განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-482-2018 წელი
№060100118002422135
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
21სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ------ ჩ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ზ------ ჩ--------ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. ხ---–--------------–---------------------ში, ფაქ-ტობრივად მცხოვრები ქ. ხ---–--------------–-------------------ში, სამტრედიის რაიო-ნული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნა-წილით წარდგენილ ბრალდებებში.
aRwerilobiTi nawili:
ზ------ ჩ--------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯა-ხის წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედე-გი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 06 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე, ზ------ ჩ--------ემ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ურთიერთშელაპარაკებისას, ქალაქ ხ---–--------------–-------------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რამდენიმეჯერ ხელები ყელში წაუჭირა მე-უღლეს რ---- მ---------–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ი-----–- შ---------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ------ ჩ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამ-ნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლოში გამოქვეყნდა რ---- მ---------–ის გამოკითხვის ოქმი, გამოკვლეული იქნა სამედიცინო ექპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის თანახმად ჩატარებული პირადი გასიჯვით რ---- მ----------–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სის-ხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანე-ბათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინაარმდე-გებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტმა გ-- გ----------ემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ როგორც წესი ჩანთის სახელურის ზემოქმედების შედეგად რჩება შემოფარგლული კიდეების მქონე სისხლნაჟღენთი და არა ისეთი, რიოგორიც ამ შემთხვევაში გვქონდა უსწორო ფორმის და არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, თუმცა გასათვალისწინებე-ლია ჩანთის სახელურის მდგომარეობაც.
სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაპყრო რ---- მ---------–ის სხეულზე არსებუ-ლი დაზიანების ლოკალიზაციას, რაოდენობას და აღნიშნულთან მიმართებაში არ მოახ-დინა ზ------ ჩ--------ის გამოკითხვის ოქმის და მისი დასკვნითი სიტყვის სათანადოდ შეფასება. სამედიცინო ექსრერტიზით დადგენილია, რომ რ---- მ---------–ს აღენიშ-ნებოდა ორი სისხლნაჟღენთი, ერთი კისრის მარცხენა მხარეს ქვედა მესამედში, ხოლო მეორე ასევე კისრის მარცხენა მხარეს ზედა მესამედში. ზ------ ჩ--------ე როგორც გამო-კითხვის ოქმში, ასევე დასკვნით სიტყვაში უთითებდა ჩანთის ერთხელ მოქაჩვის შესა-ხებ და მას არც გამოძიებაში და არც სასამართლოში არ უთქვამს რომ ორჯერ ან მეტჯერ დაქაჩა ჩანთას. ამდენად გაუგებარია თუ როგორ შეიძლება დაზარალებულს მხარეზე გადაკიდებული ჩანთის მოქაჩვის შედეგად მიეღო ორი დაზიანება და ამათგან ერთი კისრის ზედა მესამედის არეში.
რ---- მ---------–ის გამოკითხვის ოქმი სრულ თანხვედრაშია საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებების ერთობლიობასთან, ხოლო ზ------ ჩ--------ის პოზიცია აშკარად ეწი-ნააღმდეგება როგორც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ასევე საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობას.
მსჯავრდებულს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე თ----- შ---–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა მასთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის – ზ------ ჩ--------ის მიმართ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ექსპერტმა გ-- გ----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ პირადად დაათვალიერა რ.მ---------–ის სხეული, რომელსაც კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე, შუა და ქვედა მესამედების დონეზე აღენიშნე-ბოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე 3,9×0,5 და 4,2×0,6 სმ ზომის სისხლნაჟღენთები. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრი-ვი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ისინი განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც შეიძლება ყოფილიყო როგორც ხელი, ისე სხვა საგნებიც, რაც შედის ბლაგვ საგნებში. მისივე განმარტებით, მას არ შეუძლია პასუხი გასცეს კითვას, შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი სახის დაზიანება წარმოშობილიყო ჩანთის სახელურით, ვინადიან ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს სახელურის ფორმას და როგორი იყო ზემოქმედება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულ რ---- მ---------–ის გამოკითხვის ოქმის (გამოქვეყნდა პირველი ინს-ტანციის სასამართლოში) მიხედვით, დაზარალებული 2014 წლიდან არარეგისტრი-რებულ ქორწინებაში იმყოფება 1----–-–----------------–ს დაბადებულ ზ------ რ-----ს ძე ჩ--------ესთან. ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში, უცხოეთში ყოფნისას, 2014 წლის 31 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ მ----------ში შეეძინათ ტყუპები - ლ---- და ლ----. 2016 წელს დაბრუნდნენ საქართველოში. მან მეუღლე და შვილები დატოვა საქართველოში ქ. ხ---–-------------–-------------------ში ნაქირავებ ბინაში, ხოლო თვითონ წავიდა ესპანეთში, ქ. ბარსელონაში სამუშაოდ, საიდანაც ყოველთვიურად უგზავნიდა თანხას. საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის 02 აპრილს ზუსტად ერთი თვით და ისევ უნდა გამგზავრებულიყო 2018 წლის 02 მაისს. როდესაც ჩამოვიდა ნახა, რომ სახლში საშინელი უწესრიგობა და ანტისანიტარია იყო. ბავშვები მოუვლელები. მშივრები, ჭუჭყიანები და სიცხიანები დახვდა. მან ამის შემდეგ უსაყვედურა ზ-----ს, თუმცა მან დაუწყო ჩხუბი. ეუბნებოდა, არ წახვიდე საზღვარგარეთ, შენ იმუშავე და ბავშვები შენ არჩინეო. მე არ ვიმუშავებო. ზ------- ჩამოსვლის დღიდან აყენებს სიტ-ყვიერ შეურაცხყოფას. ბავშვების თანდასწრებით უყვირის, აგინებს და ლანძღავს, ასევე უყვირის და აგინებს ბავშვებს, რის გამოც ბავშვები ძალიან შეშინებულები არიან და ტირიან ხოლმე, როცა ზ------- ეჩხუბება. ძალიან ბევრ სიგარეტს ეწევა სახლში ბავშვებ-თან ერთად. მან რამოდენიმეჯერ გააფრთხილა, თუკი არ გამოსწორდებოდა პოლიციას აცნობებდა. აქამდე არ განუცხადებია, რადგან ცხვენოდა და ეგონა, რომ ზ------- შეცვ-ლიდა მის და შვილების მიმართ თავის აგრესიულ ურთიერთობას. 2018 წლის 05 აპრილს ზ------- დილით წავიდა სახლიდან მთელი დღე და ღამე არ მოსულა. ის არც 06 აპრილს დილით მოსულა სახლში. რის გამოც მან დაკეტა სახლის კარები და დააძინა ბავშვები, რა დროსაც მასაც დაეძინა. დაახლოებით 17:00 საათზე, როდესაც გაეღვიძა დაინახა, მის სახლში იმყოფებოდნენ ზ------- და მისი და თ-----, რომელმაც უთხრა, რო ზ------- ფანჯრიდან გადმოძვრა და ისე გააღო კარიო. მან კითხა ზ------ს, თუ სად იყო მთელი ღამე, რაზეც მან ისევ დაუწყო ჩხუბი უყვიროდა და აგინებდა მისი გარდაცვ-ლილი დედის მისამართით. მან მოთხოვა, რომ დაეტოვებინა მისთვის ბავშვების დაბა-დების მოწმობები და ბანკის საკრედიტო ბარათი, რომელზეც ერიცხება სოციალურად დაუცველთა შემწეობა და წასულიყო სახლიდან. აღნიშნული შემწეობის თანხა ერიც-ხება როგორც მას, ასევე ბავშვებსაც და ამიტომ მოთხოვა დაეტოვებინა, რაზეც უარი უთხრა, განაგრძო მისი გინება და ამავე დროს ორივე ხელი სამჯერ ძლიერად მოუჭირა ყელის არეში. ბოლოს იმდენად ძლიერად, რომ ძალიან ეტკინა, სუნთქვა შეეკრა და კინაღამ გრძნობა დაკარგა. თ----- უყვიროდა ზ------ს, არ დაგვღუპო არ მოკლაო. მან გაითავისუფლა თავი და მაშინვე გაიქცა პოლიციაში დახმარების სათხოვნელად. ბავშ-ვებს ეძინათ და აღნიშნულ ჩხუბს არ შესწრებიან. გარეთ გაოსვლის შემდეგ პოლიციამ-დე ნაცნობი არავინ შეხვედრია და არავის დალაპარაკებია. მას ყელზე აქვს დაზიანება, რომელიც მიაყენა ზ------მა, როდესაც ორივე ხელი მოუჭირა ძლიერად და ახლაც ძალი-ან ტკივა. იგი კატეგორიული წინააღმდეგი, რომ ბავშვები დარჩნენ მამასთან და ხვალვე მიმართავს სოციალურ სამსახურს დახამრებისათვის. ითხოვს მთელი სიმკაცრით აგებინონ პასუხი ზ------ ჩ--------ეს მისი ტანჯვისა და ძალადობისათვის.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი, ს.ფ. 4-6)
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის №--------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენი-ლია, რომ 2018 წლის 6 აპრილს 20:24-20:33 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე რ---- მ---------–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნე-ბოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
(ს.ფ. 81–83)
ექსპერტმა გ.გ----------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დაზიანება კისრის არეში რ.მ---------–ს შეიძლებოდა წარ-მოშობოდა როგორც ხელით, ასევე სხვა საგნითაც.
თავად ზ------ ჩ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში განაცხადა, რომ ფიზი-კური შეურაცხყოფა რ.მ----------–ისთვის არ მიუყენებია. ცდილობდა დაებრუნებინა შვილების საბუთები, რომელიც რ.მ---------–ს ჩანთაში ედო და კისერზე ჰქონდა ჩამო-კიდებული. სწორედ ამ ჩანთის წასართმევად მოქაჩა ძლიერად ჩანთაზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა სრუ-ლად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სასა-მართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც არ არსებობს სარწმუნო, უტყუა-რი მტკიცებულება ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებს მხოლოდ დაზი-ანებების არსებობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ვარაუდისათვის, რომ სხეულის დაზიანება რ.მ---------–ს მიყენებული აქვს ზ------ ჩ--------ის მიერ განხორციელებული განზრახი ძალადობრივი ქმედების შედეგად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალ-დებულის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენი ზ------ ჩ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გამამართლებელი განაჩენი ზ------ ჩ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ზ------ ჩ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალ-დებაში.
გაუქმდეს ზ------ ჩ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თ------ ჩ-------ის (პ/ნ 5----------) სა-კუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მდებარე ქ. ხ--------------------, (ზონა – ხ------------------------------------------------–--------------------------------------------------------------) – 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილზე მაგისტრატი სასამართ-ლოს 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით დადებული ყადაღა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განემარტოს გამართლებულ ზ------ ჩ--------ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენე-ბული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili