განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #160100117002033995
საქმე №1/ბ-267-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-----------------ის
ადვოკატ: ე-------------–---–ის
თარჯიმან: ზ----------------ს
მსჯავრდებულ: ზ------------------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ზ--------------------------------ის მიმართ, დ----------–--------–-–---------------- საქართველოს მოქალაქის, პ--------------------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და მცხოვრების: დ------------------------–-----------–ო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ზ-----------------მა ჩადინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 5 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე, დ---------------------------–----------–--ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გ------ზე, ზ------------------ და ნ---------------ი ჩხუბობდნენ, რა დროსაც გასაშველებლად მისულ ი-----–---------ს ზ-----------------მა თავში მუშტის დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია ი-----–---------ის სიკვდილი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ-----------------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით:
ზ------------------ს ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზ------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ზ------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო გაუქმდა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----------------მა.
პროკურორ გ------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ზ------------------ დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს უფრო მაღალი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა რომ ზ------------------ ხედავდა, რომ მას და ნ---------------ს აშველებდა ი-----–---------ი. ზ-----------------სა და ნ---------------ს შორის მანძილი იყო დაახლოებით სამი-ხუთი მეტრი. მათ შუაში იდგა ი-----–---------ი. ზ-----------------მა იცოდა, რომ პიროვნებას, რომელსაც მუშტს ურტყამდა იყო ი-----–---------ი, შესაბამისად ზ------------------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა განზრახვას და არა გაუფრთხილებლობას. გარდა ამისა, აპელანტი აღნიშნავს, რომ ზ-----------------მა ი-----–---------ს მხოლოდ ერთხელ იმიტომ დაარტყა, რომ დარტყმის შემდეგ ი-----–---------ი უგონოდ დაეცა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ზ------------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ---------------მა განმარტა, რომ 2017 წლის 5 მარტს ზ-----------------თან, ხ--------------------თან, ი-----–---------თან, რ-------–------------------------------------- ერთად წავიდა საქეიფოდ, დ-------------------------–----------–ოში, გ------------------------- იმყოფებოდნენ დილის ათი საათიდან. დაახლოებით ხუთ-ექვს საათზე იგი შეკამათდა ზ-----------------თან. ვითრების გასარკვევად ჩავიდნენ იქვე არსებულ ფერმასთან. მათთან მივიდა ი-----–---------ი, ხოლო ხ--------------------ი და რ-------–---------ი ზემოთ დარჩნენ. ნ---------------მა განმარტა, რომ მას ზ-----------------მა (რომელთანაც მეგობრობს) დაარტყა, წაიქცა, წამოდგა და თავადაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ზ-------ს, მათ აშველებდა ი-----–---------ი, რომელსაც თავის არეში ჩაარტყა ზ-----------------მა და ი-----–---------ი დარტყმის შედეგად წაიქცა. მათ ი-----–---------ს მიასხეს წყალი, სასწრაფოც გამოიძახეს, შემდეგ კი სანამ სასწრაფო მივიდოდა ავტომანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. ნ---------------მა აღნიშნა, რომ მას და ზ-----------------ს აშველებდა ი-----–---------ი და მისთვის უცნობია, რატომ დაარტყა მას ზ-----------------მა. ასევე დაადასტურა, რომ მან ი-----–---------ს დაარტყა მუშტი თავის არეში. ნ---------------მა განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევიდან დაახლოებით ათ-ჩვიდმეტ დღეში ი-----–---------ი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნ---------------მა აღნიშნა, რომ ჩხუბის დროს ამ სამი პიროვნების გარდა შემთხვევის ადგილზე სხვა არავინ ყოფილა. მისთვის უცნობია უნდოდა თუ არა ზ-----------------ს ის შედეგი, რაც მისმა დარტყმამ გამოიწვია ი-----–---------ის მიმართ. როდესაც ი-----–---------ი ავტომანქანით მოყავდათ შეხვდათ მისი (ი-----–---------ის) მეუღლე და ისიც ჩაისვეს მანქანაში. მანვე განმარტა, რომ შემთხვევის დროს იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და ჩხუბის მიზეზი არ ახსოვს. მისივე განმარტებით, ზ------------------ ხედავდა თუ ვის აყენებდა დარტყმას, რადგან მასსა და ზ-----------------ს შორის მანძილი იყო დაახლოებით ხუთი მეტრი.
მოწმე რ-------–---------მა განმარტა, რომ მათგან მოშორებით ნ---------------ი და ზ------------------ ჩხუბობდნენ, რომლებსაც ი-----–---------ი აშველებდა. ზ-----------------მა დაარტყა ი-----–---------ს, რომელიც გახდა ცუდად. აღნიშნულის შემდეგ ის გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც დაახლოებით ათი დღის შემდეგ გარდაიცვალა. რ-------–---------მა დაადასტურა, რომ ი-----–---------ს ზ-----------------მა როგორც დაინახა სახეში (ზუსტი ადგილი არ დაუნახავს) ერთხელ დაარტყა, მაგრამ რატომ დაარტყა არ იცის. ნასვამი იყო და მისთვის ზუსტი გარემოებები არ არის ცნობილი.
მოწმე ხ--------------------ის ჩვენებით,ზ------------------ და ნ---------------ი სუფრასთან შეკამათდნენ, მან (მოწმემ) გაიყვანა ზ------------------. ამის შემდეგ ზ------------------ და ნ---------------ი შეკამათდნენ სუფრიდან მოშორებით, სოფლის მხარეს და მათ აშველებდა ი-----–---------ი. მოწმის განმარტებით, იგი მოჩხუბრებს ხედავდა დაახლოებით სამოცი მეტრიდან, დაინახა ზ------------------ს მოქნეული მუშტი, რომელიც ი-----–---------ს მოხვდა თავის არეში. მანვე განმარტა, რომ დააზიანა ზ------------------ს ავტომანქანა, რადგან მასზე გაბრაზდა ნ---------------თან ჩხუბის გამო. მას (ხ--------------------ს) ზ-----------------თან ჩხუბი არ მოსვლია და უთხრა, რომ მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებდა.
მოწმე რ----------------მა სხვა გარემოებებთან ერთად განმარტა, რომ მოშორებით დაინახა, ზ------------------ და ნ---------------ი ჩხუბობდნენ. მივიდა მათთან და აკავებდა ზ-----------------ს. ნ---------------ი მიდიოდა დასარტყმელად, რა დროსაც წაიქცა, შემდეგ კვლავ გაგრძელდა მათ შორის ჩხუბი. ი-----–---------ი იყო მოჩხუბრებისგან მოშორებით და ჩხუბში არ ერეოდა. ჩხუბი რომ გაგრძელდა ი-----–---------ი მივიდა გასაშველებლად და ზ-----------------ს უთხრა, რომ არ ეჩხუბა. ამის შემდეგ მას ი-----–ი არ დაუნახავს, დაინახა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის იწვა მიწაზე, მაგრამ ვინ და როგორ დაარტყა არ დაუნახავს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როგორც მისთვის ცნობილია ი-----– გ-------ი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე-----------------ამ განმარტა, რომ დაახლოებით ოთხმოც მეტრის მანძილიდან დაინახა ზ------------------ და თავისი მეუღლე, - ი-----–---------ი, მათ ხელში ეჭირათ თუ არა რაიმე არ დაუნახავს. მანვე განმარტა, რომ დაინახა ზ-----------------მა როგორ დაარტყა ი-----–---------ს თავში უკნიდან, რის შემდეგაც ი-----–---------მა გონება დაკარგა. ი-----–---------ი გადაყვანილ იქნა ჯერ ადგილობრივ, ხოლო შემდეგ თბილისის საავადმყოფოში და ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა. დარტყმის შემდეგ დაინახა როგორ გაიქცა ზ------------------.
ზ------------------ს განმარტებით, ნ---------------თან, ხ--------------------თან და ი-----–---------თან ერთად საქეითოდ წავიდა სოფლის ბოლოს, მაღალ მთიან ადგილას. მათ იყიდეს ძეხვი, პური და არაყი. რამდენიმე ხანში მას სურდა წამოსვლა, ჩაჯდა მანქანაში, დაქოქა, რა დროსაც მას ნ---------------მა დაუძახა და უთხრა გაეჩერებინა მანქანა. ნ---------------ი მისკენ მიდიოდა გინებით, მას მოყვებოდნენ სხვებიც. მისივე განმარტებით, ხ--------------------მა გაუბზარა ავტომანქანის წინა საქარე მინა, ხოლო ნ---------------მა დაარტყა, ამის შემდეგ გადმოვიდა ავტომანქანიდან, იქ მყოფი პირები გაერთიანდნენ მის წინააღმდეგ, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, თავზე იფარებდა ხელებს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე მივიდა რ----------------ის დედა, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. ზ------- მ--------მა განმარტა, რომ ჩხუბი ნ---------------მა დაიწყო, ურტყამდა ყველა, მათ შორის ი-----–---------იც. ზ------------------ს განმარტებით მან წამოსვლისას ი-----–---------ი შემთხვევის ადგილზე ჯანმრთელად დატოვა, მისთვის მუშტი არ დაურტყამს. მანქანიდან გადმოსვლისას ერთხელ დაარტყა ნ---------------ს, რის შემდეგაც ძირს დაეცა. სხვები კი მას მუშტებს და წიხლებს ურტყამდნენ.
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ი-----–---------ის სიკვდილის მიზეზია თავის ბლაგვი ტრავმა სისხლჩაქცევებით ქალას ღრუში და თავის ტვინში მისი შემდგომი დარბილებებით.
გვამის გამოკვლევისა და ექსპერტიზაზე წარდგენილი 0-------–--------------–-მდე მკურნალობის სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით დადგინდა: სისხლჩაქცევები თავის ქალას ღრუში და ტვინში, კომა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ნაჭდევი თავის მიდამოში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან.
სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით სიკვდილი დადგა 1-------–-------- საათზე, გვამის გამოკვლევის მონაცემები არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ თარიღს. გარდა ამისა, გვამზე აღინიშნება სამედიცინო მანიპულაციებისა და ოპერაციის კვლები, წარმოებული მკურნალობის მიზნით.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ი-----–---------ი მკურნალობდა ამბულატორიულად 0-------–- დიაგნოზით: თხემის მიდამოს დაჩირქებული ათერომა, ჩაუტარდა თავისა და კისრის კანის სხვა ადგილობრივი დესტრუქცია, რაც სიკვდილთან მიზეზ-შედეგობრივად კავშირში არ იმყოფება.
მოწმის სახით დაიკითხული, სამედიცინო ექსპერტიზის ავტორის, - ექსპერტ ა-–---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ბლაგვ საგანში იგულისხმება მუშტიც. მიყენებული დაზიანება იყო სიცოცხლისათვის სახიფათო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული ექსპერტიზის კვლევის საგანი არ ყოფილი ი-----–---------ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად გამოკვლევაზე წარმოდგენილ ი-----–---------ის სვიტრის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
ი-----–---------ის შავი ფერის პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია თერმული ზემოქმედების და რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.
ი-----– გ-------ის ჟაკეტის, ნაცრისფერი პერანგის, ტრუსის, სპორტული შარვლის, შარვლის და ქამრის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
ზ------------------ს მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
ზ------------------ს შარვლის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
2017 წლის 20 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად ზ------------------ს პულოვერის ზედაპირზე აღმოჩენილი მუქი იისფერი პოლიეთერულ ბოჭკოს ნაწილაკებს და ი-----–---------ის პულოვერის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მუქი იისფერ პოლიეთერულ ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობითი კუთვნილება. ზ------------------ს პულოვერის ზედაპირზე აღმოჩენილ მუქი ყავისფერი გარდამავალი უფერო გამჭირვალე პოლიეთერულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ნ---------------ის მაისურის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მუქი ყავისფერი გარდამავალი უფერო გამჭირვალე პოლიეთერულ ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობითი კუთვნილება. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------ემ.
ი-----–---------ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა ქ-------–-----–----------–---–-------- საავადმყოფოში. აღნიშნული კლინიკის სანიტრამა თ------------------–---–მა გამოძიებას წარმოუდგინა ი-----–---------ის ტანსაცმელი. მოკლე სახელოიანი შავი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის გრძელსახელოიანი ჯემპრი, შავი ფერის სპორტული შარვალი ორივე გვერდზე თეთრი ზოლით, ლურჯი ფერის შარვალი, სალტაზე შავი ფერის ქამრით, შავი ფერის პერანგი მოთეთრო ზოლებით და ნაცრისფერი პერანგი მოთეთრო ზოლებით. ოქმში მითითებულია, რომ ზემოაღნიშნულ ტანისამოსს ვიზუალური დათვალიერების შედეგად ხევის ან რღვევის კვალი არ აღენიშნებოდა. აღნიშნული ტანისამოსი მოთავსდა პაკეტში და დაილუქა შესაბამისი ლუქით.
2----–-–-----------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს დ-------------------------–------–----ოს მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა ექსპერტი ფ----------------–-ილი, მოწმე მ-------------------ოვი, თარჯიმანი რ----–----------------ოვი, ოქმი შედგენილია გამომძიებელ ფ------------------–---–ის მიერ. ოქმში მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს გორას, მ-------------------ოვას სახლიდან ჩრდილოეთით ორას მეტრ მანძილში გორის ფერდობზე მოწმის მიერ მითითებულ იქნა ადგილი, სადაც ნახა ძირს მწოლიარე, უგონო მდგომარეობაში მყოფი ი-----–---------ი, რომელსაც ბოთლით წყალს ასხამდნენ ნ---------------ი, ხ--------------------ი. ხსენებულ ადგილას შეინიშნებოდა ფეხის კვლები, ხოლო დაახლოებით თხუთმეტ მეტრში კი მოწმის მითითებით იდგა ნ---------------ის ავტომანქანა. მითითებულ ადგილზე შეიმჩნეოდა ავტომანქანის საბურავების კვლები.
2----–-–------------ის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა ზ------------------ს ტანსაცმელი: ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და შავი, წითელი და მოსერო ფერით გაწყობილი სვიტრი. შარვალს რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ხოლო სვიტრზე შეიმჩნეოდა ლაქები და მარჯვენა მხარეს იღლიასთან აღენიშნეოდა სავარაუდოდ გარღვევის კვლები.
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად გარეგანი დათვაიერებით ზ-----------------ს 06.03.17 წელს აღენიშნება ნაჭდევი მარჯვენა მხრის სარტყლის მიდამოში, სისხლნაღღენთი მარცხნივ გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად ნ----------------ს 07.03.17 წელს ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევები, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში სახეზე არ გვაქვს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მისი მოქმედების შესაძლო შედეგს – დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და სურდა ეს შედეგი. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს თანამდევი შედეგით დაკვალიფიცირებული დანაშაული, ანუ ი-----–---------ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება - ჩადენილი არ არის პირდაპირი განზრახვით. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია თუნდაც ერთი, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ზ-----------------ს დაზარალებულ ი-----–---------ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების სურდა და ამ მოტივით მუშტი განზრახ დაარტყა მას თავის არეში. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხევაში ზ-----------------მა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული დაუდევრობით. კერძოდ, ზ------------------ ქმედების (დაზარალებულისათვის მუშტის დარტყმის) ჩადენის დროს არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, პალატა მიიჩნევს, რომ ზ-----------------ს აღნიშნული შედეგის გათვალისწინება ევალებოდა და შეეძლო. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ი-----– ხ-------ი კონფლიქტის მონაწილე არ ყოფილა და ის მხოლოდ აშველებდა ნ---------------ს და ზ-----------------ს. ასევე, უტყუარად იქნა დადასტურებული ის ფაქტიც, რომ ზ-----------------მა ი-----–---------ს მხოლოდ ერთხელ დაარტყა მუშტი თავში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ი-----–---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მისი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორია.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა დასაბუთებლად მიიჩნევს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ზ------------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ------------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენი ზ------------------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ზ------------------ს ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზ------------------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ზ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, - 2018 წლის 15 ნოემბრიდან;
სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
პლასტმასის ბოთლი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ი-----–---------ის, ნ---------------ის, ხ--------------------ის და რ-------–---------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
ზ------------------ს ტანსაცმელი და ავტომანქანა ,------–---------------–-–---------------------- დაუბრუნდეს ზ------------------ს ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ფორმა N100 დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი