განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
010100119002804705
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-297-2019 წელი

№010100119002804705

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

30 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ------ კ---------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

მ------ კ---------ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–---------–---–--------------ში, მსჯავრდებულია ბათუ-მის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენით დანაშაულისათვის, გათ-ვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელ-მწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

მ------ კ---------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 12:40 საათზე, ქ. ბ------–---------–---–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და ამავე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ------ კ---------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, თმების მოქაჩვითა და სხეულის სხვა და სხვა არეში ხელის დარტყმებით ფიზი-კური შეურაცხყოფა მიაყენა ნ---- ბ------ეს, რის შედეგადაც ნ---- ბ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გა-ასაჩივრა პროკურორმა ლ---- მ---------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ------ კ---------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმე-ტად მსუბუქი, რაც მისთვის მაპროვოცირებელი იქნება ანალაგიური დანაშაულის ჩადე-ნაზე. მას უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომ მოხდეს ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ------ კ---------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------ კ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სას-ჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გა-მოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე გა-ითვალისწინა ის გარემოება, რომ მ------ კ---------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს და მ------ კ----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინა-აღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენო-ბით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებუ-ლისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი მ------ კ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

მ------ კ---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

მ------ კ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს ჯარიმა ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 15 დეკემბრი-დან 2018 წლის 17 დეკემბრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმ-სუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუ-თასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მ------ კ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებუ-ლია და გირაოს სახით გადახდილი თანხა – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დაუბ-რუნდეს მის შემტანს, რ----- კ---------ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili