განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
020100118002439774
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-409-2018 წელი

№020100118002439774

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

4 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – მ------ ქ------ის,ადვოკატის – მ------ შ-----–--ს,მსჯავრდებულის – ი-----–- ხ------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა ი-----–- ხ------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ი-----–- ხ------, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ო---------------------------–---–----ში, ფაქტობრივად მცხოვ-რები ქ. ზ--------–-------------------------------ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაი-ონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალის-წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ი-----–- ხ------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მი-ერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 3 მარტს, დაახლოებით 10 საათზე, კ. გ---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი-----–- ხ------მ, თავის ძმას - გ------- ხ------ს მიაყენა ფიზიკუ-რი შეურაცხყოფა, კერძოდ: მარჯვენა ყურის არეში ჩაარტყა მინის დოქი, რის შემდგომაც გ------- ხ------ წაიქცა, დაეცა მინის ნამსხვრევებზე და დაზიანება მიღო მარცხენა წვი-ვის არეში. ი-----–- ხ------ს მიერ განხორცილებული დანაშაულებრივი ქმედების შედე-გად გ------- ხ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი-----–- ხ------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ შ-----–--მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ი-----–- ხ------ს მიმართ შეფარდე-ბული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ------- ხ------ს დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს. ი-----–- ხ------ აღრიცხვაზე იმყოფება ფსიქო-ნერვოლოგიურ დისპანსერში. მას ჩაუტარ-და ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად იგი დაავადებულია არაფსიქოზუ-რი დონის ფსიქიკური აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავი-სი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინაღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთ-ვის (შეზღუდული შერაცხადობა). სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ი-----–- ხ------ ხასიათდება დადებითად, იგი აქამდე არასდროს ყოფილა შემჩნეული რაიმე სახის ძალადობრივ დანაშაულში, არის იძულებით გადაადგილებული პირი, ბავშვობაში გადატანილი აქვს თავის ტრავმა. ი-----–- ხ------მ აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ი-----–- ხ------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ------ შ-----–--ს, რომლებმაც დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და ითხოვენ ი-----–- ხ------სთვის სასჯელის შემსუბუქებას იმგვარად, რომ პატიმრობაში გატარებული დრო-ის გათვალისწინებით, გათავსუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზ-ში.

– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ მ------ ქ------ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვ-ლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი-----–- ხ------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-----–- ხ------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ი-----–- ხ-------სთვის ისეთი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, რომლითაც იგი გათავისუფლდება პატიმრობიდან, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად: ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით...

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯე-ლის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1(ერთ) წლამდე ვადით.

ი-----–- ხ------ს დანიშნული აქვს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვ-რული სასჯელის მინიმალური ზომა – 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული სას-ჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.

ზემოაღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა არ არის უფლებამო-სილი იმსჯელოს ი-----–- ხ------ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის დანიშვნის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი ი-----–- ხ------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო დაზუსტე-ბული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ი-----–- ხ------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ი-----–- ხ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

ი-----–- ხ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 მარტიდან.

ნივთმტკიცება – ტანსაცმელი დაუბრუნდეს გ------- ხ------ს, საქმეზე საბოლოო გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ.

დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili