განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310117001977130
საქმე N3/ბ-332-19წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი
განცხადების ავტორი: შპს ”ბ-------------ი”
მოწინააღმდეგე მხარე: ში-----------ა (წარმომადგენელი ირ---–------------ე)
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
საქმის განხილვის ფორმა: მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებზე მითითება:
ში-----------ას წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „ბ-------------ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1.ქ. ბათუმში, გ---------------–--აში მდებარე 633.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი: 22.2-------1) და 262.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (კოდი: 22.2--------) მიტოვების საფუძვლით სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.02.2010 წლის №8-------------3 და 12.02.2010 წლის №8-------------3 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. 2. ქ.ბათუმში, გ---------------–--აში მდებარე 633.00 კვ.მ. (კოდი: 22.2-------1) და 262.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (კოდი: 22.2--------) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 12 თებერვლის №0-------8 და 2010 წლის 12 თებერვლის №0-------9 მიმართვების ბათილად ცნობა. 3.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული, 2010 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად გამოცხადება, გ---------------–--აში მდებარე 633.00 კვ.მ. (კოდი: 22.2-------1) და 262.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (კოდი: 22.2--------) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ნაწილში. 4.აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ბ-------------ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გ---------------–--აში მდებარე 633.00 კვ.მ. (კოდი: 22.2-------1) მიწის ნაკვეთისა და 262.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (კოდი: 22.2--------) ნაწილში. 5.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება, ქ. ბათუმში, გ---------------–--აში მდებარე 633.00 კვ.მ. (კოდი: 22.2-------1) მიწის ნაკვეთსა და 262.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (კოდი: 22.2--------) ში-----------ას საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ში-----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ში-----------ას წარმომადგენელმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ში-----------ს წარმომადგენლის ირ---–------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ში-----------ას წარმომადგენლმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით ში-----------ას საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად.
შპს ”ბ-------------ის” დირექტორმა განცხადებით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარის განცხადებას და მიიჩნევს, რომ შპს „ბ-------------ის“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ში-----------ას საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინება; ში-----------ას შუამდგომლობა, შპს ”ბ-------------ისათვის” ქ.ბათუმში, გ---------------–--აში მდებარე 2500,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ:05.3--------) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ”ბ-------------ს” (ს/კ: 05.3--------) აეკრძალა ქ.ბათუმში, გ---------------–--აში მდებარე 2500,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (ს/კ:05.3--------) 633.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ:22.2-------1) და 262.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ:22.2--------) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
დადგენილია, რომ ში-----------ას (წარმომადგენელი ირ---–------------ე) მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით დასრულდა საქმის წარმოება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ, შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ბ-------------ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე, 184-ე, 185-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.შპს „ბ-------------ის“ განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება, რომლითაც ში-----------ას შუამდგომლობა შპს ”ბ-------------ისათვის” ქ.ბათუმში, გ---------------–--აში მდებარე 2500,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ:05.3--------) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს ”ბ-------------ს” (ს/კ: 05.3--------) აეკრძალა ქ.ბათუმში, გ---------------–--აში მდებარე 2500,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (ს/კ:05.3--------) 633.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ:22.2-------1) და 262.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ:22.2--------) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
3.განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შემოტანა ამავე სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), მისი ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში;
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი