განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
020100119002902645
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119002902645

საქმე №1/ბ-315-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ------–--- მ------ს ძე გ----------ს მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 14 ს----------ს, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრაციის მისამართი: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ფ-----–--- N42; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, ჯ---–--- ქუჩა N 24;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ------–--- გ----------მ ჩაიდინა ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2010 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა დ------–--- გ----------მ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს თ-- ლ-------ს, რაც გამოიხატებოდა ლანძღვა-გინებაში. 2019 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. ზუგდიდში, ბ. ჯ---–--- ქუჩა №24-ში, ყოფილი ს----–---------- შენობაში, თავიანთ დროებით საცხოვრებელში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, შვიდი წლის შვილის გიორგი გ----------ს თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების დროს მის მეუღლეს დაუწყო ლანძღვა-გინება, თმებში ჩაავლო და თავის არეში რამდენიმეჯერ ჩაარტყა ხელი, რის შედეგად თ-- ლ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ.ზუგდიდში, ბ.ჯ---–--- ქუჩა №24-ში, ყოფილი ს----–---------- შენობაში, დ------–--- გ----------მ, რომელიც სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, თ-- ლ-------ს, კვლავ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოქაჩა თმებზე და რამდენიმეჯერ ხელი ჩაარტყა თავში, რის გამოც თ-- ლ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით დ------–--- გ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ------–--- გ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

დ------–--- გ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

დ------–--- გ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 11 თებერვლიდან.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ დ------–--- გ----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი გ---–- შ--–-- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გამოძიებისთვის ხელი არ შეუშლია და ყველანაირ საგამოძიებო მოქმედებაზე თანხმობა განაცხადა. არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მტკიცებულებები, დაზარალებულთან შერიგებულია, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახი განიცდის მძიმე მატერიალურ სიდუხჭირეს.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის კ------------- ა-------ს მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას ითხოვს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ------–--- გ----------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ თ-- ლ-------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: თ---------- ლ-–---ს, ხ----- ა---–---ს, ნ-----–- ლ-------ს, ლ-------- გ----------ს და ე-–------- კ----–-–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, ალკოტესტით სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმით, დაზარალებულის განცხადებით, შემაკავებელი ორდერებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ დ------–--- გ----------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), განაჩენის დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

მსჯავრდებულ დ------–--- გ----------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ------–--- გ----------ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ------–--- გ----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

დ------–--- გ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ------–--- გ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

დ------–--- გ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

დ------–--- გ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 თებერვლიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ,,LG”-ს ფირმის მუსიკალური ცენტრი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს--------–------------------------- მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს დ------–--- გ----------ს ოჯახს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე