განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
080100118002565785
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002565785

№1/ბ-284-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - გ-------- ტ---–--ის

ადვოკატის- გ-------–ნ გ--------ის

გამართლებულის - ო----- გ------–-–---–ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო----- თ------ის ძე გ------–-–---–ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, დ.ყ------ის ქ.N1----; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თ----------------------------/40.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ო----- გ------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 1100 საათზე, ქუთაისში, ც----–ის ქუჩის N6/26- ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ო-----ი გ------–-–---–მა სკამი ჩაარტყა ფეხის არეში მეუღლის დედას, ნ-----–ი ჩ----–-–---–ს, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალეულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ო-----ი გ------–-–---–ი 2018 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის 14 ივნისამდე დროის მონაკვეთში მეუღლის დედას ნ-----–ი ჩ----–-–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დაზარალებული აღნიშნული ქმედების შედეგად განიცდიდა ტანჯვას.

 

2018 წლის 28 ივნისს დაახლოებით 1300 საათზე ქუთაისში, ი-----–ი აბაშიძის N21-ში მდებარე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო-----ი გ------–-–---–ი მეუღლეს ი-------–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მოსთხოვა ნ-----–ი ჩ----–-–---–ს ჩვენება შეეცვალა მის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის ივნისის თვეში ო-----ი გ------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული იძულების შედეგად ი-------–-–---–მა თავისი ნების საწინააღმდეგოდ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: 0------------------) გადააფორმა მეუღლის ო-----ი გ------–-–---–ის სახელზე.

 

2018 წლის 28 ივნისს, ქუთაისში, ი-----–ი აბაშიძის N21-ში მდებარე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 13:00 საათზე ო-----ი გ------–-–---–მა მეუღლეს ი-------–-–---–ს ხელი დაარტყა მკლავის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 1500 საათზე, თბილისი, ა----–-----–ის ქუჩა N21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ო-----ი გ------–-–---–მა მეუღლეს ი-------–-–---–ს ფეხი ჩაარტყა მარცხენა თეძოს არეში, ასევე ხელი ჩაარტყა თავის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 1300 საათზე თბილისი, ა----–-----–ის ქუჩა N21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ო-----ი გ------–-–---–მა მეუღლეს ი-------–-–---–ს ფეხი ჩაარტყა მარცხენა თეძოს არეში, ასევე ხელი ჩაარტყა თავის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 0700 საათზე ავტომანქანით ქუთაისიდან თბილისში მგზავრობისას თერჯოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ო-----ი გ------–-–---–მა მეუღლეს ი-------–-–---–ს მობილური დაარტყა სახის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განაჩენით ო----- გ------–-–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 -ლი ნაწილით და გამართლდა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ო----- გ------–-–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მიუხედავად დაზარალებულის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარე თვლის, რომ ო----- გ------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ო.გ------–-–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ გ-------- ტ---–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ო----- გ------–-–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - გ-------– გ--------ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდებულის ახლო ნათესავებმა, მეუღლემ - დაზარალებულმა ი-------–-–---–მა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის მეუღლის - ო----- გ------–-–---–ის წინააღმდეგ.

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ-----–ი ჩ----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცოდვა ჩაიდინა, ვინაიდან ტყუილი თქვა და მოიგონა თითქოს ო-----ი გ------–-–---–მა სცემა და სკამი დაარტყა, ასევე ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა. რეალურად ო-----ი გ------–-–---–ისაგან ცუდი საქციელი არ ახსოვს, ის სულ პატივისცემით ეპყრობოდა მას და დედას ეძახდა. აღნიშნული ჩაიდინა იმიტომ, რომ მას შვილმა და სიძემ სთხოვეს ბინის ბანკში ჩადება, რისიც შეეშინდა და გადაწყვიტა ტყუილი ეთქვა. ასევე დაურეკა მის შვილიშვილს, რომელსაც აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, შვილიშვილმა პოლიციაში წაიყვანა, სადაც დაწერა შეურაცხყოფის შესახებ, მაგრამ შემდეგ, როდესაც დაფიქრდა განიცადა აღნისნული, რომ მართალი ადამიანი ციხეში ჩასვა და ცოდვა ჩაიდინა. ო-----ი გ------–-–---–ი მას არც ფიზიკურ და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აყენებდა, ყველაფერი რაც გამომძიებელს უთხრა, იყო სიცრუე.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–ი თ------ემ განმარტა, რომ ი-------–-–---–ი არის მისი დეიდა, ხოლო ნ-----–ი ჩ----–-–---–ი ბებია, რომელიც ცხოვრობს ქუთაისში. მოწმემ კონფლიქტამდე არ იცოდა თუ რა ურთიერთობა ჰქონდა დეიდამისს მეუღლესთან, ამის შესახებ გაიგო ბებიასაგან, რომელმაც მას უთხრა, რომ ო-----ი გ------–-–---–მა ფიზიკურად იძალადა მასზე, ამის გამო ის ჩამოვიდა თბილისიდან ქუთაისში, რათა ბებია მიეყვანა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციაში გამოცხადდა ბებიასთან და ორ ნათესავთან ერთად, რომლებსაც ნ-----–ი ჩ----–-–---–მა იგივე ინფორმაცია მიაწოდა. განყოფილებაში ჩვენება მისცა ი-----–ი თ------ემაც, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 14 ივნისს ო-----მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბებიას, რაც გამოიხატა იმაში, რომ სკამი დაარტყა ფეხზე და ამის შემდეგ უნდოდა სკამი თავში ჩაერტყა მისთვის, მაგრამ შუაში ჩაუდგა ია ჩ----–-–---–ი და ამის საშუალება არ მისცა. ეს ინფორმაცია მიაწოდა ბებიამ, ნ-----–ი ჩ----–-–---–მა, ფაქტს პირადად არ შესწრებია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ნ------ი ვ-------ემ განმარტა, რომ ი-------–-–---–ი არის მისი მეუღლის მამიდაშვილი, ხოლო ნ-----–ი ჩ----–-–---–ი მამიდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მას დაურეკა ნ-----–ი ჩ----–-–---–მა და სთხოვა მისულიყო მასთან, როდესაც მივიდა - ნ-----–ი ჩ----–-–---–ი დახვდა ატირებული და უთხრა, რომ სიძე ო-----ი გ------–-–---–ი მას აყენებდა შეურაცხყოფას, ცდილობდა სკამის დარტყმას, თუმცა ი-------- შუაში და ო-----ი გ------–-–---–მა სკამის ჩარტყმა ვერ მოახერხა. მოწმემ განმარტა, რომ ის პოლიციის განყოფილებაში ახლდა ნ-----–ი ჩ----–-–---–ს, სადაც მან განცხადება დაწერა ამ ფატქის შესახებ. მოწმემ ეს ინფორმაცია იცის ნ-----–ი ჩ----–-–---–ის გადმოცემით, ხოლო პირადად ფაქტებს არ შესწრებია.

მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა: მ-----–-------------------–------–---–-------------------------–---–-------------------–----- დაადასტურეს ო-----ი გ------–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

2018 წლის 16 ივნისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსს რ----- ნ------ეს განცხადებით მიმართა ნ-----–ი ჩ----–-–---–მა, რომელმაც განაცხადა, რომ სიძე ო-----ი გ------–-–---–ი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ითხოვა დახმარება.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად 2018 წლის 16 ივნისს ჩატარებული პირადი გასინჯვის შედეგად მოქალაქე ნ-----–ი ჩ----–-–---–ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ-- გ----------ემ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ------ო ფ---–---–--ამ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 2 ივლისს გაცემული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ო----- გ------–-–---–ის ქმედებები ნ-----–ი ჩ----–-–---–ის მიმართ შეიცავს შეურაცხყოფის, ფსიქოლოგიური ზემოქმედების და დამცირების ელემენტებს, რაც ნ-----–ი კ---–--ს ასული ჩ----–-–---–ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემაკავებელი ორდერის N0----- თანახმად, ნ-----–ი ჩ----–-–---–ს ო----- გ------–-–---–მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მასზე იძალადა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო 2018 წლის 16 ივნისს 1450 საათზე გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშულის შესახებ შეტყობინებით, 2018 წლის 28 ივნისს 21:43:11 საათზე, ქ. ქუთაისში ავტომშენებლის N35-ში, პოლიციის მესამე განყოფილებაში გამომძიებელი მ----ლ კ-----ი შემაკავებელი ორდერისთვის იძახებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშულის შესახებ შეტყობინებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) „108“ საპატრულო ეკიპაჟიდან გ. ჩარიგოგდიშვილმა აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებას, რომ ქუთაისში, ირ.აბაშიძის გამზირზე „იუსტიციის სახლთან“ ი-------–-–---–ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ო----- გ------–-–---–მა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემაკავებელი ორდერის N0----- თანახმად, ო----- გ------–-–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ი-------–-–---–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის გამო გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: 2018 წლის 29 ივნისს ჩატარებული გასინჯვით მოქალაქე ი-------–-–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა უსწორონაპირებიანი ნაწიბურები და დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. უსწორონაპირებიანი ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს აღნიშნულ მიდამოში არსებული უსწოროკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად.

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 ივლისის მომართვით ირკვევა, რომ: 2018 წლის 5 ივლისს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში შევიდა სისხლის სამართლის N0----------- საქმე და 2018 წლის 05 ივლისის დადგენილება ი-------–-–---–ის მიმართ ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, აღნიშნული ექსპერტიზა არ ჩატარდა, რადგან გამოსაკვლევმა პირმა უარი განაცხადა კვლევაზე, რის გამოც სისხლის სამართლის N0----------- საქმე დასრულდა ექსპერტიზის ჩაუტარებლად.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------ე ა------ემ დაადასტურა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და მის მიერ 2018 წლის 7 ნოემბერს გაცემული ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ექსპერტიზაზე წარდგენილი ჩვენებები არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში, რის გამოც სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ო----- გ------–-–---–ის ქმედებებში შეურაცხყოფის, დამცირებისა და შანტაჟის განხორციელების ფაქტების დადგენა, რომელიც გამოიწვევდა ნ-----–ი ჩ----–-–---–ის ტანჯვას, აღნიშნული საექსპერტო კვლევის მიერ შეუძლებელია.

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ო----- გ------–-–---–ის მიერ, მეუღლის - ი---------–---–-ს და მეუღლის დედის - ნ-----–ი ჩ------–---–ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან მათ (დაზარალებულმა ი---------–---–მა) არ მისცა ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება, ხოლო მეუღლის დედამ - ნ-----–ი ჩ------–---–მა განაცხადა, რომ იცრუა და არასწური ჩვენება მისცა მისი სიძის, ო----- გ------–-–---–ის წინააღმდეგ, ასევე განმარტა, რომ მის მიმართ ო----- გ------–-–---–ის მხრიდან ძალადობას, ასევე სისტემატურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია არასდროს. დაზარალებულმა ნ.ჩ------–---–მა ასევე გამარტა, რომ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა როგორც შვილიშვილს ი-----–ი თ------ეს, ასევე სხვა პირებს, რომელთაც განუმარტა, რომ ო-----ი გ------–-–---–ი მის მიმართ ძალადობდა.

მართალია საქმეში არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები თუმცა ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს წარდგენილ ბრალდებებს ვინაიდან ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: ო-----ი გ------–-–---–ის ქმედებები ნ-----–ი ჩ----–-–---–ის მიმართ შეიცავს შეურაცხყოფის, ფსიქოლოგიური ზემოქმედების და დამცირების ელემენტებს, რაც ნ-----–ი ჩ----–-–---–ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით გამოიწვევდა მის ტანჯვას, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარდგენილი ჩვენებები არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში, რის გამოც სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ო-----ი გ------–-–---–ის ქმედებებში შეურაცხყოფის, დამცირებისა და შანტაჟის განხორციელების ფაქტების დადგენა, რომელიც გამოიწვევდა ნ-----–ი ჩ----–-–---–ის ტანჯვას, აღნიშნული საექსპერტო კვლევის მიერ შეუძლებელია.

რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების: მ----ლ კ-----ის, გ-------– ა----–---–-------------------------–---–-------------------–----ს ჩვენებებს, ასევე მოწმეები ი-----–ი თ------ე და ნ------ი ვ-------ე განმარტავენ დაზარალებულ ნ-----–ი ჩ------–---–ის და ი---------–---–-ს მონათხრობს, ო-----ი გ------–-–---–ის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენასთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე კი დაზარალებულმა - ი---------–---–მა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ხოლო ნ-----–ი ჩ------–---–მა ცრუ ჩვენება მისცა. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) ო----- გ------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმეთა ჩვენებები, რომელთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ო----- გ------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განაჩენი ო----- გ------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ო-----ი გ------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ო-----ი გ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

გამართლებულ ო-----ი გ------–-–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე