განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002266265
საქმე №1/ბ-369-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვერა დოლიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ რ----- ბ---–----ის
ადვოკატის – ზ----- მ--------ის
მსჯავრდებულის – ნ------- ბ-----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ნ------- ბ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ხ---–---------------------–--------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ------- ბ-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის წევრის სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი).
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (ფ---- ბ-----ის ეპიზოდი).
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დამცირება და ტანჯვა (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი).
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი).
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (ფ---- ბ-----ის ეპიზოდი).
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ო---- მ----–--ის ეპიზოდი).
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ლ---–- შ-----ის ეპიზოდი).
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ნ---- გ-------–--ის ეპიზოდი).
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ------- ბ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
ნ------- ბ-----ე, 2017 წლის 5 აგვისტოდან 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების, სკამის და ბარის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით, სისტემატურად ცემდა და სხვაგვარად ძალადობდა თავისი მეუღლის _ ლ--–- ბ-----ის მიმართ. კერძოდ, 2017 წლის 5 აგვისტოს, ხ---–---------–----–----------------–--------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ნ------- ბ-----ემ ზურგის არეში სკამის დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის მეუღლეს _ ლ--–- ბ-----ეს. ასევე, 2017 წლის 10 ოქტომბერს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ს------–------- ტერიტორიაზე ავტომანქანით მგზავრობისას ნ------- ბ-----ემ სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმებით ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის მეუღლეს _ ლ--–- ბ-----ეს. ასევე, 2018 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხ---–---------–----–----------------–--------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნ------- ბ-----ემ, შვილის დასაცავად გასაშველებლად ჩარევის გამო, ფიზიკური ძალის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ნაწილში ნიჩბის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს _ ლ--–- ბ-----ეს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
ზემოაღნიშნულის გამო ნ------- ბ-----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილით.
ნ------- ბ-----ემ, 2018 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე, ხ---–---------–----–----------------–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, შეყვარებულის შესაძლო ყოლის გამო არსებული ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც გამოიხატა სახის არეში ხელის დარტყმაში, ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილს _ ფ---- ბ-----ეს.
ზემოაღნიშნულის გამო ნ------- ბ-----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
ნ------- ბ-----ე, 2017 წლის 5 აგვისტოდან 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ხ---–---------–----–----------------–--------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოებებისას სისტემატურად შეურაცხყოფდა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს _ ლ--–- ბ-----ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ზემოაღნიშნულის გამო ნ------- ბ-----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2018 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, ხ---–---------–---–----------------–--------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ყოფნისას, ნ------- ბ-----ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრებს _ მეუღლეს, ლ--–- ბ-----ეს და არასრულწლოვან შვილს, ფ---- ბ-----ეს, ასევე იგი დაემუქრა მის მიერ ნაცემი მეუღლისათვის და შვილისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გამოცხადებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს _ ლ---–- შ-----ეს, ნ---- გ-------–--ეს და ო---- მ----–--ეს, რა დროსაც ყველა მათგანს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულის გამო ნ------- ბ-----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით:
ნ------- ბ-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილიდან (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რაშიც ნ------- ბ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ნ------- ბ-----ე, 2018 წლის 08 იანვრიდან 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, სრულად გათავისუფლდა სასჯელის სახედ დანიშნული ჯარიმის გადახდისაგან.
ნ------- ბ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ფ---- ბ-----ის ეპიზოდი) ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ნ------- ბ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი) ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ნ------- ბ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი) ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ნ------- ბ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ფ---- ბ-----ის ეპიზოდი) ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ნ------- ბ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ლ---–- შ-----ის ეპიზოდი) ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ნ------- ბ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ნ---- გ-------–--ის ეპიზოდი) ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ნ------- ბ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ო---- მ----–--ის ეპიზოდი) ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ნ------- ბ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ერთი ცალი CD დისკი შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად, ხოლო ნიჩაბი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა განადგურდეს.
გამართლებულ ნ------- ბ-----ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ------- ბ-----ის მიმართ არ დასტურდება უტყუარად ბრალად შერაცხული დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილით _ მეუღლის, ლ--–- ბ-----ის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არამედ სახეზეა დანაშაული _ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხ---–---------–----–----------------–--------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნ------- ბ-----ემ სხეულის სხვადასხვა ნაწილში ნიჩბის რამდენჯერმე დარტყმით ცემა და ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს _ ლ--–- ბ-----ეს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
რაც შეეხება ნ------- ბ-----ის მიმართ წარდგენილ სხვა ბრალდებებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 6 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის _ ფ---- ბ-----ის მიმართ ფიზიკური ძალადობა, ასევე 2017 წლის 5 აგვისტოდან 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში თავისი მეუღლის _ ლ--–- ბ-----ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და 2018 წლის 6 იანვარს, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა თავისი ოჯახის წევრების _ მეუღლის, ლ--–- ბ-----ის და არასრულწლოვანი შვილის, ფ---- ბ-----ის, ასევე სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ლ---–- შ-----ის, ნ---- გ-------–--ის და ო---- მ----–--ის მიმართ.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა - ნ------- ბ-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილით (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ფ---- ბ-----ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ფ---- ბ-----ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–- შ-----ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ---- გ-------–--ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ო---- მ----–--ის ეპიზოდი) და მისთვის აღნიშნული მუხლების სანქციით გათვალიწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ ნ------- ბ-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
აპელანტი _ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ, მართალია, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ლ--–- ბ-----ემ და მისმა შვილმა ფ---- ბ-----ემ მათ მიმართ განხორციელებული ზემოქმედების შედეგად უარი განაცხადეს ნ------- ბ-----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თუმცა მოწმეებმა დაადასტურეს 2018 წლის 06 იანვრის ფაქტთან დაკავშირებით ის გარემოებები, რაც მათთვის ცნობილი გახდა უშუალოდ ლ--–- ბ-----ისგან.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ნ------- ბ-----ის მიერ ლ--–- ბ-----ის მიმართ განხორციელებული სისტემატური ძალადობა, რაც დაკავშირებულია 2017 წლის 5 აგვისტოს და 2017 წლის 10 ოქტომბრის ფაქტებთან, მაშინ როცა დაზარალებულ ლ--–- ბ-----ის დედმამიშვილებმა დაკითხვისას დამაჯერებლად მიუთითეს ამ ფაქტების შესახებ. ასევე დაუსაბუთებელი და უკანონოა განაჩენი ნ------- ბ-----ის მიერ ოჯახის წევრების - ლ--–- ბ-----ის, არასრულწლოვან ფ---- ბ-----ის და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლების - ლ--–- შ-----ის, ნ---- გ-------–--ის და ო---- მ----–--ის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაში მისი გამართლების ნაწილში.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა – რ----- ბ---–----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა ნ------- ბ-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----- მ--------ემ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოტივაციას და არგუმენტებს როგორც ნ------- ბ-----ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილიდან იმავე კოდექსის 111; 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების, ასევე მისი უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში და მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ „ინ დუბიო პრო რეო“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ------- ბ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილით (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ფ---- ბ-----ის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი), 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი), 111; 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ფ---- ბ-----ის ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–- შ-----ის, ნ---- გ-------–--ის და ო---- მ----–--ის ეპიზოდები) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
2018 წლის 06 იანვრის შეტყობინების მიხედვით, 2018 წლის 06 იანვარს საინფორმაციო ცენტრ 112-ში შევიდა ლ--–- ბ-----ის შეტყობინება იმის შესახებ, რომ იგი მეუღლემ _ ნ------- ბ-----ემ სცემა ნიჩბით და დაზიანებული ჰქონდა ქვედა კიდურები და ზედა კიდური.
2018 წლის 06 იანვარს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ხ---–---------------------–--------ში მდებარე, ნ------- ბ-----ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ლ--–- ბ-----ის მითითებით ამოღებული იქნა ხის ტარიანი ნიჩაბი.
მოწმის სახით დაკითხული ხ---–--ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის, ლ---–- შ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 იანვარს, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ სოფელ კ------ში, სადაც დახვდათ ლ--–- ბ-----ე, რომელმაც განმარტა, რომ ოჯახური კონფლიქტი ჰქონდათ და იყო ნაცემი მეუღლის მიერ, ტკიოდა სხეული და თავი, ჰქონდა სილურჯეები დუნდულებზე.
მოწმის სახით დაკითხული ხ---–--ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთნის, ნ---- გ-------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ სოფელ კ------ში მისვლისას დახვდათ ლ--–- ბ-----ე, რომელსაც აღენიშნებოდა დაჟეჟილობა დუნდულებზე და მარცხენა ხელზე, რის გამოც ძლიერი ტკივილები ჰქონდა. ამბობდა, რომ დაზიანებები მიიღო ოჯახში ძალადობის შედეგად და ქმარს ახსენებდა.
მოწმის სახით დაკითხული ხ---–--ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მ----- შ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 იანვარს, ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, გავიდა ადგილზე გამომძიებელთან ერთად. ნ------- ბ-----ე სახლში არ დახვდათ. იქ იყო დიასახლისი, რომელმაც აუხსნა, რომ ქმარმა სცემა ნიჩბით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და იყო ცუდად. მას ხელის და ფეხის არეში ჰქონდა დაზიანებები.
მოწმე ნ------- დ------ის (დაზარალებულ ლ--–- ბ-----ის ძმის) ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 იანვარს სახლში დახვდა თავისი და ლ--–- ბ-----ე, რომლისგანაც გაიგო, რომ 6 იანვარს მეუღლესთან მოსვლია შელაპარაკება, რაც გადაზრდილა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში, რა დროსაც მეუღლეს უცემია ნიჩბით. ლ--–-ს გარეგნულად ეტყობოდა, რომ ფეხი ჰქონდა დაშავებული.
მოწმე მ----- დ------ის (დაზარალებულ ლ--–- ბ-----ის დის) ჩვენების თანახმად, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 6 იანვარს, მისი და ხელით და ბარით უცემია მეუღლეს _ ნ------- ბ-----ეს, რაც თავად ლ--–- ბ-----ემაც დაუდასტურა.
იგივე გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ლ--–- ბ-----ის დამ დ--–- დ------ემ და გ---–---- მ–------ემ.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ლ--–- ბ-----ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა მტევნის უკანა შიგნითა ზედაპირზე, მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედში უკანა ზედაპირზე, მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში გარეთა ზედაპირზე, მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე და მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე, რომლებიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღ-------- უ-----–---–მა.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ნ------- ბ-----ის მიერ 2018 წლის 6 იანვარს, ხ---–---------–---–----------------–--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავისი მეუღლის _ ლ--–- ბ-----ის ცემის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას ნ------- ბ-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ, სააპელაციო პალატა მას ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ------- ბ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გამოიხატა მასში, რომ იგი 2017 წლის 5 აგვისტოდან 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში სისტემატურად ცემდა და სხვაგვარად ძალადობდა თავისი მეუღლის _ ლ--–- ბ-----ის მიმართ. კერძოდ, 2017 წლის 5 აგვისტოს, ნ------- ბ-----ემ ზურგის არეში სკამის დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს _ ლ--–- ბ-----ეს. მანვე, 2017 წლის 10 ოქტომბერს, სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმებით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს _ ლ--–- ბ-----ეს. მანვე, 2018 წლის 6 იანვარს, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ნიჩბის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს _ ლ--–- ბ-----ეს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2017 წლის 5 აგვისტოს და 2017 წლის 10 ოქტომბერს ნ------- ბ-----ის მიერ ლ--–- ბ-----ის ცემის ფაქტს. თავად ბრალდებულმა ნ------- ბ-----ემ კატეგორიულად უარყო უარყო ასეთი, ხოლო დაზარალებულმა ლ--–- ბ-----ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
რაც შეეხება მოწმეებს _ ნ------- დ------ეს, გ---–---- მ–------ეს, შ--–--- დ------ეს, დ--–- დ------ეს და მ----- დ------ეს, ისინი პირადად არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს და გადმოსცემენ მათთვის ლ--–- ბ-----ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რის გამოც მათი ჩვენებები მიჩნეული ვერ იქნება ფაქტის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებებად და, შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობად. ამასთანავე, აღნიშნული ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ------- ბ-----ის მიერ ლ--–- ბ-----ის მიმართ ჩადენილი სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი ნ------- ბ-----ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილიდან ამავე კოდექსის 111; 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას ნ------- ბ-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ფ---- ბ-----ის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი), 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი), 111; 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ფ---- ბ-----ის ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–- შ-----ის, ნ---- გ-------–--ის და ო---- მ----–--ის ეპიზოდები) დამნაშავედ ცნობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ------- ბ-----ეს ბრალად ედებოდა თავისი არასრულწლოვანი შვილის _ ფ---- ბ-----ის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მასვე ბრალად ედებოდა მეუღლის _ ლ--–- ბ-----ის მიმართ 2017 წლის 5 აგვისტოდან 2018 წლის 06 იანვრის ჩათვლით სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დამცირება და ტანჯვა. აღნიშნულ ეპიზოდებში ნ------- ბ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულების _ ფ---- ბ-----ის და ლ--–- ბ-----ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც მას ამხელდნენ ძალადობასა და შეურაცხყოფაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მათ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ნ------- ბ-----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს ფ---- ბ-----ის და ლ--–- ბ-----ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.
რაც შეეხება მოწმეებს _ ნ------- დ------ეს, გ---–---- მ–------ეს, დ--–- დ------ეს და მ----- დ------ეს, ისინი გადმოსცემენ მათთვის ლ--–- ბ-----ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მისთვის ნ------- ბ-----ის მიერ შეურაცხყოფის მიყენების შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ფ---- ბ-----ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.
სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ------- ბ-----ის ბრალეულობას არასრულწლოვანი შვილის _ ფ---- ბ-----ის მიმართ ძალადობასა და მეუღლის _ ლ--–- ბ-----ის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს ნ------- ბ-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი), 111; 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ფ---- ბ-----ის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–- შ-----ის, ნ---- გ-------–--ის და ო---- მ----–--ის ეპიზოდები) დამნაშავედ ცნობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოთქმულ იქნა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას კი გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები და დადგინდეს _ ჩათვლიდა თუ არა ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ასეთ მუქარას ამ ვითარებაში რეალურად. მუქარა მიმართული უნდა იყოს კონკრეტული პირის მიმართ ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რომ იგი მოყვანილი იქნება სისრულეში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის სასამართლო განხილვისას ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ------- ბ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111; 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ნ------- ბ-----ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქარა თავისი ოჯახის წევრებს _ მეუღლეს, ლ--–- ბ-----ეს და არასრულწლოვან შვილს _ ფ---- ბ-----ის, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს _ ლ---–- შ-----ეს, ნ---- გ-------–--ეს და ო---- მ----–--ეს, კერძოდ:
ლ--–- ბ-----ემ და ფ---- ბ-----ემ უარი განაცხადეს ნ------- ბ-----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ნ------- ბ-----ემ მათ მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც მათ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა. რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს _ ლ---–- შ-----ეს, ნ---- გ-------–--ეს და ო---- მ----–--ეს, მათი ჩვენებების თანახმად, ნ------- ბ-----ე ძირითადად ლანძღავდა და აგინებდა მეუღლეს, ხოლო უშუალოდ მათ არ დამუქრებია, რომ მოკლავდა ან ჯანმრთელობის დაზიანებას მიაყენებდა. შესაბამისად, არც სიცოცხლის მოსპობის შიში გასჩენიათ.
ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი ზემოაღნიშნულ ეპიზოდებში ნ------- ბ-----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ------- ბ-----ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი ნ------- ბ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი ნ------- ბ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ნ------- ბ-----ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ფ---- ბ-----ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ფ---- ბ-----ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ---–- შ-----ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ---- გ-------–--ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ო---- მ----–--ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
4.ნ------- ბ-----ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილით (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
5.ნ------- ბ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ--–- ბ-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ნ------- ბ-----ე, 2018 წლის 08 იანვრიდან 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ერთი ცალი CD დისკი შენახული იქნეს საქმესთან ერთად, ხოლო ნიჩაბი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში განადგურდეს.
8.გამართლებულ ნ------- ბ-----ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
9.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნ------- ბ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე /
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/