განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
010100117001812287
ინსტანცია
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100117001812287

საქმე №1/ბ-559-17წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 ივლისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე

თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - ა-–---------- ძ-------ის

ადვოკატების - მ-----– მ------ის, ს----- ჯ--–------იას

მსჯავრდებულის -ჯ----– მ---–----ს მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ----– ვ-–--------ის ძე მ---–----ს მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ბ------------- ქ. N--------------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების დადგენილების თანახმად, ჯ----– მ---–----ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 3-------------- დაახლოებით 21:35 საათზე, ქ. ბათუმში, ნ. ფ----------------- N16-ში მდებარე შპს ,,ი--–-------------ში" არსებულ სავალუტო ჯიხურში, სანტას ფორმაში ჩაცმული ჯ----– მ---–---- თავს დაესხა მოლარე-ოპერატორ მ----- ც--–---–--ეს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით პისტოლეტის დემონსტრირებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოსთხოვა და გაიტაცა 9820 ლარის ოდენობით ფულადი თანხა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ----– მ---–----მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 3-------------- დაახლოებით 21:35 საათზე, ქ. ბათუმში მდებარე შპს "ი--–------------ში" არსებულ სავალუტო ჯიხურში უკანონო შეღწევით ჯ----– მ---–---- მოლარე-ოპერატორ მ----- ც--–---–--ისგან, მართლსაწინააღმდეგო მისკაუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა დაუდგენელი რაოდენობის თანხას.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ჯ----– მ---–----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით; მსჯავრდებულ ჯ----– მ---–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 13 იანვრიდან.

 

3. სააპელაციო საჩივრების არსი:

 

3.1. აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–---------- ძ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში და ჯ----– მ---–---- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

პროკურორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა და სრულყოფილად გამოიკვლია ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა ჯ----– მ---–----ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ: მოწმეების მ----- ც--–---–--ის, ტ------– კ-–--–--ას, ჯ------– ც-------ის, ჯ----– მ---–----ს, ვ-–-------- მ---–----ს, დ---- ბ-----ის, გ------- გ--------ის, ნ---- დ-------ის, კ---- მ-----–--ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მომართვის წერილი ი--–------------იდან, ჯ------– ც-------ის და ტ------– კ-–--–--ას მიერ ჯ----– მ---–----ს ამოცნობის ოქმები, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი და დათვალიერების შედეგად ამოღებული სანტას ფორამა, ს----------–--------ის პლასტიკური ბარათი და ავტომანქანა, შპს „ი--–------------ის“ სავალუტო ჯიხურის გარე და შიდა ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერების გამოთხოვის ოქმი და ვიდეოჩანაწერები, ჯ----– მ---–--ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, საგამოძიებო ექსპერტიმენტით ამოღებული პისტოლეტი, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს მოწმეთა ჩვენებებს და ცდილობს ამ გზით გაამყაროს განაჩენის არგუმენტაცია. დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობის პროცესში მას მოულოდნელად თავს დაესხა სანტა კლაუსის ფორმაში მყოფი პირი, რომელსაც ხელში ეჭირა პისტოლეტი, მას სანტას ფორმაში მყოფმა პირმა, ასევე დაემუქრა, რომ თუკი იყვირებდა ან არ მისცემდა ფულის დაუფლების საშუალებას მოკლავდა, ის ფაქტი, რომ დაზარალებულზე განხორციელებული თავდასხმა იყო რეალური ამას ადასტურებს ვიდეო ჩანაწერებიც, სადაც ნათლად ჩანს, რომ თავდამსხმელი ხელში არსებული პისტოლეტის მსგავსი იარაღის დემონსტრირებით ჯერ უახლოვდება დაზარალებულს შემდგომ ყელში მოკიდებს ხელს და უბიძგებს, რაც რათქმაუნდა იმის მაჩვენებელი იყო, რომ თავდამსხემი არ ხუმრობდა და მისი მუქარა იყო რეალური. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ მას გაუჩნდა რეალური შიში იმისა, რომ ჯამალ მ---–----ს შესაძლოა ის მოეკლა, ვინაიდან მის ხელში დაინახა იარაღი, რომელიც მიმართული იყო მისი მიმართულებით, ამასთან იარაღი დაზარალებულმა აღიქვა რეალურად. მ----- ც--–---–--ის ჩვენების ნამდვილობას ადასტურებს სავალუტო ჯიხურის შიდა სამეთვალყურეო ვიდეო ჩანაწერებიც. მხედველობაშია მისაღები, ის, რომ სასამართლო განაჩენში საერთოდ არ მსჯელობს იმაზე, თუ კონკრეტულად რატომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ძარცვა და არა ყაჩაღობა, სასამართლო მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს ,,მტკიცებულებათა ერთობლიობა არიყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის’’.

 

3.2. აპელანტი - მსჯავრდებულ ჯ----– მ---–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატები მ-----– მ------ე და ს----- ჯ--–------ია წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვენ გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი ჯ----– მ---–----ს მიმართ და მის ნაცვლად დადგენილ იქნას გამამართლებელი განაჩენი;

 

დაცვის მხარეს გასაჩივრებული განაჩენი მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად; დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2016 წლის 3-------------- რაც დასტურდება შეტყობინებით, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ჯ---- ტ----ე გამომძიებელ ზ------ თ----------–--ეს ავალებს გამოძიების დაწყებას, ხოლო რეზოლუციის დადების თარიღად მითითებული დრო 22:57 საათი ანუ დანაშაულის მოხდენიდან დაახლოებით საათნახევრის შემდეგ. აღნიშნულიდან ცხადი ხდება, რომ რეზოლუციამდე ვერ და არ განხორციელდებოდა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებები. პოლიციაში რომ შეტყობინება გვიან შევიდა აღნიშნული დასტურდება მ----- ც--–---–--ის და მ------ ხ--------–---–ის ჩვენებებით.

 

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე ტ------– კ-–--–--ას ჩვენება, იგი არის ასაკოვანი პიროვნება, დაუდგენელია, თუ რამდენად კარგი მხედველობა აქვს, თუ რამდენად შეძლებდა ღამით სანტა კლაუსის ფორმაში მისთვის უცნობი პიროვნების სახის დანახვას, დამახსოვრებას და დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ამოცნობას, რომელსაც თვალი მხოლოდ წამიერად შეავლო. ვიდეო კამერებით დადასტურებულია, რომ ტ------– კ-–--–--ა 3------------- მომხდარი დანაშაულის დროს და არც მის შემდეგ არ ყოფილა ,,ი--–------------ის’’ მიმდებარედ და არც მის შესასვლელ კარებთან. ასევე წინააღმდეგობაში მოდის ვიდეოკამერების ჩანაწერებთან მოწმე ჯ------– ც-------ის ჩვენებაც. ჩანაწერებით კარგად ჩანს, რომ წყაროსთან და ჯვართან არათუ ჯ------– ც-------ე, არამედ საერთოდ სულიერი არსებაც კი არ დგას. მოწმეების ჯ------– ც-------ის და ტ------– კ-–--–--ას ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგოა. მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს.

 

საქმეზე ჩატარებული გენეტიკური და ჰაბიდოსკოპიური ექპერტიზის დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯ----– მ---–----ს უდანაშაულობას, ვინაიდან გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მხოლოდ ამოღებულ სანტა კლაუსის ქუდზე და წვერზე ვლინდება მისი გენეტიკური თანამონაწილეობა და სხვა ნივთებზე (ფორმაზე, იარაღზე, პლასტიკურ ბარათზე) არა. არ არის დადასტურებული, რომ საქმეზე ამოღებული წვერი და ფორმა და კადრში გადმოცემული ფორმა, ქუდი და წვერი ერთმანეთის იდენტურია, ამოღებულ წვერს გააჩნია ულვაშები, კადრში ასახულს კი არ გააჩნია. ჰაბიდოსკოპიური დასკვნით კი დგინდება, რომ საქმე გვაქვს სავარაუდოდ ერთი და იგივე პიროვნებასთან.

 

სარწმუნოდ არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დაზარალებულ მ----- ც--–---–--ის ჩვენება. მისი ჩვენების სიცრუეს და დადგენილი განაჩენით თავდამსხმელის ქმედების არასწორ კვალიფიკაციას ააშკარავებს დასახელებული ვიდეოკადრები. კადრებით კარგად ჩანს, რომ სავალუტო ჯიხურში შესასვლელი კარი ღია იყო ნებისმიერი პირისთვის და იგი არ წარმოადგენდა დაცულ ტერიტორიას, სადაც გარეშე პირთა ყოფნა დაუშვებელი იყო. სანტაკლაუსის ფორმიანი პიროვნება მარკეტში შედის ჩვეულებრივად აუჩქარებლად, იარაღის არადემონსტრირებით, მ----- ც--–---–--ესთან მიახლოვების შემდეგ მისგან შეუმჩნევლად მარჯვენა ხელით შარვლის საქამრის ადგილიდან იღებს პისტოლეტის მსგავს საგანს, რომლის ლულა იატაკისკენ აქვს მიშვერილი, რომ მ----- ც--–---–--ემ ის ვერ ნახოს, ეს უკანასკნელიც სინამდვილეში იარაღს ვერც ხედავს. ამით დასტურდება, რომ თავდამსხმელს მ----- ც--–---–--ის შეშინება და ძალადობის განხორციელება არ სურდა.

 

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მთლიანად უნდა იქნას ცნობილი დაუშვებელ მტკიცებულებად. მოსამართლე არასწორად იშველიებს სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, ვინაიდან საგამოძიებო ექსპერიმენტისას სწორედაც რომ ჯ----– მ---–----სგან იქნა ჩვენება მიღებული, მითუმეტეს, რომ ჯ----– მ---–----მ უარყო აღიარებითი ჩვენებები და საგამოძიებო ექსპერიმენტში მითითებული ჩვენების რეალობა და დაადასტურა, რომ აღიარებით ჩვენებას და საგამოძიებო ექსპერიმენტშიც ფაქტებს და გარემოებებს თვითონ გამომძიებელი წერდა. სასამართლო სხდომაზე ასევე არ დაკითხულა საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე მთავარი პირი და არ დაუდასტურებია აღნიშნული ოქმის წარმომავლობა და ავთენტიკურობა.

 

ასევე კანონის არსებითი დარღვევით მოხდა ჯ----– მ---–----ს დაკავება და პირადი ჩხრეკა. ასევე დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნას ცნობილი ჯ----– მ---–----ს ამოცნობის ოქმები, რომლებიც ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ასევე დაუშვებელი მტკიცებულებებია ავტომანქანის დათვალიერების და მისგან სანტა კლაუსის ფორმის და პლასტიკური ბარათის ამოღების ოქმები, ვინაიდან აღნიშნულის განხორციელდა კანონის არსებითი დარღვევით, არ არის დადგენილი პლასტიკური ბარათის მ----- ც--–---–--ის კუთვნილების შესახებ. საქმეზე არანაირად არ არის დადასტურებული ასევე ის გარემოება, რომ სასამართლოში გამოკვლეული სანტაკლაუსის ფორმა ზუსტად ის ფორმაა, რაც დანაშაულის ჩადენისა აცვია დამნაშავეს, ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ ამოღებული სათამაშო პისტოლეტი არის ის საგანი, რაც დანაშაულის ჩადენისას გააჩნდა სანტა-კლაუსს.

 

გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ჯ----– მ---–----ს არანაირი შემხებლობა და კავშირი არ გააჩნია აღნიშნულ საქმესთან, იგი უდანაშაულოა, როგორც განაჩენით დადგენილ, ისე გამოძიებით წარდგენილ ბრალდებებში.

 

მსჯავრდებულ ჯ----– მ---–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატები მ-----– მ------ე და ს----- ჯ--–------ია წარმოდგენილი შესაგებლებით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - პროკურორს ა-–---------- ძ------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ჯ----– მ---–----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს, მ-----– მ------ეს და ს----- ჯ--–------იას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ჯ----– მ---–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატების მ-----– მ------ის და ს----- ჯ--–------იას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მ----- ც--–---–--ის შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმში, ფ--------------------ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ი--–---ში’’ განთავსებულ სავალუტო ჯიხურიდან სანტაკლაუსის ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ გასტაცა ფულადი თანხა. გამოძიება დაიწყო 2016 წლის 3-------------.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ----- ც--–---–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშოაბს ,,ი---–------------ის’’ სავალუტო ჯიხურში, 2016 წლის 3------------- მივიდა სამსახურში და გადაიბარა სმენა, ახალი წლის დღეები იყო და კარგი მუშაობა იყო, ბევრი ხალხი მოძრაობდა, ამიტომ ვალუტის ჯიხურის კარები ღია იყო. ღამის ათის ნახევარი იქნებოდა დაახლობით ფანჯრიდან დაინახა ქუჩაში მოძრაობდა სანტაკლაუსის ფორმაში ჩამცული პიროვნება, მან რამდენჯერმე ჩაიარ-ჩამოიარა და ამიტომ მიაქცია ყურადღება, ტელეფონით ესაუბრებოდა რძალს, რ----- ლ--------------ეს, რომელსაც ხუმრობით უთხრა, იქნებ სანტაკლაუსმა საჩუქარიც კი გამიკეთოსთქო, სწორედ ამ საუბრის დროს სანტაკლაუსის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შემოვიდა მარკეტში და მისკენ წამოვიდა მშვიდი ნაბიჯებით, მიუახლოვდა მას და უთხრა - ჩუმად იყავი, არაფერს დაგიშავებო, მითხარი ფული სად არისო, თავიდან ხუმრობა ეგონა, მაგრამ მან ისევ უთხრა არ გეხუმრები, დროზე ფულიო, უკვე მიხვდა რაშიც იყო საქმე, შეშინდა და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, არ უთქვამს ფული სად იყო, არ ვიცის ამბობდა მხოლოდ, მერე უკვე იარაღიც შენიშნა მის ხელში, დროზე თორემ მოგკლავო, დაეუმქრა ეს პიროვნება, იგი ხელს იფარებდა სახეზე, ამ დროს დამნაშავე მას წვდა ყელზე და კედელზე მიანარცხა, იქვე სკამზე დაეცა, წამოდგომა სცადა, მაგრამ მხარზე დაარტყა ხელი და ისევ დაჯდა სკამზე. შემდეგ ამ პიროვნებამ თვითონ გამოაღო კარადის უჯრა, სადაც ნაგვის ურნას ინახავდნენ და იქ არაფერი დახვდა, შემდეგ მეორე უჯრა გამოაღო, სადაც თანხას ინახავდნენ, დასტაცა უჯრაში მოთავსებულ ფულს ხელი და გაიქცა. ეს ყველაფერი მოხდა წამებში.

 

დაზარალებულის განმარტებით, დამნაშავეს ეცვა წითელი ფერის სანტას ფორმა, იარაღი კი იყო შავის ფერის, მაშინ მას ეს იარაღი ნამდვილი ეგონა, მერე გაიგო, რომ სათამაშო იყო. მ. ც--–---–--ის ჩვენებით, იგი მომხდარის გამო ძალიან შეშინებული და აღელვებული იყო, იმიტომ, რომ მის მიმართ თავდასხმა განხორციელდა და შიშისგან წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.

 

დაზარალებულის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს, როდესაც მივიდა სამსახურში, სმენა ისე გადაიბარა, თანხა თუ რამდენი იყო სალაროში, არ გადაუთვლია. დამნაშავემ თანხასთან ერთად მისი კუთვნილი ს----------–--------ის პლასტიკური ბარათიც გაიტაცა. თანხის გადათვლის შემდეგ ბუღალტერმა და მენეჯერმა თქვეს, რომ წაღებული იყო 45 000 თუ 46 000 ლარი, მაგრამ შემდეგ 9 იანვარს გაიგო, რომ გაბნეული იყო 10 000 ლარამდე თანხა.

 

მ----- ც--–---–--ის ჩვენება სანტაკლაუსის ფორმაში ჩაცმული მამაკაცის მიერ სავალუტო ჯიხურიდან თანხის გატაცების ნაწილში სრულად დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ,,ი--–------------ის’’ სავალუტო ჯიხურში მოთავსებული უსაფრთხოების კამერის ვიდეო-ჩანაწერით.

 

მოწმე ჯ------– ც-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 3------------- ღამის საათებში სამსახურიდან მიდიოდა ი--------ის ქუჩაზე, სახლისთვის უნდა ეყიდა პროდუქტები ,,ი--–------------ში’’, რა დროსაც დაინახა სანტაკლაურის ფორმაში ჩაცმული ბიჭი, რომელიც მორბოდა საპირისპირო მხრიდან, ხელში ეჭირა პატარა პისტოლეტი და რომელიც იქვე 12 სართულიანი კორპუსის ეზოში შევიდა, სადაც არის სკვერი და წყლის ფანტანი. მალე ი--–------------ის ტერიტორიაზე ხალხი მოგროვდა და ითქვა, რომ აღნიშნული მარკეტის სავალუტო ჯიხური დააყაჩაღესო, ამ დროს იქნებოდა დაახლეობით ღამის ათის ნახევარი.

 

მოწმის განმარტებით, პიროვნებას, რომელიც მან დაინახა, თავზე ეფარა წითელი ქუდი თეთრი ფერის დაბოლოებით და ეცვა წითელი ფერის მოსასხამი, წვერს ისწორებდა ხელით, წვერი იყო სამკუთხედი ფორმის, დაბალი, ასევე ჰქონდა თეთრი ულვაში, ხელზე ეკეთა ლურჯი ფერის სამედიცინო ხელთათმანი. მოწმე ჯ. ც-------ის ჩვენებით, აღნიშნულ პიროვნებას ხელოვნური წვერი უვარდებოდა და ისწორებდა, რა დროსაც დაინახა მისი სახე, დაბალი წვერი ჰქონდა, მოგრძო სახე და მოცისფრო თვალები, ქუჩაში კარგი განათება იყო. მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მოხდა მარკეტის დაყაჩაღება, მაღაზიასთან ახლოს აღარ მისულა, იქვე იდგა შორი-ახლოს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, მაშინ მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ჩაიწერეს მისი ტელეფონის ნომერი. მოწმის განმარტებით ასევე ირკვევა, რომ მას პირადობის მოწმობაში რეგისტრაციის მისამართად მითითებული აქვს სამების ქუჩა, ხოლო ფაქტობრივად ცხოვრობს ი--------ის ქუჩაზე.

 

მოწმე ჯ. ც-------ის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ჯ----– მ---–----ს ამოცნობაში, ამოცნობის თარიღი 2017 წლის 13 იანვარი მას ახსოვს დანამდვილებით, ვინაიდან იყო ძველით ახალი წლის წინა დღე.

 

მოწმე ტ------– კ-–--–--ას ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 3------------- ღამის საათებში იმყოფებოდა ი--------ის ქუჩაზე, ახლობელს შეხვდა, რომელსაც თანხა უნდა მიეცა მისთვის, შემდეგ გაემართა ,,ი--–------------ისაკენ’’ საყიდლებისთვის, ამ დროს 12 სართულიანი კორპუსის მიდამოში შენიშნა ჩქარი ნაბიჯებით მოძრავი მამაკაცი, რომელსაც ეცვა სანტაკლაუსის ფორმა, მიაქცია მას ყურადღება, მარჯვენა ხელში იარაღი ეჭირა, გაკეთებულ წვერს ხელით იმაგრებდა, ახლოს რომ მიუახლოვდა, წვერი ჩამოვარდნილი ჰქონდა და რომ ჩაურბინა, რამდენიმე წამით სახეზე შეხედა მას. ხელზე ეკეთა ფერადი, სამედიცინო რეზინის ხელთათმანები, რომ ჩაურბინა უკან მიიხედა და დაინახა, რომ ეს პიროვნება ჩაჯდა ავტომანქანაში, რომელსაც მარცხენა მხარე ჰქონდა თეთრი ფერის შეუღებავი. ამის შემდეგ იგი გაემართა მარკეტისაკენ, სადაც იყო ჩოჩქოლი და გაიგო, რომ ვიღაც პიროვნებამ მარკეტში ჩაიდინა ყაჩაღობა, მერე მოვიდა პოლიციაც. პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რაც დაინახა, მათ ჩაიწერეს მისი მობილური ტელეფონის ნომერი. ამის შემდეგ ის მარკეტში აღარ შესულა.

 

მოწმის განმარტებით, გარეთ კარგი განათება იყო, ქუჩას ლამპიონი ანათებდა, სანტაკლაუსის ფორმაში ჩაცმული პიროვნება მას შეხვდა ი--------ის ქუჩის 6 თუ 8 ნომერთან, ყველაფერი მოხდა წამებში, თუმცა მას სახის დამახსოვრების პროფესიული ნიჭი აქვს და მისი სახე და იარაღიც კარგად დაინახა. მოწმე ტ. კ-–--–--ას ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ჯ. მ---–----ს ამოცნობაში.

 

მოწმეების - ი-----–- წ--–----ის და ნ------ ჯ--------ის ჩვენებებით ირკვევა, რომ მუშაობენ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 3------------- ღამის საათებში განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება მასზე, რომ ქ ბათუმში, ფ--------------------ში მდებარე სუპერმარკეტ განთავსებულ სავალუტო ჯიხურიდან სანტაკლაუსის ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ გაიტაცა ფულადი თანხა, რის გამოც ისინი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად. შემთხვევის ადგილზე გაესაუბრნენ მოქალაქეებს, რათა გაერკვიათ, ხომ არ იყვნენ თვითმხილველები, რა დროსაც ორმა მოქალაქემ ტ------– კ-–--–--ამ და ჯ------– ც-------ემ განაცხადეს, რომ იმყოფებოდნენ ი--------ის ქ.№6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაინახეს, რომ სუპერმარკეტ ,,ი--–---ის’’ მხრიდან გამორბოდა სანტაკლაუსის ფორმაში ჩაცმული პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა იარაღი. ორივე მათგანმა განაცხადეს, რომ მათ კარგად დაინახეს სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული მათთვის უცნობი პიროვნება, რომელიც გადაადგილდებოდა სირბილით. ნ------ ჯ--------ემ თავის სამუშაო ბლოკნოტში ჩაიწერა ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისაც ისინი გაესაუბრნენ, ასევე ჩაიწერა ჯ------– ც-------ის და ტ------– კ-–--–--ას ტელეფონის ნომრები.

 

მოწმე ნ---- დ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ,,ი--–------------ის’’ სავალუტო ჯიხურში მოლარე-ოპერატორად. მან სამუშაო ცვლა დაასრულა 2016 წლის 31 დეკმებრს დილის 10:00 საათზე, რა დროსაც იგი შეცვლა მ----- ც--–---–--ემ, რომელსაც დაუტოვა სამუშაო თანხა და წავიდა სახლში. 2017 წლის 01 იანვარს ღამე დაახლოებით 00:10 საათზე მან ახალი წელი მიულოცა მ----- ც---–--–--ეს, რომელმაც უთხრა, რომ სავალურო ჯიხურში სანტას ფორმაში ჩაცმული პიროვნება შევარდა და იარაღის მუქარით მას გასტაცა ფული.

 

მოწმე გ------- გ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ,,ი--–-------------ის’’ სავალუტო ჯიხურში მოლარე-ოპერატორად. 2016 წლის 31 დეკმბერს საღამოს დაახლოებით 21:40 საათზე იმყოფებოდა მ------ ხ--------–---–თან ერთად, რომელიც არის მარკეტის მენეჯერი, რა დროსაც მ------ ხ--------–---–ს დაურეკა მ----- ც--–---–--ემ და უთხრა, რომ სანტას ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ ფული გასტაცა, ისინი მალევე მივიდნენ სავალუტო ჯიხურში, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანი დახვდათ შეკრებილი.

 

მოწმე მ------ ხ-------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ,,ი--–------------ის’’ მენეჯერად. 2016 წლის 3------------- საღამოს დაახლოებით 21:30 საათზე მას ტელეფონით დაუკავშირდა მ----- ც--–---–--ე, რომელიც მუშაობს აღნიშნული მარკეტის სავალუტო ჯიხურის მოლარე-ოპერატორად და უთხრა, რომ ფული გასტაცა სანატას ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ხელში ეჭირა პისტოლეტი. მოწმის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ 2016 წლის აგვისტოს თვიდან სავალუტო ჯიხურიდან ხდებოდა მისე მიერ თანხების მითვისება, იქ მომუშავე მოლარე-ოპერატორებს ატყუებდა, რომ თანხა უნდა გადაეტანა სხვა ობიექტზე, აღნიშნული მიზეზით იღებდა თანხებს სალაროდან და იყენებდა თავისი საჭიროებისათვის, რაც მოლარე-ოპერატორებმა არ იცოდნენ. საბოლოო ჯამში მითვისებული და გაფლანგული აქვს დაახლოებით 39000 ლარი.

 

მოწმე ს--–---- ი--–---ის (მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული) ჩვენებით ირკვევა, რომ არის ,,ი--–------------ის’’ დამფუძნებელი და დირექტორი. აღნიშნულ მარკეტს ი--------ის ქუჩის მხრიდან გაკეთებული აქვს სავალუტო ჯიხური. 2016 წლის 3------------- იმყოფებოდა თავის სამუშაო ოთახში, მაღაზია და სავალუტო ჯიხური მუშაობდა ჩვეულებრივ; დაახლოებით 21:30 საათზე გაიგონა თანამშრომლების ჩოჩქოლოს ხმა და გავიდა სამუშაო ოთახიდან, არეულობა იყო სავალუტო ჯიხურთან. მ----- ც--–---–--ემ უთხრა, რომ სავალუტო ჯიხურში შევიდა სანტას ფორმაში გამოწყობილი პიროვნება, რომელმაც იარაღის მუქარით თანხა გასტაცა მას, კერძოდ, პიროვნებამ თანხა ამოიღო სამუშაო უჯრიდან და გაიქცა. როგორც გაიგო დამნაშავეს ეცვა წითელ და თეთრ ფერებში გაწყობილი სანტას ფორმა, ეფარა სანტას ქუდი, სახე დაფარული ჰქონდა თეთრი ფერის ხელოვნური წვერით და ხელებზე ეკეთა რეზინის ლურჯი ხელთათმანები.

 

მოწმე რ--------- ლ--------------ის ჩვენებით, 2016 წლის 3------------- დაახლოებით ღამის 21:00 საათზე, ტელეფონით ესაუბრებოდა მ----- ც--–---–--ეს, რომელიც ახალ წელს ხვდებოდა სამსახურში, საუბრისას მას მ-----მ სიცილით უთხრა, რომ სანტამ გაიარა და ნეტავ ჩვენთან ხომ არ შემოვაო, რამდენიმე წამში კი მ-----მ უთხრა, სანტა ჩემსკენ მოდისო და იმავე წამს გაიგონა მისი აღელვებული ხმა - რას მიკეთებ, რა გინდა, თავი დამანებეო, შემდეგ იყო ბრახუნის ხმა და ტელეფონი გაითიშა, მოგვიანებით კი გაიგო, რომ სანტაკლაუსის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი იარაღით თავს დაესხა მ----- ც--–---–--ეს და გასტაცა თანხა.

 

მოწმე გ---- მ–------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ავტომობილების მეთუნუქე-მღებავად. 2016 წლის 29 დეკემბერს მას ჯ----– მ---–----მ მიუყვანა თავისი ავტომობილი ლურჯი ფერის მაზდა, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა უკანა საბარგული, მარცხენა ფრთა და უკანა ბამპერი. 2017 წლის 5 იანვარს ჯ----– მ---–--ამ მას მიუტანა საღებავი და 200 აშშ დოლარი, რის შემდეგაც მან ავტომანქანა გადაღება 2017 წლის 10 იანვარს და შემდეგ ჯ----– მ---–----მ წაიყვანა ავტომანქანა.

 

მოწმე მ------- ბ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ მას ჯ----– მ---–----მ სთხოვა მისი კუთვნილი ავტომანქანის ბამპერების შეკეთება, რისთვის 2017 წლის 4 იანვარს გადაუხადა 200 ლარი და წაიღო თავისი კუთვნილი ბამპერები.

 

მოწმე ზ------ მ-----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 5 იანვარს მასთან მივიდა ჯ----– მ---–---- და 100 ლარად შეიძინა მუქი ლურჯი საღებავი,ლაქი, კატალიზატორი და გამხსნელი.

 

მოწმე ვ-–-------- მ---–----ს (მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული) ჩვენებით ირკვევა, რომ არის ჯ----– მ---–----ს მამა. მისი შვილი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს სიმამრთან. 2016 წლის 31 დეკმბერს, საღამოს დაახლოებით 22:00 საათის შემდეგ, სახლში მივიდა ჯ----–ი, მიულოცა მათ ახალი წელი და უთხრა, რომ სიურპრიზი გაგიკეთეო და გადასცა 1500 ლარი. რადგანაც მისი შვილი დასაქმებულია და აქვს კარგი ხელფასი, მას არ უკითხავს თუ საიდან ჰქონდა აღნიშნული თანხა.

 

მოწმე ვ------- ა----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ჯ----– მ---–---- არის მისი ახლო მეგობარი. ჯ----–ს ჰქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემები ბანკებთან, რის გამოც მას არ აძლევდნენ სესხებს, ამის გამო ჯ----–ს მის სახელზე ჰქონდა გაკეთებული განვადება ს----------–--------იდან და რამდენიმე მიკროსესხი, 1 იანვრის შემდეგ მას ყველა სესხზე აქვს გარკვეული თანხა შეტანილი და ამ მხრივ მას ჯ----– მ---–----ს მხრიდან, არცერთ სესხთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს ჰქონია.

 

2017 წლის 12 იანვრის პატაკით ირკვევა, რომ 2017 წლის 12 იანვარს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2016 წლის 3------------- ქ. ბათუმში, ფ---------ის ქ. №16 -ში მდებარე ,,ი--–------------ში’’ არსებული სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება ჩადენილი აქვს ჯ----– მ---–----ს.

 

ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილის ი----- მ-----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ მის მიერ 2017 წლის 12 იანვარს მიღებულ იქნა ოპერატიული ინფრომაცია მასზედ, რომ 2016 წლის 3------------- ქ. ბათუმში, ფ---------ის ქ. №16-ში მდებარე ,,ი--–------------ში’’ არსებული სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება ჩადენილი აქვს ჯ----– მ---–----ს. მიღებული ინფრომაციის თანახმად, ჯ----– მ---–---- აღნიშნული ყაჩაღობის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მის მფლობელობაში არსებული ,,მაზდას’’ ფირმის, სახელმწიფო ნომრით G-------- ავტომანქანით.

 

2017 წლის 12 იანვრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის და თანდართული ფოტოსურათების თანახმად ირკვევა, რომ ქ. ბათუმში ტ----ის ქ. №8ში არსებული პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციული შენობის წინა გზაზე გაჩერებულია მუქი ლურჯი ფერის ავტომანქანა ,,მაზდა,’’ სახელმწიფო ნომრით G-------, მანქანა დგას 4 საბურავზე, საჭე განთავსებული აქვს მარჯვენა მხარეს, გააჩნია საბარგული, სადაც ჩაყრილია სხვადასხვა ნივთები, საბარგულში განთავსებულია სათავსო, რომელზეც დაფარებულია სახურავი, მასში ჩაყრილია წითელ და თეთრ ფერებში გაწყობილი სანტას ფორმა, თავისივე ქუდით და ხელოვნური თეთრი ფერის წვერ-ულვაში, აღნიშნული ფორმის ქვემოთ იმავე სათავსოში დევს ს----------–--------ის პლასტიკური ბარათი, რომელზეც იკითხება პასტით შესრულებული წარწერა ,,1---’’. დათვალიერების შემდეგ პლასტიკური ბარათი მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა, ასევე ამოღებული სატას ფორმა მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. დათვალიერების შემდეგ დაილუქა ავტომანქანაც. აღნიშნული დათვალიერების ოქმს ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები: ე------ ჯ--------ე, ბ------- ა-----ე, ჯ----– მ---–---- და ოქმის შემდგენი პირი ზ------ თ----------–--ე.

 

2017 წლის 13 იანვრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ტ------– კ-–--–--ამ ამოიცნო ჯ----– მ---–---- - პირი, რომელიც 2016 წლის 31 დეკემბერს საღამოს საათებში "ი--–------------ის’’ მოპირდაპირე მხარეს გარბოდა სანტას ფორმაში ჩაცმული, რომელსაც სახეზე ჰქონდა ხელოვნური წვერულვაში, რომელიც უვარდებოდა ნიკაპს ქვემოთ და დაინახა მისი სახე, ასევე, დაინახა, რომ ხელში ეჭირა პისტოლეტი. გაიქცა იქ არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ჩაჯდა ფურგუნის ტიპის მუქი ფერის ავტომანქანაში, რომლის უკანა ფთა იყო თეთრად შეღებილი და გაიქცა.

 

2017 წლის 13 იანვრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ჯ------– ც-------ემ ამოიცნო ჯ----– მ---–---- - პირი, რომელიც 2016 წლის 31 დეკემბერს საღამოს საათებში "ი--–------------ის’’ მოპირდაპირე მხარეს ნახა სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული, რომელსაც სახეზე ჰქონდა ხელოვნური წვერულვაში, რომელიც უვარდებოდა ნიკაპს ქვემოთ და დაინახა მისი სახე, ასევე დაინახა, რომ ხელში ეჭირა პისტოლეტი, იგი გაიქცა იქ არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში და მიეფარა თვალს.

 

ჯ----– მ---–---- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 13 იანვარს.

 

2017 წლის 25 იანვრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ჯ----– მ---–----სგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში.

 

2017 წლის 20 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ რევოლვერისმაგვარ საგანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომლებშიც ჯ. მ---–----ს გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

ს----------–--------ის Mastecard-ის ბარათზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელიც იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;

- წითელი ფერის შარვალსა და ტანსაცმელზე გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

- ჯ----– მ---–----ს კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებული სანტა კლაუსის წითელი ფერის ქუდზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯ. მ---–----ს; თეთრი ფერის, ბეწვისმაგვარი ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება ჯ. მ---–----ს გენეტიკური თანამონაწილეობა.

 

ექსპერტმა - ნ---- კ--–----ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე და შედეგი.

 

2017 წლის 10 აპრილის N----- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2016 წლის 3-----------ის ვიდეოგრამაზე და 2017 წლის 12 იანვრის ვიდეოგრამაზე დაფიქსირებულია გამოძიებისთვის საინტერესო სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების გამოსახულება.

 

ექსპერტმა ვ--–------ მ----ა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შედეგი.

 

2017 წლის 18 იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის N--- დასკვნის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული რევოლვერის მსგავსი საგანი არის ქარხნულად დამზადებული - სათამაშო რევოლვერი და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

 

ექსპერტმა - რ----- ბ-----ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შედეგი.

 

2017 წლის 07 და 31 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმების თანახმად ირკვევა, რომ "ი--–------------იდან’’ ამოღებული იქნა 2016 წლის 3-----------ის (დანაშაულის ჩადენის დღე) და 2017 წლის 12 იანვრის (ჯ----– მ---–----ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დღე) ვიდეო-ჩანაწერები.

 

2017 წლის 12 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის და თანდართული ფოტოსურათების თანახმად ირკვევა, რომ ჯ----– მ---–----მ - საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებს უჩვენა როგორც ის ადგილები, სადაც შეიძინა სანტა კლაუსის ფორმა, სათამაშო პისტოლეტი, ხელთათმანები, ასევე ის მარშუტი, რაც გაიარა ი--–------------ში დანაშაულის ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ. ჯ----– მ---–----ს მიერ მითითებული ადგილიდან - ი--------ის ქუჩის ბოლოს, ღია ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული იქნა იარაღის მაგვარი საგანი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა - ზ------ თ----------–--ემ და ე------ ჯ--------ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა და შედეგი.

 

თავად მსჯავრდებულმა ჯ----– მ---–----მ სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მას არანაიარი დანაშაული არ ჩაუდენია. მსჯავრდებულის განმარტებით, მისი დაბარება და დაკავება მოხდა კანონდარღვევით, გამომძიებელმა ზ------ თ----------–--ემ ვერ დაადასტურა, თუ როგორ ჩააბარა მას უწყება გამოცხადებაზე, მისი ჩვენებით, როგორი წარმოსადგენია, თუ კი იგი მართლა გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე და მისცა აღიარებითი ჩვენება, იგი გამომძიებელს როგორ ეტყოდა, რომ ნივთები, რომელიც მის დამნაშავეობას ადასტურებდა, თან ჰქონდა მანქანაში, აღნიშნულის შემდეგ კი ტარდება საგამოძიებო მოქმედება მანქანის დათვლიერება და ამოღება - აღნიშნული წარმოადგენს აბსურდს. არ არის დადგენილი თუ ვინ მიიყვანა აღნიშნული მანქანა პოლიციის პირველი განყოფილების წინ, ვინ მისცა თანხმობა მანქანის დათვალიერების და ამოღებისა, დაათვალიერეს მხოლოდ ავტომანქანის საბარგული, კარებები არც კი გაუღიათ, მსჯავრდებულის განმარტებით, ავტომანქანა ადგილზე მიიყვანა რომელიმე პოლიციიის თანამშრომლემა და სანტას ფორმებაც მათ ჩაალაგეს მანქანაში.

 

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მისი ჩვენებით, აღნიშნული რას ნიშნავდა არც კი იცოდა, იგი გაიყვანეს ადგილზე, თვითონ გამომძიებლები იძლეოდნენ მითითებებს - ხელი გაიშვირე მარჯვნივ და მარცხნივო, აღნიშნულს იღებდნენ კამერებით, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგანაც ფიქრობდა, რომ მის იქ ყოფნას ვერ დაადასტურებდნენ და ვერც კი წარმოედგინა, რომ მის ნათქვამს არავინ გაიზიარებდა და დაიჯერებდა. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი ადრე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაშიც კი არ ყოფილა შემჩნეული.

 

რაც შეეხება მთავარ ორ მოწმეს ჯ. ც-------ეს და მ. ც--–---–--ეს, მათ სასამართლოში განაცხადეს, რომ ჰქონდათ მეხსიერების პრობელები და მიუხედავად აღნიშნულისა, მათი ჩვენებები სასამართლომ მაინც გაიზიარა; აღნიშნული გარემოება არ ყოფილა გათვალისწინებული, თუ როგორ შეძლო ასეთმა მოწმემ, ჯ. ც-------ემ მისი ამოცნობა. ამასთან ფირზე ნათლად ჩანს ყველაფერი, პიროვნება სადაც მოძრაობს, იმ ადგილზე არ არავინ დგას საერთოდ, როგორ შეეძლო ვინმეს ამ პიროვნების დანახვა და შემდეგ ამოცნობა. ასევე არ არსებობს მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ იქ ადგილზე იყო ავტომანქანაც. რაც შეეხება მოწმე ტ. კ-–--–--ას ჩვენებას, მისი ჩვენება ავტომატურად ბათილდება იმის გამო, რომ ც-------ის ჩვენება არ არის გასაზიარებელი, მათი ჩვენებები არის მხოლოდ სიცრუე და სასამართლო მტკიცებულებების შესწავლის შედეგად უნდა მივიდეს სამართლიან გადაწყვეტილებამდე, რომ ჯ. მ---–---- არის უდანაშაულო.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ჯ----– მ---–----ს მიერ შპს ,,ი--–------------ში’’ არსებულ სავალუტო ჯიხურში მოლარე-ოპერატორ მ----- ც--–---–--ის მიმართ ყაჩაღობის ჩადენას, რის გამოც მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან. ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე დადგინდეს, თუ დაზარალებულმა როგორ აღიქვა და შეაფასა მის მიმართ გამოთქმული მუქარის შინაარსი.

 

რაც შეეხება ძარცვას, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია დანაშაულის აშკარად, სხვა პირთათვის ხილულად ჩადენა და მას თავდასხმის ელემენტი არ გააჩნია.

 

სასამართლო ერთხელ კიდევ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ მ. ც--–---–--ის ჩვენებებს, სადაც მან დეტალურად აღწერა 2016 წლის 3-------------- ღამით განვითარებული მოვლენები. დაზარალებულ მ. ც--–---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ჯ. მ---–----მ ქონების დაუფლების მიზნით იარაღი გამოიყენა, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ჯ. მ---–----ს ხელში იარღი შენიშნა, აღნიშნულის გამო იგი ძლიერ შეშინდა, ემუქრებოდა, დროზე ფული, თორემ მოგკლავო, წვდა ყელზე და კედელზე მიანარცხა, იქვე სკამზე დაეცა, წამოდგომა სცადა, მაგრამ თავდამსხმელმა მას მხარზე ხელი დაარტყა. მ. ც--–---–--ის ჩვენებით იგი მომხდარის გამო ძალიან შეშინებული და აღელვებული იყო, იმიტომ, რომ მის მიმართ თავდასხმა განხორციელდა და შიშისგან წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, თვითონ ამ პიროვნებამ კი გამოაღო კარადის უჯრა, სადაც ნაგვის ურნას ინახავდნენ და იქ არაფერი დახვდა, შემდეგ მეორე უჯრა გამოაღო, სადაც თანხას ინახავდნენ, დასტაცა უჯრაში მოთავსებულ ფულს ხელი და გაიქცა.

 

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ მ. ც--–---–--ის ჩვენების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და მის ნამდვილობას ადასტურებს სავალუტო ჯიხურის შიდა სამეთვალყურეო ვიდეოს ჩანაწერებიც (2016 წლის 3-----------ის 21:10 საათიდან 22:00 საათამდე დროს პერიოდი), ვიდეო ფაილში 21:35:37 საათზე სავალუტო ჯიხურში მყოფი მოლარე-ოპერატორი დგას ფეხზე და საუბრობს ტელეფონზე, რა დროსაც შემინული ფასადიდან გარეთ ტროტუარზე ჩანს წითელ და თეთრ ფერებში გამოწყობილ სანტას ფორმაში ჩაცმული პიროვნება, რომლის მოძრაობას თვალს ადევნებს მოლარე ოპერატორი, რა დროსაც სანტას ფორმაში ჩაცმული პიროვნება შედის სავალუტო ჯიხურში, შესვლისთანავე წელის არედან იღებს შავი ფერის პისტოლეტის მსგავს ნივთს და ესაუბრება მოლარე ოპერატორს, ახლოს მიაქვს მისკენ იარაღის მსგავსი საგანი, რისი დანახვის შემდგომაც დაზარალებული ხელებს მაღლა წევს. ამ დროს სანტას ფორმაში ჩაცმული პირი ყელის არეში უბიძგებს ხელს და აგდებს სკამზე, პისტოლეტის მსგავსი ნივთი აქვს მარჯვენა ხელში, კვლავ ურტყამს ხელს მოლარეს მარცხენა ხელით, აღებს სამუშაო მაგიდის მარჯვენა მხარის განთავსებულს კარს, რის შემდეგაც იმავე ხელით აღებს სამუშაო მაგიდის მარცხენა მხარეს არსებულ ზედა უჯრას და იღებს თანხას ხელით, რის შემდეგაც მაშინვე გადის სავალუტო ჯიხურიდან.

 

ყაჩაღობის დროს მნიშვნელოვანია, დაზარალებულმა რეალურად აღიქვას მასზე განხორციელებული სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა ანდა ძალადობის მუქარა, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია მ----- ც--–---–--ის ჩვენებით, ასევე ვიდეო ჩანაწერებით.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მსჯავრდებულის ჩვენებას, რომ ჯ----– მ---–----ს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, რომ პოლიციელებმა მასზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ ჯ. მ---–----ს დაკავება მოხდა კანონის არსებითი დარღვევით 2017 წლის 12 იანვარს, ქ. ბათუმში ე.წ. ,,ნ-------------სთან’’, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს იგი, აღნიშნულ მოტივებს სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ უწყებას პირის გამოძახების შესახებ ტ.1. ს.ფ. 144, რომლითაც დასტურდება, რომ ჯ. მ---–----ს უწყება ჩაბარდა 2017 წლის 12 იანვარს 13:20 საათზე, რაც დადასტრებულია მისი ხელმოწერით. ჯ----– მ---–---- დაკავებამდე დაიკითხა მოწმის სახით, მიიღო მონაწილეობა როგორც ავტომანქანის დათვალიერებაში, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტში და შემდეგ მოხდა მისი დაკავება.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია ჯ. მ---–----ს ხელით შესრულებული ხელწერილები, რომლითაც ირკვევა, რომ მსჯავრდებული თანახმა იყო დათვალიერებულიყო მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა და ასევე თანახმა იყო მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო ექსპერიმენტში (ტ1.ს.ფ. 152, 172).

 

2017 წლის 12 იანვრის ავტომანქანის დათვლიერების ოქმის და თანდართული ფოტოსურათების თანახმად დგინდება, რომ ჯ. მ---–----ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა ,,სანტა კლაუსის’’ ფორმა ქუდით და ხელოვნური წვერულვაშით. ასევე პლასტიკური ბარათი წარწერით ,,1---’’. დათვლიერების ოქმი შედგენილ იქნა საპროცესო კანონის სრული დაცვით, რაშიც მონაწილეობა მიიღო თვით ჯ. მ---–----მ და დაადასტურა თავისი ხელმოწერით, თუმცა რაიმე განცხადება ან შენიშვნა ჯ. მ---–----ს ოქმში არ შეუტანია.

 

აქვე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს ბიოლოგიურ (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ ჯ. მ---–----ს კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებული ,,სანტა კლაუსის’’ ქუდზე და წვერზე არსებულ ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილზე ვლინდება ჯ. მ---–----ს გენეტიკური თანამონაწილეობა.

 

2017 წლის 12 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ჯ. მ---–----ს ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარებულ იქნა საგამოძეობო ექსპერიმენტი.

 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში (№561 აპ-15) საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დაუშვებულია სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნება ანუ მისი საჯაროდ წაკითხვა და მისი მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჯ. მ---–----ს ჩვენება არ მიუცია. საგამოძიებო ექსპერიმენტისას განხორციელდა ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა, რაც ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც ამ შემთხვევაში არ ვრცელდება მოქმედი სსსკ-ის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილი იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებული იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 12 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, თუ როგორ გადაადგილდებოდა ჯ. მ---–----, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებს უჩვენა ის ადგილები, სადაც შეიძინა ,,სანტა კლაუსის’’ ფორმა, სათამაშო პისტოლეტი, ხელთათმანები, ასევე ის მარშუტი, რაც გაიარა ,,ი--–------------ში’’ დანაშაულის ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ. ჯ. მ---–----ს მიერ მითითებული ადგილიდან, ი--------ის ქუჩის ბოლოს, ღია ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტოს დროს ამოღებულ იქნა იარაღის მაგვარი საგანი (ტ.1. ს..ფ. 173-188). აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ჯ. მ---–----მ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამოძიებას მიუთითა ისეთი დეტალების შესახებ, რაც შეუძლებელია სცოდნოდათ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებს.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 10 აპრილის N----- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2016 წლის 3-----------ის ვიდეოგრამაზე და 2017 წლის 12 იანვრის ვიდეოგრამაზე დაფიქსირებულია გამოძიებისთვის საინტერესო სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების გამოსახულება.

 

აქვე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმეების ტ. კ-–--–--ას და ჯ. ც-------ის ჩვენებებს, 2017 წლის 13 იანვარს ჩატარებულ პირის ამოცნობის ოქმებს, აღნიშნული ოქმების დასტურდება, რომ ტ. კ-–--–--ამ და ჯ. ც-------ემ ამოიცნეს 2016 წლის 3------------- საღამოს საათებში ,,ი--–------------ის’’ მოპირდაპირე მხარეს სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული ჯ. მ---–----, რომელიც ცალი ხელით ისწორებდა ხელოვნურ წვერს, რაც უვარდებოდა და ხელში ეჭირა პისტოლეტი.

 

სააპელაციო პალატა მოწმეების ტ. კ-–--–--ას და ჯ. ც-------ის ჩვენებებს სარწმუნოდ მიიჩნევს, მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და არ არსებობს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი. რაც შეეხება ჯ. ც-------ის მიერ პირის ამოცნობის ოქმს, რომელიც დათარიღებულია 11.01.2017წ., აღნიშნული ოქმის მეორე გვერდზე გაკეთებულია შენიშვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ოქმზე მითითებული თარიღის 11.01.2017წ. ნაცლად უნდა იყოს მითითებული 13.01.2017, აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს, რაც გამოწვეულია კომპიუტერის ელექტრონული პროგრამის ხარვეზის გამო. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთ საპროცესო დარღვევად, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს ამ საგამოძიებო მოქმედების უარსაყოფად.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ერთმანეთთან შეჯერებულ, ეჭვის გამომრიცხავ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ჯ----– მ---–----მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, კერძოდ, 2016 წლის 3-------------- დაახლოებით 21:35 საათზე, ქ. ბათუმში, ნ. ფ----------------- N16-ში მდებარე შპს "ი--–-------------ში" არსებულ სავალუტო ჯიხურში, სანტას ფორმაში ჩაცმული ჯ----– მ---–---- თავს დაესხა მოლარე-ოპერატორ მ----- ც--–---–--ეს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით პისტოლეტის დემონსტრირებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოსთხოვა და გაიტაცა ფულადი თანხა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის ყველა ელემენტი უტყუარად არის დადასტურებული.

 

რაც შეეხება სასჯელის ზომას, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულის პიროვნებას და განმარტავს, რომ ჯ----– მ---–----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ამასთან, იგი არ არის ნასამართლევი და ხასიათდება დადებითად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯ----– მ---–----ს უნდა შეეფარდოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ზომის მინიმუმი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ჯ----– მ---–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ს----- ჯ--–------იას და მ-----– მ------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ჯ----– მ---–----ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილზე;

 

ჯ----– მ---–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ჯ----– მ---–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 13 იანვრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- შპს „ი--–---“ მარკეტის კუთვნილი სავალუტო ჯიხურიდან ამოღებული ვიდეო-ჩანაწერები ორ ცალ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

- საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ამოღებული სათამაშო პისტოლეტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- ჯ----– მ---–----ს ავტომობილის დათვალიერებისას ამოღებული სანტაკლაუსის ფორმა და მ----- ც--–---–--ის ს----------–--------ის პლასტიკური ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

- ნ------ ჯ--------ის და მ------ ხ--------–---–ის მიერ წარმოდგენილი სამუშაო ბლოკნოტი და რვეულები, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

 

მოსამართლეები მაკა გორგოძე

 

თეიმურაზ სვანიძე