განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
020100117002141795
ინსტანცია
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-508-2018 წელი

№020100117002141795

g a n a C e n i

/saqarTvelos saxeliT

10 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – მ-------- წ-------–ის,ადვოკატის – ი----- ჯ---–--ს,გამართლებულის – ლ--- ჯ-----ს,მსჯავრდებულის – ა----- ჯ-----ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ლ--- ჯ-----სა და ა----- ჯ-----ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ა----- ჯ-----, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული გ--–--------------------–--–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ჯ----–--------------------------ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 03 (სამი) წლის გამო-საცდელი ვადით.

ლ--- ჯ-----, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული გ--–--------------------–--–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრები წ--–--------------------------–----–-ში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალ-დებაში.

aRwerilobiTi nawili:

ლ--- ჯ-----ს და ა----- ჯ-----ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედოთ პირთა ჯგუფის მიერ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარე-ბული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისათვის;

ლ--- ჯ-----ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემ-დეგში:

ლ--- ჯ----- 2017 წლის სექტემბრის თვეში წ--–--------------------------–----–-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ჯგუფურად, ა----- ჯ-----სთან ერთად, ინახავდა ა----- ჯ------ს მიერ შეძენილ, 3132 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დარ-თვას დაქვემდებარებული საქონელს აქციზური მარკის გარეშე. კერძოდ, 520 კოლოფ სიგა-რეტს წარწერით „ФЭСТ” , 117 კოლოფ სიგარეტს წარწერით „M1” და 510 კოლოფ სიგარეტს წარწერით „ARMADA”, რაც ამოღებულ იქნა ლ--- ჯ-----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 2017 წლის 16 სექტემბერს.

ა----- ჯ-----ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემ-დეგში:

2017 წლის სექტემბრის თვეში ა----- ჯ-----მ გამოძიებით დაუდგენელი პირისგან, ზუგ-დიდის ბაზრის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე, შეიძინა 3132 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი, აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ 520 კოლოფი სიგარეტი წარწერით „ФЭСТ“, 117 კოლოფი სიგარეტი წარწერით „M1“ და 510 კოლოფი სიგარეტი წარწერით „ARMADA“, რასაც 2017 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით, ა----- ჯ----- ჯგუფურად, ლ--- ჯ-----სთან ერთად, ინახავდა წ---–--------------------------–----–-ში მდებარე ლ--- ჯ-----ს საცხოვრებელ სახლში.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით:

1) ლ--- ჯ----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალ-დებაში.

2) ა----- ჯ-----ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე და ცნობილი იქნა დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ-------- წ--------–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ლ--- ჯ-----სა და ა----- ჯ-----ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელების გან-საზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ლ--- ჯ-----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილე პირები პირდაპირ უთითიებენ იმ ფაქტზე, რომ ჩხრეკის დაწ-ყებამდე ლ--- ჯ-----სათვის ცნობილი იყო, რომ მის საცხოვრებელ სახლში ინახებოდა ა----- ჯ-----ს მიერ მოტანილი უაქციზო სიგარეტები. მან ზუსტად იცოდა თუ სად იდო ხელჩანთები, რომლებშიც მოთავსებული იყო უაქციზო სიგარეტები. მისივე ჩვენებით, მან ა----- ჯ-----ს მითითებით მიიღო გარკვეული ზომები, რათა ეს ხელჩანთები არ ენახათ ბავშვებს და სხვა პირებს. ეს გარემოებები კი თავის მხრივ მოწმეთა ჩვენებებთან ერთად მი-უთითებს ლ--- ჯ-----სა და ა----- ჯ-----ს მიერ უაქციზო სიგარეტების ჯგუფურად შე-ნახვის ფაქტზე.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ მ-------- წ--------–ს, რომელიც ითხოვს ლ--- ჯ-----სა და ა----- ჯ-----ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელების განსაზღვრას.

– გამართლებულ ლ--- ჯ-----ს, მსჯავრდებულ ა----- ჯ-----ს და მათი ინტერესების დამ-ცველ ადვოკატს ი----- ჯ---–--ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიე-რად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებები და მოთხოვნა და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკ-მაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ლ--- ჯ-----ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 16 სექტემბერს მასთან სახლში გვიან ღამით მივიდა ა----- ჯ-----. მეორე დილით 8 საათზე ა----- ჯ----- გააცილა სახლიდან, რა დროსაც მისგან გაიგო, რომ ჩანთები ჰქონდა დატოვებული და სთხოვა, ბავშვები არ მიახლოებოდნენ. იფიქრა, ალბათ მსხვრევადი ნივ-თები იდო და ამიტომ თხოვდა ა----- ჯ-----, ბავშვები არ მისულიყვნენ ჩანთებთან. 12 საათის მერე მეუღლემ დაურეკა და სთხოვა სახლში სასწრაფოდ მისვლა. ა-–---- ა------------ს დაურეკა და მისვლა სთხოვა, რადგან პოლიციელები იყვნენ მის ეზოში. თითქმის მასთან ერთად მივიდა ა-–----ც. ერთი პოლიციელი მივარდა, ა----- ჯ----- უაქციზო სი-გარეტებს ინახავსო, რაზეც უპასუხა, რომ ა-----მ ამ დილით უთხრა ჩანთებს რომ ინახავდა და პოლიციელებს აჩვენა, თუ სად იდო ჩანთები. წინ ასფალტზე დაყარეს სიგარეტები და დაითვალეს. უთხრა, რომ ისინი ა-----ს ეკუთვნოდა, დაურეკავდა და ისიც მოვიდოდა. პოლიციელებმა მისი მეუღლის მოსვლა მოითხოვეს და შეადგინეს მისი მეუღლის დაკავე-ბის ოქმი, რაც მისმა მეუღლემ დახია. პოლიციელებს უთხრა, მეუღლეს რატომ აკავებთ, არაფერ შუაში ვარ, მაგრამ მე დამაკავეთო. არ აინტერესებდა, თუ რას აწერდა ხელს, ისეთ დონეზე მიიყვანეს. ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ ესმოდა, მამიდამისის გამო მისი ოჯახის წევრები რატომ უნდა დაეკავებინათ. ა----- ჯ----- კვირაში 2-3-ჯერ მიდის მასთან, მისი გაზრდილია, დააქვს ხოლმე ჩანთები, მაგრამ არ კითხულობს, თუ რა მოაქვს. რომ ცოდნო-და თავიდან, რომ ა-----ს უაქციზო სიგარეტები მოჰქონდა, არ დაატოვებინებდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ა----- ჯ-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაკავების წინა ღამეს მიიტანა ლ--- ჯ-----სთან სიგარეტები. ბაზარში შეიძინა უცნობისგან 3 ყუთი „ჩესტი“, „მანჩესტერი“ და სხვა. ცალო-ბით იდო ისინი ჩანთებში. ლ---სთან რომ მივიდა, სარდაფში შევიდა, ნაჭერი გადააფარა ჩანთებს, ავიდა სახლში. ლ---სთან ყოველ მე-2, მე-3 დღეს მიდის ხოლმე. სარდაფი ღია იყო. არავისთვის დაუბარებია, ისე შევიდა სარდაფში. ლ---სთვის არ უთქვამს, თუ რა მიი-ტანა. მეორე დილით 5 ბლოკი სიგარეტი აიღო, ჩაიდო ჩანთაში და წაიღო. მხოლოდ გზაზე უთხრა ლ---ს, რომ სარდაფში ჩანთები იდო და სთხოვა, ბავშვები არ მისულიყვნენ. ჩან-თებში რა იდო, არ უთქვამს. ლ--- თხილნარში წავიდა სამუშაოდ. სავაჭრო საქონელი ლ---სთან ხშირად დაჰქონდა, თუმცა ისინი არ ეკითხებოდნენ და არც თვითონ ეუბნებოდა რას ინახავდა ჩანთებში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ბ---- ა--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ოპერატიული ინფორმაცია შემოვიდა, რომ ლ--- ჯ----- ინახავდა უაქციზო სიგარეტს. როცა მის სახლში მივიდნენ, ლ--- იყო თხილ-ნარში. სახლში კი დედამთილ-მამამთილი დახვდათ. 5-10 წუთში ლ---ც მოვიდა. გამომ-ძიებელმა წარუდგინა დადგენილება. ბრალდებულმა მას ხელი მოაწერა. გამომძიებელმა შესთავაზა, ნებაყოფლობით წარმოედგინა უაქციზო სიგარეტები. ბრალდებულმა განმარტა, რომ უაქციზო სიგარეტები იყო სარდაფში და ეკუთვნოდა მამიდამისს. შეკრული არ იყო ჩანთები, ეტყობოდა, რომ სიგარეტები იდო შიგნით. ნახეს, რომ სიგარეტებს აფხაზური მარკები ჰქონდათ. ოქმი ადგილზე შედგა, გაეცნენ. გარეთ გამოსვლისას ნახეს, რომ ეზოში იდგა ბრალდებულის მეუღლე. სარდაფში შევიდნენ ბრალდებულის მითითებით. იყო ბუნებრივი განათება. მცირე ზომის ფანჯრები ჰქონდა სარდაფს. ჩხრეკას მონაწილეების გარდა სხვა არავინ ესწრებოდა. სიგარეტები სარდაფში დაათვალიერეს, გარეთ დალუქული გამოიტანეს. დაპირისპირება არ ყოფილა, მშვიდი ვითარება იყო.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე შ----- თ--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ როცა ლ--- ჯ-----ს სახლში მივიდნენ, სახლში ლ--- ჯ-----ს დედამთილ-მამამთილი დახვდათ. დედამთილმა თქვა, ლ--- მალე მოვაო. რამდენიმე წუთში ლ--- მოვიდა. აუხსნეს, რისთვის იყვნენ მისული. წარუდგინა დადგენილება და წინადადება მისცა, წარმოედგინა დადგენილებაში მითითებული ნივთე-ბი. ლ--- წაუძღვა და თქვა, რომ მიიყვანდა უაქციზო სიგარეტებამდე. ჩანთაზე ნაჭერი იყო გადაფარებული. ოთახს სარკმელი ჰქონდა. ეს იყო პირველ სართულზე. ჩანთები იყო გახს-ნილი. გარედან ეტყობოდა ჩანთას, რომ სიგარეტები იდო, რომლებსაც აფხაზური აქციზი ჰქონდათ. ლ---მ ოქმში მიუთითა, რომ სიგარეტები მამიდამისის იყო. ლ---მ თქვა, მამიდამ სიგარეტები რომ შეიძინა, იცოდა, რომ ეს იყო დანაშაული, მაგრამ გამზრდელ მამიდას პო-ლიციაში ხომ არ ჩაუშვებდა. ჩხრეკის მერე ლ---ს მეუღლე იყო მოსული - ი-–--. სხვა არა-ვინ იყო ეზოში. მეუღლე ამბობდა, რომ ლ--- უფრო იყო საქმის კურში, რადგან მამიდა-მისის სიგარეტი იყო. იქ ეზოში არაფერი მომხდარა. ლ---მ თქვა მოსვლისას, რომ ა-----ს უაქციზო სიგარეტები ინახებოდა, მამიდამ შეინახაო. ნაჭრიდანაც ჩანდა სიგარეტი რომ იყო. აფხაზური აქციზი მთლიანად სიგარეტის უკანა მხარეს ფართოდ ეკვრება, მწვანეა და მათი დროშა ახატია, ასევე აწერია აფსნი. ლ---მ თქვა, ნაჭერი იმიტომ დავაფარეთ, რომ ბავშვებს არ ენახათ და სალაპარაკო არ გამხდარიყოო. ეს მთხოვაო ა-----მ. ნაჭერი ა-----მ გადააფარა. ოქმი ადგილზე პირველ სართულზე შედგა. ოქმი ლ---ს მეუღლის სახელზე არ შემდგარა და ის მას არ დაუხევია. ნაჭერი სიგარეტებს არ ფარავდა, იქიდანაც ჩანდა შიგთავსი. ლ---მ უთხრა, ა-----მ დამირეკა და მითხრაო იქ რაც იყო და მთხოვაო, ბავშვებ-მა არ ნახონო.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ--–- შ-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ მათი მისვლის მერე დედამთილი დაუკავშირ-და ლ--- ჯ-----ს, რომელიც 10 წუთში მოვიდა. გამომძიებელმა ლ---ს წარუდგინა დადგე-ნილება. ლ--- გაეცნო. გამომძიებელმა უთხრა, თუ ინახავდა უაქციზო სიგარეტებს, წარმო-ედგინა. ლ---მ უთხრა, რომ ინახავდა სარდაფში. ნაჭერი იყო გადაფარებული, მაგრამ ბო-ლომდე არ ფარავდა ჩანთას. ღია ჩანთები იყო და სიგარეტები ჩანდა. ოქმი ოთახშივე შედ-გა. მერე მოვიდა ლ---ს მეუღლე მანქანით. დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონიათ. ლ---მ უთხრა, მამიდის სიგარეტები ინახებაო პირველ სართულზე. გამომძიებელმა ჰკითხა, უაქ-ციზო სიგარეტები ხომ არ ჰქონდა. ლ---მ მიუთითა, სად იყო. ლ---მ იცოდა, რომ ინახავდა უაქციზო სიგარეტებს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ი-–--–- ა-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ პოლიციიდან დაურეკეს და სახლში მისვლა სთხოვეს. მან ლ--- ჯ-----ს დაურეკა და სთხოვა გაერკვია, სახლში რა ხდებოდა. ლ--- თხილნარში იყო. შემდეგ როცა დაურეკა, ლ---მ უთხრა, ა-----ს მოტანილ სიგარე-ტებს ეძებენო. სიგარეტები გაშლილი ჰქონდათ ეზოში. მას უთხრეს, რომ სიგარეტები ამოი-ღეს მისი სახლიდან. ლ---მ უთხრა, რომ წუხელ ა----- იყო მისული, რომელმაც ამ დილით უთხრა, ბავშვები არ შეეხონო ჩანთებს. ჰგონებია მსხვრევადი ნივთები იდო შიგ. ეტყობა, მისი მოტანილიაო. ოქმის ხელმოწერას აიძულებდნენ, რაც დახია. ატყდა ხმაური. ეს რომ ნახა, ლ---მ თქვა, მამიდის მოტანილია, მე ვიცოდი და მოგიწერთო ხელს თუ საჭიროაო, ქმართან და დედამთილთან რა გინდათო. ოქმში, რომელიც დახია, ეწერა, რომ ლ---ს მი-თითებით სარდაფიდან ამოიღეს სიგარეტები. ლ---მ ალბათ იფიქრა, რომ მეუღლეს დაუ-ჭერდნენ და იმიტომ თქვა, ვიცოდიო. სინამდვილეში არ იცოდა. ახალი ოქმი შეადგინეს, რასაც ლ---მ მოაწერა ხელი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა-–---- ა-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ეზოში ჩანთები იდო. ამოღებული იყო სიგარეტები და გაშლილი ეყარა. ლ--- ჯ----- ესაუბრებოდა პოლიციელებს, არ მინა-ხავსო როდის მოიტანაო, დამიბარაო, რომ ჩანთა დატოვა, მე არ ვიციო არაფერი. შეკამათება გაიგო, ი-–--–- ედავებოდა პოლიციელებს. ლ---ც ჩაერთო, ამბობდა, კი, ვიცოდიო. ჰკითხა ლ--- ჯ-----ს, აქამდე ამბობდი, არ ვიცოდიო, ეხლა ამბობ რომ იცოდი, სინამდვილეში როგორ არისო. ლ---მ უპასუხა, ეხლა ასე რომ არ ვთქვა, ჩემი ქმარი ხიფათში ჩავარდებაო. პოლიციელიც ეუბნებოდა ლ---ს, როგორ არ იცოდიო შენს სახლში რა იყო. ლ--- პასუხობ-და, ყოველ წუთს ხომ არ ვაკონტროლებო, რას მოიტანსო. ი-–--–-მ დახია ოქმი და ახალი ოქმი შეადგინეს ლ---ს სახელზე. ლ---მ უთხრა, რომ ა-----ს გასვლისას დაუბარებია, ჩან-თები დავტოვე და ბავშვები არ მივიდნენო. თავიდან ლ--- ამბობდა, არ ვიცი ჩანთა საიდან მოვიდაო.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ც---–- შ-------ს ჩვენების თანახმად, ა----- ჯ----- ყოველკვირა დადის მათთან. 13 საათი იქნებოდა, როცა მასთან პოლიციელები მივიდნენ, სიგარეტებს და ჩანთებს ვეძებთო. მოვიდა ლ--- ჯ-----, რომელიც ამბობდა, მამიდამ მითხრაო, ჩანთები დავტოვე სარდაფში და ბავშვები არ მივიდნენო. არ ვიციო შიგნით რა არისო. პოლიციელებმა მინდორზე დაყა-რეს სიგარეტები. ი-–--–-ს ოქმზე ხელმოწერა მოსთხოვეს, მაგრამ მან ოქმი დახია. დაიწყო გაწევ-გამოწევა. ლ---მ თქვა, არ ვარო საქმის კურსში, მაგრამ ჩემზე გააფორმეთო ოქმი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე დ--- ა-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ლ--- ჯ-----სთან ერთად იყო თხილ-ნარში. ლ---ს მეუღლემ დაურეკა, პოლიციელები არიანო სახლში და მიდიო. მისვლისას ლ---ს უთხრეს, რომ ა-----ს უაქციზო სიგარეტები იყო მასთან. ლ---მ არ იცოდა. ა-----ს ნათქვამი ჰქონდა ლ---სთვის, ბავშვები არ მისულიყვნენ ჩანთებთან, რომელიც სარდაფში ჰქონდა დატოვებული. ეს უთხრა ლ---მ პოლიციელებს. 3 თურქული ჩანთა გამოიტანეს, გახსნეს და ნახეს, რომ სიგარეტები იყო შიგნით. მერე ოქმი შეადგინეს, რაც ი-–-- ა------------მ დახია. წაკამათდნენ ამაზე. ლ---მ თქვა, მე ვიცოდიო ჩანთებზე და ჩემ სახელზე და-წერეთო. ალბათ შეეშინდა ლ---ს ი-–--ს სახელზე რომ წერდნენ ოქმს და ამიტომ უთხრა ეს. აფხაზური სიგარეტები იყო.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ლ--- ჯ-----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა ლ--- ჯ-----ს საცხოვრებელ სახლში, დამხმარე შენობა-ნაგებობაში და საკარმი-დამო მიწის ნაკვეთზე წ--–--------------------------–----–-ში. ლ--- ჯ-----მ განაცხადა, რომ უაქციზო სიგარეტები ინახებოდა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე სარდაფში, რის შედეგად საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე სარდაფში ლ--- ჯ-----ს მითითებით აღმოჩენილ იქნა სამი ცალი ხელჩანთა, რომელთა ელვა შესაკრა-ვები იყო გახსნილი. სამივე ხელჩანთაში მოთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების სი-გარეტი, კერძოდ: 520 კოლოფი უაქციზო სიგარეტიო „ფესტი“, 117 კოლოფი უაქციზო სიგა-რეტი „მ1“ და 510 კოლოფი სიგარეტი „არმადა“’, რაც ამოღებამდე წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს. სამივე ხელჩანთა დაილუქა, ლუქზე საგამოძიებო მოქმე-დებაში მონაწილე პირების მიერ შესრულებულ იქნა ხელმოწერები და დაესვა თარიღი.

მოწმე ვ-–-------- ქ-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო 16 სექტემბერს 12 საათისთვის იმის შესახებ, რომ ა----- ჯ----- ლ--- ჯ-----ს სახლში ინახავდა უაქციზო სიგარეტებს. 2017 წლის 16 სექტემბრის პატაკის მიხედვით, ოპერატიუ-ლი ინფორმაციის თანახმად, ა----- ჯ----- ლ--- ჯ-----ს სახლში ინახავს უაქციზო თამ-ბაქოს ნაწარმს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პალა-ტა სრულად ეანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც არ გაიზიარა პოლი-ციის თანამშრომელთა ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც მათ მიუთითეს ლ--- ჯ-----ს მიერ ნივთების შენახვის თაობაზე და განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიიღეს თავად ლ--- ჯ-----საგან.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ თავად ლ--- ჯ-----მ პირველი ინსტანციის სასა-მართლოში განმარტა, რომ მან არ იცოდა, თუ ა----- ჯ----- ჩანთებში სიგარეტს ინახვდა. მან ა----- ჯ-----საგან შეიტყო მხოლოდ ის, რომ ა-----მ პირველ სართულზე, სარდაფში შეინახა ჩანთა და გააფრთხილა, რომ ბავშვები მოერიდებინა ჩანთებისათვის. ჩათვალა, რომ ჩანთაში რაღაც გასატეხი ნივთები იდო. იგი იძულებული გახდა ჩხრეკის ოქმზე მოეწერა ხელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი მეუღლის დაკავების საფრთხე გაჩნდა.

ლ--- ჯ-----ს ჩვენებაში აღწერილი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმაც: ი-–--–- ა-----------მ, ა-–---- ა-----------მ, ც----–- შ-------მ რომლებმაც განმარტეს, რომ ლ--- ამბობდა, რომ არაფერი იცოდა ჩანთებში არსებული ნივთების შესახებ, ჩანთა მოიტანა ა----- ჯ-----მ, მხოლოდ დაუბარა, რომ ჩანთა დატოვა და რა არის მასში არაფერი იცის.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავი-სუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამ-ტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამ-ტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხო-ლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობ-ლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სა-სამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თა-ნახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქარ-თველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭ-ვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ გა-ნაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგე-ნილი არ ყოფილა პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღ-მა სტანდარტით დაადასტურებდა ლ--- ჯ-----ს მიერ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვას, რის გამოც ბრალდებულ ლ--- ჯ-----ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

შესაბამისად არ არსებობს საფუძველი ა----- ჯ-----ს ქმედების საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილიდან ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენი ლ--- ჯ-----სა და ა----- ჯ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ლ--- ჯ-----სა და ა----- ჯ-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ლ--- ჯ----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდე-ბაში.

გაუქმდეს ლ--- ჯ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხს-ნას გირაოს უზრუნველსაყოფად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექ-ტემბრის №------------ განჩინებით, ი-–--–- ა-----------ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ჯ-------------------------------ში (პირველი სართული, შენობა-ნაგებობის ფართი 134,7 კვმ. (საკადასტრო კოდი 4------------------)) დადებული ყადაღა, განაჩენის აღსრუ-ლებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში.

ლ--- ჯ-----ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

ა----- ჯ-----ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველ ნაწილზე.

ა----- ჯ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავი-სუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდე-ლი ვადით.

ა----- ჯ-----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 16 სექტემბრიდან 2017 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ა----- ჯ-----ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთმტკიცებები – უაქციზო სიგარეტები, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili