განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-521-2018 წელი
№080100118002502921
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
28 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ---- გ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ლ---- გ--------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ქ-------–----–----------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი ) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ლ---- გ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 მაისს დაახლოებით 22:00 საათზე ქ-------–---–----------------------ში მდებარე სახლში ლ---- გ--------ემ სიტყვიერი შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს - ი----- გ--------ეს მოქაჩა თმებში. ასევე ძალის გა-მოყენებით დააგდო იატაკზე და ისევ მოქაჩა თმებში, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დ------- ვ------------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ლ---- გ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასა-ბუთებს იმ მოტივირებით, რომ ლ---- გ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი შე-უსაბამოა სასჯელის მიზნებთან და იგი შეიძლება წახალისდეს დაუსჯელობის სინდრო-მით.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ლ---- გ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ---- გ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ---- გ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ლ---- გ--------ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, კმაყოფაზე ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვ-ნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგე-ნა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხ-ლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სა-აპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადე-ნილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებუ-ლისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი ლ---- გ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ლ---- გ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სა-სამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ლ---- გ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ლ---- გ--------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრო-ბაში ყოფნის დრო – 2018 წლის 27 მაისიდან 2018 წლის 29 მაისის ჩათვლით.
ლ---- გ--------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის გან-ჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (მერა-ბი დ------–---–ს ) დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი, განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში.
მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდე-ბულ ლ---- გ--------ეს დაეკისროს მოვალეობად პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახ-მარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მი-ხედვით.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო-მასალის ამსახველი დისკი, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუ-ყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili