განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100119002886218
საქმე №1ბ/833-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------–-----------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ-----------------------------–------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით თ---------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
თ---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლიდან, გ-----------------------------–-----------ში, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევი თ--------------–---–ი, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის, ბ------------–---–ის თანდასწრებით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს მ----------–-–---–ს, რომელსაც 2019 წლის 03 თებერვალს, დაახლოებით 20:15 საათზე, თმებში მოქაჩა და თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. თ--------------–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად მ-----------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ--------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გურჯააანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემცირება.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი აღიარება და მის მიერ განხორციელებული ქმედების მონანიება, მან უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. თ---------------–---–ი აღარ აპირებს იცხოვროს მ----------–-–---–თან ერთად, რაც ცხადყოფს, რომ მათ შორის აღარ მოხდებოდა კონფლიქტი. მ----------–-–---–ი თანახმაა თ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ---------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. თ---------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე მ----------–-–---–ის ჩვენებით, დადასტურებულია, რომ იგი არის თ--------------–---–ის მეუღლე. წლების განმავლობაში იგი იღებს ალკოჰოლურ სასამელს და მას აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც ესწრება მათი არასრულწლოვანი შვილი - ბ------------–---–ი. თ---------------–---–ი რამდენჯერმეა ნასამართლევი ოჯახური ძალადობისათვის. ყოველთვის როდესაც მას აყენებს შეურაცხყოფას შემდეგ უხდის ბოდიშს და პირობას დებს, რომ აღარ გაიმეორებს, მაგრამ წლებია გრძელდება მისი ძალადობა. 2019 წლის 3 თებერვალს სახლში იმყოფებოდა მისი მამამთილი უ–-------------–---–ი ცოლთან თ--------–---–თან ერთად. თ---------------–---–ი იყო ნასვამ მდგომარეობაში და დაიწყო ჩხუბი. მოწმეს ლანძღავდა და მამას ეუბნებოდა, რომ იგი იყო ცუდი ყოფაქცევის ქალი და სურდა მასთან გაყრა. შემდეგ თ--------------–---–მა მოწმეს დაუწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა, მოქაჩა თმებში და სხეულის სხვადასხვა ადგილას სცემა. იქვე მყოფი მოხუცები ვერ მიეშველნენ, რადგან არიან ძალიან მოხუცები და დაუძლურებულნი, მხოლოდ თ--------------–---–ის დედინაცვალი ტიროდა. მოწმემ განაცხადა, რომ სურს თ--------------–---–მა ოჯახს დაანებოს თავი და იცხოვროს ცალკე. თ--------------–---–ის ქმედება, აგრეთვე დადასტურებულია შეტყობინებებით დანაშაულის შესახებ, მოწმეების - ბ------------–---–ის, თ--------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, 2017 წლის 31 მაისის გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით თ--------------–---–ის მიმართ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მ----------–-–---–ის მიმართ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემცირების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არ არსებობა, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ თ--------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი თ---------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
თ---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
თ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვალა დაეწყოს 2019 წლის 04 თებერვლიდან.
თ---------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პარიმრობა, გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი