განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002352514
საქმე N1/ბ-382-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ მარინა მაკარიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ ვ--–---- კ--------ის
მსჯავრდებულის _ ნ--- ა-----ის
ადვოკატის _ მ------ მ-------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ნ--- ა-----ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ ჟ-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ნ--- ა-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 3----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ო------------------------------–-–------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით:
ნ--- ა-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 02 (ორი) წლით გამოსაცდელი ვადით. მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებული ნ--- ა-----ე დაპატიმრებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაპატიმრების მომენტიდან - 2018 წლის 16 მაისიდან.
ნ--- ა-----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით, ნ--- ა-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 9000 (ცხრა ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ო------------------------------–-–------ში (საკადასტრო კოდი 2-----------, ფართი 9001 კვ.მ.) მდებარე, ლ-----------------ის (პ/ნ3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 9000 (ცხრა ათასი ) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
ნ--- ა-----ეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა უნდა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ--- ა-----ეს დაეკისრა მოვალეობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· შემთხვევის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის 05 ცალი ნამსხვრევი, დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი--------------------------------–ოს საგამოძიებო განყოფილებაში, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი, რომელიც თან ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „--------------–ის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით I-------- და „----------------ის“ მოდელის ავტომანქანა, სანომრე ნიშნით U--------, რომლებიც განთავსებულია შ-------------------“-ის სპეციალურ ავტო საჯარიმო სადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--- ა-----ემ ჩაიდინა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ს---------იის რაიონში არსებული ავტომაგისტრალის 2---ე კმ/ზე, ნ--- ა-----ე მართავდა „---------------–ის“ მოდელის ავტომობილს, სანომერე ნიშნით I--------, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34,3 (გ) მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა ფ-------- დ-------ის მართვაში არსებულ „----------------ის“ მოდელის ავტომობილს, სანომრე ნიშნით U--------. შეჯახებამ გამოიწვია ნ--- ა-----ის მგზავრების _ ტ-------- ა-----ის და ლ---- ა-----ის სიცოცხლის მოსპობა, ხოლო მგზავრებმა რ--------- ლ----ემ და ი-–-- ა-----ემ მიიღეს შესაბამისად, ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებები. გარდა აღნიშნულისა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამ გამოიწვია ფ-------- დ-------ის მგზავრის _ ა-–- ა-----ის სიცოცხლის მოსპობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ--- ა-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------ ჟ-----მ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ--- ა-----ისათვის დანიშნული სასჯელის _ 06 წლით თავისუფლების აღკვეთის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე პირობით მსჯავრად ჩათვლა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ხასიათდება დადებითად, ნ--- ა-----ეს ამ ავტოავარიაში დაეღუპა მამა და ოთხი თვის შვილი, ხოლო თავად მას და მის მეუღლეს ავტოავარიის დროს მიღებული დაზიანებების გამო ესაჭიროებათ ოპერაციის გაკეთება.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ვ--–---- კ--------ემ სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა მსჯავრდებულ ნ--- ა-----ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ ჟ-----ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ--- ა-----ემ და მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ მ-------ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ვ--–---- კ--------ემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ--- ა-----ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ნ--- ა-----ის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ რ--------- ლ----ის, დაზარალებულის უფლებამონაცვლეების - ფ-------- დ-------ის და ა--------–------ს, ასევე მოწმეების - რ-------- გ-----ს და ი----- ჯ----–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის სქემით, შემთხვევის ადგილის ფოტოტაბულით, ავტოტექნიკურ-ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის №3------------- დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, N0--------, N0--------, N0-------- და N0-------- დასკვნებით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ--- ა-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რასაც სადავოდ არც აპელანტი მხარე ხდის.
რაც შეეხება აპელანტების უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს რა ნ--- ა-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ამ დანაშაულით გამოწვეულ შედეგს, კერძოდ, იმ გარემობას, რომ მის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობით მსჯავრად ჩათვლა, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, მიღწეული ვერ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტების არგუმენტებზე, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რომლის შედეგად დაეღუპა მამა და ოთხი თვის შვილი, ხოლო ოჯახის სხვა წევრებმა, მათ შორის თავადაც, მიიღეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები, რომ მას კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ამ გარემოებების გათვალისწინებით გამოიყენა ნ--- ა-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი და მას დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალა პირობით მსჯავრად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ--- ა-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ნ--- ა-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი ნ--- ა-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ნ--- ა-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 01 (ერთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
4.მსჯავრდებულ ნ--- ა-----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან - 2018 წლის 16 მაისიდან.
5.პირობითი მსჯავრის დროს მსჯავრდებულ ნ--- ა-----ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.მსჯავრდებულ ნ--- ა-----ეს დაევალოს პირობითი მსჯავრის პერიოდში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
7.ნ--- ა-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით, ნ--- ა-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 9000 (ცხრა ათასი) ლარის გადახდის ზრუნველსაყოფად, ო------------------------------–-–------ში (საკადასტრო კოდი 2-----------, ფართი 9001 კვ.მ.) მდებარე, ლ-----------------ის (პ/ნ3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 9000 (ცხრა ათასი ) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
7. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შემთხვევის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის 05 ცალი ნამსხვრევი, დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი--------------------------------–ოს საგამოძიებო განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი, რომელიც თან ერთვის საქმეს, საქმეზე მიღებული საბოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დარჩეს საქმეში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „--------------–ის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით I-------- და „----------------ის“ მოდელის ავტომანქანა, სახ. ნომრით U--------, რომლებიც განთავსებულია შ-------------------“-ის სპეციალურ ავტო საჯარიმო სადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/