განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002661505
საქმე #1/ბ-452-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ნა------------–---–ი, ან------------–ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - და------ მო------ე;
მსჯავრდებული - ჯე---– სი----ე, დაბადებული 1--- წლის 2-------- საქართველოს მოქალაქე, (პ/ნ 0----------), ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ლ---------------- ქუჩა #2-- ამჟამად პატიმარი.
ქმედების კვალიფიკაცია:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯე---– სი----ემ ჩაიდინა:
1) საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული.
2) საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ჯე---– სი----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათიდან 14:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისში, შ. რ---------–-- გამზირიდან მ. ბ------- ქუჩამდე მოძრავ ა/მანქანაში, ჯე---– სი----ემ, ხელისა და იდაყვის გამოყენებით, სახის არეში მრავალჯერადი დარტყმით, ყოფილ მეუღლეს - ნი---------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ნი---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით:
ჯე---– სი----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ჯე---– სი----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ჯე---– სი----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 აგვისტოდან.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა გაუქმება და ჯე---– სი----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და მხარეების მიერ პრეიუდიციად ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იძლეოდა საფუძველს მტკიცებისათვის, რომ ჯე---– სი----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. საქმეში არსებული მტკიცებულებებით და დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება, რომ ჯე---– სი----ის მიერ განხორციელებული ძალადობა სხვისი ქონების დაუფლების საშუალებას წარმოადგენდა. მობილური ტელეფონი მესაკუთრის, დაზარალებულ ნი---------–---–ის მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე და სურვილის საწინააღმდეგოდ, აშკარა გატაცების გზით. ცხადია, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულისთვის არ მიუცია მობილური ტელეფონის წაღების და სარგებლობის უფლება. გატაცებული ტელეფონის მიღება, დაუფლებაზე მსჯავრდებულს არანაირი კანონიერი უფლება არ გააჩნდა.
მსჯავრდებულ ჯე---– სი----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ჯე---– სი----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ალტერნატიული მოთხოვნის სახით თავისუფლების აღკვეთის შეცვლა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შემდეგი საფუძვლებით: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა ნი---------–---–ის დაზიანებები მიიღო სხეულის სხვადასხვა არეში დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იმის დასამტკიცებლად, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ჯე---– სი----ემ მიაყენა, ვერ გამოდგება. ნი---------–---–ის ჩვენება არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით, ხოლო ჯე---– სი----ის ჩვენება გამყარებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელშიც ასახულია, რომ ნი---------–---–ს დაზიანებები სახის გარდა ასევე აღენიშნებოდა მუხლებზე. შესაბამისად, მსჯავრდებულის ჩვენება, რომ ნი---------–---–ი წაიქცა, დაარტყა სახის არე და მუხლები სწორია. მოწმეების - ლე---------–---–ის, თა-----–------–---–ის და მე-----–----ის ჩვენებები სხეულის დაზიანების და ძალადობის ნაწილში არარელევანტურია. მათ არაფერი დაუნახავთ და ჯე---– სი----ის ბრალეულობის დასადასტურებლად არაფრის მომცემია. მოწმე თე------------ს ჩვენება კი ირიბია, ვინაიდან მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის წყარო თავად დაზარალებულია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ნი---------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 იანვარს, ყოფილმა მეუღლემ ჯე---– სი----ემ სამსახურში ავტომანქანით მიაკითხა და აჩუქა სამაჯური. ამასთან, შერიგება სთხოვა, რაზეც თავად უარზე იყო. აღნიშნულმა ფაქტმა ბრალდებული გააბრაზა, დაძრა ავტომანქანა და დაიწყო სწრაფი გადაადგილება შ.რ---------–-- ქუჩაზე. დაახლოებით ყოფილი ფოსტის შენობასთან, ჯე---– სი----ემ მარჯვენა ხელით რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რა დროსაც მან განიცადა ტკივილი. დარტყმის მიზეზი იყო ეჭვიანობა, რომელიც ჯე---– სი----ეს წარმოეშვა მას შემდეგ, რაც მას კუთვნილ მობილურ ტელეფონზე მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება. იმ მომენტში ყოფილ მეუღლეს ეგონა, რომ მას სხვა მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, რის გამოც „სმს“ შეტყობინების წასაკითხად გამოართვა კუთვნილი მობილური ტელეფონი, რაც მან გადასცა ნებაყოფლობით, თუმცა ვინაიდან იყო განერვიულებული ვერაფრის წაკითხვა შეძლო. გზად, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ რ.თ------–---–-- ქუჩაზე, ჯე---– სი----ემ სვლა შეანელა, რა დროსაც თავად გადმოვიდა ღია კარებიდან და ავტომანქანიდან გადმოსვლისას მუხლებზე დაეცა. იმ მომენტში, ტელეფონით არ დაინტერესებულა და შესაბამისად, დარჩა ავტომანქანაში. მასთან უმალვე გაჩნდა ხალხი და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომელთა დახმარებითაც გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და გაეწია სამედიცინო დახმარება.
2018 წლის 27 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომელიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, დადგინდა, რომ ნი---------–---–მა დეტალურად მიუთითა ის ადგილები, სადაც ჯე---– სი----ესთან ერთად გადაადგილდებოდა შემთხვევის დღეს, რა დროსაც ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოწმე მა-------------–--ის ჩვენებით გაირკვა, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს, კუთვნილი ავტომანქანით ქ. თბილისში, რ. თ------–---–-- ქუჩაზე გადაადგილებისას მისი ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა მანქანამ, რომელსაც გადაადგილებისას ერთ კარი ჰქონდა ღია. აღნიშნული ავტომანქანა მისგან რამდენიმე ავტომანქანის წინ იდგა, რის გამოც 100%-ით ვერ ხედავდა თუ რა ხდებოდა, თუმცა საცობის გათვალისწინებით ესმოდა აღნიშნული მანქანიდან მომავალი გოგონას ხმა. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მან გამორთო მუსიკა, ფანჯრები ჩაწია და წინ და გადაიწია. მან დაინახა, რომ ავტომანქანის კარი ისევ ღია იყო, საიდანაც მოჩანდა გოგონას ფეხი, რომელიც შველას ითხოვდა. აღნიშნული ფაქტის შესახებ მან დაუყოვნებლივ აცნობა 112-ს. ამის შემდეგ, მან გააჩერა მანქანა, რომ გადმოსულიყო და ახლოდან ენახა შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაცია. ადგილზე მისვლისას დაინახა შეშინებული, დამცირებული და საშინლად ნაცემი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც სახეზე ჰქონდა სიწითლე და შეშუპება და მის გარშემო ხალხი იყო შეკრებილიყო. კითხვაზე, თუ ვინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გოგონამ მიუთითა თავის ყოფილ მეუღლეზე.
მოწმე თე------------ს ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს, უცნობი ტელეფონის ნომრით დაუკავშირდა მისი შვილი ნი---------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ, ჯე---– სი----ემ სცემა. იმ მომენტში მისი შვილი იმყოფებოდა ქ.თბილისში, მ.ბ------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თავად მალევე მივიდა. ადგილზე მისვლისას დაინახა თავისი შვილი, რომელსაც სახე ჰქონდა სისხლიანი და იყო განერვიულებული. მოგვიანებით, მისმა ქალიშვილმა მოუყვა შემთხვევის დღეს მომხდარი ფაქტის დეტალები, თუ როგორ დაარტყა ჯე---– სი----ემ ხელი სახის არეში ეჭვიანობის ნიადაგზე. ამის შემდეგ, თავის შვილს სასწრაფო დახმარების ავტომანქანით გაჰყვა საავადმყოფოში.
მოწმის განმარტებით, ნი---------–---–ისგან გადმოცემით იცის, რომ ავტომანქანაში ურთიერთშელაპარაკების დროს მის შვილს მობილური ტელეფონი დარჩა ჯე---– სი----ის მანქანაში, რომელიც მის ქალიშვილს თავად ჯე---– სი----ემ აჩუქა, ხოლო მისმა მაზლმა - ლე---------–---–მა, მათთან სახლში მიიტანა ჯე---– სი----ის დედის მიერ ნებაყოფლობით გადაცემული ნი---------–---–ი მობილური ტელეფონი. მოგვიანებით მას დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან, სადაც აღნიშნული ტელეფონი წარადგინეს.
მოწმე ლე---------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს, დაუკავშირდა მისი რძალი - თე------------ და უთხრა, რომ ჯე---– სი----ემ იძალადა ნი---------–---–ზე, რის გამოც იმყოფებოდნენ საავადმყოფოში. ამის შემდეგ იგი მივიდა საავადმყოფოში, მოგვიანებით - პოლიციის განყოფილებაში, იქიდან კი - ჯე---– სი----ის საცხოვრებელ სახლში ამ უკანასკნელისა და ნი---------–---–ის საერთო შვილის წამოსაყვანად, რა დროსაც ჯე---– სი----ის დედამ მე-----–----ემ გამოატანა ნი---------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ნი---------–---–ზე გადასაცემად.
მოწმე თა-----–------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჯე---– სი----ე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ. თბილისი, ლ----------------- №2--–-. ჯე---– სი----ე დაკავებულ იქნა იმავე დღეს.
დაცვის მხარის მოწმის მე-----–----ის ჩვენებით გაირკვა, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, ჯე---– სი----ე გავიდა და დაახლოებით 15:00 საათისთვის დაბრუნდა სახლში. სახლში დაბრუნებისას მისი შვილი იყო საკმაოდ აღელვებული და აღნიშნულთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ნი---------–---–თან ჰქონდა არასასიამოვნო საუბარი. მოწმის განმარტებით, ჯე---– სი----ეს ეცვა თეთრი მაისური, რომელსაც საყელო ჰქონდა დაზიანებული, ამასთან დაინახა, რომ ყელსაბამზე არ ეკეთა ჯვარი. კითხვაზე, თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო ჯვარი, ჯე---–მა უპასუხა, რომ სავარაუდოდ მანქანაში დავარდებოდა. ამის შემდეგ, ის ჩავიდა ჯვრის მოსაძებნად, როდესაც გააღო მძღოლის მხარეს არსებული კარი, დაინახა ჯვარი და მობილური ტელეფონი. მან აღნიშნული ნივთები სახლში აიტანა. ტელეფონის დანახვისას ჯე---– სი----ემ თქვა „ეს ნ------ ტელეფონია, დარჩენია მანქანაშიო“. ამის შემდეგ, მან ტელეფონი შეინახა და იმავე დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე გადასცა მასთან მისულ ნი---------–---–ის ბიძას. დაახლოებით 22:00 საათზე, მასთან მობილურის მოსაძიებლად მისულ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მობილური ტელეფონი უკვე გადაცემული ჰქონდა ნი---------–---–ის ბიძისთვის.
სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, ნი---------–---–ი სტაციონარში მოთავსების დროისთვის (2018 წლის 27 აგვისტოს 15:31 საათი) უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, შეშუპებას სახის არეში, ორივე თვალის წვას. მისი გადმოცემით, მას რამდენჯერმე დაარტყა ყოფილმა მეუღლემ. სამედიცინო გასინჯვის შედეგად ნი---------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრავმა, სახის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა (დაჟეჟილობები), სუბკონიუნქტივალური სისხლჩაქცევა, მრავლობითი ექსკორაციების სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 29 აგვისტოს ნი---------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და სისხლჩაქცევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ჯე---– სი----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს, სამსახურში მიაკითხა ნი----------–---–ს, რომელსაც საჩუქარი გადასცა და შესთავაზა ერთად ესადილათ. გზად, როდესაც შ.რ---------–-- გამზირიდან რ. თ------–---–-- ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ,, ნი---------–---–ს მობილურ ტელეფონზე მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება. „სმს“ შეტყობინების მიღების შემდეგ, ნი---------–---–ი დაიბნა, რაზეც მან უთხრა მიეწოდებინა ტელეფონი. ნი---------–---–მა მას ყოველგვარი იძულების გარეშე მიაწოდა კუთვნილი ნივთი და აჩვენა, რომ იყო სარეკლამო ხასიათის შეტყობინება. რ. თ------–---–-- ქუჩაზე ყოფნის დროს, ნი---------–---–მა გამოხატა უკმაყოფილება უნდობლობის გამო და მანქანიდან გადასვლა სცადა, რა დროსაც მას დამშვიდებისკენ მოუწოდა. ამ დროს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ კამათს და ვინაიდან ვერ შეძლო მისი დამშვიდება, მალევე გაუჩერა მანქანა და ნი---------–---–იც გადავიდა. მან დაინახა, ავტომანქანიდან გადასვლის დროს სახით როგორ დაეცა ნი---------–---–ი, სხვა დაზიანებები კი არ შეუნიშნავს. გადასვლის შემდეგ, მან ჰკითხა ნი---------–---–ს, რამე ხომ არ დაგემართაო, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. ჯემალ სი----ემ კატეგორიულად უარყო შემთხვევის დღეს ნი---------–---–ზე ძალადობის ფაქტი და დამატებით განმარტა, რომ მობილური ტელეფონი სახლში მისვლის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინა დედამისმა, რაც იმავე დღეს გადასცეს ნი---------–---–ის ბიძას, მის ყოფილ მეუღლეზე მისაცემად.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჯე---– სი----ე დაკავებულ იქნა 2018 წლის 27 აგვისტოს. პირადი ჩხრეკისას ჯე---– სი----ისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ნივთიერება ან საგანი, აგრეთვე ნი---------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ამოღებული არ ყოფილა.
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისა და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმების მიხედვით, ჯე---– სი----ის საცხოვრებელი ბინიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ნივთიერება ან საგანი, აგრეთვე ნი---------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ამოღებული არ ყოფილა.
ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 აგვისტოს, ნი---------–---–ისგან ამოღებულ იქნა „აიფონ X“ მოდელის მობილური ტელეფონი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების საფუძველზე პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ჯე---– სი----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე იმ მოტივით, რომ ჯე---– სი----ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის აშკარა დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დადასტურებულ ვერ იქნა საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ჯე---– სი----ის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯე---– სი----ის გამართლების შესახებ, ვინაიდან აპელანტების პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ჯე---– სი----ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა.
მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასება და განაჩენით დანიშნული სასჯელის შეცვლის დასაბუთება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მთავარი აქცენტი კეთდება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლო კამათის პირობებში განხილულ მტკიცებულებებზე. კოდექსი თანაბარ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე სასამართლოს წინაშე მათი წარმოდგენის მხრივ. მხარეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოიპოვებენ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძარცვა არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ძარცვად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ძარცვისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების აშკარა ფორმით განხორციელება, 3 მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. ძარცვა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რა დროსაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ძარცვის აშკარა ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ როგორც იმ პირისათვის ვის საკუთრებაში, მფლობელობასა ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ოჯახური ძალადობა. აღნიშნული მუხლის დისპოზიციის თანახმად, დასჯად ქმედებად ითვლება: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დასჯადია იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში.
საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის „...149-ე−1511...“ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. იმავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, ოჯახის წევრად ითვლება: „მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ ნი---------–---–ი იმყოფებოდა ქორწინებაში ჯე---– სი----ესთან და აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, ითვლება ოჯახის წევრად.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს ჯე---– სი----ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო, დამაჯერებელი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას დაზარალებულისა და მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება უშუალოდ არ მიუთითებს, რომ ჯე---– სი----ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნი---------–---–ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. აღნიშნული წარმოადგენს ბრალდების მხარის ვარაუდს და ეჭვს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ჯე---– სი----ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მეხუთე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალმდებელს ეკისრება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა ჯე---– სი----ის მიერ ძარცვის ჩადენას. კერძოდ: დაზარალებულ ნი---------–---–ის განმარტებით, ჯე---– სი----ემ ე.წ. „სმს“ შეტყობინების წასაკითხად გამოართვა მობილური ტელეფონი, რაც მან ნებაყოფლობით გადასცა, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი იმყოფებოდნენ რ. თ------–---–-- ქუჩაზე, ჯე---– სი----ემ შეანელა სვლა, რა დროსაც ღია კარებიდან გადახტა და იმ მომენტში არ დაინტერესებულა ტელეფონით, რომელიც ავტომანქანაში დარჩა. ნი---------–---–ის ჩვენებას ადასტურებს თე------------ც, რომელიც მიუთითებს, რომ ავტომანქანაში მის შვილსა და ჯე---– სი----ეს შორის ურთიერთშელაპარაკებისას, ნი---------–---–ს მობილური ტელეფონი დარჩა ჯე---– სი----ის ავტომანქანაში. აღნიშნული ტელეფონი მის ქალიშვილს თავად ჯე---– სი----ემ აჩუქა, რომელიც მისმა მაზლმა ლე---------–---–მა, მათთან სახლში მიიტანა, ხოლო მოწმის - ლე---------–---–ის ჩვენებით, პოლიციის განყოფილებიდან ჯე---– სი----ის საცხოვრებელ სახლში ამ უკანასკნელისა და ნი---------–---–ის საერთო შვილის წამოსაყვანად მისულს ჯე---– სი----ის დედამ - მე-----–----ემ გამოატანა ნი---------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ნი---------–---–ისთვის გადასაცემად. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს თავის ჩვენებაში მოწმე მე-----–----ე, რომელიც განმარტავს, რომ როდესაც ჯე---– სი----ის ავტომანქანაში ნანახი ნივთები, ჯვარი და ტელეფონი სახლში აიტანა, ტელეფონის დანახვისას ჯე---– სი----ემ თქვა, რომ ეს ნ------ ტელეფონია, მანქანაში დარჩენიაო, რის შემდეგაც მან ტელეფონი შეინახა და იმავე დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე, ჯე---– სი----ის დაკავებამდე გადასცა მასთან მისულ ნი---------–---–ის ბიძას. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან თანმიმდევრულია და თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იწვევს ეჭვს, რაც ცხადია ბრალდებულის საწინააღმდეგოდ ვერ იქნება გამოყენებული. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც განამტკიცებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვერსიას. საქმეზე არ არის წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც პალატას საშუალებას მისცემდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა ჯე---– სი----ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში (Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი აკისრია პროკურორს; ბრალდებულს არ აკისრია ვალდებულება ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. უფრო მეტიც, ნებისმიერი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჯე---– სი----ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული ბრალდების ნაწილში გამართლების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა ობიექტურობაში რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ნი---------–---–ის მიერ მიცემული თანმიმდევრული ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 27 იანვარს, ყოფილმა მეუღლემ ჯე---– სი----ემ ეჭვიანობის ნიადაგზე, მარჯვენა ხელით რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რა დროსაც მან განიცადა ტკივილი. აღნიშნულ ფაქტზე პირდაპირ მიუთითებს არა მხოლოდ დაზარალებული ნი---------–---–ი, არამედ ნეიტრალური მოწმე მა-------------–--ე, რომლის განმარტებითაც, 2018 წლის 27 აგვისტოს, კუთვნილი ავტომანქანით ქ. თბილისში, რ. თ------–---–-- ქუჩაზე გადაადგილებისას მისი ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა მანქანამ, რომელსაც გადაადგილებისას ერთი კარი ჰქონდა ღია. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მან გამორთო მუსიკა, ფანჯრები ჩაწია და წინ გადაიწია. დაინახა, რომ ავტომანქანის კარი ისევ ღია იყო, საიდანაც მოჩანდა გოგონას ფეხი, რომელიც შველას ითხოვდა. აღნიშნული ფაქტის შესახებ მან დაუყოვნებლივ აცნობა 112-ს, ხოლო ადგილზე მისვლისას დაინახა შეშინებული, დამცირებული და საშინლად ნაცემი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც სახეზე ჰქონდა სიწითლე და შეშუპება. მის შეკითხვაზე, თუ ვინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ნი---------–---–მა უპასუხა, რომ დაზიანება ყოფილმა მეუღლემ მიაყენა. ჯე---– სი----ის მხრიდან ნი---------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაადასტურა მოწმე თე------------მაც, რომელიც მართალია არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე, მაგრამ ის იყო პირველი, ვისაც დაურეკა დაზარალებულმა და უთხრა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ, ჯე---– სი----ემ სცემა. იმ მომენტში მისი შვილი იმყოფებოდა ქ.თბილისში, მ.ბ------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მალევე მივიდა. ადგილზე მისვლისას დაინახა თავისი შვილი, რომელსაც სახე ჰქონდა სისხლიანი და იყო განერვიულებული. დაზარალებულზე ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი აგრეთვე დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 29 აგვისტოს ნი---------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და სისხლჩაქცევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს, ხოლო სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათით დადგენილია, რომ ნი---------–---–ი სტაციონარში მოთავსების დროისთვის, (2018 წლის 27 აგვისტოს 15:31 საათი) უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, შეშუპებას სახის არეში, ორივე თვალის წვას. მისი გადმოცემით, მას რამდენჯერმე დაარტყა ყოფილმა მეუღლემ. სამედიცინო გასინჯვის შედეგად ნი---------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრავმა, სახის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა (დაჟეჟილობები), სუბკონიუნქტივალური სისხლჩაქცევა, მრავლობითი ექსკორაციების სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ჯე---– სი----ეს დაზარალებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და დაზარალებულმა სახეზე არსებული დაზიანება მიიღო ავტომანქანიდან გადასვლის მომენტში. პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებული და მოწმეები დაკითხვისას იყვნენ კეთილსინდისიერნი, მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და დაცვის მხარის არგუმენტაცია მათი ჩვენების არასანდოდ მიჩნევასთან დაკავშირებით ყოვლად უსაფუძვლოა. ამასთან, თავად მსჯავრდებულ ჯე---– სი----ის მიერ მიცემული ჩვენებით, გამოირიცხა ნი----------–---–ის მხრიდან, მის მიმართ რაიმე პირადი მოტივის არსებობა და ვერც დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული თუ რა პირადი ინტერესი უნდა ჰქონოდათ დაზარალებულს და მოწმეებს დანაშაულის ჩადენაში მხილებული პირის მიმართ.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ჯე---– სი----ისთვის განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შესახებ და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,კ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და მისი პირადი დასჯა, არამედ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც საზოგადოებისაგან პირის იზოლირების გარეშე შეუძლებელი იქნება სასჯელის მიზნების მიღწევა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჯე---– სი----ისთვის დანიშნული სასჯელი მისი პატიმრობაში გატარებული დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, განაჩენის გამოტანის მომენტისათვის საკმარისია და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სასჯელის მიზნების განხორციელება შესაძლებელია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ჯე---– სი----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული შეურიგდა დაზარალებულს (სააპელაციო წესით საქმის განხილვისას წარმოდგენილია დაზარალებულის განცხადება, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულთან კონფლიქტი ამოწურულია და ჯე---– სი----ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია), ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, 2018 წლიდან იმყოფება პატიმრობაში, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ჯე---– სი----ეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა აუნდა შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 150 საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 27 აგვისტოდან 2019 წლის 29 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს 40 საათამდე, რითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები. როგორც მსჯავრდებული, ასევე სხვა პირი განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ ჯე---– სი----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის და------ მო------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ჯე---– სი----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის და------ მო------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენში ჯე---– სი----ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
ჯე---– სი----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ჯე---– სი----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 27 აგვისტოდან- 2019 წლის 29 მაისის ჩათვლით), შეუმცირდეს და საბოლოოდ ჯე---– სი----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 40 საათით.
მსჯავრდებული ჯე---– სი----ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ ჯე---– სი----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ნი---------–---–ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე