განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
050100118002263400
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-332-2018 წელი

№050100118002263400

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

2 ივლისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ო---- გ------–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ო---- გ------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ჩ---------------------–----------ში, მსჯავრდებულია ოზურგეთის რაიო-ნული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალის-წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ო---- გ------–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახური დანაშაული-სათვის, ძალადობისა და სისტემატური ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკუ-რი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავი-სათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ო------------------–----–----------------–----------ში მცხოვრები ო---- გ------–--ე, ოზურ-გეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით ოჯახში მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. ო---- გ------–--ე 2017 წლის 19 მაისს გათავი-სუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან და 2017 წლის 21 მაისიდან მეუღლესთან - ი----- მ------–---–თან გააგრძელა თანაცხოვრება. ო---- გ------–--ე, ერთად თანაცხოვრე-ბის პერიოდში, არ აძლევდა მეუღლეს - ი----- მ------–---–ს უფლებას, რომ სურვილისა-მებრ ესაუბრა მობილური ტელეფონით, ესარგებლა სოციალური ქსელით და მასთან შე-თანხმების გარეშე მისულიყო ახლო ნათესავებთან, ამასთან, სისტემატურად ცემდა და შეურაცხყოფდა. კერძოდ, 2017 წლის 04 სექტემბერს ო---- გ------–--ემ, იმ მიზეზით, რომ მეუღლემ - ი----- მ------–---–მა ტანსაცმლის ჩაცმაზე დაიხმარა მეზობელი მ--------- გ---------ე, გამოიჩინა ძალადობა და საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ცემა ხელებითა და ფეხებით, რა დროსაც სხეულზე განუვითარდა დაზიანებები და აღნიშნულით ი----- მ------–---–მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა. ასევე 2017 წლის 6 სექტემ-ბერს ო---- გ------–--ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე კვლავ გამოიჩინა ძალადობა და მეუღლეს ი----- მ------–---–ს საცხოვრებელ სახლში დაუწყო ცემა ხელებით სახისა და თავის არე-ში, რა დროსაც ი----- მ------–---–მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, ამასთან მეუღლის აგრესიისაგან თავის დაღწევის მიზნით, გაიქცა სახლიდან და მეზობლად მცხოვრებ ნ---- ც---–---ის ოჯახს შეაფარა თავი. ასევე 2017 წლის 23 ნოემბერს, ო---- გ------–--ემ განაწყენებულმა იმით, რომ მეუღლემ 2016 წელს სამართალდამცავ ორგა-ნოებს მისცა მისი მამხილებელი ჩვენება ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტ-ზე, რასაც მოჰყვა მისი დაკავება, კვლავ გამოიჩინა ძალადობა და მეუღლეს ი----- მაჭარა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაუწყო ცემა ხელებით სახის, თავისა და ზურგის არეში, ასევე დაუწყო კბენა ხელებზე, რა დროსაც ი----- მ------–---–ს სხეულზე განუვითარდა დაზიანებები. ო---- გ------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ი----- მ------–---–მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა. 2017 წლის 4 დეკემბერს ო---- გ------–--ე მეუღლესთან ი----- მ------–---–თან ერთად იმყოფებოდა შპს „მ-----–---ს“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, რა დროსაც მისთვის მეუღლის – ი----- მ------–---–ისგან, ასევე სამედიცინო პეროსნალისგან ცნობილი გახდა მეუღლის ორსულობის შესახებ. ვინაიდან ი----- მ------–---–ი საჭიროებდა მკურნალობას, იგი ექიმის მითითებით დატოვებული იქნა სამედიცინო ცენტრში. 2017 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 10 საათიდან 16 საათამდე პერიოდში ო---- გ------–--ემ შპს „მ-----–---ს“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, პალატაში მყოფი წინასწარი შეცნობით ორსული მეუღლის - ი----- მ------–---–ის მიმართ გამოიჩინა ძალადობა და იმ მიზეზით, რომ 2017 წლის სექტემბერში მეუღლე ი----- მ------–---–ი გაიქცა სახლიდან, შეურაცხყო, დაამ-ცირა და სამჯერ ცემა იგი ხელებით თავის, სახისა და ფეხის მიდამოში, რა დროსაც ამ უკანასკნელს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით ო---- გ------–--ემ წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - ი----- მ------–---–ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო---- გ------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- მ----–--ემ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ო---- გ-------–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც ასაბუთებენ იმ მოტივი-რებით, რომ ო---- გ------–--ე აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა სახელმწიფო ბრალმდებელმა შ----- ჩ----ემ. მიაჩნია, რომ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ო---- გ------–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ო---- გ------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გა-რემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბა-მისად სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნა-წილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება და-ინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველ-ყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ით-ვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გა-რემოებებს, კერძოდ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასი-ათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონიმიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.....

სასამართლო სასჯელის სამართლიანობის შეფასებისას ყურადღებას მიაქცევს ო---- გ-------–--ის წარსულ ნასამართლობას. იგი 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით გასა-მართლებულია ანალოგიური დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, იგივე პირის, მეუღლის - ი----- მ------–----–ის მიმართ და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, საიდანაც 6 თვე დაენიშნა რეალურად მოსახდელად, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით. მიუხედავად იმი-სა, რომ მასზე გავრცელდა შეღავათი და სასჯელის ნაწილი ჩაეთვალა პირობით, არ დაად-გა გამოსწორების გზას და გამოსაცდელ ვადაში კვლავ განზრახი დანაშაული ჩაიდინა.

სასამართლო ყურადღება მიაქცევს ქმედების განხორციელების სახეს და ხერხსაც. ო---- გ------–--ე სისტემატურად განახორციელებდა ძალადობრივ ქმედებებს მეუღლეზე, მან ბოლო დანაშაულებრივი ქმედება, 2017 წლის 5 დეკემბერს ი----- მ------–---–ის მიმართ განახორციელა შპს ,,მ-----–---ს” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, სადაც ეს უკანასკ-ნელი სამკურნალოდ იყო მოთავსებული. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ ო---- გ------–--ე მიდრეკილია ძალადობრივი ქმედებების ჩადენისაკენ.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ო---- გ------–--ისათვის შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი და-ნაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მის სასიკეთოდ ცვლილე-ბის შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი ო---- გ------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ო---- გ------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ო---- გ------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზო-მად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით, საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ო---- გ-------–--ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვე და ჯარიმა 2250 (ორი ათას ორასორმოცდაათი) ლარი, რაც საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ო---- გ------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ო---- გ------–--ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პა-ტიმრობა გაუქმებულია.

ო---- გ------–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან – 2017 წლის 7 დეკემბრიდან.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili