განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
050100118002408640
ინსტანცია
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002408640

საქმე №1/ბ-417-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ნ--- მ-------ის

მსჯავრდებულების – გ--–- თ----–-–---–ის და გ------- თ----–-–---–ის

ადვოკატის – ე--- ნ--------ს

მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების № 0-----------):

 

1.გ--–- თ----–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 2----------), საშუალო განათლების მქონის, ქვრივის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ--–--------–--------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით.

 

2.გ------- თ----–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--------–----–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 2----------), არასრული საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ--–--------–----------------–-----–------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ--–--------–----------------–-----–----------–----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით:

 

გ--–- თ----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

გ--–- თ----–-–---–ს, 2018 წლის 17 მარტიდან 2018 წლის 23 მაისამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში და გათავისუფლდა დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

 

მსჯავრდებულ გ--–- თ----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გ------- თ----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

გ------- თ----–-–---–ს, 2018 წლის 17 მარტიდან 2018 წლის 6 აპრილამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- თ----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ე----- თ----–-–---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–--------–-----------------–-----–----------------------------–------------------------------------------------), განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ------- თ----–-–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–- თ----–-–---–მა და გ------- თ----–-–---–მა ჩაიდინეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 17 მარტის ჩათვლით დროის განმავლობაში, ძმები გ--–- თ----–-–---–ი და გ------- თ----–-–---–ი, ამ უკანასკნელის ბინაში, რომელიც მდებარეობს ქ--–--------–-----------------–-----–----------------------------–-, ხშირად ღებულობდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფნი, დედას _ ე----- თ----–-–---–ს, განაწყენებულნი იმით, რომ იგი ლოთობის გამო საყვედურობდა მათ და შენიშვნას აძლევდა, ამავე ბინაში და ეზოში, სისტემატიურად აგინებდნენ, მოიხსენიებდნენ უპატივცემულოდ და მიმართავდნენ უწმაწური სიტყვებით, რითაც შეურაცხყოფდნენ, ამცირებდნენ და აყენებდნენ ტანჯვას.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--- მ-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, იმ საფუძლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ შეაფასა მსჯავრდებულთა პიროვნება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, რის შედეგადაც მათ დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ--- მ-------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე--- ნ-------მ ითხოვეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: ბრალდებულების გ--–- და გ------- თ----–-–---–ების აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულ ე----- თ----–-–---–ის ჩვენებით, მოწმეების - ი---- ა---------ს, დ----- ჭ--–--ის და ზ----- ა-----–--ის ჩვენებებით, გ------- თ----–-–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ--–- და გ------- თ----–-–---–ებმა ნამდვილად ჩაიდინეს გასაჩივრებული განაჩენით მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მსჯავრდებულ გ--–- და გ------- თ----–-–---–ებისათვის ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. შესაბამისად, სასამართლოს დისკრეციაა სასჯელის რომელ სახეს შეარჩევს და რა ზომით.

 

ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ--–- და გ------- თ----–-–---–ებს მსჯავრი დაედოთ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მათ აღიარეს ჩადენილი ქმედება, შერიგებული არიან დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მათ არ გააჩნიათ. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ე----- თ----–-–---–მა განაცხადა, რომ თავისი შვილების _ გ--–- და გ------- თ----–-–---–ების მიმართ რაიმე პრეტენზია არ აქვს და სურს, რომ ისინი დაბრუნდნენ სახლში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით გ--–- და გ------- თ----–-–---–ებისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულების პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი გ--–- თ----–-–---–ის და გ------- თ----–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი გ--–- თ----–-–---–ის და გ------- თ----–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ--–- თ----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ--–- თ----–-–---–ს, სასამართლო განხილვამდე - 2018 წლის 17 მარტიდან 2018 წლის 23 მაისამდე - პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი და იგი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.

 

5.ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ--–- თ----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

6.გ------- თ----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ------- თ----–-–---–ს, სასამართლო განხილვამდე -2018 წლის 17 მარტიდან 2018 წლის 6 აპრილამდე - პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

8.მსჯავრდებულ გ------- თ----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული, ე----- თ----–-–---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ--–--------–----------------–-----–-------------------------ში (საკადასტრო კოდით №2------------------), განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

9.მსჯავრდებულ გ------- თ----–-–---–ისათვის სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოცხადებისთანავე.

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/