განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.05.2019
საქმის ნომერი
050311219002819854
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050311219002819854

საქმე № 3/ბ-171-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

 

10 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ

 

მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ფიზიკური პირის ,,კ------------ის’’ საჩივრის დასაშვებობის საკითხი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის ბრძანებაზე და გამოარკვია:

 

2019 წლის 25 იანვარს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის, ფიზიკური პირის ,,კ------------ის’’ აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით შპს ,,ბ-----------------–--ის’’ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.

 

საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ფიზიკური პირის ,,კ------------ის’’ საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით შპს ,,ბ-----------------–--ის’’ ქონებას შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 10 ივლისის N------2 ბრძანების საფუძველზე დაედო ყადაღა. გადასახადის გადამხდელის აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგინა 50418.92 ლარი. 2018 წლის 30 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ოფიცრების მიერ შედგა ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი, რაც მხარის მიერ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით შპს ,,ბ-----------------–--ის’’ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გაცემა.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ღია აუქციონის წესით რეალიზაციას დაექვემდებარა შპს ,,ბ-----------------–--ის’’ (ს/ნ 4--------) ყადაღადადებული ქონება გადასახადის გადამხდელის - მოვალე ფიზიკური პირის ,,კ------------ის’’ აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნული ბრძანების ასლი ფიზიკური პირს ,,კ------------ეს’’ გადაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, რომელიც ჩაბარდა კ------------ის ძმას დ------------ეს 2019 წლის 11 აპრილს 11:07 საათზე (ს.ფ. 56).

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის ბრძანება 2019 წლის 17 აპრილს გაასაჩივრა ფიზიკურმა პირმა ,,კ------------ემ’’, რომელმაც გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება მოითხოვა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შეამოწმა საჩივრის დასაშვებობა და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამავე კოდექსის 2123 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის ბრძანება მხარეს გაეგზავნა და ფიზიკური პირის ,,კ------------ის’’ სრულწლოვან ძმას დ------------ეს ჩაჰბარდა 2019 წლის 11 აპრილს 11:07 საათზე. აღნიშნული ბრძანებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის გათვალისწინებით, სრულყოფილად განიმარტა მისი გასაჩივრების წესი, შესაბამისად, მხარეს ბრძანების ჩაბარებიდან დაეწყო მისი გასაჩივრების 48 საათიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2019 წლის 13 აპრილს 11:07 საათზე. ფიზიკურმა პირმა ,,კ------------ემ’’ საჩივარი საქართველოს ფოსტას ჩააბარა 2019 წლის 13 აპრილს 14:04 საათზე (გზავნილის N-------------), ხოლო ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შევიდა 2019 წლის 17 აპრილს, ანუ გასაჩივრების ვადის დარღვევით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-2123 მუხლები არ განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისა და მისი განხილვის სპეციალურ წესს, რის გამოც პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის საპროცესო დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ) 70-78-ე მუხლები. სსკ 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება (იგივე წესი ვრცელდება სასამართლოს მიერ გამოტანილ აქტებზე (ამ შემთხვევაში ბრძანებაზე)) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსკ 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო გზავნილი ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივრის შეტანა არის ისეთი საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების ვადა კანონითაა განსაზღვრული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. იმავე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების (იგივე წესი ვრცელდება სასამართლოს ბრძანებაზე) გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სსკ 63-ე მუხლით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ გაუშვა რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ვადა, რაც საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2123 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კ------------ის საჩივარი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის ბრძანებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველი.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე