განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210019002124767
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № 2/ბ-265-19 წ. 18 აპრილი, 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი ბექა გიორგაძე
აპელანტი: ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: მ-----------
მოწინააღმდეგე მხარე: ა-–-----------–-–---–-
წარმომადგენელი: ი------------
დავის საგანი: თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ა-–-----------–-–---–-ს მიმართ და თანხის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით: თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2----–-–---------------–------------------–--ისა და 2----–-–------------------------------–--ის საფუძველზე, 2----–-–----------- ერთის მხრივ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიასა და მეორე მხრივ ა-–-------------–-–---–ს შორის დაიდო ”სამუშაოთა განხორციელების შესახებ” ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქ. ბათუმის მერიამ ვალდებულება აიღო საკუთარი ძალებითა და ხარჯებით განეხორციელებინა ქ. ბ------–--------------–----------ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ა-–-----------–-–---–-ს სასარგებლოდ 63,61 კვმ ფართის სრული სართულის დაშენება. ამავე ხელშეკრულებით ა-–-----------–-–---–ს დაეკისრა ვალდებულება ქ. ბ------–--------------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ ქ. ბათუმის მერიისათვის გადაეხადა 1 კვმ ფართზე 300 ლარი, სულ 19083 ლარი.
ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით. კერძოდ, ა-–-----------–-–---–- ვალდებული იყო 2009 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე - 1908,3 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე - 1908,3 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე - 1908,3 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე - 1908,3 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე - 1908,3 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 1908,3 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე - 1908,3 ლარი.
2----–-–----------- ერთი მხრივ, ქ.ბათუმის მერიასა და მეორეს მხრივ ა-–-----------–-–---–ს შორის ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად, ა-–-----------–-–---–-ს მიერ აქტით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ქ.ბათუმის მერიის სასარგებლოდ ეკისრება ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ 2----–-–-----------ს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2----–-–------------- დადებული შეთანხმების საფუძველზე, მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულების ახალი დანართი. ხელშეკრულებაში აღნიშნული ცვლილების განხორციელების საფუძველი გახდა მხარეთა შორის შეთანხმება საცხოვრებელ სახლზე დაშენებული სრული სართულის ფართიდან ა-–-----------–-–---–ზე გადასაცემი ფართის დაზუსტება. შედგენილი აზომვითი ნახაზების საფუძველზე დაშენებული სრული სართულის ფართიდან, ა-–-----------–-–---–ს, ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული 63,61 კვ.მ. ფართისა, განესაზღვრა 24,12 კვ.მ. ფართის გადაცემა. ამ გარემოებამ განაპირობა ცვლილების განხორციელება ხელშეკრულებასა და შესაბამისად, მასზე არსებულ დანართში. კვადრატულობიდან გამომდინარე შეიცვალა ქ.ბათუმის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობაც. დაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ ა-–-----------–-–---–-ს მიერ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ ნაცვლად 19083 ლარის გადახდისა, თანხა შემცირდა დაშენებული ფართის პროპორციულად და იგი განისაზღვრა 7236 ლარით.
მოსარჩელემ მოითხოვა ა-–-----------–-–---–ზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის დაკისრება 2169 ლარის ოდენობით; ა-–-----------–-–---–ზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ ვადამოსული გადასახდელი თანხების დადგენილ ვადებში გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება 8852,68 ლარის ოდენობით (იხ. განცხადება სარჩელის დაზუსტების თაობაზე).
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა ა-–-----------–-–---–ზე ვადამოსული დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2----–-–----------- ერთის მხრივ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიასა და მეორე მხრივ ა-–-------------–-–---–ს შორის დაიდო ”სამუშაოთა განხორციელების შესახებ” ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქ. ბათუმის მერიამ ვალდებულება აიღო საკუთარი ძალებითა და ხარჯებით განეხორციელებინა ქ. ბ------–--------------–--------ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ა-–-----------–-–---–-ს სასარგებლოდ 63,61 კვმ ფართის სრული სართულის დაშენება. ამავე ხელშეკრულებით ა-–-----------–-–---–ს დაეკისრა ვალდებულება ქ. ბ------–--------------–--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ ქ. ბათუმის მერიისათვის გადაეხადა 1 კვმ ფართზე 300 ლარი, სულ 19083 ლარი. ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით. კერძოდ, ა-–-----------–-–---–- ვალდებული იყო 2009 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1908,3 ლარი.
მხარეებს შორის 2----–-–----------- გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები:
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ქ. ბათუმის მერია იღებდა შემდეგ უფლებებს და მოვალეობებს: ა) განეხორცილებინა ქ. ბ------–--------------–--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ა-–-----------–-–---–-ს სასარგებლოდ 63,61 კვმ საერთო ფართის ერთი სრული სართულის დაშენება; ბ) მოახდინოს დაშენებული ფართის გარე ფასადის კეთილმოწყობა (კედლების შელესვა, შეღებვა, დაშენებული ფართის გადახურვა, ფანჯრების და სხვა ღიობების მოწყობა); გ) ქ. ბათუმის მერიის ვალდებულებას არ წარმოადგენდა განხორციელებული სამუშაოების შედეგად დაშენებული ფართის საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა; ე) სამშენებლო სამუშაოების განხორციელებიდან გამომდინარე ა-–-----------–-–---–-საგან მოეთხოვა ანაზღაურება ერთ კვმ-ზე 300 ლარის ოდენობით, სულ 19083 ლარი.
ამავე ხელშეკრულებით ა-–-----------–-–---–- იღებდა შემდეგ უფლება- მოვალეობებს: ა) ხელი არ შეეშალა ქ. ბათუმის მერიის ან მისგან უფლებამოსილი პირებისათვის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში, მათ შორის, უზრუნველეყო შესაბამისი პირების სამშენებლო ფართზე დაშვება ნებისმიერ დროს რაიმე შეზღუდვის ან პირობის გარეშე; ბ) ქ. ბათუმის მერიისათვის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებიდან გამომდინარე გადაეხადა შექმნილი სართულის ერთ კვ.მ -ზე 300 ლარი, სულ 19083 ლარი. ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზედაც უნდა განხორციელებულიყო გადახდა განისაზღვრებოდა ხელშეკრულების დანართით; გ) 2009 წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა მოეხდინა ქ. ბ------–--------------–------- საცხოვრებელი სახლის სხვენში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული 63,61 კვმ ფართის ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ა-–-----------–-–---–-ს მიმართ ქ. ბათუმის მერიის მოთხოვნა.
ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად ქ. ბათუმის მერიის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაშენებულ ფართზე საკუთრების უფლება ეკუთვნოდა ა-–-----------–-–---–ს და ქ. ბათუმის მერიას აღნიშნულ ფართზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის მოთხოვნისა.
ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად ქ. ბათუმის მერია ვალდებულებას კისრულობდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველეყო 2009 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბათუმის მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
ამავე ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ ხელშეკრულების 8.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა-–-----------–-–---–-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალიწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელების შემთხვევაში, მას ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2----–-–------------- ერთის მხრივ ქ. ბათუმის მერიას და მეორს მხრივ ა-–-----------–-–---–ს შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ 2----–-–----------- დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულების ახალი დანართი. ხელშეკრულებაში აღნიშნული ცვლილების განხორციელების საფუძველი გახდა მხარეთა შორის შეთანხმება საცხოვრებელ სახლზე დაშენებული სრული სართულის ფართიდან ა-–-----------–-–---–ზე გადასაცემი ფართის დაზუსტება. შედგენილი აზომვითი ნახაზების საფუძველზე დაშენებული სრული სართულის ფართიდან, ა-–-----------–-–---–ს ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული 63,61 კვმ ფართისა, განესაზღვრა 24,12 კვმ ფართის გადაცემა. ამ გარემოებამ განაპირობა ცვლილების შეტანა ხელშეკრულებაში და შესაბამისად მასზე არსებულ დანართში. შეიცვალა ქ. ბათუმის მერიისათვის ა-–-----------–-–---–-ს მიერ გადასახდელი თანხის ოდენობაც და დადგინდა, რომ ა-–-----------–-–---–ს ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ ნაცვლად 19083 ლარისა, უნდა გადაეხადა 7236 ლარი. რაც შეეხება დანართს, იგი ჩამოყალიბდა შემდეგი გრაფიკით: ა-–-----------–-–---–- ვალდებული იყო 2009 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2010 წლის 15 ივნისამდე - 723,60 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე - 723,60 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე - 723,60 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე - 723,60 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე - 723,60 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე - 723,60 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე - 723,60 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 723,60 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე - 723,60 ლარი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ შესრულებული იქნა მასა და ა-–-----------–-–---–ს შორის გაფორმებული ”სამუშაოთა განხორციელების შესახებ” ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც დასტურდება მხარეებს შორის 2----–-–------------- შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–------------–-–---–-ს მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და მის მიერ ნებაყოფილობით არ ყოფილა გადახდილი ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული არც ერთი ვადამოსული დავალიანება, რის გამოც ქ. ბათუმის მერიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ა-–-----------–-–---–ზე 2012 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ვადამოსული დავალიანების, სულ 5063 ლარის და აღნიშნული თანხის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 4616,57 ლარის ოდენობით. ასევე მოითხოვა ვადამოსული თანხის 0,1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენდა დღეში 5,06 ლარს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა-–-----------–-–---–ს ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 9681,77 ლარის გადახდა, საიდანაც 5065,2 ლარი შეადგენდა ვადამოსულ გადასახდელ თანხას, ხოლო 4616,57 ლარი თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს. გარდა აღნიშნულისა ამავე გადაწყვეტილებით ა-–-----------–-–---–ს ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა ვადამოსული გადასახდელი თანხის, 5065,2 ლარის 0,1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადენდა 5,06 ლარს.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ--------------–-–---–- ასევე არ გადაუხდია 2013 წლის 15 ივლისამდე გადასახდელი თანხა 723,60 ლარის ოდენობით, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი თანხა - 723,60 ლარის ოდენობით და 2014 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი თანხა 723,60 ლარის ოდენობით. სულ ა-–---------–-–---–-ს ძირითადი დარჩენილი დავალიანება შეადენს 2169 ლარს, ხოლო აღნიშნული თანხის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო - 8852,68 ლარს.
დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიას მოპასუხე ა-–-----------–-–---–ზე 2012 წლის 15 დეკემბრის შემდგომ წარმოშობილი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით არ მიუმართავს და მის მიერ 2012 წლის 15 დეკემბრიდან 2014 წლის 15 ივნისამდე წარმოშობილი დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2017 წლის 11 ოქტომბერს.
სასამართლოს განმარტებით საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ მხარეებმა 2----–-–----------- დადეს ”სამუშაოთა განხორციელების შესახებ” ხელშეკრულება, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას, რომელშიც შემდგომში 2----–-–------------- მხარეთა შეთანხმებით შეტანილი იქნა ცვლილება და რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 649-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულებაში და მის დანართში 2----–-–------------- შეატანილი ცვლილების თანახმად მოპასუხის მიერ თანხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო შემდეგი პერიოდულობით. კერძოდ: ა-–-----------–-–---–- ვალდებული იყო 2009 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2010 წლის 15 ივნისამდე - 723,60 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე - 723,60 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე - 723,60 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე - 723,60 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე - 723,60 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე - 723,60 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე - 723,60 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 723,60 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე - 723,60 ლარი.
საქმეში წარმოდგენილი 2----–-–-------------- მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჯეროვნად შეასრულა, ხოლო ა-–-----------–-–---–-ს მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მის მიერ არ მომხდარა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდა სრულად და დადგენილ ვადაში, რის გამოც ქ. ბათუმის მერიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ა-–-----------–-–---–ზე 2012 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ვადამოსული დავალიანების, სულ 5063 ლარის და აღნიშნული თანხის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 4616,57 ლარის ოდენობით. ასევე მოითხოვა ვადამოსული თანხის 0,1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენდა დღეში 5,06 ლარს. დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიის ზ/აღნიშნული მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა. ასევე დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია.
შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–-----------–-–---–-ს მიერ გადახდილია 2012 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით არსებული დავალიანება და მას დარჩენილი აქვს 2012 წლის 15 დეკემბრის შემდგომი პერიოდის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. ანუ მოსარჩელე მოითხოვს 2013 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი 723,60 ლარის, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი 723,60 ლარის და 2014 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი 723,60 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ ზ/აღნიშნული თანხების მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა 2017 წლის 11 ოქტომბერს.
ზ/ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეზე დარჩენილი ძირი დავალიანების 2169 ლარის და აღნიშნული თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს, 8852,68 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე, სსკ-ის 128-130-ე მუხლების თანახმად, ხანდაზმული იყო.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნდა პერიოდულად და შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლებაც წარმოეშვა თითოეული ვალდებულების დარღვევის დროიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა თითოეული ვადამოსული გადახდის დროიდან, შესაბამისად შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული გრაფიკის დარღვევის დროისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე, თუმცა სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 11 ოქტომბერს.
ამდენად, 2012 წლის 15 დეკემბრიდან 2014 წლის 15 ივნისამდე დარჩენილ ვადამოსულ დავალიანებებზე გასულია პერიოდულად შესასრულებელი სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის 15 ივნისამდე არსებული დავალიანებები ხანდაზმულია, ასევე ხანდაზმულია აღნიშნულ დავალიანებებზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნაც.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 145-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 649-ე, 400, 417-ე მუხლებზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა მოსარჩელე ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
აპელანტის მითითებით:
აპელანტმა მიუთითა მის მიერ სარჩელში გადმოცემულ იმავე გარემოებებზე და დამატებით განმარტა, რომ დანართის სახით მხარეთა შორის დამტკიცდა ახალი გრაფიკი. ვინაიდან, ა-–-----------–-–---–-ს მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, ქ.ბათუმის მერიის სარჩელის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, მიღებული იქნა 2014 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და მოპასუხეს მათ სასარგებლოდ დაეკისრა ძირი ვადამოსული თანხა 5065,2 ლარის ოდენობით და შესაბამისი პირგასამტეხლო 345,8 ლარის ოდენობით. ეს ვადამოსული თანხა განსაზღვრული იყო 2013 წლის 15 ივლისამდე პერიოდამდე ვადით.
ა-–-----------–-–---–-ს მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი მომდევნო პერიოდის, კერძოდ, 2013 წლის 15 ივლისიდან 2014 წლის 15 ივლისამდე პერიოდში ნაკისრი ვალდებულებაც. საფინანსო სამსახურის მიერ დაანგარიშებულმა თანხამ შეადგინა ძირი თანხის სახით 2169 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 8852,68 ლარი, რაც მერიის მხრიდან გახდა სარჩელის სარჩელის წარდგენის საფუძველი.
აპელანტმა განმარტა, რომ აღნიშნული მოცემულობა არ შეიძლება ჩაითვალოს პერიოდულად გადასახდელ ვალდებულებად და შესაბამისად, არ უნდა იქნას გამოყენებული სსკ-ის 129-ე მუხლის მოთხოვნა - 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენებასთან დაკავშირებით.
პერიოდულად გადასახდელი ვალდებულება იმთავითვე უნდა გამომდინარეობდეს ვალდებულების პერიოდული შინაარსიდან. ორმხრივ ხელშეკრულებაში, ორივე მხარეს გააჩნია უფლება-ვალდებულებები, რაც უნდა შესრულდეს პროპორციულად, ანუ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება უნდა იყოს ორმხრივად პერიოდულად შესასრულებელი.
მოცემულ შემთხვევაში, გვაქვს ერთი მხრივ ვალდებულების სრული შესრულება, ხოლო მეორე მხრივ არ არის შესრულებული გადახდა, რის გამოც მერიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გადასახდელი თანხის განწილვადების თაობაზე, შედგენილი გრაფიკის მიხედვით. ამდენად, ადგილი აქვს არა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, არამედ, გადასახდელი თანხის განწილვადებას. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, არამედ 6 წლიანი ვადა.
ამ გარემოებებზე მითითებით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტავს შემდეგს:
დადგენილია, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ა-–-----------–-–---–-ს მიმართ და მოითხოვა დაეკისროს მოპასუხეს ვადამოსული დავალიანება - ძირი თანხა 2169 ლარის ოდენობით და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო 8852,68 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ აღნიშნულ დავალიანებას მოსარჩელე ითხოვს 2013 წლის 15 ივნისიდან 2014 წლის 15 ივნისამდე პერიოდში ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო.
დადგენილია, რომ მოპასუხე ა-–-----------–-–---–მა შესაგებელშივე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
სამართლებრივი დასაბუთება:
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან, რომლის სამართლებრივი საფუძველიც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილში. აღნიშნული მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
დადგენილია, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, შესრულებული იქნა სრულად, შესაბამისად, მას წარმოეშვა შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. დადგენილია, რომ ა-–-----------–-–---–მა დაარღვია ხელშეკრულებით მასზე ნაკისრი ვალდებულება და არ გადაუხადა მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური.
საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ა-–-----------–-–---–ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ყოველ ექვს თვიანი გადახდებით, ე.ი. პერიოდულად უნდა შეესრულებინა.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014; 2013 წლის 20 მაისის №ას-1432-1351-2012 განჩინება, 2011 წლის 14 აპრილის №ას-211-198-2011 განჩინება).
თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010).... ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე {სსკ-ის 144.1-ე მუხლი}... როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში ა-–-----------–-–---–ს ბათუმის მერიისათვის შეთანხმებული საზღაურის გადახდა არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს. უდავოა, რომ ხელშეკრულების თანახმად, ა-–-----------–-–---–ს შეთანხმებული საზღაური გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს.
საქმეში წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით დადგენილია, რომ ა-–-----------–-–---–ს მოსარჩელისათვის 2013 წლის 15 ივნისამდე უნდა გადაეხადა 723,60 ლარი; 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 723,60 ლარი; 2014 წლის 15 ივნისამდე - 723,60 ლარი. ამდენად, მოსარჩელეს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შეუსრულებოდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა - 2013 წლის 15 ივნისს, 2013 წლის 15 დეკეკემბერს და 2014 წლის 15 ივნისს.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2017 წლის 11 ოქტომბერს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირი თანხის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის ის მოსაზრება, რომ მოცემულ ურთიერთობებზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა, რადგან სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან, რაც გამორიცხავს მასზე ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადის გავრცელებას.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ვინაიდან, მოპასუხე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, აღნიშნული გამორიცხავს მის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, ვინაიდან პირგასამტეხლო აქცესორული უფლებაა და იგი დამოკიდებულია ძირითად მოთხოვნაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდის დაკისრებაზე უარის თქმა, ცხადია, გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრებასაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორი და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები:
მოცემულ შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ პუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: /თამარ სვანიძე/