განაჩენი

სისხლის სამართლის 07.06.2019
საქმის ნომერი
010100119002836869
ინსტანცია
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-298-2019 წელი

№010100119002836869

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

29 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-----–- დ--------–--ის,ადვოკატის – პ----- ბ---–----ის,მსჯავრდებულის – ვ------–-- მ---------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ვ------–-- მ---------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ვ------–-- მ---------, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ს----–----------–---–--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრე-ბი ქ. ბ------–---------–--------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამარ-თლოს 2019 წლის 29 მარტის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 02 (ორი) წელი და 08 (რვა) თვე განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 04 (ოთხი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 02 (ორი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

aRwerilobiTi nawili:

ვ------–-- მ---------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ტრანსპორტის მოძრაო-ბის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 07 ნოემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. ბ------–--------------–--------------ის მოპირდაპირედ, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით U------, მართვისას მძღოლმა ვ------–-- მ---------მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესა-ხებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულეებს ნ-----–-- დ----–-–ს და ი----- დ----–--–ს. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნ-----–-- დ----–-–მა მიიღო ჯან-მრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ი----- დ----–--–ი გარდაიცვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასა-ჩივრეს პროკურორმა ბ---–----–- მ–------ემ და მსჯავრდებულ ვ------–-- მ---------ს ინ-ტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- ბ---–----ემ.

აპელანტი, პროკურორი ბ---–----–- მ–------ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ვ-------–-- მ---------ს მიმართ სასჯელის დანიშვნას საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენების გარეშე, რასაც ასაბუთებს იმ მოტივი-რებით, რომ დაზარალებულსა და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მის მიმართ პრე-ტანზია აქვთ და ითხოვენ მის მკაცრად დასჯას.

აპელანტი, მსჯავრდებულ ვ------–-- მ---------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- ბ---–----ე თავის სააპელაციო საჩივრით ითხოვს ვ------–-- მ---------ს მიმართ დანიშნუ-ლი საპატიმრო სასჯელის პირობით ჩათვლას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ვ------–-- მ---------მ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომ-ლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად, წარსულში არ არის ნასამართლევი, არის სტუდენტი.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ვ------–-- მ---------ს და მისი ინტერესების დამცველ ად-ვოკატს პ----- ბ---–----ეს, რომლებიც ითხოვენ ვ------–-- მ---------ს მიმართ შეფარდებუ-ლი საპატიმრო სასჯელის შეცვლას პირობითი სასჯელით.

– აპელანტს, პროკურორ ი-----–- დ--------–--ეს, რომელიც ითხოვს ვ------–-- მ---------ს მიმართ სასჯელის დანიშვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენების გარეშე.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრების მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოე-ბათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ------–-- მ---------სთვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვა-ლისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს პატიებას, არ არის ნასამართლევი, ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, თუმცა გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხო-ლო მეორემ მიიღო ნაკლებად მძიმე დაზიანება, ვ------–-- მ--------- შეეცადა დაზარალე-ბულთან ურთიერთობის დამყარებას, თუმცა დაზარალებულ დ----–--–ის უფლებამონაცვ-ლეს ვ------–-- მ---------ს მიმართ აქვთ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია და ითხოვს მის დასჯას. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გათვა-ლისწინებულ ზემოაღნიშნულ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდე-ბულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ან სასიკეთო რაიმე ცვლილების შეტანის საფუძ-ველი.

ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განაჩენი ვ------–-- მ---------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკ-მაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ვ------–-- მ---------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2019 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ვ------–-- მ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 02 (ორი) წელი და 08 (რვა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარ-ჩენილი 01 (ერთი) წელი და 04 (ოთხი) თვე (სასჯელის 1/3), საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 04 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მსჯავრდებული ვ------–-- მ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღი-დან – 2019 წლის 29 მარტიდან.

მსჯავრდებულ ვ------–-- მ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, კონტროლი მსჯავრდებუ-ლის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვ-რებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

ნივთმტკიცება – „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით U------, რომელიც გაჩერებულია შპს „ბ-------------“-ის სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელა-ციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili