განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100117001943096
საქმე N1/ბ-49-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე
პროკურორის- მ------ ნ--------ის,ადვოკატის - გ-- გ---------ის,მსჯავრდებულების - კ---- ფ--–--–---–ის და ლ---- პ---------ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე
კ---- ზ----ს ძე ფ--–--–---–ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წ. პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ლანჩხუთი, სოფელი ს------;
ლ---- ლ----ის ძე პ---------ს მიმართ, დაბადებული: 0--------- წ. პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ლანჩხუთი, სოფელი ს------;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა:
1.1. კ---- ფ--–--–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით;
1.2. ლ---- პ---------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით;
მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით;
მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;
მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2017 წლის 1------------–ს, დაახლოებით 00:20 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა კ---- ფ--–--–---–მა და ლ---- პ---------მ, ნიღბებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ---------ში, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს გ--–- გ---------ეს საცხოვრებელ სახლში და ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ--–- გ---------ეს და მის მეუღლეს ე---------–---–ს, რა დროსაც კ---- ფ--–--–---–მა და ლ---- პ---------მ გამოიჩინეს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ძალადობის მუქარა და საძინებელ ოთახში შესვლისას, გ--–- გ---------ეს და მის მეუღლეს, ე--------–---–ს, იარაღების დამიზნებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოთხოვეს ფული, ძვირფასეულობა და გ--–- გ---------ეს და ე--------–---–ს დაუწყეს ცემა. კ---- ფ--–--–---–მა და ლ---- პ---------მ, ყაჩაღური თავდასხმის გზით გაიტაცეს 220 ლარი და 80 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, რითაც დაზარალებულებს გ--–- გ---------ეს და ე--------–---–ს, მიაყენეს 300 ლარის ქონებრივი ზიანი და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
1.2 . 2017 წლის 1------------–ს, დაახლოებით 00:20 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ლ---- პ---------მ და კ---- ფ--–--–---–მა ნიღბებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ---------ში, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს გ--–- გ---------ეს საცხოვრებელ სახლში და ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ--–- გ---------ეს და მის მეუღლეს, ე---------–---–ს, რა დროსაც ლ---- პ---------მ და კ---- ფ--–--–---–მა გამოიჩინეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ძალადობის მუქარა და საძინებელ ოთახში შესვლისას, გ--–- გ---------ეს და მის მეუღლეს ე---------–---–ს, იარაღების დამიზნებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოთხოვეს ფული, ძვირფასეულობა და გ--–- გ---------ეს და ე--------–---–ს დაუწყეს ცემა. ლ---- პ---------მ და კ---- ფ--–--–---–მა, ყაჩაღური თავდასხმის გზით გაიტაცეს 220 ლარი და 80 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, რითაც დაზარალებულებს გ--–- გ---------ეს და ე--------–---–ს, მიაყენეს 300 ლარის ქონებრივი ზიანი და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
2017 წლის 1------------–ს, დაახლოებით 00:20 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ლ---- პ---------მ და კ---- ფ--–--–---–მა ნიღბებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ---------ში ჯგუფურად უკანონოდ შეაღწიეს გ--–- გ---------ეს საცხოვრებელ სახლში და ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ--–- გ---------ეს და მის მეუღლეს, ე--------–---–ს, რა დროსაც ლ---- პ---------მ საძინებელ ოთახში შესვლისას, ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, ე--------–---–ს მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვით თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა იარაღი, რითაც ე--------–---–ს განუვითარდა თავის ტვინის შერყევა, მრავლობითი ღია ჭრილობები თავის არეში, მარცხნივ თხემის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა. ფრაგმენტული პნევმოცეფალია, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას.
ლ---- პ---------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - E---------------- მოდელის პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - 7 (შვიდი) ცალი ვაზნა, რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა პირადად, 2017 წლის 1------------–ს ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და აღნიშნული ცეცხსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით შეიარაღებული, დაახლოებით 00:20 საათზე, კ---- ფ--–--–---–თან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ---------ში, საცხოვრებელ სახლში, ყაჩაღურად თავს დაესხა გ--–- გ---------ეს და მის მეუღლეს ე--------–---–ს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:
1.1 კ---- ფ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 1-----------–იდან.
1.2 ლ---- პ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 08 წლის ვადით; სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- პ---------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 1-----------–იდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებულების კ---- ფ--–--–---–ის და ლ---- პ---------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი გ-- გ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს კ---- ფ--–--–---–ი და ლ---- პ--------- უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი ყაჩაღობის ბრალდების ეპიზოდში, ასევე, ლ---- პ--------- გამართლდეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდების ეპოზოდში, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გ--–- გ---------ის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია, რადგანაც მსჯავრდებულები გ--–- გ---------ესთან მივიდნენ არა ქონების გასატაცებლად, რაც ყაჩაღობის კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, არამედ გ--–- გ---------ის საცემად, რა დროსაც მათ წინააღმდეგობა გაუწია გ--–- გ---------ის მეუღლემ, ე--------–---–მა და მან მიიღო სხეულის დაზიანება. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულებს არ მიუთვისებიათ ე--------–---–ის ძვირფასეულობა რასაც იგი შემთხვევის დღეს ატარებდა, ისინი დაეუფლნენ მხოლოდ 220 ლარს და 80 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს, რაც მხოლოდ დაზარალებულად დაკითხული პირების მიერ დასტურდება და სხვა რაიმე ობიექტური მტკიცებულებით არ დასტურდება. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა კ---- ფ--–--–---–ის და ლ---- პ---------ს მოტყუებით, იმ პირობით, რომ მათ საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ მსუბუქ სასჯელზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს კ---- ფ--–--–---–ი და ლ---- პ--------- გამოიყვანეს ერთად, რასაც საპროცესო კანონომდებლობა კატეგორიულად კრძალავს და შესაბამისად ეს მტკიცებულება დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნას ცნობილი. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება კ---- ფ--–--–---–ის და ლ---- პ---------ს მიერ გ--–- გ---------ის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის ფაქტი.
სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო დამნაშავედ ლ---- პ--------- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ეპიზოდში. მსჯავრდებულებმა გ--–- გ---------ესთან სტუმრობისას კარგად იცოდნენ, რომ თანქონებული პისტოლეტები გასროლისათვის უვარგისი იყო და გ--–- გ---------ის ცემის მიზნით მისულებს მხოლოდ ვიზუალური ეფექტით გამოყენების განზრახვა ამოძრავებდათ, რაც დასტურდება იმითაც, რომ ერთხელად არ უცდიათ გასროლა. საქმეში წარმოდგენილი ბალისტიკული ექსპერტიზის დასკვნა კი არის ბუნდოვანი.
ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მ--–---- ს-----ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულებს კ---- ფ--–--–---–ს, ლ---- პ---------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გ-- გ---------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თავიანთი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს მ------ ნ--------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა კ---- ფ--–--–---–ის და ლ---- პ---------ს მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ ე--------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯ---------ში მეუღლესთან გ--–- გ---------ესთან ერთად. 2017 წლის 10 თებერვალს სახლში ჰყავდათ სტუმრები, რომელთა წასვლის შემდგომ, განაგრძო საოჯახო საქმეების კეთება და დაახლოებით 9 საათზე, წავიდა დასაძინებლად. 2017 წლის 11 თებერვლის ღამის პირველ საათზე, თავზე დაადგა და აღვიძებდა ორი ნიღბიანი პირი, რომელთაც ხელზე შავი ხელთათმანები ეკეთათ და ხელში რევოლვერები ეჭირათ. შიშისგან დაიწყო კივილი, რის გამოც ერთ-ერთმა ჩაარტყა თავში და წამიერად გრძნობა დაკარგა. უფრო ზუსტად კი თვალს ბინდი გადაეფარა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. აღნიშნული პირები იარაღს უმიზნებდნენ და ფულს და ძვირფასეულობას სთხოვდნენ. მოულოდნელად მეუღლე გაექცათ გარეთ, სადაც მესამე თავდამსხმელი დახვდა, რომელმაც შეაჩერა გ--–- გ---------ე. თავად, როდესაც გავიდა გარეთ დაინახა, რომ სამი თავდამსხმელი ცემდა მის მეუღლეს. მესამე თავდამსხმელს ეკეთა ნიღაბი და ხელში რკინის საგანი ჰქონდა. ორმა პირმა, რომლებმაც თავიდანვე შეაღწიეს მათ საძინებელში, ძალით შეიყვანეს სახლში, ხოლო მესამე დარჩა გ--–- გ---------ესთან და სახლში არ შესულა. სახლში შეყვანის შემდგომ, ოთახში აანთეს შუქი, რა დროსაც ერთ-ერთ თავდამსხმელში ამოიცნო კ---- ფ--–--–---–ი, მისი მეუღლის, გ--–- გ---------ის დეიდაშვილი. ე--------–---–მა ასევე განმარტა, რომ კ---- ფ--–--–---–ს კარგად იცნობდა, რადგან ხშირად მიდიოდა მათთან სტუმრად. ასევე გაიგონა, როგორ დაუძახა ერთმა სახელით მეორეს "კ----". მისივე ჩვენებით, კ---- იცნო ხმით, როდესაც ამბობდა „ესროლე მოკალიო“ და აღნაგობით. "კ----ს" სახელის გაგონებაზე შეეშინდა, რომ არ მოეკლა კ----ს და არ შეიმჩნია, რომ იცნო იგი. სახლში იძულებით შეყვანის შემდგომ, კ----მ და მისმა თანმხლებმა პირმა კვლავ მოთხოვეს ფული და ძვირფასეულობა, რის გამოც კარადიდან აიღო 220 ლარი და მიუყარა თავდამსხმელებს. ცემით კ----ს თანმხლები ცემდა თავის არეში და დიდი ფიზიკური ტრამვა მიაყენა, ფაქტობრივად ცემის შედეგად დაინვალიდდა, რადგან სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო.
მისივე ჩვენებით ორჯერ ცემეს, პირველად საძინებელ ოთახში, ხოლო მეორედ როდესაც სახლში ძალით შეიყვანეს. კ---- ფ--–--–---–ს და თანმხლებ პირს, ეცოტავათ თანხა და გაგრძელდა მისი ცემა. კ---- ფ--–--–---–მა უთხრა თანმხლებს, რომ რადგან მეტი ფული არ ჰქონდა ესროლა მისთვის და მოეკლა. შემდგომ, გაიყვანეს მეორე ოთახში და უთხრეს, თუ ფული არ ჰქონდა გაეხადა ტანთ და გააუპატიურებდნენ, რა დროსაც გაისმა თოფის გასროლის ხმა და კ---- ფ--–--–---–მა აღნიშნა, რომ გ--–- გ---------ე ალბათ გაექცა მესამე თანამზრახველს და უთხრა თანხმლებს, რომ წასულიყვნენ. მისივე ჩვენებით თავდამსხმელებმა წაიღეს 220 ლარი და მობილური ტელეფონი. მობილური ტელეფონი პირადად აიღო კ---- ფ--–--–---–მა და ჩაიდო ჯიბეში. ე--------–---–მა სასამართლო სხდომაზე მიუთითა ლ---- პ---------ზე და განმარტა, რომ იგი წარმოადგენდა კ---- ფ--–--–---–ის თანმხლებ პირს, რომელიც ცემდა მას და რომელიც ამოიცნო, თვალებით, პირით და ხმით. ე--------–---–მა განმარტა, რომ თავდასხმის შეწყვეტის მიზეზი იყო თოფიდან გასროლის ხმის გაგონება, რამაც აიძულა თავდამსხმელები, რომ გაქცეულიყვნენ.
დაზარალებულ გ--–- გ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 თებერვალს სახლში ჰყავდათ სტუმრები, რომელთა წასვლის შემდგომ, წავიდა დასაძინებლად. 2017 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათსა და ოც წუთზე ხელის კვრით გააღვიძეს და დაინახა ორი ნიღბიანი პირი სასთუმალთან, რომლებმაც ფული და ძვირფასეულობა მოთხოვეს. გაუწია წინააღმდეგობა თავდამსხმელებს, გაექცა მათ თუმცა სახლიდან გასასვლელ კართან დაეწივნენ თავდამსხმელები და დაუწყეს ცემა. თავდამსხმელებს ეკეთათ ნიღბები, ამოჭრილი ჰქონდათ თვალების და პირის ადგილები და ითხოვდნენ ფულს და ძვირფასეულობას. კიდევ ერთხელ შეძლო თავის დაღწევა და გარეთ გაქცევა, სადაც მესამე თავდამსხმელი დახვდა, რომელმაც შეაჩერა იგი, ამ დროს მივიდა მასთან სახლში მყოფი ორი თავდამსხმელი, დაუმიზნეს იარაღი და კ---- ფ--–--–---–მა მოთხოვა შეეწყვიტა წინაღმდეგობის გაწევა თორემ ესროდა. ორი თავდამსხმელი, რომლებიც გამოყვნენ სახლიდან, კვლავ დაბრუნდნენ სახლში, ხოლო მესამე პიროვნება დარჩა მასთან. ორივე თავდამსხმელს ეკავა პისტოლეტი. ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო მისი დეიდაშვილის შვილი კ---- ფ--–--–---–ი, რომელიც იცნო ხმით, როდესაც უთხრა რომ თუ არ შეწყვეტდა წინააღმდეგობის გაწევას, ესროდა. კ---- ფ--–--–---–ი ასევე იცნო აღნაგობით. მისივე ჩვენებით კ---- ფ--–--–---–თან კონფლიქტური ურთიერთობა არ ჰქონდა. მოახერხა თავის დაღწევა მესამე თავდამსხმელისგან და გაიქცა ხიდისკენ, თუმცა დაეწია თავდამსხმელი და ძლიერად დაარტყა სახეში, რის გამოც წარბი გაუსკდა და გადავარდა ხიდიდან ღელეში. მოიკრიბა ძალა, ამოცოცდა ღელედან, მივიდა მეზობლად მცხოვრებ ზ------ (გ------) გ--------ესთან, რომელსაც უთხრა, რომ აყაჩაღებდნენ და დახმარება თხოვა. ზ------ გ--------ემ კი გაისროლა თოფიდან. მოგვიანებით მეუღლესგან შეიტყო, რომ თავდამსხმელებმა წაიღეს 220 ლარი და მისი კუთვნილი ვარდისფერი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი. თავდასხმა გაგრძელდა დაახლოებით თხუთმეტი წუთი და შეწყდა თოფის გასროლის შემდგომ, რამაც ხელი შეუშალათ ბოროტმოქმედებს, რომ სხვა ნივთებიც წაეღოთ. მისივე ჩვენებით სახლში ქონდათ ძვირფასი ნივთები, რომლებიც თავდამსხმელებმა სიჩქარის გამო ვერ წაიღეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ზ------ გ--------ემ განმარტა, რომ იცნობს დაზარალებულებს, რომლებიც არიან მისი მეზობლები. შემთხვევის დღეს, როდესაც გ--–- გ---------ე შევარდა მათ სახლში ყვირილ-ყვირილით "მიშველეთ მაყაჩაღებენო", ეძინა და გ--–-ს ხმაზე გაეღვიძა. გ--–- გ---------ე, წელს ზევით შიშველი და დასისხლიანებული იყო. გ--–- ითხოვდა შველას, რადგან ცოლი, ე--------–---–ი, სახლში ჰყავდა დატოვებული. თავდამსხმელების შესაშინებლად გაისროლა თოფიდან, გაიგონა ფეხის ხმა და მიხვდა, რომ თავდამსხმელები გარბოდნენ. დაუძახეს მეზობლად მცხოვრებ გ------ გ--------ეს და მეუღლესთან ერთად გადავიდნენ გ--–- გ---------ეს სახლში, სადაც ნახეს ძლიერ ნაცემი ე--------–---–ი. აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ე--------–---–მა მოგვიანებით თქვა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო გ--–- გ---------ეს ნათესავი კ---- ფ--–--–---–ი, რომელიც ე--------–---–მა იცნო საუბრით და ასევე სახელით "კ----"-თი მიმართვის დროს. მისივე ჩვენებით ორთავე დაზარალებული ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ეტყობოდათ ცემის კვალი და მთლიანად დასისხლიანებული იყვნენ. დაზარალებულებისგან იცის, რომ თავდამსხმელი იყო სამი, რომელთაგან ორი იმყოფებოდა სახლში, თან ქონდათ პისტოლეტები და ეკეთათ ნიღბები, ხოლო მესამე თავდამსხმელი გარეთ იცდიდა. ასევე დაზარალებულებისგან იცის, რომ თავდასხმის შედეგად სახლიდან წაღებული არის ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი.
არასრულწლოვანმა მოწმე ნ---- გ--------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2017 წლის 1------------–ს დაახლოებით ღამის პირველ საათზე ეძინა და გააღვიძა გ--–- გ---------ეს ყვირილმა, რომელიც მივიდა მათთან იძახდა, რომ სახლში ყაჩაღები დაესხნენ თავს და შველას ითხოვდა. გ--–- გ---------ეს თავი გასისხლიანებული ჰქონდა, სისხლი სდიოდა თავის არედან და წელს ზევით შიშველი იყო. გ--–- გ---------ემ ასევე უთხრათ, რომ ყაჩაღები სამნი იყვნენ, სცემეს და ფულს და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. თავად შეძლო თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა, თუმცა მისი მეუღლე ცოცხალი იყო თუ არა არ იცოდა. მისივე ჩვენებით თავისი ტელეფონით დარეკა 112-ში და აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ. 112-ში დარეკვის შემდეგ, მისი მშობლები გადავიდნენ ე--------–---–თან და ისიც ნაცემი და დასისხლიანებული ნახეს.
მოწმე ზ------ ლ-----ეს ჩვენებით, ცხოვრობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ---------ში. 2017 წლის თებერვალში მასთან სტუმრად იმყოფებოდა სიძე დ-----– (დ-----) ნ--------–---–ი. დილით როდესაც ადგა და ეზოში გავიდა, დაინახა, რომ მისი სიძის მანქანიდან გადმოვიდა ორი ახალგაზრდა, რომლებიც მთლიანად დასველებულნი იყვნენ. შეიყვანა სახლში და მიცა საშუალება ღუმელთან გაეშროთ ტანსაცმელი. უცნობმა ახალგაზრდებმა უთხრეს, რომ იყვნენ სოფელ შრომიდან, ქორწილში იჩხუბეს და მილიცია მოსდევდათ. აღნიშნული ორი პიროვნება ამოიცნო, როდესაც მისი მონაწილეობით ჩატარდა პიროვნების ამოცნობა და დაადასტურა ამოცნობის ოქმებში მითითებული გარემოებები.
მოწმე დ-----– ნ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ადიგენის რაიონის სოფელ უ---–ი. მისი სიმამრი არის ზ------ ლ-----ე, რომელთანაც 2017 წლის თებერვალში იყო სტუმრად ლანჩხუთში, სოფელ ჯ---------ში. მისივე ჩვენებით, ეძინა, როდესაც ზ------ ლ-----ემ სახლში შეიპატიჟა ორი უცნობი ახალგაზრდა, რომლებიც მხოლოდ ეზოდან გადასვლის დროს დაინახა. აღნიშნული პირები სახეზე არ დაუნახავს და არც მათი ვინაობა არის მისთვის ცნობილი.
მოწმე ნ------- ს--------–--ეს ჩვენებით, გ--–- გ---------ე არის მისი მეუღლის ძმა. გ--–- გ---------ეს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებების მართებულობა.
N------ შეტყობინებით ირკვევა, რომ 2017 წლის 1------------–ს, 00:37:54 საათზე, 112-ის ოპერატორს დაუკავშირდა ნ---- გ--------ე და აცნობა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ---------ში, გ--–- გ---------ეს ოჯახზე ადგილი ჰქონდა ყაჩაღურ თავდასხმას.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩ-------ის თემის სოფელ ჯ---------ში, იგი წარმოადგენს გ--–- გ---------ეს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე საძინებელ ოთახს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას ღებულობს ექსპერტ-კრიმინალისტი თ---------- ს--------–--ე. გ--–- გ---------ეს საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელთან არის რკინის კონსტრუქციის ჭიშკარი რომლის გასწვრივ მარჯვენა მხარეს შეინიშნება ღობის შეკეთების სამუშაოების მიმდინარეობა. ჭიშკრის გარეთა მხრიდან არის მიწაზე მოთავსებული მავთულბადის ღობის ნაწილი. გ--–- გ---------ეს საცხოვრებელი სახლის ეზოში შედიან რკინის კონსტრუქციის მეშვეობით. ჭიშკრიდან დაახლოებით 10 მეტრში მდებარეობს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულ სახლს წინა მხარეს გააჩნია ღია აივანი, აივანზე წინა მხრიდან მოთავსებულია მავთულბადისა და ეკლიანი მავთულის შეკვრა. ასევე აივანზე არის სხვადასხვა ნივთები. ღია აივნიდან არის შესასვლელი ღია დერეფანში, სადაც ასევე არის სხვადასხვა ზომის და ფორმის საყოფაცხოვრებო ნივთები. ღია დერეფნიდან მარჯვენა მხარეს არის საძინებელი ოთახი, რომლის ორფრთიანი ხის კარებიდან იწყება გ--–- გ---------ეს საძინებელი ოთახი. ოთახის მარჯვენა მხარეს, წინა აივნისკენ არის ხის საწოლი, რომელიც არეულ მდგომარეობაშია. შავ-თეთრი და ყავისფერი ფერის საბანი ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში. საწოლიდან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის, შავ-თეთრი ფერის ფოთლების ფორმის, ორი ცალი ბალიშის პირი, რომლებზეც აღენიშნება სხვადასხვა ზომის და ფორმის სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც ექსპერტ კრიმინალისტის მიერ მოთავსდა სპეციალურ პაკეტში. ასევე საწოლიდან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის შავ-თეთრი ფერის ფოთლების ფორმის ზეწარი, რომელიც ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ მოთავსდა სპეციალურ პაკეტში. ამავე საწოლიდან ასევე ამოღებულ იქნა ყავისფერი გადასაფარებელი ე.წ. ადიალა, რომელიც ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში. აღნიშნულ საძინებელ ოთახში შესასვლელთან, მარცხენა მხარეს ტელევიზორის წინ მაგიდიდან ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ ამოღებულ იქნა გამჭირვალე შუშის ორი მთელი ჭიქა, ერთი ცალი გამჭირვალე შუშის გატეხილი ჭიქა და ერთი ცალი თეთრი ფერის სახელურიანი ჭიქა, რომელზეც არის მოწითალო ფერის, ფულის ფორმის ყვავილის ფორმა. ასევე არის უცხოური წარწერები შავ ფერად ნაწერი, აღნიშნული ნივთები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში. აღნიშნული საძინებელი ოთახიდან ექსპერტ კრიმინალისტის მიერ ამოღებულ იქნა პირსახოცი, რომელზეც აღენიშნება სხვადასხვა ზომის და ფორმის მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ასევე ამოღებული იქნა ლურჯი ფერის ელვაშესაკრავიანი მოსაცმელი, რომელზეც ასევე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, აღნიშნული ნივთები მოთავსდა სპეციალურ პაკეტში. ექსპერტ კრიმინალისტის მიერ საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ღია დერეფნიდან ამოღებული იქნა შავი ფერის რეზინის ჩექმები, რომლებზეც აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში. გ--–- გ---------ის საძინებელი ოთახის კედლიდან ამოღებულ იქნა სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც მოთავსდა მუყაოს მცირე ზომის მოგრძო ფორმის კოლოფში და დაილუქა. ასევე გ--–- გ---------ის საძინებელი ოთახიდან ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ ამოღებულ იქნა ტანსაცმელები, კერძოდ, ლურჯი ფერის ზოლებიანი გრძელსახელოიანი სვიტრი და შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, რომლებიც დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ასევე გაგრძელდა სახლის სხვა ოთახებში, საიდანაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან ნივთიერება არ აღმოჩენილა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურეს დეტექტივ-გამომძიებელმა რ----- გ--------–--ემ და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა, ექსპერტმა თ------ ს--------–--ემ და მოწმე ნ------- ს--------–--ემ.
ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელმა რ----- გ--------–--ემ, შპს „მ-----–----“ ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული ე--------–---–ის წერილობითი თანხმობით, დაათვალიერა ამავე სამედიცინო ცენტრის მედდის, შ------ა დ---–--ის მიერ წარდგენილი, ე--------–---–ის კუთვნილი ტანსაცმელი. კერძოდ, მუქი ნაცრისფერი ფერის შარვალი და გრძელსახელოიანი მაისური, რომელთა დათვალიერება მიმდინარეობდა მედდა შ------ა დ---–--ის თანდასწრებით, შპს „მ-----–----“ ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში. დათვალიერებისას მუქი ნაცრისფერი მაისურის მარჯვენა მკლავზე ე.წ. იღლიის უკანა ნაწილთან აღენიშნებოდა დაზიანების კვალი, ხოლო აღნიშნული ზედატანის მარცხენა მკლავი სიგრძეზე იყო სავარაუდოდ გაჭრილი. ე---------–---–ის გრძელსახელოიანი მაისურის სხვადასხვა ადგილზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის და ფორმის სისხლისმაგვარი ლაქები. ე--------–---–ის ტანსაცმელი, დათვალიერების შემდგომ დასურათდა და დაილუქა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში, შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ბეჭდით.
ტანსაცმლის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები დაადასტურეს დეტექტივ-გამომძიებელმა რ----- გ--------–--ემ და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირმა შ------ა დ---–--ემ.
დაზარალებულ ე---------–---–ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 თებერვალს ე--------–---–ისგან, მისი თანხმობით, აღებულ იქნა სისხლის ნიმუში. სისხლის ნიმუშის აღების ოქმის სისწორე, მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა გამომძიებელმა ნ--- თ----–---–მა და მონაწილე პირმა ეთერ მშვიდობაძემ.
დაზარალებულ გ--–- გ---------ეს სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 თებერვალს გ--–- გ---------ისგან, მისი თანხმობით, აღებულ იქნა სისხლის ნიმუში. სისხლის ნიმუშის აღების ოქმის სისწორე, მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა გამომძიებელმა ნ--- თ----–---–მა და მონაწილე პირმა ი------- ყ-------მ.
2017 წლის 14 თებერვალს საქართველოს შსს ლანჩხუთის სამმართველოს უფროსს პატაკით მიმართა ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელმა გ------- კ------–--ემ და აცნობა, რომ მიღებული ინფორმაციით, 2017 წლის 1------------–ს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯ---------ში მცხოვრებ გ--–- გ---------ეს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ჩადენილი უნდა ჰქონოდა კ---- ფ--–--–---–ს და ლ---- პ---------ს.
პატაკში მითითებული გარემოებები დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს პატაკის შემდგენმა გ------- კ------–--ემ.
2017 წლის 14 თებერვლის ზეპირი განცხადების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ ლ---------------------–-------------–--ში გამოცხადდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯ---------ში მცხოვრები ზ------ ლ-----ე და განაცხადა, რომ 2017 წლის 1------------–ს დილის დაახლოებით 08:00 საათზე, თავისი საცხოვრებელი სახლის წინ ქუჩაში მდგარი მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანის სალონიდან, რომელიც ეკუთვნის სიძეს დ----- ნ--------–---–ს, გადმოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც უკავშირებს ამა წლის 1------------–ს ღამის საათებში ნათესავის, გ--–- გ---------ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტს.
2017 წლის 15 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 თებერვალს 17 საათსა და 00 წუთზე, შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოდან სამსახურებრივი ავტომანქანით ჰაილუქსით, სახელმწიფო ნომერი A------- მოწმე ლ---- პ---------სთან ერთად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილენი, წავიდნენ მოწმე ლ---- პ---------ს ჩვენების შემოწმების მიზნით. ლ---- პ---------ს მითითებით მივიდნენ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯ---------ში, ვ-–- ძ----------–---–ის მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებული აქვს თხილის ნარგავები, სადაც ლ---- პ---------მ მიუთითა, რომ აღნიშნული თხილის ნარგავებში ჰქონდა დამალული, გ--–- გ---------ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დროს მისი და მისი მეგობრის კ---- ფ--–--–---–ის დანაშაულის იარაღი - ორი ცალი პისტოლეტი. საავტომობილო გზიდან დაახლოებით 40 მეტრში ლ---- პ---------მ მიუთითა თხილის ხის ძირში, ძირს ნაყარ ტოტებთან, ორ ცალ პისტოლეტზე. ერთ- ერთ პისტოლეტს, რომელიც არის მეორეზე შედარებით დიდი, რომელსაც სახელურში (ტარში) აქვს ვერცხლისფერი ფერის მცირე ზომის მოგრძო ფორმის ბალონის მაგვარი საგანი. მეორე, შედარებით მცირე ზომის პისტოლეტს, აქვს მჭიდი, რომელიც დევს პისტოლეტის გვერდით, რომელშიც მოთავსებულია ვაზნები. ორივე პისტოლეტი არის მუქი (მოშავო) ფერის. აღნიშნულ მცირე ზომის პისტოლეტში მოთავსდა მჭიდი, ვაზნებთან ერთად და შემდეგ მოთავსდა სპეციალურ მუყაოს კოლოფში. მეორე შედარებით დიდი ზომის პისტოლეტიც ვერცხლისფერ ბალონიანი, მოთავსდა მუყაოს კოლოფში და ორივე კოლოფი მოთავსდა ცალ-ცალკე პოლიეთილენის პაკეტებში და დაილუქა ლუქებით, რომლებზეც გაკეთდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები. აღნიშნულის შემდგომ, ლ---- პ---------ს მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეები მივიდნენ გ--–- გ---------ეს საცხოვრებელ სახლში. ლ---- პ---------მ მიუთითა, რომ 2017 წლის 1------------–ს აღნიშნულ სახლში იმყოფებოდა კ---- ფ--–--–---–თან ერთად. გ--–- გ---------ეს საცხოვრებელი სახლის მითითების შემდგომ მოწმე ლ---- პ---------ს მითითებით მივიდნენ მთაზე, სადაც გაიარეს დაახლოებით 2 კილომეტრი და ლ---- პ---------მ აჩვენა ზ------ ლ-----ის საცხოვრებელი სახლის წინ არსებული ხე და განმარტა, რომ აღნიშნულ ხესთან იდგა, „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რომელსაც ღია ქონდა კარებები, შევიდნენ მიკროავტობუსში და გაათენეს ღამე. აღნიშნული მიკროავტობუსის მითითების შემდგომ ლ---- პ---------ს მითითებით გაემართნენ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ს------ში არსებულ მცირე ზომის მდინარესთან (ღელესთან), სადაც მანვე მიუითითა ადგილი, სადაც დაწვა ტანსაცმელი და დამწვარი ტანსაცმლის ნარჩენები გადაყარა მდინარეში.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ--–---- შ-–---–---–მა და ექსპერტმა ნ-----–---- გ--------ემ.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოსურათები, სადაც აღბეჭდილია, როგორ მიუთითა ლ---- პ---------მ ცეცხლსასროლი იარაღების ადგილსამყოფელი, ფოტოსურათებზე აღბეჭდილია ორი ცეცხლსასროლი იარაღი იმ მდგომარეობაში როგორც იქნა აღმოჩენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. ფოტოსურათებზე ლ---- პ--------- ასევე მიუთითებს გ--–- გ---------ეს საცხოვრებელ სახლზე, შესასვლელ კარზე, საძინებელ ოთახზე და მათ შორის იმ ადგილზე, სადაც დგას საწოლი, გ--–- გ---------ეს და ე--------–---–ის საძინებელ ოთახში.
2017 წლის 15 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2017 წლის 15 თებერვალს 18 საათსა და 20 წუთზე, კ---- ფ--–--–---–ი, შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელის ვ------- ი--------ის მონაწილეობით, მის მიერ მართული C-------- სახელმწიფო ნომრის მქონე სამსახურებრივი ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსით“, მივიდნენ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯ---------ში მდებარე ვ-–- ძ----------–---–ის თხილის ნარგავებიან ეზოში, სადაც კ---- ფ--–--–---–მა მიუთითა თხილის ნარგავებში მის მიერ და ლ---- პ---------ს მიერ ორი ცალი პისტოლეტის დამალვის ადგილი. შემდგომ მიუთითა იგივე ეზოში თხილის ნარგავი, სადაც მან, გ--–- გ---------ეს ოჯახიდან წამოღებული ვარდისფერი სამსუნგის ფირმის გასაშლელი ტელეფონი დააგდო და აჩვენა აღნიშნულ ადგილზე არსებული ტელეფონი, რომელიც ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ იქნა ამოღებული და დაილუქა. კ---- ფ--–--–---–მა ასევე მიუთითა გ--–- გ---------ეს საცხოვრებელ სახლზე, სახლის საძინებელ ოთახზე სადაც იმყოფებოდა ლ---- პ---------სთან ერთად. კ---- ფ--–--–---–მა ასევე მიუთითა ადგილზე, სადაც ლ---- პ---------სთან ერთად „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსში გაათენეს ღამე და მიუთითა ზ------ ლ-----ეს სახლზე და სახლის გვერდით მდებარე ე.წ. კუხნა- სახლზე, სადაც გააშრეს ტანსაცმელი. კ---- ფ--–--–---–მა ასევე განმარტა, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელები დაწვა მის სახლში არსებულ შეშის ღუმელში.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა რ----- გ--------–--ემ, უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ვ------- ი--------მა და ექსპერტმა ნ-----–---- გ--------ემ.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოსურათები, სადაც აღბეჭდილია, როგორ მიუთითა კ---- ფ--–--–---–მა მობილური ტელეფონის ადგილსამყოფელი, ფოტოსურათებზე აღბეჭდილია მობილური ტელეფონი იმ მდგომარეობაში როგორც იქნა აღმოჩენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. ფოტოსურათებზე კ---- ფ--–--–---–ი ასევე მიუთითებს გ--–- გ---------ეს საცხოვრებელ სახლზე, საძინებელ ოთახზე და მათ შორის იმ ადგილზე, სადაც დგას საწოლი, გ--–- გ---------ეს და ე--------–---–ის საძინებელ ოთახში. კ---- ფ--–--–---–მა ასევე მიუთითა ადგილი, სადაც იდგა „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი და სადაც გაათენა ღამე ლ---- პ---------სთან ერთად.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ვ-–- ძ----------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ---------ში. მისთვის ცნობილი გახდა გ--–- გ---------ეს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე კ---- ფ--–--–---–ის და ლ---- პ---------ს მონაწილეობით ცალ-ცალკე ჩატარდა მათ მიერ მიცემული ჩვენებების შემოწმება. მისი წერილობითი თანხმობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერტიმენტი კუთვნილ ეზოში, სადაც ლ---- პ---------ს მითითებით, თხილის ნარგავთან ძირს ნაყარ ტოტებთან ნანახი იქნა ორი ცალი პისტოლეტი. ასევე კ---- ფ--–--–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, კ---- ფ--–--–---–მა მიუთითა თხილის ნარგავებში მისი და ლ---- პ---------ს მიერ ორი ცალი პისტოლეტის დამალვის ადგილი და ასევე ადგილი, სადაც იყო, გ--–- გ---------ეს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დროს წამოღებული ვარდისფერი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
ლ---- პ---------ს ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 თებერვალს ლ---- პ---------საგან, მისი თანხმობით, აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში. ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის სისწორე, მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა გამომძიებელმა ნ--- თ----–---–მა და ექსპერტმა ნ-----–---- გ--------ემ.
ლ---- პ---------ს სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 06 აპრილს ლ---- პ---------საგან, მისი თანხმობით, აღებულ იქნა სისხლის ნიმუში.
კ---- ფ--–--–---–ის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 თებერვალს კ---- ფ--–--–---–ისგან, მისი თანხმობით, აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში. ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის სისწორე, მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა გამომძიებელმა ნ--- თ----–---–მა და ექსპერტმა ნ-----–---- გ--------ემ.
კ---- ფ--–--–---–ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 06 აპრილს კ---- ფ--–--–---–ისაგან, მისი თანხმობით, აღებულ იქნა სისხლის ნიმუში.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, დაზარალებულმა გ--–- გ---------ემ განმარტა, რომ ვარდისფერი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი წარმოადგენდა მის კუთვნილებას, რომელშიც იდო სიმ ბარათი ნომრით 5------------
პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ზ------ ლ-----ემ, მის წინაშე, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო კ---- ფ--–--–---–ი, რიგში შუაში მდგომი პიროვნება, რომელიც 2017 წლის 1------------–ს, თავისი საცხოვრებელი სახლის წინ მდგომი ავტომანქანიდან გადმოვიდა და შემდგომ შეიპატიჟა სახლში.
პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ზ------ ლ-----ემ, მის წინაშე, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო ლ---- პ---------, რიგში მარჯვნიდან პირველი ანუ მარცხნიდან მესამე პიროვნება, რომელიც 2017 წლის 1------------–ს, თავისი საცხოვრებელი სახლის წინ მდგომი ავტომანქანიდან გადმოვიდა და შემდგომ შეიპატიჟა სახლში.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „მ-----–----“ ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N---------ს ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 16.02.2017წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. გ--–- გ---------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 11-------- წელს 02:45 საათზე, საიდანაც გაეწერა 1--------- წელს 17:00 საათზე დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, მრავლობითი ღია ჭრილობები თავის არეში. თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი არ არის დადასტურებული შესაბამისი გამოკვლევებით, ამდენად, დაზიანების ხარისხის განსაზღვრისას ექსპერტიზა მას მხედველობაში ვერ მიიღებს. დაზიანებები ჭრილობების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ხანდაზმულობაზე ექსპერტიზის დასკვნაში არ იყო მითითებული, რადგან მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე ჩატარდა ექსპერტიზა და პირადად არ უნახავს გამოსაკვლევი პირი.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „მ-----–----“ ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------ის ასლი და ცნობა N----- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 12.02.2017წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ე--------–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 11-------- წელს 02:45 საათზე, საიდანაც გაეწერა 20.02.2017 წელს დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, მრავლობითი ღია ჭრილობები თავის არეში. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად თავის ტვინის კტ. კვლევით მას ასევე დაუდგინდა: მარცხნივ თხემის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა. ფრაგმენტული პნევმოცეფალია. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ , რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ხანდაზმულობაზე ექსპერტიზის დასკვნაში არ იყო მითითებული, რადგან მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე ჩატარდა ექსპერტიზა და პირადად არ უნახავს გამოსაკვლევი პირი.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბალისტიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, 1. (ლ). გამოსაკვლევი ორი ცალი პისტოლეტის კვლევის საინფორმაციო მონაცემების შესაბამისად წარმოადგენენ:
- F-------- ფუთაში მყოფი: - სტანდარტული ქარხნული წესით ტაივანში დამზადებული 4.5 მმ. კალიბრის (ინდ. 177), გლუვლულიანი, არა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალი, „----------------- მოდელის, ტექნოლოგიურად შეკუმშული აირის წნევის იმპულსური მოქმედების პრინციპზე კონსტრუირებულად აგებული აირ-პნევმატურ „--------- პისტოლეტს, რომელიც ფაქტიური (ანუ არსებული) მდგომარეობით გაუმართავია და უვარგისია გამოყენებისათვის.
- F-------- ფუთაში მყოფი: - სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, უცხოური წარმოების - (თურქული “----- ფირმის მიერ დამზადებულ) 9 მმ კალიბრის (საინფორმაციო მონაცემის მიხედვით) - სასიგნალო (სასტარტო) დანიშნულების ფუჭი - ხმოვანი (აირის) სტანდარტულ ვაზნებისათვის განკუთვნილი და არსებული მდგომარეობით ტრამვატული, ანუ რეზინის ბურთულების და საფანტის შესაბამისი (საშტატო) ვაზნების გასროლის შესაძლებლობის მქონე, ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიაში შემავალ, გლუვლულიანი “----------------, მოდელის N----- – 1-------“ იარაღს, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით გაუმართავია, მაგრამ ვარგისია ცალკეული გასროლების საწარმოებლად.
2. (მ) გამოსაკვლევი “E---------------” მოდელის იარაღის მჭიდში მოთავსებული 7 ვაზნა დამზადებულია კუსტარული წესით, ხსენებული ტიპის და დანიშნულების იარაღისათვის განკუთვნილ (--------------- მასრების და კაფსულების გამოყენებით და მოცემული სახით (კლასიფიკაციის შესაბამისად) განეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ვაზნების საერთო რაოდენობიდან (ალბათური წესით შერჩეული) ორი ვაზნა ვარგისი აღმოჩნდა გამოყენებისთვის (სროლისათვის). დარჩენილი (ხუთი) ვაზნა, თავიანთი ხასიათით და გარეგნული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვარგისნი უნდა იყვნენ გამოსაყენებლად.
ბალისტიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–---------- ა-----------ემ, რომელმაც სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ ვაზნებში მეტალის ბურთულები იყო მოთავსებული, რის გამოც ისინი საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიეკუთვნებიან. მისივე ჩვენებით, ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიაში შემავალი იარაღი ერთმანეთზე მიყოლებით არ ისროდა, რადგან თვითდატენვა უჭირდა, თუმცა ექსპერტიზის ჩატარების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ორი ვაზნა და დაადგინა, რომ მექანიზმი გამართული იყო ე.ი. სასხლეტი და საცემი მექანიზმი იყო გამართული და ექსპერტიზის ჩატარებისას განახორციელა გასროლა.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N----------- დასკვნით, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: „...გ--–- გ---------ის სისხლის ნიმუში...“ მოთავსებული სისხლი (ობ.24) მიეკუთვნება 0--------------
- პაკეტში, წარწერით: „ე--------–---–ის სისხლის ნიმუში...“ მოთავსებული სისხლი (ობ. N25) მიეკუთვნება 0--------------
- პაკეტში, წარწერით: „...ლ---- პ---------სგან აღებული სისხლის ნიმუში...“ მოთავსებული სისხლი (ობ. N 28) მიეკუთვნება 0--------------
- პაკეტში, წარწერით: „...კ---- ფ--–--–---–ისაგან აღებული სისხლის ნიმუში...“ მოთავსებული სისხლი (ობ. N29) მიეკუთვნება 0--------------
- პაკეტში, წარწერით: “...ლ---- პ---------ს მითითებით ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი...“ მოთავსებულ იარაღისმაგვარ საგანზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N 1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N 1- ის გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი გ--–- გ---------ის (ობ. N 24), ხოლო მეორე წილი ე--------–---–ის (ობ. N 25) გენეტიკური პროფილების იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: “...ლ---- პ---------ს მიერ წარმოდგენილი მითითებით ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი...“ მოთავსებულ იარაღისმაგვარ საგანზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N 2-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი გ--–- გ---------ის (ობ. N 24), ხოლო მეორე წილი ეკა ჭ----–---–ის (ობ. N 25) გენეტიკური პროფილების იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: „...გ--–- გ---------ის საც. სახლის საძინებელი ოთახიდან ამოღებული 4 ც. ჭიქა...“ მოთავსებულ ერთ-ერთ მინის ჭიქაზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქა (ობ. N 5ა) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ე--------–---–ს (ობ. N 25). ამავე ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. N 5) და მინის მეორე ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. N 4) შერეული გენეტიკური პროფილების ერთი წილი გ--–- გ---------ის (ობ. N 24), ხოლო მეორე წილი ე--------–---–ის (ობ. N
25) გენეტიკური პროფილების იდენტურია.
- პაკეტში, წარწერით: „...კ---- ფ--–--–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული მობ. ტელეფონი...“ მოთავსებულ მობილურ ტელეფონზე არსებული ბიომასალის (ობ. N 7) შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება გ--–- გ---------ის (ობ. N 24), ე--------–---–ის (ობ. N 25) და კ---- ფ--–--–---–ის (ობ. N 29) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ლ---- პ---------ს (ობ. N 28) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
- პაკეტში, წარწერით: „... გ--–- გ---------ის საც. სახლის საძინებელი ოთახის კედლიდან ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქა...“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N 8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N8-ის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი გ--–- გ---------ის (ობ. N 24), ხოლო მეორე წილი ე--------–---–ის (ობ. N 25) გენეტიკური პროფილების იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: „... გ--–- გ---------ის საც. სახლის პირველ სართულზე საძინებელ ოთახში საწოლიდან ამოღებული საბანი...“ მოთავსებულ საბნის შალითაზე (ობ. N9), პაკეტში, წარწერით: „... გ--–- გ---------ის საც. სახლის პირველ სართულზე არსებული საძინებელი საწოლიდან 2 ც. ბალიშის პირი...“ მოთავსებულ ბალიშის ორ ცალ შალითაზე (ობ. N 10,11), პაკეტში წარწერით: „... გ--–- გ---------ის საც. სახლის პირველ სართულზე საძინებელ ოთახში არსებული საწოლიდან ამოღებული ზეწარი და გადასაფარებელი ე.წ. საბანი...“ მოთავსებულ ზეწარზე (ობ. N12) და საბნის შალითაზე (ობ. N 13), პაკეტში, წარწერით: „...გ--–- გ---------ის საც. სახლის პირველ სართულზე საძინებელ ოთახში მდებარე საწოლზე არსებული ადიალა...“ მოთავსებულ გადასაფარებელზე (ობ. N 14) და პაკეტში, წარწერით: „... ე--------–---–ის მუქი ნაცრისფერი სვიტერი და შარვალი...“ მოთავსებულ მაისურსა (ობ. N 22) და შარვალზე (ობ. N 23) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ე--------–---–ს (ობ. N 25);
- პაკეტში, წარწერით: „...გ--–- გ---------ის საც. სახლის საძინებელი ოთახიდან ამოღებული პირსახოცი და ლურჯი ფერის მოსაცმელი...“ მოთავსებულ პირსახოცზე (ობ. N 15) და ჟაკეტზე (ობ. N 16, 17) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, პაკეტში, წარწერით: „... გ--–- გ---------ის საც. სახლის წინა აივნიდან ამოღებული შავი ფერის რეზინის ჩექმები...“ მოთავსებულ მარცხენა ჩექმაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N 18) და პაკეტში, წარწერით: „...გ--–- გ---------ის საც. სახლის პირველ სართულზე საძინებელი ოთახიდან ამოღებული ნაჭრის ტანსაცმელები...“ მოთავსებულ სვიტრზე (ობ. N 19), მონაცრისფრო მაისურსა (ობ. N20) და მოშავო ფერის მაისურზე (ობ. N 21) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ--–- გ---------ეს (ობ. N 24).
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N----------- დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა შ------ა კ--–-----ემ და ი------------ემ.
მსჯავრდებულებმა კ---- ფ--–--–---–მა და ლ---- პ---------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნეს.
სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურდებდა კ---- ფ--–--–---–ის და ლ---- პ---------ს მხრიდან ყაჩაღობის ჩადენას, აღნიშნულს სასამართლოს არ იზიარებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს. კერძოდ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევით, ურთიერთშეჯერებითა და სასამართლოში დადგენილი ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით, სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებულების კ. ფ--–--–---–ის და ლ. პ---------ს ქმედებები სრულად მოიცავს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან.
ყაჩაღობის მთავარ და განმსაზღვრელ ობიექტად აღიარებულია პიროვნების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თუმცა ყაჩაღობის მიზანს წარმოადგენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაძლეულ იქნას დაზარალებულის წინააღმდეგობის უნარი, რათა დამნაშავე დაეუფლოს მის ნივთს.
ამდენად, ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია, იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორივე ობიექტი ძირითადია.
სუბიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში, რამეთუ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს მისი მოქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, მოსალოდნელი შედეგი და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს სხვის მოძრავ ნივთს.
სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზი იძლევა საშუალებას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს თავდამსხმელ პირთა თითოეულ მოქმედებას, რის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი შემადგენლობის ყველა ელემენტი, კერძოდ, გ--–- გერგენაძეს და ე--------–---–ის მიმართ ადგილი ჰქონდა თავდასხმას, რა დროსაც კ---- ფ--–--–---–ი და ლ---- პ--------- მესაკუთრის ნებართვის გარეშე, შეიჭრნენ დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში და ძალადობის გამოყენების მუქარით და ძალადობით გადალახეს გ--–- გ---------ის და ე--------–---–ის წინააღმდეგობა, რა დროსაც დაზარალებულებს მიადგათ სხვადასხვა სახის დაზიანებები.
სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულების გ. გ---------ის და ე. ჭ----–---–ის ჩვენებებს, სადაც მათ დეტალურად აღწერეს 2017 წლის 1------------–ს ღამით განვითარებული მოვლენები, თუ როგორ უმოწყალოდ ცემდა ორი ნიღბიანი პიროვნება, მათ აყენებდნენ ძლიერ დარტყმებს სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. გ. გ---------ე და ე. ჭ----–---–ი ასევე აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელები მათ ემუქრებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღებით და ეუბნებოდნენ, რომ ესროდნენ თუ არ შეწყვიტავდნენ წინააღმდეგობის გაწევას. დაზარალებულების ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ თავდამსხმელები იყვნენ სამნი, ორი შიგნით, სახლში, მესამე კი გარეთ იდგა. დაზარალებულების ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ერთ-ერთი თავდამხმელი იყო მათი ნათესავი (დეიდაშვილის შვილი) კ---- ფ--–--–---–ი, რომელიც იცნეს ხმით და აღნაგობით. ე. ჭ----–---–ის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ კ. ფ--–--–---–ის თანმხლები პირი პ--------- ცემდა მას. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებითაც დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო-მოყავისფროს ლაქები წარმოადგენენ ადამიანის სისხლს და ეკუთვით დაზარალებულებს გ. გ---------ეს და ე. ჭ----–---–ს.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ კ. ფ--–--–---–ი და ლ. პ--------- გ--–- გ---------ის ბინაში შევიდნენ იმ დროს, როდესაც გ--–-ს ეძინა, არ უცდიათ, ბინაში შესვლამდე დაეძახათ ბინის მესაკუთრესთვის, გარდა ამისა, დადგენილია, რომ კ---- ფ--–--–---–ს და ლ---- პ---------ს სახეზე ეკეთათ ნიღბები და ხელებზე ხელთათმანები, რის გამოც პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ოჯახის წევრებმა როცა კ. ფ--–--–---–მა კარზე დააკაკუნა, ხოლო შემდეგ პირადად მისი ხმა გაიგონეს, გაუღეს კარები და შეიპატიჟეს, აღნიშნულს პალატა არ იზიარებს, ვინაიდან კ. ფ--–--–---–ის და ლ. პ---------ს ქმედების არც ერთი გარემოება და თავად მოქმედების ფორმა არ მიუთითებს, რომ ისინი ნებართვით შევიდნენ ბინაში, რის გამოც დაცვის მხარის არგუმენტაცია დაუსაბუთებელია და იგი მოგონილია პასიხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.
2017 წლის 1-----------–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით დადგენილია, რომ ლ. პ---------ს და კ. ფ--–--–---–ის ჩვენებების შემოწმების მიზნით ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში (№561 აპ-15) საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დაუშვებულია სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნება ანუ მისი საჯაროდ წაკითხვა და მისი მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს კ. ფ--–--–---–ს და ლ. პ---------ს ჩვენებები არ მიუციათ. საგამოძიებო ექსპერიმენტისას განხორციელდა ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა, რაც ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც ამ შემთხვევაში არ ვრცელდება მოქმედი სსსკ-ის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილი იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებული იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 1-----------–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, თუ როგორ გადაადგილდება კ---- ფ--–--–---–ი 2017 წლის 1------------–ს, მისი მითითებით, ამოღებულ იქნა გ. გ---------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც კ. ფ--–--–---–მა შემთხვევის დღეს წაიღო გ. გ---------ის ოჯახიდან. აქვე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ კ. ფ--–--–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებულ მობილურ ტელეფონზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება გ. გ---------ის, ე. ჭ----–---–ის და კ. ფ--–--–---–ის გენეტიკური თანამონაწილეობა. ასევე, ლ. პ---------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს თავად ლ. პ---------მ მიუთითა ცეცხლსასროლ იარაღზე, რომელიც ჰქონდა გ. გ---------ის ოჯახზე თავდასხმის დროს. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულ იქნა ლ---- პ---------ს მითითებით. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ. პ---------ს მითითებით ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარ საგანზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი გ. გ---------ის, ხოლო მეორე წილი ე. ჭ----–---–ის გენეტიკური პროფილების იდენტურია. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოება თანხვედრაშია დაზარალებულების ჩვენებებთან, რომ უმეტესად მათ იარაღით ურტყამდათ კ---- ფ--–--–---–ის თანმხლები პირი ლ---- პ---------. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში წარმოდგენილია ასევე ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი მრავალი ფოტოდოკუმენტი, რომლებითაც დგინდება ის გარემოება, რომ ექსპერიმენტის დროს პოლიციის თანამშრომლები, მათთან ერთად კ---- ფ--–--–---–ი და ლ---- პ---------, მოძრაობენ და გადაადგილდებიან შემთხვევის ადგილის მიმართულებით თვით მსჯავრდებულების მითითებების შესაბამისად, რომლებიც თვითონ უჩვენებენ მათ, თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაონ. კ---- ფ--–--–---–მა და ლ---- პ---------მ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აჩვენეს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებს, გ--–- გ---------ეს საცხოვრებელი სახლი, სახლის საძინებელი ოთახი, სადაც შევიდნენ და საწოლი, სადაც ეძინათ დაზარალებულებს. ასევე, მიუთითეს ზ------ ლ-----ის საცხოვრებელი სახლი და დ-----– ნ--------–---–ის კუთვნილი ავტომანქანის გაჩერების ადგილი, სადაც ღამე გაათენეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს ხელს აწერენ კ---- ფ--–--–---–ი და ლ---- პ--------- და მათ რაიმე შენიშვნა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებიათ. აქვე სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კ. ფ--–--–---–მა და ლ. პ---------მ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამოძიებას მიუთითეს ისეთი დეტალების შესახებ, რაც შეუძლებელია სცოდნოდათ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პოლიციელებს.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში დაფიქსირებული დრო არ იყო რეალური, რადგან ბრალდებულების მოწმის სახით დაკითხვის დასრულებიდან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ადგილამდე მიყვანას გარკვეული დრო დაჭირდებოდა, აღნიშნულს პალატა არ იზიარებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს ამ ნაწილში, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მოწმის დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ლ. პ---------ს მოწმის სახით დაკითხვა დაიწყო 2017 წლის 1-----------–ის 15:45 საათზე და დასრულდა 16:55 საათზე. ლ. პ---------ს მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო 17:00 საათზე და დასრულდა 18:05 საათზე. ოქმში მითითებულია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოდან. კ. ფ--–--–---–ის დაკითხვა დაიწყო 2017 წლის 1-----------–ის 16:00 საათზე და დასრულდა 17:10 საათზე. კ. ფ--–--–---–ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო 18:20 საათზე და დასრულდა 19:30 საათზე. ოქმში მითითებულია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ვ. ი--------ის მიერ მართულ ავტომობილში ჩასხდომით და კ---- ფ--–--–---–ის მითითებით, მათი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯ---------ში წასვლით. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში მითითებულია ექსპერიმენტების დაწყების დრო, რომელიც უჩვენებს ექსპერიმენტის დაწყების დროს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოდან და არა შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებისა და მათში წარმოდგენილი მიმდინარეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტების, როგორც მტკიცებულების, სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კ. ფ--–--–---–ის და ლ. პ---------ს მხოლოდ დაზარალებულების ცემა სურდათ და არ ამოძრავებდათ ძვირფასეულობის ან ფულადი თანხის დაუფლის განზრახვა. პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმეების (მეზობლების) ზ------ და ნ---- გ--------ეების ჩვენებებს, რომლებიც დეტალურად აღწერენ როგორ ითხოვდა გ. გ---------ე შველას, მათ უთხრა, რომ ყაჩაღები ითხოვდნენ ფულს და ძვირფასეულობას.
პალატა ასევე არ იზიარებს საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო დამნაშავედ ლ. პ--------- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ეპიზოდში. სასამართლო სრულად ეთანხმება ასევე გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს ამ ნაწილშიც. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებულ ე.ჭ----–---–ს პისტოლეტით ცემდა ლ. პ---------. ლ. პ---------მ თვითონ მიუთითა ვ. ძ----------–---–ის მიწის ნაკვეთზე, სადაც თხილის ნარგავებში ჰქონდა დამალული, გ. გ---------ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დროს მისი და მისი მეგობრის კ. ფ--–--–---–ის დანაშაულის იარაღი - ორი ცალი პისტოლეტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოსურათები, სადაც აღბეჭდილია, როგორ მიუთითა თხილის ხის ძირში ძირს დაყრილ ტოტებთან ლ. პ---------მ ორ ცალ პისტოლეტზე. ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ F-------- ფუთაში მყოფი: - სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, უცხოური წარმოების - (თურქული “----- ფირმის მიერ დამზადებულ) 9 მმ კალიბრის - სასიგნალო (სასტარტო) დანიშნულების ფუჭი - ხმოვანი (აირის) სტანდარტულ ვაზნებისათვის განკუთვნილი და არსებული მდგომარეობით ტრამვატული, ანუ რეზინის ბურთულების და საფანტის შესაბამისი (საშტატო) ვაზნების გასროლის შესაძლებლობის მქონე, ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიაში შემავალ, გლუვლულიანი “----------------, მოდელის N----- – 1-------“ იარაღს, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით გაუმართავია, მაგრამ ვარგისია ცალკეული გასროლების საწარმოებლად. ამავე დასკვნით, გამოსაკვლევი “E---------------” მოდელის იარაღის მჭიდში მოთავსებული 7 ვაზნა დამზადებულია კუსტარული წესით, ხსენებული ტიპის და დანიშნულების იარაღისათვის განკუთვნილ მასრების და კაფსულების გამოყენებით და მოცემული სახით განეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ვაზნების საერთო რაოდენობიდან ორი ვაზნა ვარგისი აღმოჩნდა გამოყენებისთვის. დარჩენილი ხუთი ვაზნა, თავიანთი ხასიათით და გარეგნული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვარგისნი უნდა იყვნენ გამოსაყენებლად. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა. ა-----------ემ, მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ ვაზნებში მეტალის ბურთულები იყო მოთავსებული, რის გამოც ისინი საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ექსპერტის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიაში შემავალი იარაღი ერთმანეთზე მიყოლებით არ ისროდა, რადგან თვითდატენვა უჭირდა, თუმცა ექსპერტიზის ჩატარების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ორი ვაზნა და დაადგინა, რომ მექანიზმი გამართული იყო, ე.ი. სასხლეტი და საცემი მექანიზმი იყო გამართული და ექსპერტიზის ჩატარებისას განახორციელა გასროლა.
აქვე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ პაკეტში, წარწერით: “...ლ---- პ---------ს მითითებით ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი...“ მოთავსებულ იარაღისმაგვარ საგანზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი გ--–- გ---------ის, ხოლო მეორე წილი ე--------–---–ის გენეტიკური პროფილების იდენტურია; ასევე, პაკეტში, წარწერით: “...ლ---- პ---------ს მიერ წარმოდგენილი მითითებით ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი...“ მოთავსებულ იარაღისმაგვარ საგანზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. გენეტიკური პროფილის ერთი წილი გ--–- გ---------ის, ხოლო მეორე წილი ე--------–---–ის გენეტიკური პროფილების იდენტურია.
ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ლ. პ---------ს მიმართ შერაცხული ბრლადება იარაღის ნაწილშიც, კერძოდ, რომ ლ. პ---------მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.
სააპელაციო პალატას საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ასევე დადასტურებულად მიაჩნია ლ. პ---------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით შერაცხული მსჯავრი (რაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადაოდ არ არის გამხდარი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ერთმანეთთან შეჯერებულ, ეჭვის გამომრიცხავ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტით დასტურდება, რომ კ---- ფ--–--–---–მა და ლ---- პ---------მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით; ლ---- პ---------მ ასევე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი კ---- ფ--–--–---–ის და ლ---- პ---------ს მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
სა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების კ---- ფ--–--–---–ის და ლ---- პ---------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ-- გ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
1. კ---- ფ--–--–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ კ---- ფ--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
მსჯავრდებულს კ---- ფ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების დღიდან - 2017 წლის 15 თებერვლიდან.
2. ლ---- პ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ ლ---- პ---------ს საბოლოოდ, დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ლ---- პ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
მსჯავრდებულ ლ---- პ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან - 2017 წლის 15 თებერვლიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:
- ორი ბალიშის პირი, ზეწარი, საბნის შალითა, გადასაფარებელი ადიალა, შალითაში მოთავსებული საბანი, ოთხი ჭიქა, პირსახოცი, მოსაცმელი ჟაკეტი, ერთი წყვილი რეზინის ჩექმა, გ--–- გ---------ეს ტანსაცმელი - ჯემპრი, სვიტერი და მაისური, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლ---------------------–-------------–--ში, დაუბრუნდეს დაზარალებულ გ--–- გ---------ეს;
- ე--------–---–ის ტანსაცმელი - სვიტერი და შარვალი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლ----------------------–-------------–--ში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ე--------–---–ს;
- სისხლის ლაქა, ე--------–---–ის სისხლის ნიმუში, გ--–- გ---------ის სისხლის ნიმუში, კ---- ფ--–--–---–ის ნერწყვის და სისხლის ნიმუშები, ლ---- პ---------ს ნერწყვის და სისხლის ნიმუშები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლ---------------------–-------------–--ში განადგურდეს;
- "G---------------- მოდელის აირ-პნევმატური პისტოლეტი, "E---------------" მოდელის პისტოლეტი მჭიდით, ხუთი ცალი ვაზნა და ორი ცალი მასრა, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლ---------------------–-------------–--ში გადაეცეს სახელმწიფოს და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე