განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-528-2018 წელი
№080100118002465085
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ქ------- თ--–-----ის,ადვოკატის – ც-–---- ბ------–---–ის,მსჯავრდებულის – ვ--–------ გ--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ვ--–------ გ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქ-მე.
ვ--–------ გ--------ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვ-რები ქ. ქ-------–-------–----------------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქა-ლაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალის-წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწი-ლით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მასვე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
ვ--–------ გ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძ-რაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ-------–---–-------–ის ქუჩაზე, მთვრალმა ვ--–------ გ--------ემ „BMW“-ს მოდელის სახელმწიფო ნომრით „P--------“ ავტომობილით მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კა-ნონის 21.15-„აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკო-ტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში...“, 33.1- „მძღოლს ეკრძა-ლება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზ-ღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუ-დმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“ და 33.2- „სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გა-ითვალისწინოს საგზაო პირობები, (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო სა-შულების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინ-ტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა) რათა საჭიროების შემ-თხვეაში, აგრეთვე, ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ, მიიღოს ყველა საჭირო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო, აუცილებლობის შემთხევაში, გაჩერდეს“ მუხლების მოთხოვნები და შეეჯახა საავტომობილო გზაზე ქვე-ითად მოსიარულე ნიკოლოზ უგლავას. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ეს უკანასკნელი, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ქ------- თ--–-----ემ, მსჯავრდებულმა ვ--–------ გ--------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც-–---- ბ------–---–მა.
აპელანტი, პროკურორი ქ------- თ--–-----ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ვ---–------ გ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ვ--–------ გ--------ისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებას, ასევე ჩადენილი ადნაშაულის სიმძიმეს. ამასთან, მსჯავრდებული არ არის შერიგებული დაზარალებულის უფლებამოენაცვლესთან.
აპელანტი, მსჯავრდებული ვ--–------ გ--------ე და მისი ინტერესების დამცველი ად-ვოკატი ც-–---- ბ------–---–ი თავიანთი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ვ--–------ გ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლას საქართვე-ლოს სისხლის სამართვლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით. მოთხოვნას ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ჩადენილია გაუფთხილებლობითი დანაშაული და ვ--–------ გ---------ეს დაუნიშნა მკაცრი სასჯელი. იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ითანამშრომ-ლა გამოძიებასთან, არ დაუტოვებია შემთხვევის ადგილი და ბოლომდე იმყოფებოდა დაზარალებულის გვერდით, ხასიათდება დადებითად, შერყეული აქვს ჯანმრთელობა, - დაავადებულია გულის მანკით, არ არის წარსულში ნასამართლევი, მისწრაფება ჰქონ-და შერიგებოდა დაზარალებლს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ქ------- თ--–-----ეს, რომელიც ითხოვს ვ--–------ გ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
– აპელანტს, მსჯავრდებული ვ--–------ გ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ად-ვოკატს ც-–---- ბ------–---–ს, რომლებიც ითხოვენ ვ--–------ გ--------ის მიმართ შე-ფარდებული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლას საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ვ--–------ გ--------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხ-ლის მეექვსე ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ--–------ გ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ვ--–------ გ--------ისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის თაო-ბაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამო-ყენებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩე-ნით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯა-ვრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
დადგენილია, რომ ვ--–------ გ--------ე წასწრებულ იქნა დანაშაულის ჩადენისთანავე და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ, რის გამოც სააპელაციო პალატა ვ--–------ გ--------ეს ვერ დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხრის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ვ--–------ გ--------ის მიმართ სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიიჩ-ნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ--–------ გ--------ისათვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა როგორც შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ არის ნასამართლევი, ასევე, გაითვალისწინა დამამძიმებელი გარემოებები, რომ ვ--–------ გ--------ის მიერ განხორცილებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რომ მას 2016-2017 წლებში ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატ-რანსპორტო საშუალების მართვის გამო ორჯერ დაედო ადმინისტრაციული სახდელი და თითოეულ შემთხვევაში ექვსი თვით შეუჩერდა მართვის უფლება, რომ წლის განმავ-ლობაში გამოვლენილი იქნა მის მიერ ჩადენილი შვიდი საგზაო დარღვევა, რომელ-თაგან ბოლო გამოვლინდა 2017 წლის 2 სექტემბერს. სასამართლოს მიერ გათვალისწინე-ბული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დად-გენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და ვ--–------ გ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად შე-უფარდა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხა-სიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.
ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი ვ--–------ გ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ვ--–------ გ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ვ--–------ გ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მასვე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფ-ლება.
მსჯავრდებულ ვ--–------ გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ვ--–------ გ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქ-ტობრივი დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 17 აპრილიდან.
ნივთიერი მტკიცებულება – 01 (ერთი) ცალი CD დისკი, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულება – BMW მოდელის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით P--------, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს, საქ-მეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – პლასტმასის ნატეხები №01 პაკეტი N---------, განად-გურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – შავი ფერის ტყავის ფეხსაცმელები №02 პაკეტი N---------, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili