განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე საქმე №1/ბ-557-2017 წელი
№020100117002081576
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
5 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ლ---- ფ-----ს,ადვოკატების – ი-–-- გ--------ის, ა-----– დ---–-–---–ის,მსჯავრდებულის – ვ--–------ მ----–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ვ--–------ მ----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ვ--–------ მ----–--ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები თ---–------------–--–-----------–-------------------ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეფარდებუ-ლი აქვს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალე-ბის მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგან-მანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლე-ბის ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზა-დების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთ-მეული აქვს საექიმო საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვა-ნელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
ვ--–------ მ----–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 აგვისტოს ვ--–------ მ----–--ემ დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6,207 გრამი ნარკოტი-კული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბები და აბის ნატეხები, რასაც უკანო-ნოდ ინახავდა მოკლე შარვლის „შორტის“ მარჯვენა და მარცხენა ჯიბეში, რაც ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა 2017 წლის 16 აგვისტოს ქ. ბ------–----–-----------------------ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „მ------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მის მიმართ ჩა-ტარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ლ---- ფ-----მ, მსჯავრდებულ ვ--–------ მ----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------- გ---------ემ.
აპელანტი, პროკურორი ლ---- ფ----- თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ვ--–------ მ----–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ სასამართლომ მკაცრი შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არ აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ასევე მართლსაწინააღმ-დეგო შედეგი, ნარკოტიკული დანაშაული გავრცელებულია ჩვენში და გამუდმებული ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
აპელანტი, მსჯავრდებულ ვ--–------ მ----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი თა-ვისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ვ--–------ მ----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ პოლიციის თანამშრომ-ლების ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ საგამოძიებო მოქმედებე-ბის შესრულებაში, რომლებიც შესრულებული იქნა ამ კონკრეტულ საქმეში. ფაქტია, რომ ყველა მათგანი წარმოადგენს გამოძიების შედეგით დაინტერესებულ პირს და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მათი ჩვენებები იყოს ობიექტური.
დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, სხვადასხვაგვარად მიუთითებდნენ ბრალდებულის დაკავების ადგილს. ზოგიერთი მათგანი აცხადებდა, რომ ბრალდებული ნახეს სასტუმრო „მ------------ის“ წინ მდგარი, მეორე ნაწილი ამტკიცებდა, რომ ის შეაჩერეს მაშინ როცა გადაადგილ-დებოდა ლ-----------------------ის ქუჩაზე. ნაწილი პოლიციელებისა მიუთითებს რომ ბრალდებულს ეცვა ყვითელი ფერის მოკლე შარვალი, რომლის ჯიბიდანაც იქნა ამოღე-ბული ნარკოტიკული საშუალება, მეორე ნაწილი ამტკიცებს რომ ზემოხსენებული შარ-ვალი იყო მწვანე ფერის. არ ამოღებულა ნივთმტკიცების სახით ზემოხსენებული შარ-ვალი, რისი დათვალიერებაც შესაძლებელს გახდიდა დავრწმუნებულიყავით, მისი ჯიბეების მოცულებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო თუ არა მასში 400 და 368 ცალი, შესაბამის კონვალუტაზე განთავსებული აბის მოთავსება.
საქმეში არსებული დოკუმენტალური მტკიცებულებების გამოკვლევისას დგინდება, რომ არცერთ საგამოძიებო მოქმედებაში არ მონაწილეობდა ადვოკატი, აღნიშნული კი წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომლის საფუძველზეც ზემოხსენებულ მტკიცებუ-ლებებს არ გააჩნიათ იურიდიული ძალა და შეუძლებელია ისინი მხედველობაში იქნეს მიღებული განაჩენის გამოტანისას, მიუხედავთ აღნიშნულისა სასამართლომ თავისი გამამტყუნებელი განაჩენი სწორედ ზემოთ ხსენებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ლ---- ფ-----ს,რომელიც ითხოვს ვ--–------ მ----–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
– აპელანტს, მსჯავრდებულ ვ--–------ მ----–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ად-ვოკატებს ი-–-- გ--------ესა და ა-----– დ---–-–---–ს, რომლებიც ითხოვენ ვ--–------ მ----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე მ------ ქ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს შსს სა-მეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ თ---–--–----------–-–-------ში მცხოვრები ვ---–------ მ----–--ე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე და გააჩნდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის თაობაზე პატაკით მიმართა ხელმძღვანელო-ბას, დაიკითხა მოწმის სახით და მოუყვა თავის თანამშრომელს ბ------ ს--------–--ს. დაადგინეს ვ--–------ მ----–--ის პიროვნული მონაცემები, რომელიც ფოტოსურათთან ერთად ინფორმაციის მიღებიდან დაახლოებით 30 წუთში გადაუგზავნეს ბათუმში მივ-ლინებით მყოფ თანამშრომლებს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე კ------- ქ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს დაეწერა მ------ ქ--------ს პატაკი, სადაც მითითებული იყო, რომ ვ--–------ მ----–--ეს გააჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რომლის ჩამოტანას აპირებდა სამეგრელოში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, დაკითხა პატაკის ავტორი მ------- ქ-------- და ბ------ ს--------–--, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია გაანდო მ------- ქ--------მ. მოცემულ საქმეზე დანიშნა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ექს-პერტიზა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ა-–--- კ-----–---–--ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტიდან შეატყობინეს, რომ თბილისში რეგისტრირებულ ვ--–------- მ----–--ეს გააჩნდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და ტელეფო-ნით გადმოუგზავნეს მისი ფოტოსურათი და ანკეტური მონაცემები. ინფორმაციის მიღებიდან 20 წუთში ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასტუმრო „მ-------------თან“ შეამჩნიეს ვ--–------ მ----–--ე, რომელსაც განუმარტა უფლებები, გააცნო დადგე-ნილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, მან თანხმობა განაცხადა პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე და აღნიშნა, რომ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, შორტის ჯიბეებიდან ამოუღეს ორი შეკვრა 400 და 368 ცალი თეთრი ფერის აბი, რომელიც ადგილზე დათვალა და დალუქა ცალ-ცალკე, შეადგინა პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმი, რასაც ბრალდებულმაც მოაწერა ხელი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ----- კ-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს სამეგრე-ლო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებო-და სამსახურებრივი მივლინებით ბათუმში. გამომძიებელ ა-–--- კ-----–---–--ს აცნობეს რომ ვ--–------ მ----–--ე იმყოფებოდა ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე და გააჩ-ნდა ნარკოტიკული საშუალება, დეპარტამენტიდან ტექნიკური საშუალებით, ვაიბერის პროგრამით გადმოუგზავნეს მისი ფოტოსურათი და ანკეტური მონაცემები, გადაუდე-ბელი აუცილებლობის შემთხვევაში, სასტუმრო „მ------------ის“ წინა მიმდებარე ტერი-ტორიაზე, ლ-----------------------ის ქუჩაზე მისი თანხმობით ჩაუტარეს პირადი ჩხრე-კა, მწვანე ფერის „შორტის“ მარჯვენა და მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს პოლიეთილენის პარკში შეხვეული 400 და 368 აბი და აბის ნატეხი, რომელიც დალუქეს ადგილზე, რის შემდეგ ვ--–------ მ----–--ე დააკავეს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ--–---- ლ-–-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს სამსა-ხურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ქ. ბათუმში ა-–--- კ-----–---–--სთან და დ----- კ-----–--სთან ერთად. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტიდან გამომ-ძიებელმა ა-–--- კ-----–---–--მ მიიღო შეტყობინება, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ვ--–------ მ----–--ე იმყოფებოდა ბათუმში, ბულვარის მიმდებარე ტე-რიტორიაზე, შეძენილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რომლის ჩამოტანას აპირებ-და სამეგრელოში, ასევე მიაწოდეს ფოტოსურათი და პირადი მონაცემები, დაახლოებით 20 წუთში ლ-----------------------ის ქუჩაზე, სასტუმრო „მ------------ის“ წინ შეამჩნიეს ვ--–------ მ----–--ე, რომელიც ბულვარიდან სასტუმროს ეზოს მიმართულებით კვეთ-და გზას, მას გამომძიებელმა განუმარტა უფლებები, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ვ--–------- მ----–--ის მითითებით შორტის მარჯვენა და მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს პოლიე-თილენის ორი შეკვრა, თითო შეკვრაში მოთავსებული იყო 400 და 368 თეთრი ფერის ექვსკუთხა აბი წარწერით N8 და აბის ნატეხები, რომელზეც განაცხადა, რომ იყო „სუბო-ქსინი“, პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ვ--–------ მ----–--ე დააკავეს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ექსპერტ თ-- ხ---------ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--–------ მ----–--ის სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ქიმიური ექს-პერტიზა, გამოსაკვლევად წარედგინა დალუქული პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო 768 ცალი აბი, წარწერით N8 და აბის ნატეხები. საკვლევი ობიექტი დათვალიერდა ვიზუალურად და მიკროსკოპის მეშვეობით აღებული სინჯები გამოიკვლია თვისებითი ქიმიური რეაქციებით, თხელფენოვანი ქრომატოგრაფიული მეთოდით და ინსტრუმენ-ტული ანალიზით და მიიღო ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინისათვის დამა-ხასიათებელი იისფერი შეფერილობა, ქრომატოგრაფირების შემდეგ გამომჟღავნდა ბუ-პრენორფინისათვის დამახასიათებელი ერთნაირი ქრომატოგრაფიული სურათი და სა-ბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ ვ--–------ მ----–--ისგან ამოღებული 768 ცალი თეთრი ფერის ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუ-პრენორფინს, რომლის ოდენობა შეადგენს 6,207 გრამს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2017 წლის 16 აგვისტოს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა-ში ვ--–------ მ----–--ის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად შორ-ტის მარჯვენა და მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს 769 ცალი თეთრი ფერის აბი და აბის ნატეხები, ლოგოთი №8.
(ს.ფ. 14-17)
საქმეში არსებული, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსა-ხურის ექსპერტის 2017 წლის 17 აგვისტოს №------ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით ვ--–------ მ----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 768 ცალი თეთრი ფერის მთელი და დაზიანებული ტაბლეტი, ლოგოთი №8 წონით 306,8828 გრამი და თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები, წონით 3,4708 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე „ბუპრენორფინის“ შემცველ ტაბლეტებს და ტაბლეტის ნატეხებს, რო-მელშიც ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ ოდენობა შეადგენს 6,207 გრამს. (ს.ფ. 71-76)
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პა-ლატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, რადგან ისი-ნი გამოძიების შედეგებით დაინტერესებული პირები არიან და მათი ჩვენებები ვერ იქნება ობიექტური.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ერთ-ერთ საქმეზე (საქმე №96აპ-17; 10 მაისი, 2017 წელი) მიუთითა: საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სა-სამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაე-თანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პო-ლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნე-ლობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერ-ძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება.
დაცვის მხარე თავის სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ზოგი-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა დაკითხვისას მიუთითა, რომ ვ--–------ მ----–--ე დააკავეს სასტუმრო „მ------------ის“ წინ მდგარი, ზოგიერთმა კი განაცხადა, რომ ის შე-აჩერეს როცა ის გადაადგილდებოდა ლ-----------------------ის ქუჩაზე.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ ვ--–------ მ----–--ის პი-რადი ჩხრეკის ოქმს, რომლის მიხედვითაც ვ--–------ მ----–--ის პირადი ჩხრეკა ჩა-ტარდა ქალაქ ბ------–------------ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „მ------------ის“ წინა მდებარე ტერიტორიაზე.
სააპელაციო პალატას არ მიაჩნია, რომ ამ ნაწილში პოლიციის ჩვენებები წინააღმდეგობ-რივია, რადგან ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ სასტუმრო „მ------------ი“ მდება-რეობს ლ-----------------------ის ქუჩაზე.
დაცვის მხარე თავის სააპელაციო საჩივარში აპელირებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ შეუძლებელია შორტის ჯიბეში მოთავსებულიყო 769, შესაბამის კონვალუტაზე განთავ-სებული აბი.
საქმეში არსებული ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ვ--–------ მ----–--ეს შორტის მარჯვენა და მარცხენა ჯიბეებიდან ამოღებული იქნა ორი ცალი დიდი ზომის შავი პარკი. ერთში მოთავსებული იყო 400 ხოლო მეორეში - 369 აბი და აბის ნატეხები. არსად არ არის მითითებული, რომ აღნიშნული აბები მოთავსებული იყო თავისივე კონვალუ-ტაზე.
ის, რომ ვ--–------ მ----–--ისაგან ჩხრეკისას ამოღებული აბები მოთავსებული იყო შავი ფერის პოლიეთილენის პარკებით ორ შეკვრად შეფუთულ მდგომარეობაში და აბები არ ყოფილა კონვალუტებზე განთავსებული, დასტურდება საქმეში არსებული №------ სა-სამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითაც, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ მდგომარეობაში იყო წარდგენილი ექსპერტიზაზე ვ--–------ მ----–--ისაგან ამოღე-ბული შენაფუთები.
ამრიგად, მოწმე პოლიციელების ჩვენებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუ-თითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია ვ--–------ მ----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტი-ზის დასკვნით. დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწმე პოლიციელები არიან დაინტე-რესებული პირები და ვ--–------ მ----–--ეს აბრალებენ აღნიშნული დანაშაულის ჩა-დენას.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმ ნაწილში, რომ არ დარღვეულა ვ--–------ მ----–--ის დაცვის უფლება, რადგან ვ--–------ მ----–--ის მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მხოლოდ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რის შემდეგაც იგი უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით.
ამრიგად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ვ--–------ მ----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაო-ბაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ვ--–------ მ----–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მის მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ვ--–------ მ----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაუ-ლის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასა-ჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუა-რესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი ვ--–------ მ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ვ--–------ მ----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაი-ონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ვ--–------ მ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზო-მად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის მე-3 ნაწილის საფუძველზე 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობ-რივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელი-სუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩა-მოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის და-ფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ვ--–------ მ----–--ეს ზემოაღნიშნული, კანონით გათვალისწინებული უფლებების შეზ-ღუდვის ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხ-დისთანავე.
ვ--–------ მ----–--ის მიმართ სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 16 აგვისტოდან.
ვ--–------ მ----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
ნივთიერი მტკიცებულება – ვ--–------ მ----–--ისგან ამოღებული 6,207 გრამი ნარკოტი-კული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო- ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტ-როს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მი-ღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – ვ--–------ მ----–--ისგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, სიმბარათით, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს მის ოჯახს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe