განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210114494289
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1666-15 24 აპრილი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - შპს ,,ს----------–-----–------------------ა“
წარმომადგენელი - თ------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები - 1. შპს ,,დ--------------------–--ი“
წარმომადგენელი - ე----------------–--ე
2. შპს ,,გ-----------------“,გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შპს ,,დ--------------------–--ის“ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ს----------–-----–------------------ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შპს „გ-----------------“ შპს ,,ს----------–-----–------------------ის” სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულების საფასურის - 13 400 აშშ დოლარის ეკვივალენტის - 23 425 ლარისა და პირგასამტეხლო 1 021 ლარის გადახდა.
შპს ,,ს----------–-----–------------------ის” სარჩელი, შპს ,,დ--------------------–--ის” მიმართ მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა;
შპს ,,ს----------–-----–------------------ის” სარჩელი, პირგასამტეხლოს სახით 7 419 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2009 წლის 13 ოქტომბერს შპს „დ--------------------–--ს“ (დამკვეთი) და შპს „გ-----------------“ (შემსრულებელი) შორის წერილობით გაფორმებული სამშენებლო კონტრაქტით, შპს „გ----------------მა“ იკისრა თ---–--–--------------------ში დაგეგმილი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელების მიზნით სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალდებულება, რაც გულისხმობს მუდმივ ან/და დროებით სამუშაოებს, ყველა იმ საჭირო მასალის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად, მათ შორის, ლ--------- მოწყობას (ს.ფ. 151-207).
2.2. 2012 წლის 10 სექტემბერს შპს „ს----------–-----–------------------ას“ („მიმწოდებელი“), შპს „გ-----------------“ („დამკვეთი“) და შპს „დ--------------------–--ს“ („უფლებამონაცვლე“) შორის წერილობით გაფორმდა ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა - შპს „ს----------–-----–------------------ამ“, 128 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში (დღგ-ს ჩათვლით) გადახდის სანაცვლოდ, იკისრა ვალდებულება, დამკვეთისათვის - შპს „გ-----------------სთვის“ მიეწოდებინა სამგზავრო ლ-------ი და ამასთან, შეესრულებინა მომსახურებით გათვალისწინებული სამუშაოები, ექსპლუატაციაში მიღების ჩათვლით (ხელშეკრულების 2.1. და 3.1. პუნქტები). ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდებისათვის განისაზღვრა დამკვეთის მიერ მიმწოდებელთან ანგარიშსწორების განხორციელების ეტაპობრივი წესი, კერძოდ: (1) ხელშეკრულების ღირებულების 30% შპს „გ-----------------“ უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა; (2) ხელშეკრულების ღირებულების 30% - მიმწოდებლის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, ქარხანაში პროდუქციის დატვირთვამდე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მოსარჩელე წარადგენდა ქარხნის მიერ გაცემულ უტყუარ დოკუმენტაციას პროდუქციის დამზადებისა და მისი დატვირთვისთვის მზაობის თაობაზე; (3) ხელშეკრულების ღირებულების 20% - პროდუქციის საბაჟო ტერმინალში შესვლისას; (4) ხელშეკრულების ღირებულების 10% - ხელშეკრულების №1 და №2 დანართში მითითებული ლ--------- სამონტაჟო სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, (5) ხოლო ხელშეკრულების ღირებულების დარჩენილი 10% შპს „გ-----------------“ უნდა გადაეხადა ხელშეკრულების №3 და №4 დანართში მითითებული ლ--------- სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ - მას მერე, რაც ოთხივე ლიფტი მიღებული იქნებოდა ექსპლუატაციაში ყველა სათანადო პირის მიერ და მხარეთა შორის გაფორმდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი.
ხელშეკრულების 3.3. პუნქტით შეთანხმებული პირობით, ანგარიშსწორება დამკვეთსა და მიმწოდებელს შორის განისაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
ხელშეკრულების 4.7. პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდების დაგვიანებისათვის დამკვეთი (შპს „გ-----------------“) იხდის პირგასამტეხლოს 0,02%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.(ს.ფ. 17-21).
2.3. 2012 წლის 11 ოქტომბერს შპს „ს----------–-----–------------------ას“ და შპს „გ-----------------“ შორის წერილობით დაიდო 10.09.2012წ. ხელშეკრულების დამატება, რომლითაც ცვლილება შევიდა 10.09.2012წ. ხელშეკრულებაში. კერძოდ, შეიცვალა პროდუქციის (ლიფტის) ტექნიკური მახასიათებლები, რომლის შესაბამისად გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება და, ნაცვლად 128 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 134 000 აშშ დოლარით, დღგ-ის ჩათვლით.(ს.ფ. 30)
2.4. 2012 წლის 24 ოქტომბერს შპს „ს----------–-----–------------------ამ“, 10.09.2012წ. ხელშეკრულების თანახმად, 4 სამგზავრო ლიფტის ნაწილები მიაწოდა დამკვეთს - შპს „გ-----------------“, რომელიც დასაწყობდა მოპასუხე შპს „დ--------------------–--ის“ მისამართზე: ქ. თ---–------------ ქ. №- (ს.ფ. 31).
2.5. 2013 წლის 01 ოქტომბერს, შპს „ს----------–-----–------------------ას“ (მიმწოდებელი), შპს „გ-----------------“ (დამკვეთი) და შპს ,,დ--------------------–--ს” (უფლებამონაცვლე) შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მიმწოდებელმა, 2012 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, დამკვეთს მიაწოდა და ქ. თ---–--–---------ს ქ. №--ში არსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში დაამონტაჟა 4 სამგზავრო ლიფტი, რომლების მუშაობს გამართულად და მზად არის ექსპლუატაციაში გასაშვებად (ს.ფ. 40).
2.6. 2013 წლის 24 მაისს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლის მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თ---–--–---------ს ქ. №--ში მდებარე შენობაში დამონტაჟებული ლ-------ი, რომლითაც დადგინდა, რომ ლ-------ი ტექნიკურად გამართულია და მათი ექსპლუატაცია დასაშვებია (ს.ფ. 35-38).
2.7. საგადახდო დავალებებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ 2012 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და მისი 2012 წლის 11 ოქტომბრის დამატების ფარგლებში, შპს „ს----------–-----–------------------ისთვის“ ანაზღაურებულია ხელშეკრულების ღირებულების 90% - 120 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და ამდენად, ასანაზღაურებელი დავალიანება შეადგენს 13 400 აშშ დოლარის ეკვივალენტ - 23 425 ლარს (ვალდებულების წარმოშობის დროისათვის) (ს.ფ. 134-138).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ 2012 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს „ს----------–-----–------------------ის“ მიმართ ვალდებულ პირს წარმოადგენს მხოლოდ მოპასუხე შპს „გ-----------------“.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის საწინააღმდეგო მოსაზრება და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ 10.09.2012წ. ხელშეკრულებას ხელს აწერს სამი სუბიექტი - შპს „ს----------–-----–------------------ა“, შპს „გ-----------------“ და შპს „დ--------------------–--ი“; ხელშეკრულების შინაარსით დგინდება, რომ უფლება-მოვალეობები გადანაწილებულია მხოლოდ ორ მხარეს - „მიმწოდებელს“ - შპს ,,ს----------–-----–------------------ას” და „დამკვეთს“ - შპს ,,გ-----------------” შორის. კერძოდ, მიმწოდებელმა - შპს „ს----------–-----–------------------ამ“ იკისრა ვალდებულება, ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთისათვის - შპს „გ-----------------სთვის“ მიეწოდებინა და დაემონტაჟებინა (ექსპლუატაციაში მიღების ჩათვლით) სამგზავრო ლ-------ი (ხელშეკრულების 2.1 პუნქტი), ხოლო მიწოდებული საქონლის და მომსახურების საფასურის გადახდაზე კი ვალდებულ პირს ,,დამკვეთი” (შპს ,,გ-----------------”) წარმოადგენს (ხელშეკრულების 4.7 პუნქტი).
ამავდროულად, სასამართლომ ყურადღება მიაქცია მასზედ, რომ ხელშეკრულებაში ტერმინი - „მხარე“ განმარტებულია, როგორც დამკვეთი ან მიმწოდებელი ცალ-ცალკე, ხოლო „მხარეები“ ნიშნავს, როგორც დამკვეთს, ასევე - მიმწოდებელს. რაც შეეხება „უფლებამონაცვლეს“ (შპს „დ--------------------–--ი“), მხარეთა შეთანხმებით, მას მიენიჭა უფლებამოსილება, ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, წერილობითი განცხადების საფუძველზე, ჩანაცვლებოდა დამკვეთს სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ან გამხდარიყო პროდუქციის მიმღები (ბენეფიციარი), რა შემთხვევაშიც მასზე გადავიდოდა დამკვეთის ყველა უფლება-მოვალეობა (ხელშეკრულების 7.8. პუნქტი). სასამართლოს შეფასებით, შპს „დ--------------------–--ს“ აღნიშნული უფლებით არ უსარგებლია - საქმეში არც მისი წერილობითი განცხადებაა წარმოდგენილი დამკვეთის ჩანაცვლების მოთხოვნით; ამასთან, ისიც დადასტურებულია, რომ პროდუქცია მიღებულია შპს „გ-----------------ს“ მიერ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2012 წლის 11 ოქტომბრის დამატება, რომლითაც შეიცვალა ხელშეკრულების არსებითი პირობა - გაიზარდა ხელშეკრულების საერთო ღირებულება, დადებულია მხოლოდ შპს „ს----------–-----–------------------ას“ და შპს „გ-----------------“ შორის.
სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას შპს „დ--------------------–--ი“ აწარმოებდა და არა შპს ,,გ-----------------ი”, საქმეში წარმოდგენილია ამ უკანასკნელის დირექტორის წერილები შპს „დ--------------------–--ის“ დირექტორისადმი - შპს „ს----------–-----–------------------ისთვის“ ლ--------- ღირებულების გადარიცხვის თაობაზე. (ს.ფ. 80-83); შესაბამისად, შპს „ს----------–-----–------------------ის“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერებშიც შპს „დ--------------------–--ის“ მიერ თანხების გადარიცხვის საფუძვლად დასახელებული წერილებია მითითებული (ს.ფ. 50-53).
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „დ--------------------–--ი“ არ წარმოადგენდა სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობის არც მხარეს და არც მის უფლებამონაცვლეს. მისი მონაწილეობის ფარგლები სადავო სამართალურთიერთობაში მოიცავდა მხოლოდ მოსარჩელის წინაშე მოპასუხე შპს „გ-----------------ს“ ფულადი ვალდებულების შესრულებას.
2.9. 2012 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და მისი 2012 წლის 11 ოქტომბრის დამატების ფარგლებში, შპს „ს----------–-----–------------------ისთვის“ ხელშეკრულების ღირებულების ბოლო 10% დამკვეთს უნდა აენაზღაურებინა 2013 წლის 01 ოქტომბერს.
სასამართლომ აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავო არაა ლ--------- ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ხელშეკრულების ღირებულების 10% - 13 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში მიმწოდებლისთვის - შპს „ს----------–-----–------------------ისთვის“ გადაუხდელობის ფაქტი და მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენდა ხელშეკრულების ღირებულების გადახდის ვადის დადგომის გარემოება.
მოპასუხე - შპს ,,გ-----------------ს” წარმომადგენლის განმარტებით, დამკვეთს სადავო თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა მხოლოდ მოსარჩელის (მიმწოდებლის) მიერ სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების მისთვის მიწოდების შემდგომ. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის ამგვარი პოზიცია და განმარტა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს საგადასახადო მიზნებისათვის (ორგანოებისათვის) განკუთვნილ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც ხდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი გადასახადების გადახდევინება. რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებს, იგი ადასტურებს საქონლის მიწოდების ფაქტს, რაზეც კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები არც დავობენ. სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ შპს „ს----------–-----–------------------ას” შპს ,,გ-----------------სათვის” არ მიუწოდებია შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მიწოდებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულებისაგან მოპასუხის გათავისუფლებას. ვალდებულებისთვის - აანაზღაუროს ნასყიდობის ფასი და გაწეული მომსახურების ღირებულება, განმსაზღვრელია ნასყიდობის საგნის მოპასუხისათვის გადაცემა და მის სასარგებლოდ შეთანხმებული სამუშაოს შესრულება.
კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, 2013 წლის 01 ოქტომბერს შპს „ს----------–-----–------------------ამ“ შპს „გ-----------------“ მიაწოდა და ქ. თ---–--–---------ს ქ. №--ში არსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში დაამონტაჟა შეთანხმებული სამგზავრო ლ-------ი, რამაც შპს ,,გ-----------------” დარჩენილი საზღაურის - 13 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის ვალდებულება წარმოუშვა. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების დანაწესზე, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას და საქონლის/მომსახურების მიმღებისთვის წარდგენას ავალდებულებს მხოლოდ საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. სხვა შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, ამგვარი მოთხოვნის მოსარჩელისთვის წარდგენის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, მის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ დამკვეთს - შპს ,,გ-----------------”, მიმწოდებლისთვის - შპს „ს----------–-----–------------------ისთვის“ საბოლოო - 13 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანგარიშსწორების ვალდებულება წარმოეშვა 2013 წლის 01 ოქტომბერს - მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317.1 მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს ნასყიდობისა და ნარდობის (მომსახურების) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, (1) ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი;
(2) მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულების ღირებულების ბოლო 10%-ის ოდენობით ვადამოსული ვალდებულების არსებობა, რომლის გადახდაც, ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, დაკავშირებულია ხელშეკრულების №3 და №4 დანართში მითითებული ლ--------- სამონტაჟო სამუშაოების დასრულებასთან - მას შემდეგ, რაც ოთხივე ლიფტი მიღებული იქნებოდა ექსპლუატაციაში ყველა სათანადო პირის მიერ და მხარეთა შორის გაფორმდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ ნორმებით, რომლებიც, დავის საგნიდან გამომდინარე, შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან (სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლი)
შესრულებული სამუშაოს მიღებისა და მისი საზღაურების წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლი. კერძოდ, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 01 ოქტომბერს, ერთის მხრივ, შპს „ს----------–-----–------------------ას“ („მიმწოდებელი“) და, მეორეს მხრივ, შპს „გ-----------------“ („დამკვეთი“) შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც უდავოდ მიუთითებს დამკვეთის მიერ სამუშაოს მიღებას. უფრო მეტიც, მხარეების მიერ ხელმოწერილ აქტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ლ-------ი მუშაობს გამართულად და მზად არის ექსპლუატაციაში გასაშვებად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხის წარმომადგენლის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ მიუხედავად გაფორმებული აქტებისა (2013 წლის 01 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი და 2013 წლის 24 მაისის ლიფტის ტექნიკური მზადყოფნისა და მიღების აქტები), ლ--------- მონტაჟი არ იყო საბოლოოდ დასრულებული და ისინი არ ფუნქციონირედნენ, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 და 102-ე მუხლების თანახმად, საკმარისი მტკიცებულება არ არის, რაც მოპასუხის მტკიცების ნაკლია.
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - შპს ,,გ-----------------სათვის” ლ--------- მიწოდებისა და დამონტაჟების თაობაზე, ხოლო ამ უკანასკნელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - ანგარიშსწორება მიმწოდებელთან - სრულად არ შეუსრულებია, რის გამოც სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია შპს „ს----------–-----–------------------ის“ („მიმწოდებელი”) სარჩელი მოპასუხე შპს „გ-----------------ს“ („დამკვეთი“) მიმართ ხელშეკრულების საფასურის დავალიანების - 134 00 აშშ დოლარის ეკვივალენტი _ 23 425 ლარის დაკისრების თაობაზე.
2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლოს შეფასებით, 10.09.2012წ. ხელშეკრულების 4.7 პუნქტის მიხედვით, პირგასამტეხლო მხარეებს შორის წერილობით იქნა შეთანხმებული და გათვალისწინებულ იქნა ,,დამკვეთის” მიერ ხელშეკრულების საზღაურის გადახდის დაგვიანებისთვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი საზღაურის 0,02%-ის ოდენობით. ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,გ----------------მა” დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების - 13 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი 23 425 ლარის გადახდის თაობაზე, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა ასანაზღაურებელი თანხის - 23 425 ლარის 0,02% - 4,685 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე 2013 წლის 01 ოქტომბრიდან _ სარჩელის აღძვრამდე - 2014 წლის 06 მაისამდე (როგორც ამას თავად მოსარჩელე მოითხოვდა), რაც შეადგენს 218 დღეს და შესაბამისად - 1021 (4,685X218) ლარს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს სახით 7 419 (8 440 – 1 021) ლარის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
2.14. 10.09.2012წ. ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შპს „გ-----------------სა“ და შპს „დ--------------------–--ისთვის“ სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი მოპასუხე შპს „დ--------------------–--ის“ მიმართ უსაფუძვლო იყო, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სოლიდარულ ვალდებულებას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, თუკი თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება, კანონი ან ვალდებულების საგნის განუყოფლობა.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები სოლიდარულ მოვალეებს არ წარმოადგენდენ, ვინაიდან 10.09.2012წ. ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე - შპს „ს----------–-----–------------------ის“ მიმართ ვალდებულ პირს მხოლოდ მოპასუხე შპს „გ-----------------“ წარმოადგენდა და შპს „დ--------------------–--ის“ მონაწილეობის ფარგლები სადავო სამართალურთიერთობაში მოიცავდა მხოლოდ მოსარჩელის წინაშე მოპასუხე შპს „გ-----------------ს“ ფულადი ვალდებულების შესრულებას (დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება 3.2.1.). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს „დ--------------------–--ის“ მიმართ სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა იგი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2012 წლის 10 სექტემბერს ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა მხოლოდ შპს ,,ს----------–-----–------------------ასა“ და შპს ,,გ-----------------“ შორის და შპს ,,დ--------------------–--ი“ არ წარმოადგენდა სამართალურთიერთობის მხარეს. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოპასუხე შპს ,,დ--------------------–--ი“ ხელშეკრულების ყველა გვერდზე აწერს ხელს და ამოწმებს მას ბეჭდით; მეტიც - ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის ანაზღაურებული ნაწილი სწორედ შპს ,,დ--------------------–--ის“ მიერ არის ჩარიცხული შპს ,,ს----------–-----–------------------ისათვის“, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების 7.8 პუნქტის თანახმად, შპს ,,დ--------------------–--მა“ შეცვალა შპს ,,გ-----------------“ მოცემულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
აპელანტი განმარტავს, რომ შპს ,,დ--------------------–--ი“ წარმოადგენდა რეალურ დამკვეთს მოცემულ სამართალურთიერთობაში, ვინაიდან ფაქტობრივად მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში იქნა დამონტაჟებული ლ-------ი და მის ინტერესს ემსახურებოდა ხელშეკრულების გაფორმებაც, შესაბამისად, იგი იყო საფასურის გადახდაზე ვალდებული პირიც.
3.2. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა, რამდენადაც მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე, გასული იყო 515 დღე და არა 128 დღე, როგორც ეს სასამართლო გადაწყვეტილებაში იქნა მითითებული, შესაბამისად, შპს ,,ს----------–-----–------------------ის“ წარმომადგენლის განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 2412.77 ლარს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში იკვლევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
პალატა აღნიშნვას, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ შპს ,,ს----------–-----–------------------ის“ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ შპს ,,დ--------------------–--ის“ მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
პალატა ყურადღება მიაქცევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ 2009 წლის 13 ოქტომბერს შპს „დ--------------------–--ს“ (დამკვეთი) და შპს „გ-----------------“ (შემსრულებელი) შორის წერილობით გაფორმებული სამშენებლო კონტრაქტით შპს „გ----------------მა“ იკისრა თ---–--–--------------------ში დაგეგმილი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელების მიზნით სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალდებულება, რაც გულისხმობდა მუდმივ ან/და დროებით სამუშაოებს, ყველა იმ საჭირო მასალის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად, მათ შორის, ლ--------- მოწყობას. 2012 წლის 10 სექტემბერს შპს „ს----------–-----–------------------ას“ („მიმწოდებელი“), შპს „გ-----------------“ („დამკვეთი“) და შპს „დ--------------------–--ს“ („უფლებამონაცვლე“) შორის წერილობით გაფორმდა ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა - შპს „ს----------–-----–------------------ამ“, 128 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში (დღგ-ს ჩათვლით) გადახდის სანაცვლოდ, იკისრა ვალდებულება, დამკვეთისათვის - შპს „გ-----------------სთვის“ მიეწოდებინა სამგზავრო ლ-------ი და ამასთან, შეესრულებინა მომსახურებით გათვალისწინებული სამუშაოები, ექსპლუატაციაში მიღების ჩათვლით (ხელშეკრულების 2.1. და 3.1. პუნქტები). ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდებისათვის განისაზღვრა დამკვეთის მიერ მიმწოდებელთან ანგარიშსწორების განხორციელების ეტაპობრივი წესი, კერძოდ: (1) ხელშეკრულების ღირებულების 30% შპს „გ-----------------“ უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა; (2) ხელშეკრულების ღირებულების 30% - მიმწოდებლის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, ქარხანაში პროდუქციის დატვირთვამდე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მოსარჩელე წარადგენდა ქარხნის მიერ გაცემულ უტყუარ დოკუმენტაციას პროდუქციის დამზადებისა და მისი დატვირთვისთვის მზაობის თაობაზე; (3) ხელშეკრულების ღირებულების 20% - პროდუქციის საბაჟო ტერმინალში შესვლისას; (4)ხელშეკრულების ღირებულების 10% - ხელშეკრულების №1 და №2 დანართში მითითებული ლ--------- სამონტაჟო სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, (5) ხოლო ხელშეკრულების ღირებულების დარჩენილი 10% შპს „გ-----------------“ უნდა გადაეხადა ხელშეკრულების №3 და №4 დანართში მითითებული ლ--------- სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ - მას მერე, რაც ოთხივე ლიფტი მიღებული იქნებოდა ექსპლუატაციაში ყველა სათანადო პირის მიერ და მხარეთა შორის გაფორმდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი.
დადგენილია ასევე, რომ 2012 წლის 11 ოქტომბერს შპს „ს----------–-----–------------------ას“ და შპს „გ-----------------“ შორის წერილობით დაიდო 10.09.2012წ. ხელშეკრულების დამატება, რომლითაც ცვლილება შევიდა 10.09.2012წ. ხელშეკრულებაში. კერძოდ, შეიცვალა პროდუქციის (ლიფტის) ტექნიკური მახასიათებლები, რომლის შესაბამისად გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება და, ნაცვლად 128 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 134 000 აშშ დოლარით, დღგ-ის ჩათვლით.
მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საგადახდო დავალებებით და მხარეთა განმარტებებით, 2012 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და მისი 2012 წლის 11 ოქტომბრის დამატების ფარგლებში, შპს „ს----------–-----–------------------ისთვის“ ანაზღაურებულია ხელშეკრულების ღირებულების 90% - 120 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; ამდენად, ასანაზღაურებელი დავალიანება შეადგენს 13 400 აშშ დოლარის ეკვივალენტ - 23 425 ლარს (ვალდებულების წარმოშობის დროისათვის).
პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ შპს ,,დ--------------------–--ი“ და შპს ,,გ-----------------“ სადავო სამართალურთიერთობაში სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარულ ვალდებულებას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, თუკი თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება, კანონი ან ვალდებულების საგნის განუყოფლობა.
აქვე პალატა შენიშნავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრებათ მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. ამასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას, უმეტესწილად, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმა აწესრიგებს. ზოგადი ანალიზით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის მტკიცებას კანონმდებელი იმ მხარეს ავალებს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ის გარემოება, რომ 2012 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს წარმოადგენენ დამკვეთი - შპს ,,გ-----------------“ და შემსრულებელი -შპს ,,ს----------–-----–------------------ა“, რამდენადაც სწორედ ისინი არიან მოცემული სტატუსით ხელშეკრულებაში მოხსნებიებულნი, ხოლო ანგარიშსწორების ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად, ეკისრებოდა დამკვეთს. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 10 სექტემბრის სამმხრივ ხელშკერკულებაში შპს ,,დ--------------------–--ი“ მხოლოდ და მხოლოდ უფლებამონაცვლის სტატუსით არის მოხსენიებული და მისი მონაწილეობა სამართალურთიერთობაში ხელშეკრულების 7.8. პუნქტით არის დარეგულირებული, რაც იმას გულისხმობს, რომ შპს ,,დ--------------------–--ს“ სპეციალური წერილობითი გაფრხთილების შედეგად, ჰქონდა შესაძლებლობა ჩანაცვლებოდა დამკვეთს და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ხდებოდა იგი ანაზღაურებაზე ვალდებული პირი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2009 წლის 13 ოქტომბერს, შპს „დ--------------------–--ს“ (დამკვეთი) და შპს „გ-----------------“ (შემსრულებელი) შორის წერილობით გაფორმებული სამშენებლო კონტრაქტის საფუძველზე სახელშეკრულებო ურთიერთობა, თავდაპირველად წარმოიშვა შპს ,,დ--------------------–--სა” და ,,გ-----------------“ შორის, რომელიც 2012 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,დ--------------------–--ისთვის“ ე.წ. ქვეკონტრაქტორს წარმოადგენდა და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ლ--------- მონტაჟი და სხვა სახის სამუშაოები შპს ,,დ--------------------–--ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაში განხორციელდა და რეალურად ემსახურებოდა ამ უკანასკნელის ინტერესებს, თუმცა ის ფაქტი, რომ შპს ,,დ--------------------–--ი“ ხელს აწერს სამმხრივ ხელშეკრულებას და იხდიდა 2012 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საზღაურს, არ გულისხმობს იმას, რომ იგი შპს ,,გ----------------თან“ ერთად წარმოადგენდა სოლიდარულად ვალდებულ პირს, მეტიც - როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, შპს „დ--------------------–--ს“ მისთვის სადავო ხელშეკრულების 7.8 პუნქტით მინიჭებული ,,ჩანაცვლების უფლებით“ არ უსარგებლია (საქმეში არც მისი წერილობითი განცხადებაა წარმოდგენილი დამკვეთის ჩანაცვლების მოთხოვნით და, ამასთან, ისიც დადასტურებულია, რომ პროდუქცია მიღებულია შპს „გ-----------------ს“ მიერ) და მისი მხრიდან ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის დამდასტურებელ არსებით გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ 2012 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2012 წლის 11 ოქტომბრის დამატებით შეიცვალა ხელშეკრულების არსებითი პირობა - გაიზარდა ხელშეკრულების საერთო ღირებულება, დადებულია მხოლოდ შპს „ს----------–-----–------------------ას“ და შპს „გ-----------------“ შორის.
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ შპს ,,დ------- ქ----------–---ს“ მიერ, აპელანტი კომპანიისთვის, შპს ,,გ-----------------ს“ ნაცვლად განხორციელებული ჩარიცხვები, სხვა არაფერია, თუ არა შპს ,,დ--------------------–--ის” მიერ, მის ინტერესებში არსებული ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების მიზნით განხორციელებული შესრულება და მას არაფერი აქვს საერთო არც სოლიდარულ ვალდებულებასთან და არც სახელშეკრულებო ურთიერთობაში შპს ,,გ-----------------ს“ ჩანაცვლების პრეზუმპფციას იძლევა.
ამდენად, პალატის შეფასებით, აპელანტმა ვერც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს ვერ წარადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს ,,დ--------------------–--ი“ წარმოადგენდა 2012 წლის 10 სექტემბრის სამმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.
4.2 პალატა შენიშნავს, რომ მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარეთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრება და მისი ოდენობა.
პალატა აღნიშნვას, რომ 2012 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების 4.7 პუნქტის მიხედვით, პირგასამტეხლო მხარეებს შორის წერილობით იქნა შეთანხმებული, კერძოდ, ხსენებული პირობით გათვალისწინებულია ,,დამკვეთის” მიერ ხელშეკრულების საზღაურის გადახდის დაგვიანებისთვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი საზღაურის 0,02%-ის ოდენობით. პალატა შენიშნავს, რომ შპს ,,ს----------–-----–------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება 2013 წლის 01 ოქტომბრიდან _ სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის ფიქსირებული დღეების რაოდენობაზე გადაანგარიშებით, რაც დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ვადაგადაცილება შეადგენდა 218 დღეს, პირგასამტეხლოს ოდენობა კი - 1 021 (4,685X218) ლარს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. პალატა მიუთითებს, რომ მოხმობილი ნორმა დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა და სასამართლო შებოჭილია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლო განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად. პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი სააპელაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
ამდენად, პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იმსჯელა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე; კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, დასაბუთებულად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა გაანგარიშებულიყო ვალდებულების დარღვევიდან _ სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე; შესაბამისად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას საქალაქო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან მოსარჩელეს მთავარ სხდომამდე შეეძლო დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა და წარედგინა ყველა მტკიცებულება, რასაც სასარჩელო მოთხოვნის მართებულობა შეიძლებოდა დაფუძნებოდა.
4.3. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს და შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ს----------–-----–------------------ის“ სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /
მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/
/გოგიტა თოთოსაშვილი/