განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.02.2019
საქმის ნომერი
140310117002014096
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310117002014096

საქმე № 3ბ/3496-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - ილონა თოდუა

მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი

შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”;

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - მ------ ც-–--ი, ლ--–- ც-–--ი, შპს ,,ნ---’’

 

დავის საგანი : ცრუმაგიერ პირებად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ------ ც-–--ი და შპს ,,ნ---“ აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. მ------ ც-–--ის და ლ--–- ც-–--ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. ი/მ მ------ ც-–--ი (ს/ნ------------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 05 დეკემბრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გორი, ც------–ის გამზ. №-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2013 წლის 21 იანვრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

2.2. შპს ,,ნ---” (ს/ნ----------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2015 წლის 06 ნოემბრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გორი, ს----–--ის გამზ. №-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2017 წლის 21 თებერვლის ამონაწერი

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

2.3. ი/მ მ------ ც-–--ის (ს/ნ------------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 12 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 716439 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: შედარების აქტი, მხარეთა ახსნა- განმარტება;

 

2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 13 ივლისს №----- ბრძანებით დაინიშნა ი/მ მ------ ც-–--ის (ს/ნ------------) საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 13 ივლისის №----- ბრძანება.

 

2.5. 2014 წლის 29 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება №----- ი.მ მ------ ც-–--ი“-ს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო

შესყიდვა/შეთავაზების შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: საგადასახადო მონიტორინგის

დეპარტამენტის 2014 წლის 29 დეკემბრის №------ ბრძანება.

 

2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 08 ნოემბერს გამოცემული იქნა ბრძანება მ------ ც-–--ის (ს/ნ------------) საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით მესამე პირის შპს ,,ნ---“-ს (ს/ნ----------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 8 ნოემბრის №------- ბრძანება;

 

2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 01 მარტს გამოცემული იქნა ბრძანება მ------ ც-–--ის (ს/ნ------------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ შემოსავლების სამსახურის

ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 01 მარტის №------ ბრძანება;

 

2.8. 2015 წლის 13 ნოემბრის სასაქონლო ზედნადებით ი.მ მ------ ც-–--ის კუთვნილი საქონელი გასხვისდა შპს ,,ნ---“-ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სასაქონლო ზედნადები N----------- .

 

2.9. შპს ,,ნ---’’-ს დირექტორის ზ---- ხ----–---–ის 2016 წლის 08 პრილის წერილის თანახმად, 2015 წლის 12 ნოემბერს N----------- სასაქონლო ზედნადებით მიღებული 277345 ლარის ქონების ღირებულების ანგარიშსწორება ჯერ არ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2016 წლის 08 აპრილის წერილი;

 

2.10. შპს ,,ლ--–-” (ს/ნ----------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2010 წლის 05 ოქტომბრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ს----------–ოს რ/ნი, შ------ის ქ. №-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2011 წლის 28 სექტემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

2.11. შპს ,,------” (ს/ნ----------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 05 დეკემბრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გორი, ჟ--–-------ას ქ. №------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2012 წლის 05 დეკემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

2.12. ლ--–- ც-–--ის (პ/ნ------------) სააკუთრების უფლების რეგისტრაცია, ქ.გორში, შ-------ას ქ. №-----ში მდებარე, უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით------------- სამკვიდრო მოწმობის №--------- საფუძველზე განხორციელდა 2016 წლის 27 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2016 წლის 22 დეკემბრის ამონაწერი

საჯარო რეესტრიდან.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.13. გორის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

 

2.14. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი

ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი

წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა. ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

2.15. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და,ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან

დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს მ------ ც-–--ს და ლ--–- ც-–--ს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, არ დასტურდება. სასამართლომ ჩათვალა, რომ მათ შორის ნათესაური კავშირი ვერ იქნება მოპასუხეებს - მ------ ც-–--ს და ლ--–- ც-–--ს შორის განსაკუთრებული ეკონომიკური ურთიერთობის დამადასტურებელი გარემოება და მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი. საქმის მასალებით, მ------ ც-–--ი და ლ--–- ც-–--ი წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფიზიკურ პირებს, რადგან არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები

სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის, როგორც აღინიშნა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი

სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა, ერთი მხრივ, მ------ ც-–--ის და მეორე მხრივ, ლ--–- ც-–--ის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე. ამდენად, სარჩელი ლ--–- ც-–--თან მიმართებაში სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დაკმაყოფილა.

 

2.16. სასამართლომ განმარტა, რომ, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად

შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების

მიზნით.

2.17. სასამართლომ მიუთითა, რომ მ------ ც-–--ის და შპს ,,ნ---“-ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 13 ნოემბრის სასაქონლო ზედნადებით N----------- ი.მ მ------ ც-–--ის კუთვნილი საქონელი გასხვისდა შპს ,,ნ---“-ს სახელზე, ხოლო თავად შპს ,,ნ---’’-ს დირექტორის ზ---- ხ----–---–ის 2016 წლის 08 აპრილის წერილის თანახმად, 2015 წლის 12 ნოემბერს N----------- სასაქონლო ზედნადებით მიღებული 277345 ლარის ქონების ღირებულების ანგარიშსწორება ი.მ მ------ ც-–--თან არ განხორციელებულა, ამასთან, მას შემდეგ რაც 2016 წლის 08 ნოემბერს გამოიცა ბრძანება შპს ,,ნ---“-ს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ჩაბარდა აღნიშნული ბრძანება ადრესატს, სამეწარმეო რეესტრში არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში შევიდა ცვლილება, სადაც შპს ,,ნ---“ს დირექტორი და 100 % წილის მფლობელი გახდა მ------ ც-–--ი.

 

სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებების, რომ ი.მ მ------ ც-–--ის და შპს ,,ნ---“-ს” საქმიანობის სახეს წარმოადგენდა ავეჯით ვაჭრობა, - აღნიშნული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს იმ ფაქტს და სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ შპს ,,ნ---“-ს დაფუძნება რეალურად ემსახურებოდა მ------ ც-–--ის საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზანს და მ------ ც-–--ის და შპს ,,ნ---“-ს ერთმანეთისაგან გამიჯვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

ამდენად სასამართლომ მ------ ც-–--ი და შპს ,,ნ---“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიიჩნია.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

3.1. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელია, შესაბამისად იგი შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებიდან გამომდინარე გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.

 

გორის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, უტყუარად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შევიდა ურთიერთდამოკიდებულ პირებთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირებისაგან, რამდენადაც მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობა მხოლოდ ფორმალურია და ატარებს ფიქტიურ ხასიათს, რაც საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებას ემსახურება. შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს სსკ 246-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას – ცრუმაგიერ მფლობელობას გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

აპელანტმა სააპელაციო სიჩივარში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების მიზნით მ------ ც-–--მა უარი თქვა მეუღლის ო----- ც-–--ის მემკვიდრეობაზე და მთლიანი მემკვიდრეობა მიიღო მათმა შვილმა ლ--–- ც-–--მა, რათა ამ მემკვიდრეობის დათმობით და მთლიანად ლ--–- ც-–--ზე გადაცემით თავს არიდებს ბიუჯეტის წინაზე ვალდებულების შესრულებას. აპელანტის აზრით, მ------ ც-–--ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა მიანიშნებს, რომ მან შეგნებულად აარიდა თავი მოსალოდნელი საგადასახადო დავალიანების უზრუნვეყოფის ღონისძიების განხორციელებას და საგადასახადო ორგანოს წაართვა იძულებით ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობა და ქონება განარიდა შვილის ლ--–- ც-–--ის მეშვეობით. აპელანტს მიაჩნია, რომ თუ კი პირი იხდის საგადასახადო დავალიანებას და უფრო მეტიც ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომ საგადასახადო ორგანოს ართმევს დავალიანების იძულებით გადახდევინების უზრუნვეყოფის ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას, ცალსახად მიუთითებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის N3/202-18 გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არსებობს მისი ნაწილობრივ გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.2. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)

 

4.3. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირი საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. მოსარჩელის (აპელანტის) მითითებით, მოპასუხეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები ამ მუხლის ,,ე” (ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს) და ,,თ” (პირები ნათესავები არიან) ქვეპუნქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას, ხოლო მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეებს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები. საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, აღნიშნულს.

 

დადგენილია, რომ ი/მ მ------ ც-–--ი (ს/ნ------------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 05 დეკემბრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გორი, ც------–ის გამზ. №-. შპს ,,ნ---” (ს/ნ----------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2015 წლის 06 ნოემბრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გორი, ს----–--ის გამზ. №-----. ი/მ მ------ ც-–--ის (ს/ნ------------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 12 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 716439 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 13 ივლისს №----- ბრძანებით დაინიშნა ი/მ მ------ ც-–--ის (ს/ნ------------) საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება. ი/მ მ------ ც-–--ის (ს/ნ------------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 12 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 716439 ლარს. 2014 წლის 29 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება №----- ი.მ მ------ ც-–--ი“-ს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების შესახებ. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 08 ნოემბერს გამოცემული იქნა ბრძანება მ------ ც-–--ის (ს/ნ------------) საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით მესამე პირის შპს ,,ნ---“-ს (ს/ნ----------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 01 მარტს გამოცემული იქნა ბრძანება მ------ ც-–--ის (ს/ნ------------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. 2015 წლის 13 ნოემბრის სასაქონლო ზედნადებით ი.მ მ------ ც-–--ის კუთვნილი საქონელი გასხვისდა შპს ,,ნ---“-ს სახელზე. შპს ,,ნ---’’-ს დირექტორის ზ---- ხ----–---–ის 2016 წლის 08 პრილის წერილის თანახმად, 2015 წლის 12 ნოემბერს N----------- სასაქონლო ზედნადებით მიღებული 277345 ლარის ქონების ღირებულების ანგარიშსწორება ჯერ არ მომხდარა. შპს ,,ლ--–-” (ს/ნ----------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2010 წლის 05 ოქტომბრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ს----------–ოს რ/ნი, შ------ის ქ. №-----. შპს ,,------” (ს/ნ----------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 05 დეკემბრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.გორი, ჟ--–-------ას ქ. №------. ლ--–- ც-–--ის (პ/ნ------------) სააკუთრების უფლების რეგისტრაცია, ქ.გორში, შ-------ას ქ. №-----ში მდებარე, უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით------------- სამკვიდრო მოწმობის №--------- საფუძველზე განხორციელდა 2016 წლის 27 დეკემბერს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მ------ ც-–--ი (პ.ნ------------) და ლ--–- ც-–--ი (პ.ნ------------) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს. საქმის მასალებით მხოლოდ ის დასტურდებოდა, რომ მ------ ც-–--ი (პ.ნ------------)და სპს „ნ---“ (ს.ნ---------) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

4.4. პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეების ლ--–- ც-–--ისა და მ------ ც-–--ის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.

 

4.5. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მოპასუხეებად დასახელებული პირები ლ--–- ც-–--ი და მ------ ც-–--ი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე დაყრდნობით, მიაჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი იმავდროულად მიაჩნია ცრუმაგიერ პირებად, რაც გაზიარებული ვერ იქნება სააპელაციო სასამართლოს მიერ, ვინაიდან სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით ვერ დგინდება მოპასუხეთა ლ--–- ც-–--ისა და მ------ ც-–--ის ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა სამეწარმეო საქმიანობაში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას და თვლის, რომ მათ შორის ნათესაური კავშირი ვერ იქნება მოპასუხეებს - მ------ ც-–--ს და ლ--–- ც-–--ს შორის განსაკუთრებული ეკონომიკური ურთიერთობის დამადასტურებელი გარემოება და მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი. საქმის მასალებით, მ------ ც-–--ი და ლ--–- ც-–--ი წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფიზიკურ პირებს, რადგან არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის, როგორც აღინიშნა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა, ერთი მხრივ, მ------ ც-–--ის და მეორე მხრივ, ლ--–- ც-–--ის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე. ამდენად, სარჩელი ლ--–- ც-–--თან მიმართებაში სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დაკმაყოფილა.

 

პალატა იზიარებს სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოში აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ. ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხოლოდ ერთი მხარის განმარტება უტყუარი მტკიცებულებების გარეშე არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ მითითებული პირები - მ------ ც-–--ი და ლ--–- ც-–--ი საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით დგინდება მოპასუხეთა მ------ ც-–--ისა და შპს „ნ---ს“ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა სამეწარმეო საქმიანობაში. მ------ ც-–--ის და შპს ,,ნ---“-ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 13 ნოემბრის სასაქონლო ზედნადებით N----------- ი.მ მ------ ც-–--ის კუთვნილი საქონელი გასხვისდა შპს ,,ნ---“-ს სახელზე, ხოლო თავად შპს ,,ნ---’’-ს დირექტორის ზ---- ხ----–---–ის 2016 წლის 08 აპრილის წერილის თანახმად, 2015 წლის 12 ნოემბერს N----------- სასაქონლო ზედნადებით მიღებული 277345 ლარის ქონების ღირებულების ანგარიშსწორება ი.მ მ------ ც-–--თან არ განხორციელებულა, ამასთან, მას შემდეგ რაც 2016 წლის 08 ნოემბერს გამოიცა ბრძანება შპს ,,ნ---“-ს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ჩაბარდა აღნიშნული ბრძანება ადრესატს, სამეწარმეო რეესტრში არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში შევიდა ცვლილება, სადაც შპს ,,ნ---“ს დირექტორი და 100 % წილის მფლობელი გახდა მ------ ც-–--ი.

 

პალატა იზიარებს გორის რაიონული სასამართლოს მსჯელობას და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ი.მ მ------ ც-–--ის და შპს ,,ნ---“-ს” საქმიანობის სახეს წარმოადგენდა ავეჯით ვაჭრობა, - აღნიშნული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს იმ ფაქტს და სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ შპს ,,ნ---“-ს დაფუძნება რეალურად ემსახურებოდა მ------ ც-–--ის საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზანს და მ------ ც-–--ის და შპს ,,ნ---“-ს ერთმანეთისაგან გამიჯვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ზემოთ მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე ადგენს, რომ მ------ ც-–--ი და შპს „ნ---“ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს, ხოლო მ------ ც-–--ი და ლ--–- ც-–--ი არ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს. ამდენად, უცვლელი უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა

 

მოსამართლეები გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე