე. ის ქურდული ტრადიციების მიმდევარია. 2009 წელს ძებნილის სახით იქნა დაკავებული სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, ხოლო 2014-ში გაემგზავრა საზღვარგარეთ. იმავე წელს საბერძნეთში „მოინათლა“ კანონიერ ქურდად. რომელ ქალაქში, ან რომელმა კანონიერმა ქურდებმა „მონათლეს“, ინფორმაცია არ აქვს. საქართველოში ყოფნისას მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სავარაუდო ფაქტებთან და-კავშირებით, გამოძიება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში არ დაწყებულა, ვერც „ქუ-რდულ გარჩევებს“ დაასახელებს, სადაც ბ--------ე მონაწილეობდა, ასეთი კონკრეტული ინფორმაცია არ გააჩნია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ--- ბ-------ემ, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყო-ფილების თანამშრომელმა, ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იცნობს შ----- ბ--------ეს, რომელიც ქუთაისის მკვიდრია. ის აღიარებს ქურდულ კანონებს და მეგობრობს კრიმი-ნალურ ავტორიტეტებთან. 2014 წელს საბერძნეთში ყოფნისას „მოინათლა“ კანონიერ ქურდად, თუმცა კონკრეტულად რომელ ქალაქში და ვის მიერ, არ იცის. არ შეუძლია დაასახელოს კონკრეული ფაქტი საქართველოში ყოფნისას ბ--------ის, როგორც ქურ-დული მენტალიტეტის მქონე პირის, „ქურდულ გარჩევაში“, გამოძალვაში, ან სხვა კა-ნონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობის შესახებ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ზ------ შ---–---–მა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმარ-თველოს დეტექტივ-გამოძიებელმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს, თარჯიმნის მონაწილეობით, დაათვალიერა რუსული ვებ საიტი h------------------------, რომელშიც კანონიერ ქურდებთან დაკავშირებული ინფორმა-ციაა ასახული, მათ შორის მითითებულია შ----- ბ--------ის მონაცემებიც. აღნიშნული ვებგვერდი არის საჯარო, ნებისმიერ პირს შეუძლია შესვლა და სასურველი ინფორმა-ციის მოძიება, ამიტომ არ ჩათვალა საჭიროდ სასამართლოს ნებართვით მოეპოვებინა ბ--------ესთან დაკავშირებული ინფორმაცია და საკმარისად მიიჩნია მისი საპროცესო დამაგრება მოეხდინა დათვალიერების ოქმით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივე-ბის სამმართველოს დეტექტივ-გამოძიებლის ზ------ შ---–---–ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს, თარჯიმან მ----------- ს---------ის მონაწილეობით, თავის სამუშაო კაბინეტში, პერსონალური კომპიუტერის საშუალებით, დაათვალიერა რუსული ვებ საიტი h------------------------, რომელშიც კანონიერ ქურდებთან დაკავშირებული ინფორმაციაა ასახული, მათ შორის მითითებუ-ლია შ----- ბ--------ის მონაცემებიც. ეს მონაცემები დათვალიერების შემდეგ კომპიუტე-რული პროგრამის მეშვეობით დააკოპირა, ამობეჭდა პრინტერზე და დაურთო ოქმს.

აღნიშნული ვებ. საიტის ქართული თარგმანის მიხედვით, შ----- შ-----ს ძე ბ--------ე მოხსენიებულია კანონიერ ქურდად, რომელიც დაიბადა ქუთაისში, „დაგვირგვინდა“ საბერძნეთში 2014 წელს. პიროვნების მაინდენტიფიცერებელ სხვა ინფორმაციას ვებ-გვერდი არ შეიცავს. განთავსებულია ასევე ინფორმაცია ვინმე შ----- ვ----–---ს ძე ბ---------ის, მეტსახელად „ო----–-ს“ შესახებ, რომელიც აღნიშნული წყაროს მიხედვით ასევე კანონიერი ქურდის სატატუსით სარგებლობს და არის ბრალდებული შ----- ბ--------ის მამა.

საქმეში არსებული, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვის და რეგისტრაციის სამმართველოს 2017 წლის 26 სექ-ტემბრის წერილის და საინფორმაციო ბაზის ამონაწერის თანხმად, მოქალაქე შ----- ბ---------ის (ყ-------–---–ის) მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები დაფიქსირე-ბულია სსკგ „სარფის“ და სსკგ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტების გავ-ლით 2005 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში. ამ ინფორმაციის თანახმად, გვარი ყ-------–---–ი შეცვლილია ბ--------ედ 2014 წლის 2 დეკემბერს თბი-ლისის აეროპორტიდან ბელორუსიის მიმართულებით საქართველოდან გასვლისას. უკან დაბრუნება ფიქსირდება რუსეთის ფედერაციიდან 2017 წლის 14 სექტემბერს ბა-თუმის აეროპორტის გავლით.

მოწმე მ-----– ბ----–--–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ბრალდებული მისი მეგობარია. ბოლოს ნახა 2014 წელს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, რა დროსაც სხვა მეგობრებთან – ნ-----–---- ლ-----ესთან და ბ------ ს-----ესთან ერთად მანქანით მიდი-ოდნენ ხინკლის საჭმელად ერთ-ერთ რესტორანში. გზად მათი მანქანა გააჩერა საპატ-რულო პოლიციის ეკიპაჟმა, გაესაუბრნენ, ვინაობა ჰკითხეს, პირადობის დამადასტუ-რებელი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს. სამართალდამცავებთან ურთიერთობის პროცესში ბ--------ეს არანაირი უკმაყოფილება არ გამოთქვამს, რაიმე აგრესია არ გამო-უჩენია პოლიციის თანამშრომლების მიმართ. მანაც გასცა პასუხი შეკითხვებს და წა-რუდგინა პირადობის მოწმობა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ კარგად იცნობდა ბ---------ის მამასაც - შ----- ჯ----–-ს ძე ყ-------–---–ს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

იგივე ფატობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა ბ------ ს-----ემ და ნიკო-ლოზ ლ-----ემ თავიანთი ჩვენებებით. მათი განმარტებითაც, ბ--------ეს უარყოფითი რეაქცია პოლიციის თანამშრომების მიმართ არ ჰქონია, არ შეკამათებია, არ გამოუთქვამს შეჩერების გამო უკმაყოფილება. ინფორმაციას ბ--------ის კრიმინალურ სამყაროსთან შემხებლობის შესახებ არ ფლობენ. კარგად იცნობდნენ შ-----ს მამას - შ----- ჯ----–-ს ძე ყ-------–---–ს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცე-ბულებები, მოისმინა სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარიარ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდების მხარე თავისიმოთხოვნის დასასაბუთებლად აპელირებს სხვადასხვა მტკი-ცებულებებზე. კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცვხვის ბარათზე, ბრალდებულ შ----- ბ--------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე, შ----- ბ--------ის პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის განჩინებაზე.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები ადას-ტურებენ მხოლოდ იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს დაიწყო გამოძიება შ----- ბ--------ის მიმართ საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით, რომ ეს უკანასკნელი დაკავებული იქნა 2017 წლის 14 სექტემბერს და ჩხრეკისას მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო საგანი ამოღებული არ ყოფილა.

ბრალდების მხარე აპელირებს აგრეთვე მოწმეების გ-------– ბ-----–--ის გ------ ზ-----ის, ნ-----–---- კ-------ის, ზ------ შ---–---–ის ჩვენებებზე და პერსონალური კომპი-უტერის საშუალებით, რუსული ვებ საიტის h----------------------/ დათვალიერე-ბისას ამოღებულ ინფორმაციაზე.

2005 წლის 20 დეკემბრის საქართველოს კანონის "ორგანიზებული დანაშაულისა და რე-კეტის შესახებ" მე-3 მუხლის თანახმად, "ქურდული სამყარო" ეს არის პირთა ნების-მიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი და აღიარებული, სპეცი-ალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით ქურდული გარჩევის გზით დანაშაულებრივ ქმედებებში სხვების წაქეზებით, მისი წევრებისათვის ან სხვა პირისათვის სარგებლის მიღება.

ამავე კანონის თანახმად, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.

ქურდული სამყაროს მიზანია მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება, საამისოდ სხვადასხვა ხერხის გამოყენებით - დაშინება, მუქარა.

ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად მოქმედება გულისხმობს ისეთი ქმედებების ჩადენას, როგორიცაა: დაშინება, მუქარა, იძულება, ქურდული გარჩევა, და-ნაშაულის ჩასადენად პირების გამოძებნა და მათი წაქეზება.

„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხ-ლის თანახმად, ქურდული გარჩევა ნიშნავს ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტას, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება.

სასამართლოს წინაშე დაკითხული არც ერთი მოწმეს არ მიუთითებდა ჩვენებაში კონ-კრეტული ფაქტების შესახებ, რომ შ----- ბ--------ე მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდულ სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად, რომ მონაწილეობდა ქურდულ გარჩევებში და წყვეტდა სხვადასხვა პირებს შორის არსებულ დავებს მუქარით, იძუ-ლებით, დაშინებით და სხვა უკანონო ქმედებებით. პირიქით მათ განმარტეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას საქართველოში ყოფნისას შ----- ბ--------ის „ქურდულ გარჩე-ვაში“ ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობის შესახებ.

რაც შეეხება რუსულ ვებ საიტზე h------------------------ არსებულ ინფორმაციას, სა-აპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ზედაპირულ და არაპირდაპირ მითითებებს შეიცავს მასში აღნიშნულ პირზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, გა-ნაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭ-ვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებუ-ლის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმა-ნეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის შესაბამისად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა შ----- ბ--------ის ბრალის მადასტურებლად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი შ----- ბ--------ის მიმართ უნ-და დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსა-ფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

შ----- ბ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

შ----- ბ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

შ----- ბ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.

გამართლებულ შ----- ბ--------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფ-ლების შესახებ.

ნივთმტკიცება – შ----- ბ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული, შ----- ბ---------ის რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლე-ბის ცნობა (სპრავკა №------) ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

ნივთმტკიცებები – პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული, შ----- ბ--------ის საქართვე-ლოს მოქალაქის პასპორტი ერთ პაკეტად, სამგზავრო ბილეთი, მობილური ტელეფონი და 500 (ხუთასი) რუსული რუბლი ერთ პაკეტად, გორგოლაჭებიანი ხელჩანთა ერთ ფუ-თად, ხელჩანთა მასში არსებული ნარდითა და ნივთებით, ერთ ფუთად, დალუქულ მდგომარეობაში, სულ 02 (ორი) ფუთად და 02 (ორი) პაკეტად, რაც ინახება საქართვე-ლოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივ - გამომძიებელ ი-----–- გ-------–--ესთან - დაუბრუნდეს შ----- ბ--------ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

თავმჯდომარე: marine imerliSvili

მოსამართლეები: marina siraZe

maka gorgoZe