განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
010100117001840157
ინსტანცია
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100117001840157

საქმე №1/ბ-574-2017 წელი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე

 

პროკურორების – ფ-------- ქ---–----ის, დ----- ჭ------ის

ადვოკატების - დ----- კ----–--ის, ზ---- პ----ის, მ--–---- ზ----ის, ი-----–- ა--–--ის, რ----- ჯ---------ის

მსჯავრდებულების - ფ-------–-–-- ე----ის, ე–----- კ---- ბ-------ის, ს------- ბ----ის და მ-------- მ-----–--ის

თარჯიმნების - თ------- მ---------ის, ე---------- ა-------ის, ი--–---- ი-----ს მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

1. ფ-------–-–-- ე------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წ. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, ი---------–---–----------–--–-------------

 

2. ე–----- კ----რ ბ-------ის მიმართ; დაბადებული: 0--------- წ. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, პ--–-------------;

 

3. მ-------- ო-----ის ძე მ-----–--ის მიმართ; დაბადებული: 2--------- წ. საქართველოს მოქალაქე; ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, ა---–----------------;

 

4. ს------- ბ----ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წ. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული მისამართზე: თურქეთის რესპუბლიკა, ქ-------–---------------------------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. ბრალდები არსი:

 

1.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ფ-------–-–-- ე------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

- ჯგუფურად გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით);

 

- ჯგუფურად გამოძალვა, ესე იგი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ , ,,გ’’ ქვეპუნქტებით);

 

- ძარცა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით);

 

- ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით);

 

1.2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ე–----- კ----რს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

- ჯგუფურად გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით);

 

- ჯგუფურად გამოძალვა, ესე იგი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ , ,,გ’’ ქვეპუნქტებით);

 

- ძარცა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით);

 

- ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით);

 

1.3 პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად მ-------- მ-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

- ჯგუფურად გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით);

 

- ჯგუფურად გამოძალვა, ესე იგი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ , ,,გ’’ ქვეპუნქტებით);

 

- ძარცა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით);

 

- ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით);

 

1.4 პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ს------- ბ----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

- ჯგუფურად გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით);

 

- ჯგუფურად გამოძალვა, ესე იგი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ , ,,გ’’ ქვეპუნქტებით);

 

- ძარცა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით);

 

- ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით).

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა :

 

ფ-------–--ჰ ე------მა ჩაიდინა გამოძალვა ჯგუფურად, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა (ა----- ა----ის და ი------ ო--ის ეპიზოდი);

 

ე–----- კ----რ ბ-------მა ჩაიდინა გამოძალვა ჯგუფურად, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა (ა----- ა----ის და ი------ ო--ის ეპიზოდი);

 

მ-------- მ-----–--ემ ჩაიდინა გამოძალვა ჯგუფურად, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, (ა----- ა----ის და ი------ ო--ის ეპიზოდი);

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–-------------ს, დაახლოებით 02:30 საათზე, ა----- ა-----ი, ი------ ო----ან ერთად შევიდა ქ. ბათუმში, რ---------–-ს ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ,,ვ---–ი,’’ სადაც შეუკვეთეს ორი კათხა ლუდი, ერთი ბოთლი შამპანური, შოკოლადი, ხილი და თხილი. დაახლოებით 40 წუთში ა----- ა-----ს და ი------ ო--ს ღამის კლუბის თანამშრომელმა მიუტანა 9800 ლარის გადახდის ანგარიში, რაც აშკარად შეუსაბამო იყო და მრავალჯერ აღემატებოდა მათ მიერ შეკვეთილი პროდუქტების ღირებულებას. აღნიშნული თანხის გადახდაზე ა----- ა-----მა და ი------ ო--მა უარი განაცხადეს. ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ----რ ბ-------მა და მ-------- მ-----–--ემ განიზრახეს აღნიშნული თანხის გამოძალვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ ა----- ა-----ი და ი------ ო--ი შეიყვანეს შენობის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ა----- ა-----ს და ი------ ო--სს, ფიზიკური ანგარიშსწორების და ძალადობის გამოყენების მუქარით, ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ----რ ბ-------მა და მ-------- მ-----–--ემ მოსთხოვეს 9800 ლარის გადახდა.

 

ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ

 

ფ-------–-–-- ე------მა ჩაიდინა ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი);

 

ე–----- კ----რ ბ-------მა ჩაიდინა ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი);

 

მ-------- მ-----–--ემ ჩაიდინა ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი);

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–-------------ს, დაახლოებით 02:00 საათზე, მ------ ი---–-, ჰ---- შ--–---, ე----- ქ--------------–ი და ა---- დ--------ი შევიდნენ ქ. ბათუმში, რ---------–-ს ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ,,ვ---–ი,’’ სადაც შეუკვეთეს რამდენი ჭიქა წვენი, ჩიფსი, 5 ჭიქა კოქტეილი, ხილი და შოკოლადი. დაახლოებით 1 საათის შემდეგ ღამის კლუბის თანამშრომელმა მიუტანა 17 100 ლარის გადახდის ანგარიში, რაც აშაკარად შეუსაბამო იყო და მრავალჯერ აღემატებოდა მათ მიერ შეკვეთილი პროდუქტების ღირებულებას. აღნიშნული თანხის გადახდაზე მ------ ი---–-მ, ჰ---- შ--–--მა, ე----- ქ--------------–იმ და ა---- დ--------მა უარი განაცხადეს. ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ----რ ბ-------მა და მ-------- მ-----–--ემ განიზრახეს აღნიშნული თანხის გამოძალვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ ა----- ი---–-, ჰ---- შ--–--ი, ე----- ქ--------------–ი და ა---- დ--------ი შეიყვანეს შენობის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ფიზიკური ანგარიშსწორების და ძალადობის გამოყენების მუქარით, ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ----რ ბ-------მა და მ-------- მ-----–--ემ მოსთხოვეს 17 100 ლარის გადახდა.

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ს------- ბ----მა ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა, რადგან ნამდვილად იცოდა, რომ ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ----რ ბ-------მა და მ-------- მ-----–--ემ ჩაიდინეს მძიმე კატეგორიის დანაშაული - გამოძალვა ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით და აღნიშნულის თაობაზე არ შეატყობინა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს (სამართალდამცავი ორგანოები, ხელისუფლების და მმართველობის ორგანოები) (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი);

 

ასევე ს------- ბ----მა ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა, რადგან ნამდვილად იცოდა, რომ ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ----რ ბ-------მა და მ-------- მ-----–--ემ ჩაიდინეს მძიმე კატეგორიის დანაშაული - გამოძალვა ჯგუფურად და აღნიშნულის თაობაზე არ შეატყობინა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს (სამართალდამცავი ორგანოები, ხელისუფლების და მმართველობის ორგანოები) (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი);

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:

 

1. ფ-------–-–-- ე------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი). ფ-------–-–-- ე------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი).

 

ფ-------–-–-- ე------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

ფ-------–-–-- ე------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ფ-------–-–-- ე------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და ფ-------–-–-- ე------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

ფ-------–-–-- ე------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 იანვრიდან.

 

2. ე–----- კ----რ ბ-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი). ე–----- კ----რ ბ-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი);

 

ე–----- კ----რ ბ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

ე–----- კ----რ ბ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ე–----- კ----რ ბ-------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ე–----- კ----რ ბ-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 იანვრიდან.

 

3. მ-------- მ-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი). მ-------- მ-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი).

 

მ-------- მ-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

მ-------- მ-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------- მ-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

მ-------- მ-----–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 იანვრიდან.

 

4. ს------- ბ----ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი). ს------- ბ----ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი).

 

ს------- ბ----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლზე (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი). ს------- ბ----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

ს------- ბ----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლზე (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი). ს------- ბ----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ს------- ბ----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ს------- ბ----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 იანვრიდან.

 

3. სააპელაციო საჩივრების არსი :

 

3.1 აპელანტი - აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორი ფ-------- ქ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი ს----- ბ----ის, ე------ ფ-------–-–--ის, ე–----- კ----რ ბ-------ის და მ-------- მ-----–--ის მიმართ და საუარესოდ შებრუნების პრინციპით მათ მიმართ გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’,,დ’’ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილს ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ბრალდების მხარეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი მიაჩნია უკანონოდ, დაუსაბუთებლად და ლმობიერად, სასამართლოს მიერ ს----- ბ----ის, ე------ ფ-------–-–--ის, ე–----- კ----რ ბ-------ის და მ-------- მ-----–--ის ქმედებების და ბრლადების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლუელი მტკიცებულებების შეფასება მოხდა ზერელედ, სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმის რეალური, ფაქტობრივი გარემოებებიდან. მსჯავრდებულების ს----- ბ----ის, ე------ ფ-------–-–--ის, ე–----- კ----რ ბ-------ის და მ-------- მ-----–--ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა უტყურად დასტურდება დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მსჯავრდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთებით, სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით, დაზარალებულების მიერ მსჯავრდებულების ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით;

 

3.2. აპელანტი - მსჯავრდებულ ს------- ბ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-----–- ა--–--ე წარმოდგენილი საააპელაციო საჩივრით ითხოვს ს----- ბ----ის მიმართ გამოტანილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებების დაწვრილებითი მიმოხილვის და გააანალიზების ირკვევა, რომ ვერცერთმა მტკიცებულებამ ვერ შექმნა ს------- ბ----ის მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა ის სავალდებულო სტანდარტი, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ს------- ბ----ს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებში, ის უბრალოდ იმყოფებოდა სხვა პირებთან ერთად დირექტორის ოთახში.

 

3.3 აპელანტი - მსჯავრდებულ ე–----- კ----რ ბ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატები ზ---- პ----ე და მ--–---- ზ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვენ ე–----- კ----რ ბ-------ის გამართლებულ იქნას, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედებას საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის ნაწილში არასწორი კვალიფიკაცია მისცა, განაჩენი არ არის გამოტანილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რჩება მხოლოდ ეჭვი, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რაც სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იქნა. სასამართლოში წარმოდგენილ მოწმეებს თავიანთ ჩვენებებში არ მიუთითებიათ ე–----- კ----რ ბ-------ის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე.

 

3.4. აპელანტი - მსჯავრდებულ ფ-------–-–-- ე------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ----- კ----–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი და ფ-------–-–-- ე------ის მიმართ გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ფ-------–-–-- ე------ის მიმართ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა შესაძლებლობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ურთიერთთავსებადი, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რაც დააკმაყოფილებდა სამართლებრივი შეფასების ისეთ უმაღლეს სტანდარტს, როგორიცაა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.

 

3.5 აპელანტი - მსჯავრდებულ მ-------- მ-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი რ----- ჯ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განაჩენი და მ-------- მ-----–--ის მიმართ გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი; მ-------- მ-----–--ე თავიდანვე არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, საქმეზე ვერ იქნა შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იქნებოდა მისი დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გააჩნდა საფუძველი იმისა, რომ მ. მ-----–--ის მიმართ გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - აჭარის ა.რ პროკურატურის განყოფილების პროკურორს ფ-------- ქ---–----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულ ს------- ბ----ის ინტერესების დამცველ ადვოკატს, ი-----–- ა--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულ ე–----- კ----რ ბ-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს ზ---- პ----ეს და მ--–---- ზ----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

მსჯავრდებულ ფ-------–-–-- ე------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- კ----–--ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

მსჯავრდებულ მ-------- მ-----–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რ----- ჯ---------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნების, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ფ-------–-–-- ე----ის, ე–----- კ----რ ბ-------ის, მ-------- მ-----–--ის და ს------- ბ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს:

 

დაზარალებულ ა----- ა-----ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში. 2014 წლის 24 იანვარს ღამით დეიდაშვილთან ი------ ო--ისთან ერთად ავტომანქანით ჩამოვიდა საქართველოში. სარფიდან ბათუმის მიმართულებით მათ წამოიყვანეს 2 გოგონა, რომელთაც მათთვის ხელსაყრელ ფასში სასტუმრო უნდა ესწავლებინათ. გოგონებმა მიიყვანეს დისკოკლუბ ,,ვ---–ი’’, რომლის თავზე იყო სასტუმრო. კარებში შემოხვდათ ე–----- კ----რი და მიიპატიჟა მაგიდასთან. შეკვეთის მისაღებად მოვიდნენ გოგონები. შეუკვეთეს ლუდი, თხილი და ხილი. სუფრასთან დაახლოებით 1 საათი ისხდნენ. შემდეგ მიმტანს, რომელმაც მოიტანა ანგარიში გაუწოდა ასლირიანი, მაგრამ პასუხად მიიღო, რომ გადასახდელი იყო 9800 ლარი. მიმტანმა კ----რს დაუძახა, რომელმაც უთხრა, რომ უფროსი დაეხმარებოდათ და შეიყვანა დირექტორის ოთახში, სადაც ფ-------–-–--ს გაუწოდა ასლირიანი, რაზეც მას გაეცინა და უთხრა, რომ 9800 ლარი იყო მათი ანგარიში და სანამ არ გადაიხდიდნენ ვერ გავიდოდნენ გარეთ.

 

ფ-------–-–--ის მითითებით მ--------მა და კ----რმა ისინი გაჩხრიკეს, ჯიბებიდან ამოუღეს ფული და საკრედიტო ბარათები და მოსთხოვეს ბარათების პინკოდი. მან ერთი ბარათი გატეხა და დადო მაგიდაზე, რის გამოც გააწნეს სილა. დეიდაშვილმა ი------ ო--მა ბარათის კოდი სწორად უთხრა. კ----რმა წაიღო ბარათები და რამდენიმე ხნის შემდეგ უკან დაბრუნდა და განაცხადა, რომ კოდები არასწორი იყო, რის გამოც იგი კედელს მიანარცხეს. ეუბნებოდნენ ცოლს დაურეკე, დედას ან მამას და ფული გადმოარიცხინეო. შეურაცხყოფას აყენებდნენ, მ--------ი აჯანჯღარებდა, ფ-------–--ი ემუქრებოდათ გაუპატიურებით. ამ მუქარის გამო, დეიდაშვილმა ი------ ო--მა დაკარგა გონება. ს------- ბ----მა წყალი მოიტანა და დეიდაშვილი მოასულიერა. დეიდაშვილს გული აერია. ეს რომ დაინახეს მიაყარეს საბუთები და გამოუშვეს. შემდეგ გააჩერეს ტაქსი და მოშორდნენ იქაურობას. შემდეგ მიმართეს პატრულს და უკან დაბრუნდენენ დისკოთეკაზე. მისვლისას ყველა გაქცეული დახვდა. მხოლოდ ს-------ი იყო ადგილზე. მისვლისას იქ თურქეთის ოთხი მოქალაქე დახვდათ მათ მსგავს მდგომარეობაში.

 

დაზარალებულმა ა----- ა-----იმ ჩვენების მიცემისას დაასახელა მსჯავრდებულთა ვინაობები, კერძოდ, მიუთითა ფ-------–-–-- ე------ზე, ე–----- კ----რ ბ-------ზე და მ-------- მ-----–--ეზე.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დგინდება დაზარალებულ ი------ ო--ის ჩვენებით, რომელიც სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნდა, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის 24 იანვარს ღამით დეიდაშვილთან ა----- ა-----თან ერთად ავტომანქანით ჩამოვიდა საქართველოში. სარფიდან ბათუმის მიმართულებით მათ წამოიყვანეს 2 გოგონა, რომელთაც მათთვის ხელსაყრელ ფასში სასტუმრო უნდა ესწავლებინათ. გოგონებმა მიიყვანეს დისკოკლუბ ,,ვ---–ი’’, რომლის თავზე იყო სასტუმრო. შეუკვეთეს ლუდი, არაყი, თხილი და ხილის ასორტი. სუფრასთან დაახლოებით 1 საათი ისხდნენ. შემდეგ მიმტანს, რომელმაც მოიტანა ანგარიში მისმა დეიდაშვილმა გაუწოდა ასლირიანი, მაგრამ პასუხად მიიღო, რომ გადასახდელი იყო 9800 ლარი, რაზეც ა----ჩმა გაკვირვებით უთხრა, რომ ეს თანხა არასწორი იყო. ამის შემდეგ მიმტანმა კ----რს დაუძახა, რომელმაც უთხრა, რომ უფროსი დაეხმარებოდათ და შეიყვანა ისინი დირექტორის ოთახში, სადაც ორი მამაკაცი დახვდათ, ფ-------–-–--ს გაუწოდა ასლირიანი, რაზეც მას გაეცინა და უთხრა, რომ 9800 ლარი იყო მათი ანგარიში და სანამ არ გადაიხდიდნენ ვერ გავიდოდნენ გარეთ. დაზარალებულის ჩვენებით, ფ-------–-–--ის მითითებით მ--------მა და კ----რმა ისინი გაჩხრიკეს, ჯიბებიდან ამოუღეს ფული და საკრედიტო ბარათები და მოსთხოვეს ბარათების პინკოდი. კ----რმა წაიღო ბარათები და რამდენიმე ხნის შემდეგ უკან დაბრუნდა და განაცხადა, რომ კოდები არასწორი იყო, რის გამოც ა----ი კედელს მიანარცხეს, მან კი სწორად უკარნახა პინკოდები. ისინი მოითხოვდნენ დაერეკათ ოჯახებში და ფული გადმოარიცხინეთო, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასევე ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, რა დროსაც ის ცუდად გახდა და წაიქცა, გული აერია, ეს რომ დაინახეს მიაყარეს საბუთები და გამოუშვეს. შემდეგ გააჩერეს ტაქსი და მოშორდნენ იქაურობას. შემდეგ კი მიმართეს პატრულს დასახმარებლად.

 

დაზარალებულ ჰ---- შ--–---ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის 25 იანვრის ღამეს მეგობრებთან მ------ ი---–-სთან, ე----- ქ--------------–ისთან და ა---- დ--------თან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. სარფიდან ბათუმის მიმართულებით წამოვიდნენ ტაქსით და მივიდნენ გასართობ დისკო კლუბ ,,ვ---–ი,“ სადაც ხილის წვენი, ხილი და თხილეული შეუკვეთეს. მოგვიანებით მათ მაგიდას 2 გოგონა მიუჯდა, რომელთაც კოქტეილი დალიეს. ცოტა ხნის შემდეგ მოითხოვეს ანგარიში, მაგრამ არ მიუტანეს. ერთი საათის შემდეგ მიმტანმა ხელში ანგარიშით ანიშნა მათ, რომ მოპირდაპირე მხარეს ოთახში უნდა შესულიყვნენ. ისინი შევიდნენ მითითებულ ოთახში, სადაც მათ უთხრეს, რომ 17100 ლარი იყო ანგარიში და აუცილებლად უნდა გადაეხადათ. ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ----რ ბ-------მა და მ-------- მ-----–--ემ გაუპატიურების და ცემის მუქარით გამოსძალეს ფულადი თანხები და საკრედიტო ბარათები, რომლებიც დაბლოკილი იყო. მუქარის შემდეგ ბარათზე ბლოკი ინტერნეტით მოხსნა, რის შემდეგ ბარათზე არსებული თანხები ბანკომატის საშუალებით მიითვისეს ბრალდებულებმა. გარკვეული ხნის შემდეგ ყველა გავიდა ოთახიდან, იმის გამო, რომ ა----- ა-----ი პოლიციელებთან ერთად მისულა თურმე. დაზარალებულმა ასევა განმარტა, რომ ოთახში მყოფი ს------- ბ----ი ფეხზე იდგა, მან წყალი მიაწოდა და უთხრა, რომ აქედან ტაქსით გაუშვებდა მათ; მისგან ცუდ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დგინდება დაზარალებულების მ------ ი---–-ს, ი----- ქ--------------–ის და ა---- დ--------ის ჩვენებებით, კერძოდ, მ------ ი--–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ ტაქსის მეშვეობით წავიდნენ ქ. ბათუმში დისკო კლუბში, მათ უთხარეს, რომ ალკოჰოლი და გოგონები არ უნდოდა, ჯერ ჩაი მოუტანეს, შემდეგ თხილეული და ხილი, შემდეგ გოგონებმაც სცადეს მოსვლა, მაგრამ მათ არ ისურვეს, მაგრამ ისინი მაინც დასხდნენ მაგიდასთან. რამდენიმე ხნის შემდეგ ანგარიში მოითხოვეს და საათნახევარი არ მოიტანეს, შემდეგ შეიყვანეს ოთახში, მაგიდაზე იდო რაღაც ნაწერი ქაღალდი, რაზეც ეწერა 17 100 ლარი, ს------ი და ფ-------–--ი იდგნენ მაგიდასთან, დანარჩენი დაცვასთან ერთად იდგნენ, ერთი ქართველი მ--------ი და ერთი კიდევ კ----რი იყო, მათ დაიწყეს გაჩხრეკა, ფეუზულაჰის მითითებით, ბანკიდან უნდოდათ მათი ბარათებით თანხის გამოტანა, მაგრამ ვერ მოხსნეს თანხა, ჯიბეებიდან ამოუღეს ყველას თანხა, რაც ჰქონდათმ ფ-------–--ი ემუქრებოდა მათ, ასევე უთხრეს დაერეკათ ოჯახებში და თანხა მოეთხოვათ. დაზარალებულის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ ს------- ბ----ი ფეხზე იდგა და არაფერს ამბობდა.

 

ასევე ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა დაზარალებულმა ა---- დ--------მა და დამატებით განმარტა, რომ ოთახში ფ-------–--ი იჯდა სავარძელში, გვერდით ედგა ბ----ი, იქვე იყვნენ კ----რი და მ--------ი. კ----რმა და მ--------მა მათ გამოართვა საბანკო ბარათები, ფ-------–--ი კი ემუქრებოდათ. მისივე ჩვენებით ირკვევა, რომ ს------- ბ----ი არაფერში გარეულა, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც ფული მოუთხოვია.

 

დაზარალებულმა ე----- ქ--------------–იმ განმარტა, რომ 24 იანვრის ღამეს, როცა 25 იანვარი თენდებოდა შემოვიდა საქართველოში, მეგობრებთან ერთად გასართობად, ტაქსით მივდნენ დისკო კლუბში, ცოტა გართობის შემდეგ მეგობრებთან ერთად მოითხოვეს ანგარიში, მოთხოვნილი ანგარიში არცერთ შემთხვევაში არ მოვიდა, დაახლოებით ერთი საათი იქნებოდა გასული, ერთ-ერთმა მიმტანმა გადასახდელი ქაღალდი აჩვენა მათ და უთხრა, რომ ოთახში შესულიყვნენ, სადაც მათ დახვდა მაგიდასთან მჯდომი პიროვნება ფ-------–--ი, ასევე იყო მეორე პიროვნება მ--------ი და მაგიდის მეორე თავთან იჯდა სხვა პიროვნებაც. ფეიზულამ მათ უთხრა, რომ 17 100 ლარი იყო ანგარიში და თუ ამ თანხას ახლა არ გადაიხდით, აქედან ვერ გახვალთო. ყველამ ამოიღო ჯიბიდან თანხა რაც ქონდათ, მათ გაუჩხრიკეს ჯიბეები, ამოუღეს ბარათები, მოსთხოვეს პინკოდები, შემდეგ დარბაზში მსხდომი პირველი და ბოლო პიროვნება წავიდნენ ბარათებიდან ფულის მოსახსნელად. მიმართავდნენ ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ემუქრებოდნენ მოკვლით. ე----- ქ--------------–ის განმარტებით, ოთახში მყოფი ს------- ბ----ი ფეხზე იდგა, იგი არ ლაპარაკობდა და დამხარებას შეპირდა მათ.

 

დაზარალებულებმა ჰ---- შ--–--მა, მ------ ი---–-მ, და ა---- დ--------მა ჩვენების მიცემისას დაასახელეს მსჯავრდებულთა ვინაობები, კერძოდ, მიუთითეს ფ-------–-–-- ე------ზე, ე–----- კ----რ ბ-------ზე და მ-------- მ-----–--ეზე.

 

მოწმე ქ--------ა ქ---–----ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობდა დისკო კლუბ ,,ვ---–ი’’ მოლარედ. 2017 წლის 24 იანვარს ღამით, იწყებოდა 25 იანვარი კლუბში შემოვიდა ოთხი უცხოელი მამაკაცი. შეუკვეთეს ლუდი, შამპანური, ხილი, ჩიფსი, შოკოლადი და თხილი. მათთან დასხდენენ კლუბში მომუშავე გოგონები და დამატებით შეუკვეთეს კოქტეილი. ცოტა ხანში შემოვიდა კიდევ ოთხი მოქალაქე, ორი მამაკაცი და ორი ქალი. მათაც შეუკვეთეს ლუდი, ჩიფსი, შოკოლადი და თხილი. გარკვეული ხნის შემდეგ სტუმრებმა მოითხოვეს ანგარიში. რეალური ფასი ერთ შემთხვევაში იქნებოდა 2000 ლარამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში 800 ლარამდე, მაგრამ მ-------- მ-----–--ემ უთხრა მას, რომ ბრძანების შესაბამისად ერთი მაგიდის ანგარიშში ჩაეწერა 17100 ლარი, ხოლო მეორე მაგიდის - 9800 ლარი, რასაც იგი დაემორჩილა. ორივე შემთხვევაში ანგარიშების მიტანის შემდეგ სტუმრები აფორიაქდნენ. მიმტანმა მათ უთხრა უფროსებს გაესაუბრეთო.

 

მოწმე გ------- ჩ-----ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 24-25 იანვარს დისკოკლუბ ,,ვ---ის“ დაცვის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. 2----–-–-------------ს, დაახლოებით 00:30 საათზე დისკო კლუბში შემოვიდა ორი პიროვნება, რომელთაც თან ახლდნენ კლუბის თანამშრომელი მ------ა და სხვა უცხო გოგონა, რომლებიც რეკლამას უკეთებდნენ კლუბს სარფში. მათ შემდეგ მოვიდა კიდევ ოთხი უცხოელი. ერთი საათის შემდეგ კლუბში შემოსული ორი პიროვნება ადგილზე არ დახვდა. შევიდა დირექტორის კაბინეტში, სადაც იმყოფებოდა ეს ორი პიროვნება, ვ----– გ-------, ს-------ი, მ--------ი, კ----რი და ფ-----. მ--------მა თქვა ფული აქვთ გადასახდელი და არ იხდიანო. ფ-----მ მიანიშნა ერთ-ერთზე და უთხრა მ--------ს და კ----რს ფული ამოუღეთო. ამოუღეს ფული და ბარათები და მაგიდაზე დააწყვეს. მოსთხოვეს კოდები ეკარნახათ. ფ-----მ მეორე პირს, ახალგაზრდა თურქს ყურში რაღაც წაუჩურჩულა, რის შემდეგ იგი ცუდად გახდა. ს-------მა წყალი მოიტანა და დაასხა. შემდეგ ეს პირი გარეთ გაიყვანეს. 10-15 წუთში შემოიყვანეს სხვა პირები. ფ-----ს მითითებით მ--------მა და კ----რმა ხელები გადაუგრიხეს, ფული და პლასტიკური ბარათები ამოუღეს ჯიბიდან და მოსთხოვეს კოდები. შემდეგ მ--------ი და კ----რი ფულის მოსახსნელად რამდენჯერმე წავიდნენ. მოგვიანებით მოვიდა პოლიცია.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დგინდება მოწმე ვ----– გ-------ს ჩვენებით, რომელიც სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 მარტის განჩინების საფუძველზე, ამავე წლის 09 მარტს, ქალაქ თბილისში ,,ი–------------------–---’’ სათაო ოფისიდან ამოღებულ იქნა ქალაქი ბათუმში, ნ----–---–-------------- ში მდებარე სასტუმრო ,,ი---------------–--ში’’ არსებული „ი–------------------–---“ ბანკომატის სათვალთვალო კამერებიდან 2017 წლის 25 იანვრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდის ჩანაწერი, რომელიც გამოკველეული იქნა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.

 

ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით დგინდება, რომ 02:31 საათზე აღნიშნულ ბანკომატთან მიდიან მ-------- მ-----–--ე და ე–----- კ----რ ბ-------ი, რომლებიც აღნიშნულ ბანკომატში ათავსებენ რამდენიმე პლასტიკურ ბარათს და შეჰყავთ პინკოდი. მ-------- მ-----–--ეს ხელში უჭირავს პლასტიკური ბარათები, რომლებსაც, როგორც მ-------- მ-----–--ე ასევე ე–----- კ----რ ბ-------ი ათავსებენ ბანკომატში და შეჰყავთ პინკოდები. რამდენიმე წუთში ისინი ტოვებენ ტერიტორიას. 02:41 საათზე აღნიშნულ ბანკომატთან მიდის კ----რ ბ-------ი, რომელიც ბანკომატში ათავსებს ერთ ცალ პლასტიკურ ბარათს, შეყავს პინკოდი, რის შემდეგაც იღებს პლასტიკურ ბარათს და ბრუნდება უკან. 03:04 საათზე ბანკომატთან მოდიან მ-------- მ-----–--ე და კ----რ ბ-------ი. მ-------- მ-----–--ე ბანკომატში ათავსებს ერთ ცალ პლასტიკურ ბარათს. მასთან ერთად არის კ----რ ბ-------ი. პინკოდების შეყვანის შემდეგ მ--------ი ბანკომატის კლავიატურაზე კვლავ აგრძელებს ციფრების შეყვანას და უკან გამოაქვს პლასტიკური ბარათი, რის შემდეგაც კვლავ ახორციელებს პლასტიკური ბარათის მოთავსებას ბანკომატში, რა დროსაც ბანკომატის განათება ქვრება და კ----რ ბ-------ი და მ-------- მ-----–--ე ტოვებენ ტერიტორიას.

 

03:32 საათზე ბანკომატთან მდგარ უცნობ პირთან მიდის ე–----- კ----რ ბ-------ი და ესაუბრება მას. ამ დროს ის უცნობი კ----რ ბ-------ს გადასცემს იმ პატარა ფურცელს, რომელზეც სავარაუდოდ წერია პინკოდები და ამის შემდეგ კ----რ ბ-------ი განაგრძობს ბანკომატზე პინკოდების შეყვანას, ხოლო უცნობი პირი მის თანდასწრებით ითვლის მის მიერ ბანკომატიდან გამოტანილ თანხას და ერთმანეთში საუბრობენ. რამდენიმე წამში უცნობს გამოაქვს პლასტიკური ბარათი და მას შემდეგ კ----რ ბ-------ი და უცნობი გადიან ბანკომატიდან.

 

სასამართლო სხდომაზე ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ----რ ბ-------მა და მ-------- მ-----–--ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნეს.

 

სააპელაციო პალატაში დასაშვებ მტკიცებულებად იქნა ცნობილი და გამოკვლეული სს ,,ი–------------------–--დან’’ 2017 წლის 04 აპრილს გამომძიებელ ა-----– ს---------ისათვის გამოგზავნილი წერილი და თანდართული საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება 2----–-–-------------ს ბანკომატიდან განხორციელებული საბანკო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმის სახით ასევე დაკითხულ იქნა გამომძიებელი ა-----– ს---------ე.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დებულებებს მსჯავრდებულების: ფ-------–-–-- ე------ის, ე–----- კ----რ ბ-------ის და მ-------- მ-----–--ის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით მსჯავრდების თაობაზე და სრულად იზიარებს სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულეებით უდაოდ დასტურდება, რომ ღამის კლუბ ,,ვ---–ი’’ მსჯავრდებულთა და დაზარალებულთა შორის (ორივე ეპიზოდი) დავის საფუძველი გახდა გაწეული მომსახურების რაოდენობასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მხარეთა მიერ გამოთქმული პრეტენზიები. ფ-------–-–-- ე------ი, ე–----- კ----რ ბ-------ი და მ-------- მ-----–--ე კატეგორიულად მოითხოვდნენ დაზარალებულებისაგან დანახარჯის ანაზღაურებას, დაზარალებულები კი კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ გადასახდელი თანხის ოდენობას, რა დროსაც ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ----რ ბ-------მა და მ-------- მ-----–--ემ დაზარალებულთა მიმართ განახორციელეს მუქარა, ასევე მიუთითებდნენ, რომ დაერეკათ ოჯახებში და მოეთხოვათ ანაგარიშებზე თანხის გადარიცხვა, ასევე ეთქვათ საბანკო ბარათების პინკოდები.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გამოძალვისათვის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტის წარმოადგენს როგორც საკუთრებითი ურთიერთობები, ასევე ამ დანაშაულის დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება.

 

გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ნივთი (მოძრავი ან უძრავი) ისე ქონებრივი უფლება, რომლის თანახმადაც განსაზღვრული ქონებრივი უფლება გადადის დამნაშავეზე.

 

ობიექტური მხრივ გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი მიმართულ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება.

 

გამოძალვა ფორმალურ დანაშაულს მიეკუთვნება და იგი დამთავრებულია დაზარალებულისათვის მოთხოვნის წაყენების მომენტიდან.

 

მოწმე ქ.ქ---–----ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2----–-–-------------ს მ-------- მ-----–--ის მითითებით ორჯერ გამოწერა ე.წ. ჩეკი 9 800 ლარის და 17 100 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ მსჯავრდებულები: ფ-------–-–-- ე------მი, ე–----- კ----რ ბ-------ი და მ-------- მ-----–--ე დაზარალებულებს ა----- ა----ის და ი------ ო--ის სთხოვდნენ 9800 ლარს, ხოლო დაზარალებულებს ე----- ქ--------------–უს, ა---- დ--------ს და ჰ---- შიშექს - 17 100 ლარს.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას, რომ ფ-------–-–-- ე------მი, ე–----- კ----რ ბ-------ი და მ-------- მ-----–--ე დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდნენ გამოძალვის განზრახვით, რის გამოც პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულებმა გამოძალვასთან ერთად ასევე ჩაიდინეს ძარცვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი).

 

სააპელაციო პალატა ასევე სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ს------- ბ----ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე და კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულთა ჩვენებებს, კერძოდ, ჰ---- შ--–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2----–-–-------------ს, ღამის კლუბ ,,ვ---–ი,’’ შემთხვევის ადგილას, ფ-------–-–-- ე------ის, ე–----- კ----რ ბ-------ის და მ-------- მ-----–--ის გარდა, იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, მათ შორის ს------- ბ----ი. ჰ---- შიმშექმა აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილას მყოფი ს------ ბ----ი ფეხზე იდგა. ყველა რომ გავიდა ოთახიდან, მან წყალი მიაწოდათ და უთხრა, რომ აქედან რომ გავიდოდნენ ტაქსში ჩასვამდა მათ და გაუშვებდა სარფში. ცუდი მოპყრობა მისგან არ ახსოვს. მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

ა---- დ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ს------- ბ----ი ფეხზე იდგა. არაფერში არ გარეულა. ერთხელ გავიდა და წყალი შემოუტანათ. ეუბნებოდა, არ იდარდოთ, გახვალთ აქედანო. ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ფული არ მოუთხოვია.

 

ე----- ქ--------------–უს ჩვენებით დადგენილია, რომ ს------- ბ----ი ფეხზე იდგა. არ ლაპარაკობდა. ყველა, რომ გავიდა უთხრეს მას, რომ კაპიკი ფული არ ჰქონდათ და თუ დაეხმარებოდა, რაზედაც თანხმობა განაცხადა. არც მოქმედებით და არც სიტყვიერად მათ საწინააღმდეგოდ არაფერი გაუკეთებია.

 

მ------ ი---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ს------- ბ----ი ფეხზე იდგა. არაფერს ამბობდა, როცა ყველა გავიდა უთხრა, სამშობლოში რომ დაბრუნდებით შესაწირავი დაკალითო.

 

მოწმეების გ------- ჩ-----ს და ვ----– გ-------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს ოთახში ს------- ბ----ი კარებში იდგა და ყვიროდა, თუმცა უცნობია, თუ რაზე საუბრობდა იგი.

 

ამდენად, დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებების ანალიზის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს------- ბ----მა ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა, იცოდა, რა, რომ ფ-------–-–-- ე------მა, ე–----- კ----რ ბ-------მა და მ-------- მ-----–--ემ ჩაიდინეს მძიმე კატეგორიის დანაშაული - გამოძალვა ჯგუფურად (ორი ეპიზოდი) და აღნიშნულის თაობაზე არ შეატყობინა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს.

 

სააპელაციო პალატა მსაჯავრდებულების მიმართ დანიშნულ სასჯელებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

მსჯავრდებულებს ფ-------–-–-- ე------მს, ე–----- კ----რ ბ-------ს და მ-------- მ-----–--ეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი), ხოლო ს------- ბ----ს - საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) სასჯელები განსაზღვრული აქვთ საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მათი წარსული ცხოვრება; პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებებს და მათ პიროვნებებს, რის გამოც არ არსებობს მათ მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოტივაციას და მოთხოვნას მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების თაობაზე.

 

ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი ფ-------–-–-- ე------ის, ე–----- კ----რ ბ-------ის, მ-------- მ-----–--ის და ს------- ბ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ ფ-------- ქ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ს------- ბ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–- ა--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ე–----- კ----რ ბ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ---- პ----ეს და მ-------- ზ----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ფ-------–-–-- ე------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- კ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ მ-------- მ-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ----- ჯ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

1. ფ-------–-–-- ე------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი).

 

ფ-------–-–-- ე------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი).

 

ფ-------–-–-- ე------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

ფ-------–-–-- ე------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ფ-------–-–-- ე------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და ფ-------–-–-- ე------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

ფ-------–-–-- ე------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 იანვრიდან.

 

2. ე–----- კ----რ ბ-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი).

 

ე–----- კ----რ ბ-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი).

 

ე–----- კ----რ ბ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

ე–----- კ----რ ბ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ე–----- კ----რ ბ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ე–----- კ----რ ბ-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 იანვრიდან.

 

3. მ-------- მ-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი).

 

მ-------- მ-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი).

 

მ-------- მ-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

მ-------- მ-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------- მ-----–--ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

 

მ-------- მ-----–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 იანვრიდან.

 

4. ს------- ბ----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი).

 

ს------- ბ----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი).

 

ს------- ბ----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლზე (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი).

 

ს------- ბ----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით (ი------ ო--ის და ა----- ა-----ის ეპიზოდი).

 

ს------- ბ----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლზე (მ------ ი---–-ს, ჰ---- შ--–---ს, ე----- ქ--------------–ის, ა---- დ--------ის ეპიზოდი).

 

ს------- ბ----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ს------- ბ----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ს------- ბ----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 იანვრიდან.

 

ნივთმტკიცებები: დისკო კლუბ ,,ვ---იდან“ 2----–-–-------------ს დათვალიერებისას ამოღებული მენიუ სამ ფურცლად, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. დისკო კლუბ ,,ვ---ის“ დათვალიერებისას 2----–-–-------------ს გადაღებული ფოტოსურათები 1 DVD-R დისკზე, დისკო კლუბ ,,ვ---ოდან“ ვიდეოთვალის ჩანაწერი 13 ცალ DVD-R დისკზე, სს ,,ი–------------------–---“ ბანკომატის ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს------- ბ----ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულად თანხა და მობილური ტელეფონი, ფ-------–-–-- ე------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა, მართვის მოწმობა და გასაღებების ასხმა, ფურცლები თურქულენოვანი წარწერით და პირადი ნივთები - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე