განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
340100118002294651
ინსტანცია
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100118002294651

საქმე №1/ბ-611-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო-------------–---–ის

ადვოკატ: მ--–--------–------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ: ი-------------ის (მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ი---------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქის, პირადი #------------ მცხოვრების: გ-----------------------------–----------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ი-------------ემ ჩადინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 21:50 საათზე, ი-------------ემ, გ-----------------------------–---------–-- თავის საცხოვრებელ ბინაში, თავის არეში ხელის დარტყმით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, მეუღლის თ----------–---–ის მამას - ა---------–-----–---–ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-------------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენით:

 

ი-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ი-------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2(ორი) წელი.

 

ი-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 6 იანვრის 01:35 საათიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–---–მა.

 

პროკურორ თ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ი-------------ე დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელი განესაზღვროს აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში.

 

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ ი-------------ემ, რომელმაც უბიძგა ხელი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ა---------–-----–---–ს, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის დაზიანების მიმართ მოქმედებდა განზრახ, აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ი-------------ისათვის ცნობილი იყო ა---------–-----–---–ის სიმთვრალის შესახებ. შესაძლოა ი-------------ეს არც სურდა, თუმცა გულგრილად მოეკიდა იმ გარემოებას, რომ ა---------–-----–---–ს შესაძლოა სიმთვრალის გამო, წონასწორობა ვერ შეენარჩუნებინა, დაცემულიყო და მიეღო ჯანმრთელობის დაზიანება. რაც შეეხება სიცოცხლის მოსპობას ი-------------ეს აღნიშნულის განზრახვა არ ჰქონია და მოქმედებდა გაუფრთხილებლობით.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ი-------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ი-------------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებები: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - შ--–-----------–---–--------------------------------–----------–---–------–--------------–------------------------–------------–-------- ი-------------ის დაკითხვისა და გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ--------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული ი-------------ის განმარტებით, დაზარალებული ა---------–-----–---–ი იყო მისი სიმამრი, მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და 2017 წლის ნოემბრიდან გ-----------------------------–---------–- ცხოვრობდა სიმამრის სახლში ამ უკანასკნელთან ერთად. ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. 2017 წლის 4 დეკემბერს, სიმამართან ერთად ცოტა ალკოჰოლური სასმელი დალია, მათთან ერთად იყო მეზობელი შ--–-- (გვარი არ ახსოვს) და საღამოს დაიშალნენ. ავ--------–------–---–ი არ იძინებდა და დადიოდა ოთახში, ასევე ეწეოდა სიგარეტს, რაზედაც მან (ი-------------ემ) შენიშვნა მისცა და უთხრა რომ ნუ ხმაურობდა, რადგან ბავშვებს ეძინათ და გაეღვიძებოდათ. ამ შენიშვნაზე, ა---------–-----–---–მა უხეშად უპასუხა. ა---------–-----–---–ი ამ დროს იდგა თავისი ოთახის შესასვლელთან. მან (ი-------------ემ) კეფაში ხელი უბიძგა და უთხრა შესულიყო ოთახში და დაეძინა. ა---------–-----–---–ს ხელის ბიძგების შემდეგ, აერია ფეხი, წაბორძიკდა და სახით დაეცა თავის ოთახში კარადასა და ტახტს შორის. მან (ი-------------ემ) რამდნჯერმე გაუმეორა ამდგარიყო, მაგრამ რადგან ა---------–-----–---–ი არ გაინძრა, მივიდა მასთან და დაუწყო წამოყენება. როდესაც მიხვდა, რომ დაზარალებულს რაღაც დაემართა, დაურეკა თავის დას, რომელიც 112-ში მუშაობდა და მან გამოიძახა სასწრაფო დახმრების ეკიპაჟი. ი-------------ის განმარტებით, მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ დაზარალებულს რაიმე დაემართებოდა, დამდგარი შედეგი ვერ გაითვალისწინა, მას არ ჰქონია განზრახვა რაიმე დაეშავებინა დაზარალებულისათვის. მომხდარს ძალიან განიცდის. ხელის კვრის შესახებ თვითონ განუცხადა გამოძიებას და სურს პასუხი აგოს იმისათვის რაც დააშავა. მისივე განმარტებით, როდესაც ა---------–-----–---–ი ნასვამი იყო, მოძრაობა უჭირდა და ხშირად სახლში თვითონაც (ი-------------ე) მიუყვანია, მაგრამ ვერ წარმოედგინა, რომ ხელის ბიძგება ასეთ მძიმე შედეგს გამოიწვევდა და არც სურდა მისი დაზიანება.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში სახეზე არ გვაქვს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მისი მოქმედების შესაძლო შედეგს – დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და სურდა ეს შედეგი. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს თანამდევი შედეგით დაკვალიფიცირებული დანაშაული, ანუ ა---------–-----–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება - ჩადენილი არ არის პირდაპირი განზრახვით. ბრალდების მხარეს არ წარმოადგენია თუნდაც ერთი, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ი-------------ეს დაზარალებულ ა---------–-----–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება სურდა და ამ მოტივით ხელით განზრახ უბიძგა მას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხევაში ი-------------ემ ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული დაუდევრობით. კერძოდ, ი-------------ე ქმედების (დაზარალებულისათვის ხელის ბიძგების) ჩადენის დროს არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ ა---------–-----–---–ის დაცემის შემდეგ მან (ი-------------ემ) რამდენჯერმე გაუმეორა ა---------–-----–---–ს, რომ ამდგარიყო. ი-------------ის განმარტებით, მას ვერ წარმოედგინა, რომ ხელის ბიძგება ასეთ მძიმე შედეგს გამოიწვევდა. მსჯავრდებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემული განმარტება შესაბამისობაშია ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლითაც დადგინდა, რომ ა---------–-----–---–ის სიკვდილის მიზეზია სისხლჩაქცევა თავის ტვინის რბილ გარსში, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით კეფის დიდ ხვრელში. ამავე დროს პალატა მიიჩნევს, რომ ი-------------ეს აღნიშნული შედეგის გათვალისწინება ევალებოდა და შეეძლო. აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას პალატას აძლევს თვით ი-------------ის განმარტება, სადაც მან აღნიშნა, რომ როდესაც ა---------–-----–---–ი ნასვამი იყო, მოძრაობა უჭირდა, რის გამოც ხშირად სახლში თვითონაც (ი-------------ეს) მიუყვანია. ის გარემოება, რომ შემთხვევის დროს დაზარალებული იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში კარგად იყო ცნობილი ი-------------ისათვის, რადგან ალკოჰოლური სასმელი მათ ერთად მიიღეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ი-------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მისი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ი-------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი ი-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ი-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ი-------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2(ორი) წელი.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

 

განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მ--–--------–------–---–ს (პ/ნ 0----------- დაუბრუნდეს 2018 წლის 8 იანვარს ი-------------ის (---------------- აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარი. შემოსავლის ორდერი N------------------------------------–------------–-----------------------

 

ი--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 6 იანვრის 01:35 საათიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- ა---------–-----–---–ის ტანსაცმელი, (ნაცრისფერი პულოვერი, შავ-თეთრი პულოვერი, შავი შარვალი, შავი ტყავის ქამრით, შავი ფეხსაცმელები, შავი წინდები, შავი თეთრზოლებიანი პერანგი, ნაცრისფერი მაისური, შავი სპორტული შარვალი, ყავისფერი ცხვირსახოცი და მოლურჯო-მონაცრისფრო ტრუსი) რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

_ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი