განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-501-2018 წელი
№820100118002491827
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
21 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ--–------ ქ---–----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ვ--–------ ქ---–----ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები შ--------------------------–----------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხ-ლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ვ--–------ ქ---–----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, არასრულწლოვნის თან-დასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-ლისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ვ--–------ ქ---–----ემ 2018 წლის 26 მაისს, დაახლოებით 16 საათზე, შ--------------------------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვნი შვილების - გ---- და ლ---- ქ---–----ეების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს მ----- ქ----–----ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმებით და თმებით თრევით, მი-აყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ვ--–------ ქ---–----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვ-ნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ვ--–------ ქ---–----ის მიერ ჩადენილი ქმედებით გამოწვეული მძიმე შედეგები, კერძოდ ის, რომ მისი არასრულწლოვანი შვილები არიან იმის მოწმეები, თუ როგორ აყენებდა მსჯავრ-დებული თავის მეუღლეს ფიზიკურ შეურაცხყოფას. ვ--–------ ქ---–----ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაულის, აღნიშნული სასჯელი ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულე-ბას.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ვ--–------ ქ---–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დავით საფარიძემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვ-ლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ვ--–------ ქ---–----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ--–------ ქ---–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, საა-პელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ--–------ ქ----–----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, არაა წარსულში ნასამართლევი, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზაში, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი არის დაავადებული ბავშვთა აუტიზ-მით, დაზარალებული შეურიგდა და მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, ვ--–------- ქ---–----ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშ-ვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მარ-თლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების გან-ხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგე-ნა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მი-ერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდე-გო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალა-ტას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაუ-ლის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასა-ჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუა-რესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენი ვ--–------ ქ---–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ვ--–------ ქ---–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ვ--–------ ქ---–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზო-მად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ვ--–------ ქ---–----ეს სასჯელში ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო – 2018 წლის 26 მაისიდან 2018 წლის 18 ივლისის ჩათვლით.
ვ--–------ ქ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქ-მებულია.
ვ--–------ ქ---–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili