განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
010100118002275310
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-371-2018 წელი

№010100118002275310

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

6 ივლისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ც------ მ----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ც------ მ----–--ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–--------------------–-------------ში, მსჯავრდებულია ბა-თუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათ-ვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწი-ნებით, ჩაეთვალა მოხდილად.

aRwerilobiTi nawili:

ც------ მ----–--ეს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმ-რთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემის ან სხვა-გვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გა-მოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინე-ბული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 01 და 03 იანვარს საღამოს საათებში, ქ. ბ------–--------------------–------------ში ც------ მ----–--ემ თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლის ნ---- გ-----ის მიმართ. კერძოდ, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე ხელი ძლიერად დაარტყა, რა დროსაც ნ---- გ-----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო 2018 წლის 02 იანვარს, ქ. ბ------–-----------–---–ისა და ზ-----–-–---–ის ქუჩების კვეთაში ც------ მ-----–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ---- გ-----ეს, კერ-ძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ნ---- გ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკი-ვილი.

2018 წლის 03 იანვარს ქ. ბ------–--------------------–------------ში ც------ მ----–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ---- გ-----ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით ც------ მ----–--ე ცნო-ბილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაა-საჩივრა პროკურორმა ა-–---------- ძ-------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ც------ მ----–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. მოთ-ხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ოჯახში ძალადობის დაზარალებულები მიეკუთვნებიან განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს და მათი მხრიდან პოზიციის ცვლილება ხდება მათზე ოჯახის წევრების ზემოქმედებით, ოჯახის შენარჩუნების მიზ-ნით, ასევე სხვადასხვა ტრადიციული თუ სტერეოტიპული დამოკიდებულებების გამო, რაც არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ ადგილი არ ჰქონია ძალადობის ფაქტს. მართლმსაჯულების განხორციელება და დანაშაულებრივი ქმედების დაუსჯე-ლად დატოვება ისეთი კატეგორიის დანაშაულზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ დაზარალებულის პოზიციაზე, ვინაიდან, როგორც ავღნიშნე ოჯახში ძალადობის დაზარალებულები უმეტეს შემთხვევაში იცვ-ლიან პოზიციას და ამ მხვრივ სასამართლომ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველეზე უნდა დაადგინოს ფაქტი. თუკი სასამართლო იზიარებს იმ ფაქტს, რომ ნ---- გ-----ეზე განხორციელდა ძალადობა მისი პოზიციის მიუხედავად, რატომ არ იზიარებს იმ ფაქტს, რომ დაზარალებულზე განხორციელდა სისტემატური ფიზიკური ძალადობა და მუქარა. ფიზიკური ძალადობის ნაწილში სასამართლო უნდა დაყრდ-ნობოდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც დაზა-რალებულს სხეულის სხვადასხვა ადგილზე აღენიშნებოდა დაზიანებები, ასევე ექსპერ-ტის ჩვენებით დაზიანებები შესაძლებელია ყოფილიყო არამარტო 2018 წლის 03 იანვარს მიყენებული, (რაც ჩათვალა სასამართლომ დადგენილად) არამედ 01 და 02 იანვარსაც.

რაც შეეხება მუქარის ფაქტს, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, თუ რა მიზეზით მოხდა ნ---- გ-----ის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა, ასევე უნდა გაეთვა-ლისწინებინა ისიც, რომ დაზარალებულმა მასზე განხორციელებული რამოდენიმე ძალადობის შემდგომ მიმართა საგამოძიებო ორგანოს, აღნიშნული სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მას ეშინოდა მოძალადე მეუღლის.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ც------ მ----–--ის ინ-ტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------- ბ---–----ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს სააპელაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარე-მოებათა გამო:

დაზარალებულმა ნ---- გ-----ემ და მოწმეებმა მ------ და მ-------- მ----–--ეეებმა, რომლებიც ც------ მ----–--ისა და დაზარალებულ ნ---- გ-----ის საერთო შვილები არიან, გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში უარი თქვეს ახლო ნათესავის – ც------ მ----–--ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი).

საქმეში არსებული შეტყობინებით (რეგისტრაციის №----) დასტურდება, რომ ნ---- გ------ემ ითხოვა პოლიციის დახმარება მეუღლის მიერ მასზე განხორციელებული ფიზი-კური შეურაცხყოფის გამო.

საქმეში არსებული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, პირა-დი შემოწმების მონაცემებით ნ---- გ-----ეს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟ-ღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხა-რისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

საქმეში არსებული, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ი-----–- თ----------ის მიერ შედგენილი №------ შე-მაკავებელი ორდერის თანახმად, 2018 წლის 03 იანვარს, ც------ მ----–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მეუღლის ნ---- გ-----ის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ფსიქო-ლოგიურ ზეწოლას, რასაც აქვს სისტემატიური ხასიათი. ამავე შემაკავებელი ორდერით მოძალადეს – ც------ მ----–--ეს შეეზღუდა მსხვერპლთან ნ---- გ-----ესთან ყოველ-გვარი კომუნიკაცია.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ც------ მ----–--ის საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობის თაო-ბაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ც------ მ----–--ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-126-ე მუხლის 12 ნაწილიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუა-რად დასტურდება, რომ დაზარალებული ნ---- გ-----ე და მსჯავრდებული ც------ მ-----–--ე არიან ცოლ-ქმარი, ერთი ოჯახის წევრები.

– საქმეში არსებული შეტყობინების ოქმით დასტურდება, რომ ნ---- გ-----ემ დახმარება ითხოვა მეუღლის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო.

– სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნ---- გ-----ემ 3 იანვარს მეუღლის – ც------ მ----–--ის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის გამო მიიღო სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთე-ბის სახით.

ამდენად, უდავოდაა დადასტურებული ც------ მ----–--ის მიერ მეუღლის - ნ---- გ------ის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულად მიჩ-ნეულ ქმედებას – ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობას, რამაც და-ზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ბრალად ჰქონდა შერაცხული ც------ მ----–--ეს, აღნიშნული მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძა-ლადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

იმის გათვალისწინებით, რომ არც დაზარალებულმა ნ---- გ-----ემ და არც მოწმეებმა მ------ და მ-------- მ----–--ეებმა (დაზარალებულ ნ---- გ-----ის და მსჯავრლდებულ ც------ მ----–--ის შვილები) ჩვენება არ მისცეს სასამართლოს, არ არსებობს მტკიცებუ-ლება, რაც დაადასტურებდა ც------ მ----–--ის მიერ ნ---- გ-----ისადმი განხორციელე-ბული სისტემატური ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, შესაბამისად საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ჩადენას.

ამავე მოტივით სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს განაჩენის მოტივაციას ც------ მ----–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩა-დენაში გამართლების შესახებ.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ც------ მ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ც------ მ----–--ის მი-მართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლო-ბის არ მქონეა, მის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასამართ-ლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ც------ მ----–--ეს შეუფარდა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც სრულად შეესაბამება ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გა-საჩივრებული განაჩენში მსჯავრდებულისათვის საუარესო რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაი-სის განაჩენი ც------ მ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ც------ მ----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ც------ მ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდე-ბაში.

ც------ მ----–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხ-ლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ც------ მ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველ-ზე დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 05 (ხუთი) საათი ჩაითვლება აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის 01 (ერთ) დღეში, შესაბამისად ც------ მ----–--ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.

ც------ მ----–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 03 იანვრიდან 2018 წლის 06 თებერვლამდე.

გაუქმდეს ც------ მ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო პა-ტიმრობის უზრუნველყოფით და მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინების საფუძველზე დადებული ყადაღა ც------ მ----–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბ-------------------------------–------------ში (ზონა-ბ--------------------------------------–---------------------------------------------------------) 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili