განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2018
საქმის ნომერი
820100118002278531
ინსტანცია
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002278531

საქმე №1/ბ-251-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვერა დოლიძე

მოსამართლეები: მარინა სირაძე

თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივნის _ მარინა მაკარიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ა---- მ--------ს

მსჯავრდებულის _ ს--–-- კ----ს

ადვოკატის _ გ---- შ-----ის

თარჯიმნის _ ი--–---- ი----ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ს--–-- კ----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ს--–-- კ----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, თ--------------------–--ის მოქალაქის (პირადი №2----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, მცხოვრების თ--------------------–--აში, ქ------------------–------------–---ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს--–-- კ----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ს--–-- კ----მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 0,72 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს”, რაც 2017 წლის 27 დეკემბერს, ხ--–----------------–----–------ის, ს------–--------- საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული.

 

ზემოაღნიშნული ქმედების გამო ს--–-- კ----ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენით:

 

ს--–-- კ---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ს--–-- კ----ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ს--–-- კ----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2017 წლის 27 დეკემბრიდან.

 

მსჯავრდებულ ს--–-- კ----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი 0,72 გრამის ოდენობით, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გ------------–-–---------------–--აში, უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, დადგენილი წესით გასანადგურებლად.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს--–-- კ----მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის დანიშნული სასჯელის ნახევარის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულ ს--–-- კ----ს ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---- შ-----ემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ითხოვა ს--–-- კ----სათვის დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის პირობით მსჯავრად ჩათვლა, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ს--–-- კ----. სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ა---- მ--------მ კი ითხოვა დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ს--–-- კ----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ჯ------– გ-----ის, ნ----- ბ---–----ის, რ---- ი-------ის და დ----- თ----------ს ჩვენებებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ს--–-- კ----მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ე.ი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რასაც სადავოდ არც აპელანტი ხდის.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის უშუალო მოთხოვნას, ს--–-- კ----ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, სახეზეა დანაშაულზე წასწრების შემთხვევა და შესაბამისად, არ არსებობს მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა. მართალია, ს--–-- კ---- აღიარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამდენად, სასამართლო მხოლოდ მითითებული პირობების ერთად არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო დანაშაულზე წასწრება გამორიცხავს ასეთის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველს. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ს--–-- კ----ს მიმართ გამოიყენა მაქსიმალური შეღავათი და მას სასჯელის სახით დაუნიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი _ 08 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის კიდევ უფრო შემცირების სამართლებრივი საფუძველი პალატას არ გააჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს--–-- კ----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ს--–-- კ----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ს--–-- კ---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

3.,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ს--–-- კ----ს 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

4.მსჯავრდებულ ს--–-- კ----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2017 წლის 27 დეკემბრიდან.

 

5. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი 0,72 გრამი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გ------------–-–---------------–--აში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ს--–-- კ----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/თ.სვანიძე/