განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.03.2019
საქმის ნომერი
010310018002672206
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებით
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310018002672206

საქმე N3/ბ-54-19წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე

 

აპელანტი _ შპს „ს---------–------------“

 

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

 

დავის საგანი _ საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის) ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული განჩინება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება

 

საჩივრის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საქმის გარემოებებზე მითითება:

 

2018 წლის 10 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას საჩივრით მიმართა შპს ,,ს---------–------------"-ის დირექტორმა ზვ--------–----ემ რომლითაც მოითხოვა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს დოკუმენტური შემოწმების N0----- აქტის და 2018 წლის 20 მარტის საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გაუქმება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ს---------–------------"-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს ,,ს---------–------------"-ის წარმომადგენელმა აკ----------ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, კერძოდ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს დოკუმენტური შემოწმების N0----- აქტის და აღნიშნული აქტის საფუძველზე 2018 წლის 20 მარტს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ შპს ,,ს---------–------------"-ის წარმომადგენელის აკ----------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება და საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით, ხოლო 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე’’ პუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს დოკუმენტური შემოწმების N0----- აქტის და 2018 წლის 20 მარტის საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გაუქმება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სურსათის უვნებლობის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ხდება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ (1.1 მუხლი). ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის წესი და პირობები რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის XV თავში, რომლის 63.1 მუხლის შესაბამისად, პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ თავითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია აღნიშნული კოდექსი იმპერატიულად არ ადგენს განსჯადობის სპეციალურ წესს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

 

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს რა სპეციალურ მოწესრიგებას - დავის განხილვასა და გადაწყვეტას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ს---------–------------"-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, რის გამოც შპს ,,ს---------–------------"-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 393-394-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ს---------–------------"-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება და საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი

 

ხათუნა ხომერიკი

 

გოჩა აბუსერიძე