განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
080100118002308035
ინსტანცია
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002308035

საქმე №1/ბ-421-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ------- ვ-------------

ადვოკატის _ მ-----–-------ის

გამართლებულის _ ა-–---------- ბ------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ა-–---------- ბ------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ---------–----------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-–---------- ბ------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 21 ნოემბერს, დილის საათებში, ქ---------–---------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–---------- ბ------–---–მა ურთიერთ შელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს _ მ-------- ხ-------ეს, კერძოდ, ხელი დაარტყა მას სახის არეში არასრულწლოვანი შვილის, ნ---- ბ------–---–ის თანდასწრებით, რის შედეგადაც მ-------- ხ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 7 დეკემბერს, დღის საათებში, ქ---------–---------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–---------- ბ------–---–მა ურთიერთ შელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს _ მ-------- ხ-------ეს, კერძოდ, ხელი დაარტყა მას სახის არეში, რის შედეგადაც მ-------- ხ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნულის გამო ა-–---------- ბ------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით:

 

ა-–---------- ბ------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ა-–---------- ბ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ ა-–---------- ბ------–---–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: 2017 წლის 07 დეკემბრის აუდიო ჩანაწერი, გადატანილი დისკზე, 2017 წლის 11 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ა-–---------- ბ------–---–ის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი დისკზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ა-–---------- ბ------–---–ის მიმართ პატიმრობის გადასინჯვის 2018 წლის 17 იანვრის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი და მ-------- ხ-------ის ხმის ნიმუში დისკზე, რომლებიც თან ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო მ-------- ხ-------ის კუთვნილი „აიფონ 6“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება დაზარალებულ მ-------- ხ-------ესთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დარჩეს მასთან.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ------- ვ------------მ, რომელმაც ითხოვა ა-–---------- ბ------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა ა-–---------- ბ------–---–ის ბრალეულობას, მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებდნენ ა-–---------- ბ------–---–ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. კერძოდ: მოწმე მ------ ხ-------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 07 დეკემბერს, თავისმა ქალიშვილმა მ-------- ხ-------ემ მოუყვა, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს და 07 დეკემბერს მეუღლემ, ა-–---------- ბ------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თან მობილური ტელეფონის საშუალებით მოასმენინა, როგორ აყენებდა იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ გ--------------ის ჩვენების თანახმად, მ-------- ხ-------ემ შემოწმების დროს განაცხადა, რომ მეუღლემ, ა-–---------- ბ------–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულმა მ-------- ხ-------ემ და მოწმე ნ---- ბ------–---–მა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება. ამოღების ოქმის თანახმად, მ-------- ხ-------ისგან ამოღებული იქნა აუდიოჩანაწერი და ფოტომასალა. ფოტოზე, რომელიც 2017 წლის 21 ნოემბერსაა გადაღებული, აღბეჭდილია მ-------- ხ-------ის სახის არეში არსებული დაზიანება. აუდიოჩანაწერში კი, რომელიც დათარიღებულია 2017 წლის 7 დეკემბრით, ისმის თუ როგორ აყენებს დაზარალებულს სიტყვიერ შეურაცხყოფას ა-–---------- ბ------–---–ი, ასევე ემუქრება ფიზიკური ძალადობით და ისმის დარტყმის ხმა. სასამართლოში დაიკითხა გამომძიებელი გ------- მ---------ე, რომლის განმარტებით, მას დაზარალებულმა მოუყვა, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს და 07 დეკემბერს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, მანვე წარმოუდგინა ძალადობის ამსახველი ფოტომასალა და აუდიოჩანაწერი. სასამართლოში ასევე გამოკვლეული იქნა შემაკავებელი ორდერი თანდართული მასალებით, სადაც მ-------- ხ-------ეს დაფიქსირებული აქვს, რომ მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ თარიღებში.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დ------- ვ------------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ა-–---------- ბ------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-----–-------ემ ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი ა-–---------- ბ------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ა-–---------- ბ------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება ა-–---------- ბ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ვერ აკმაყოფილებს პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და საკმარისი არ არის დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. კერძოდ:

 

საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 7 დეკემბრით დათარიღებული განცხადებით დასტურდება, რომ მოქალაქე მ-------- ხ-------ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--ას, რომელშიც მიუთითა, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს, მეუღლემ _ ა-–---------- ბ------–---–მა მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ითხოვა მისი გაფრთხილება.

 

შეტყობინების რეგისტრაციისა და 2017 წლის 8 დეკემბრით დათარიღებული განცხადების თანახმად, მოქალაქე მ-------- ხ-------ემ 2017 წლის 8 დეკემბერს კვლავ მიმართა განცხადებით იმავე განყოფილებას, რომელშიც მიუთითა, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს, მეუღლემ _ ა-–---------- ბ------–---–მა მისსავე საცხოვრებელ ბინაში გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, მანვე 2017 წლის 21 ნოემბერს, არასრულწლოვანი შვილის _ ნ---- ბ------–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა მ-------- ხ-------ემ და მოწმე ნ---- ბ------–---–მა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის _ ა-–---------- ბ------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე მ------ ხ-------ემ, რომელიც დაზარალებულ მ-------- ხ-------ის დედაა, აჩვენა, რომ 2017 წლის 07 დეკემბერს, შუადღის საათებში დაურეკა თავისმა სიძემ, ა-–---------- ბ------–---–მა და აღელვებული ხმით უთხრა, რომ მისულიყო მათთან და მისი ქალიშვილისთვის ჭკუა დაერიგებინა. ქალიშვილის სახლში მივიდა საღამოს, რა დროსაც მ-------- ხ-------ე შინ დახვდა. მას თვალთან სიწითლე აღენიშნებოდა. მ--------მ მოუყვა თუ როგორ მიაყენა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა და უთხრა, რომ მსგავს ფაქტს 2017 წლის 21 ნოემბერსაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ რა გარემოებებში, არ დაუკონკრეტებია. ა-–---------- ბ------–---–ი დაახლოებით 22 საათზე დაბრუნდა შინ და როდესაც სახლში შევიდა, მ--------მ შეშინებულმა მოჰკიდა თავის 4 წლის შვილს ხელი და გარეთ გაიქცა. მას თავადაც გაჰყვა, ისინი ერთად ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ, უფროსი შვილი ნ---- კი მამასთან დარჩა. შემდგომ მ--------მ დარეკა პ---–-–-------------------–--აში და ითხოვა ბავშვი წამოეყვანათ მამისგან და მისთვის გადაეცათ. პოლიციის განყოფილებასთან ყოფნისას მათთან აგრესიული ტონით მივიდა ა-–---------- ბ------–---–ი, რომელმაც მოსთხოვათ მისი მანქანიდან ჩამოსულიყვნენ და გასაღების ამოძრობას შეეცადა. ამაზე ისინი ახმაურდნენ, რის შემდეგაც ა-–---------- განერიდა იქაურობას. მოწმე მ------ ხ-------ის განმარტებით, მისთვის ა-–---------- ბ------–---–ს არასოდეს მიუყენებია შეურაცხყოფა და პირადად არც თავის შვილზე ძალადობის ფაქტს შესწრებია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- მ---------ემ აჩვენა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მ-------- ხ-------ის განცხადება, რომელიც მიუთითებდა მისი მეუღლის _ ა-–---------- ბ------–---–ის მხრიდან 2017 წლის 21 ნოემბერსა და 07 დეკემბერს განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტებზე. მანვე დაკითხვისას მიუთითა მის კუთვნილ „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონში არსებულ აუდიო ჩანაწერზე, რომელშიც, მისი განმარტებით, ასახული იყო ძალადობის ფაქტი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ს------ მ-------–--მ და შ----- ხ--–--ემ აჩვენეს, რომ მათ ხელმძღვანელობის დავალების საფუძველზე დააკავეს ა-–---------- ბ------–---–ი, როგორც ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პირი, თუცა თავად ამ ძალადობის ფაქტს არ შეესწრებიან.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2017 წლის 08 დეკემბერს ჩატარებული პირადი გასინჯვით მ-------- ხ-------ეს სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- მ---------ემ დაზარალებულ მ-------- ხ-------ის მონაწილეობით მოახდინა მისი კუთვნილი „აიფონ 6“-ის მოდელის მობილური ტელეფონის დალუქული პაკეტის გახსნა და მასში არსებული გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის დათვალიერება. აღნიშნულ ტელეფონში აღმოჩნდა 2017 წლის 7 დეკემბრით დათარიღებული, 11 წუთისა და 34 წამის ხანგრძლივობის აუდიოჩანაწერი, სადაც მამაკაცის ხმით მოსაუბრე პიროვნება სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ქალის ხმით მოსაუბრე პიროვნებას და ემუქრებოდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით. მ-------- ხ-------ის განმარტებით, ეს მამაკაცი იყო მისი მეუღლე, ხოლო ქალი იყო თავად. ასევე დათვალიერდა ფოტოების გალერეა, რომელშიც აღმოჩნდა მ-------- ხ-------ის სახის ფოტო, რომელიც, მისივე განმარტებით, გადაღებული ჰქონდა 2017 წლის 21 ნოემბერს, მას შემდეგ რაც მეუღლემ _ ა-–---------- ბ------–---–მა არასრულწლოვანი შვილის, ნ---- ბ------–---–ის თანდასწრებით დაარტყა ხელი სახის არეში.

 

ფონოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგინდა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიოგრამები არ არის ვარგისი საიდენტიფიკაციო კვლევების ჩასატარებლად პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს საიდენტიფიკაციოდ ვარგისიანობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას რეპრეზენტატიულობას. ჩანაწერის რეპრეზენტატიულობა მთავარი პირობაა ჩანაწერის მიხედვით პიროვნების საიდენტიფიკაციოდ. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატიული ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა (3-10 წთ).

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ „ინ დუბიო პრო რეო“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა-–---------- ბ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა ა-–---------- ბ------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა მ-------- ხ-------ემ უარი განაცხადა მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა-–---------- ბ------–---–ის მიერ 2017 წლის 21 ნოემბერს და 2017 წლის 7 დეკემბერს თავისი მეუღლის - მ-------- ხ-------ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მოწმეების: მ------ ხ-------ის და გ------- მ---------ის ჩვენებებს, ისინი გადმოსცემენ მათთვის მ-------- ხ-------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, რომლებიც მიჩნეული ვერ იქნება დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან, თავად მ-------- ხ-------ეს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

მ-------- ხ-------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონში შენახულ აუდიოჩანწერსა და ფოტოსურათთან დაკავშირებით კი პალატა მიუთითებს, რომ არც ამ ჩანაწერის დათვალიერებით და არც ფოტოსურათით არ დგინდება ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის, რომ ზემოაღნიშნულ აუდიოჩანაწერში მოსაუბრე მამაკაცის ხმა ნამდვილად ა-–---------- ბ------–---–ს ეკუთვნის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ა-–---------- ბ------–---–ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც აღნიშნული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------- მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი ა-–---------- ბ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ა-–---------- ბ------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა-–---------- ბ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5.გამართლებულ ა-–---------- ბ------–---–ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: 2017 წლის 07 დეკემბრის აუდიო ჩანაწერი, გადატანილი დისკზე, 2017 წლის 11 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ა-–---------- ბ------–---–ის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი დისკზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ა-–---------- ბ------–---–ის მიმართ პატიმრობის გადასინჯვის 2018 წლის 17 იანვრის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი და მ-------- ხ-------ის ხმის ნიმუში დისკზე, რომლებიც თან ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო მ-------- ხ-------ის კუთვნილი „აიფონ 6“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება დაზარალებულ მ-------- ხ-------ესთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დარჩეს მასთან.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/