განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
010100117002168886
ინსტანცია
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-338-2018 წელი

№ 010100117002168886

g a n a C e n i

/saqarTvelos saxeliT

11 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ა----–--- წ---------ს,ადვოკატის – რ----- ფ----------ის,მსჯავრდებულის – რ----- ხ--–--–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა რ----- ხ--–--–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

რ----- ხ--–--–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, რეგისტრირე-ბული ქ. ბ------–-------------–---–----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ-------–-------------–---–------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამარ-თლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავი-სუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

რ----- ხ--–--–---–ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან სა-ერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია;

– ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლი-სათვის;

– ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახ-ვისა და ტარებისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

რ----- ხ--–--–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღი - გამოსაყენებ-ლად ვარგისი 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის უნომრო პისტო-ლეტი და საბრძოლო მასალა - მაკაროვის სისტემის პისტოლეტისათვის განკუთვნილი ვაზნები, რომლებსაც უკანონოდ ატარებდა ქ. ბათუმში და ამოღებული იქნა 2017 წლის 07 ოქტომბერს, მისი პირადი ჩხრეკის დროს.

2017 წლის 07 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათის შემდგომ რ----- ხ--–--–---–ი, რომე-ლიც შეიარაღებული იყო პისტოლეტით მივიდა ქ. ბ------–---------------------------- კორპუსში მდებარე შპს „რ---–----–--ის“ ოფისში, სადაც მის ხელთ არსებული პისტოლე-ტიდან განზრახ ორჯერ გასროლით ჯ------- ზ----ეს მიაყენა დაზიანებები მარჯვენა ბარ-ძაყის ძვლის დიაფიზის ქვემო მესამედის ღია ცეცხლნასროლი ნამსხვროვანი მოტეხილო-ბა ცდომით, მარცხენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ზემო მესამედის ღია ცეცხლნასროლი ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახ-მად, მიეკუთვნება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, როგორც სიცოცხლისათვის სახი-ფათოს.

2017 წლის 07 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათის შემდგომ რ----- ხ--–--–---–ი, რომე-ლიც შეიარაღებული იყო პისტოლეტით მივიდა ქ. ბ------–---------------------------- კორპუსში მდებარე შპს „რ---–----–--ის“ ოფისში, სადაც მის ხელთ არსებული პისტოლე-ტიდან განზრახ გასროლით მარჯვენა ბარძაყის მიდამოში განზრახ დაზიანება მიაყენა მის ძმას ა-–---------- ხ--–--–---–ს, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით რ----- ხ--–--–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გა-ასაჩივრეს პროკურორმა ა-–---------- ძ-------ემ და მსჯავრდებულ რ----- ხ--–--–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- ბ---–----ემ.

აპელანტი, პროკურორი ა-–---------- ძ-------ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს რ----- ხ--–--–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-120-ე მუხლით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და მის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ რ----- ხ--–--–---–მა მის ძმას ა-–---------- ხ--–--–---–ს ცეცხლ-სასროლი იარაღიდან გასროლით იმ მომენტში მიაყენა დაზიანება ფეხის არეში, როცა ეს უკანასკნელი ცდილობდა იარაღის წართმევას. ექსპერტიზის დასკვნით აღნიშნული და-ზიანება შეფასდა როგორც მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით. დაზარალე-ბულმა სასამართლოში ზუსტად აღიდგინა დაზიანების მიღების ფაქტი, თუმცა მას რა თქმა უნდა არ შეეძლო რ----- ხ--–--–---–ის განზრახვის განსაზღვრა. ინციდენტის შემს-წრე მოწმეებს სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ მიუთითებიათ იმაზე, რომ რ----- ხ--–--–---–მა ა-–---------- ხ--–--–---–ის მიმართ განახორციელა გასროლა გაუფრთხი-ლებლობით. რ----- ხ--–--–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიე-რია, რადგან მას წარსულში კონფლიქტი ჰქონდა ძალადობრივი ქმედებისათთვის, მის მიმართ დაზარალებულს გააჩნდა პრეტენზია.

აპელანტი, მსჯავრდებულ რ----- ხ--–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- ბ---–----ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს რ----- ხ--–--–---–ის მიმართ შეფარ-დებული სასჯელის შემცირებას მინიმუმამდე და შემდეგ დანიშნული სასჯელის ნაწი-ლის პირობით ჩათვლას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ რ----- ხ---–--–---–ი თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მან აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადე-ნილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, წარსულში არ არის ნასამართლევი, გამოძი-ებაში გამოცხადდა ბრალის აღიარებით.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ა----–--- წ---------ს, რომელიც ითხოვს რ----- ხ--–--–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-120-ე მუხლით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და მის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

– აპელანტს, მსჯავრდებულ რ----- ხ--–--–---–ს, რომელიც ითხოვს მის მიმართ შეფარ-დებული სასჯელის შემცირებას მინიმუმამდე და შემდეგ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლას საქართველოს სისხლის სამართლის კოლდექსის 50-ე მუხ-ლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, პროცესის მონაწილეთა, აგრეთვე სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მო-ტივაციას რ----- ხ--–--–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხ-ლით დამნაშავედ ცნობის ნაწილში.

მოწმე ა-–---------- ხ--–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 07 ოქტომ-ბერს იმყოფებოდა შპს „რ---–----–--ის“ ოფისში, სადაც მივიდა მისი ძმა რ----- ხიმშიაშ-ვილი. უნდოდა ჯ------- ზ----ის ნახვა და წერილის გადაცემა, უთხრეს შეხვედრაზეა და მოგვიანებით შეხვდებიო. რ----- ხ--–--–---–მა გადაწყვიტა თვითონ შეეტანა ეს წერილი და შევიდა ჯ------- ზ----ის კაბინეტში. შიგნით არ შეყოლია და რა მოხდა არ იცის, თუმცა გაიგონა ორჯერ გასროლის ხმა. დააპირა შესვლა, მაგრამ რ----- ხ--–--–---–ი ამ დროს გამოდიოდა და შეხვდა კარებში. შეეცადა იარაღის წართმევას, მოუწიათ ჭიდაობა და ამ დროს შეთხვევით დაიჭრა. დაზარალებულის განმარტებით ძმასთან კონფლიქტი და უთანხმოება არასდროს არ ჰქონია და არ ჰქონდა მიზეზი, რომ ძმას განზრახ ესროლა მისთვის. იარაღის გამორთმევას იმიტომ ცდილობდა, რომ კიდევ არ მომხდარიყო რამე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ჯ------- ხ--–--–---–ის (,,რ---–----–--ის” მძღოლი) ჩვენებით დასტურდება, რომ დაინახა როგორ შევიდა რ----- ხ--–--–---–ი ჯ------- ზ----ის კაბინეტში. გაიგონა გას-როლის ხმა. დაინახა აგრეთვე, თუ როგორ გამოვიდა იგი ჯ-------ის ოთახიდან პისტოლე-ტით ხელში. მის დამშვიდებას შეეცადა ძმა - ა-–----------, რომელიც ცდილობდა წაერთ-მია რ-----ისთვის იარაღი. ამ ჭიდილის დროს დაიჭრა ა-–---------- ფეხში.

ა-–---------- ხ--–--–---–მა თავის ჩვენებაში განმარტა, რომ მისი ძმა - ა-–---------- ცდი-ლობდა წაერთმია მისთვის იარაღი და ჭიდილის დროს მოხდა გასროლა. განზრახ ძმის-თვის არ უსვრია, ეს მოხდა შემთხვევით.

აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ რ----- ხ---–--–---–ს არ ჰქონია განზრახვა მსუბუქი დაზიანება მიეყენებინა ძმისთვის - ა-–---------- ხ--–--–---–ისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი კი დასჯადად მიიჩნევს, მხოლოდ სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხან-მოკლე მოშლა, ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამო-იწვია.

ამდენად, სააპელაციო პალატას მიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ----- ხ--–--–---–ის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელიც დანიშნული აქვს მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათის, ხრისხისა და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათ-ვალისწინებით იმ ზომით, რომლის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო უსამართლოდ მიჩნევის საფუძველიც არ არსებობს.

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტი-ვაციას რ----- ხ--–--–---–ისათვის სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყე-ნებით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩე-ნით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯა-ვრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს, (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ----- ხ--–--–---–ს სასჯელი დანიშნული აქვს მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ხასიათის, ხარისხის გათვალისწინებით და მიზან-შეწონილად არ მიიჩნევს მისთვის სასჯელის დანიშვნას საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.

ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი რ----- ხ---–--–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

რ----- ხ--–--–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

რ----- ხ--–--–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

რ----- ხ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თვისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძ-ველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბო-ლოოდ რ----- ხ--–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

რ----- ხ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 07 ოქტომბრიდან.

რ----- ხ--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმე-ბულია.

ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები ერთ პაკეტად, ბრალდებულ რ----- ხ--–--–---–ისაგან აღებული დენთის კვალის ნიმუში და ჯ------- ზ----ის სისხლის ნიმუში განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამი ცალი მასრა, ბრალდებულ რ----- ხ--–--–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პისტოლეტი მჭიდთან და ვაზნებთან ერთად, ექიმ რ----– პ-----ისაგან ამოღებული ტყვია ერთ პაკეტად, გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – რ----- ხ--–--–---–ისაგან ამოღებული ტანისამოსი და დო-ლია კ-–--საგან ამოღებული ჯ------- ზ----ისა და ა-–---------- ხ--–--–---–ის ტანისამო-სი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

„რ---–----–--ის“ ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და 04 ცალი ლაზერული დისკი სადაც განთავსებულია ფოტოსურათები, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili