განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.12.2018
საქმის ნომერი
330310016001435790
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/431-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

აპელანტი (მოსარჩელე) – მ----------–-

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - მ-----------, ლ---------–---–-

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

1.1. მ----------–მა 2016 წლის 18 ივლისს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 19 მაისის N--------------- გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ივლისის N------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის თ---–--–-----–--------------------------–--აში მდებარე N01.11.17.0--.1-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მ----------–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 12 ივნისის N--------------- გადაწყვეტილებით ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 2008 წლის 14 მარტს გაცემული N--- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე თ---–--–-----–--------------------------–--აში მდებარე 804 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდით ლ-------------ის საკუთრებად დარეგისტრირდა. (ტ.1. ს.ფ. 75, 82-83).

 

2.2. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 ივნისის N--------------- გადაწყვეტილებით N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული უძრავი ნივთი სამ საკადასტრო ერთეულად - N01.11.17.0--.0-- კოდით 200 კვ.მ მიწის ნაკვეთად, N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდით 404 კვ.მ მიწის ნაკვეთად და N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდით 200 კვ.მ მიწის ნაკვეთად დაიყო. თავის მხრივ, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 9 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილებით N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდის უძრავი ნივთი N01.11.17.0--.1-- კოდით 300 კვ.მ მიწის ნაკვეთად და N01.11.17.0--.1-- კოდით 104 კვ.მ მიწის ნაკვეთად დაიყო.(ტ.1. ს.ფ. 104, 105, 106-107, 108, 109-110, 111, 112-113, 162, 168).

 

2.3. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილებით ლ-------------ესა და მ----------–ს შორის 2011 წლის 14 ნოემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე N01.11.17.0--.1-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ, ქ. თ---–--–------–---------------------------–--აში მდებარე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მაკა

ჩოხელის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.(ტ.1. ს.ფ. 172-173, 177-178).

 

2.4. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 14 ივნისის N--------------- გადაწყვეტილებით ლ-------------ესა და ლ---------–---–ს შორის გაფორმებული სერვიტუტის ხელშეკრულების საფუძველზე ლ-------------ის კუთვნილი, N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული, თ---–--–-----–--------------------------–--აში მდებარე 200.00 კვ.მ ნაკვეთის 31.00 კვ.მ ფართობი ლ---------–---–-ს სასარგებლოდ სერვიტუტის უფლებით დაიტვირთა.(ტ.1. ს.ფ. 274-275, 278-279, 282, 290-291).

 

2.5. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 27 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილებით 2012 წლის 26 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ქ. თ---–--–-----–--------------------------–--აში მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ----------ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.(ტ.1. ს.ფ. 295-297).

 

2.6. მ----------–-ს წარმომადგენელმა ლ----------–--ემ 2015 წლის 30 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს N------------ განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თ---–--–------–---------------------------–--აში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია - წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით საზღვრების კორექტირება მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, პასპორტის ასლი, განცხადება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მინდობილობის ასლი.(ტ.1. ს.ფ. 216-222);

 

2.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 დეკემბრის N-------------03 გადაწყვეტილებით მ----------–-ს N------------ განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, განმცხადებელს მიეთითა, რომ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე, N01.11.17.0--.0-- უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, ასევე, იცვლებოდა უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის კონფიგურაცია. განმცხადებელს განემარტა, რომ წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის საზღვრების დამდგენი კორექტირებული დოკუმენტაცია.(ტ.1. ს.ფ. 223-225);

 

2.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 4 იანვრის N-------------04 გადაწყვეტილებით მ-----------–ის N------------ განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა კორექტირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დამდგენი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.(ტ.1.ს.ფ. 226).

 

2.9. მ----------–-ს წარმომადგენელმა ლ----------–--ემ 2016 წლის 6 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს N------------ განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თ---–--–-----–--------------------------–--აში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა.(ტ.1. ს.ფ. 227-228).

 

2.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 19 მაისის N--------------- გადაწყვეტილებით მ----------–ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმაზე მითითებით, რომ 8----------- განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის ანალოგიურ მოთხოვნაზე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N------------ გადაწყვეტილება და N------------ სარეგისტრაციო განცხადებზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს.(ტ.1.ს.ფ. 233-234).

 

2.11. მ-----------–ის წარმომადგენელმა ლ-----------–--ემ 2016 წლის 30 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 19 მაისის N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე N01.11.17.0--.1-- უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა. საჩივრის მიხედვით, მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, მ----------–-ს მიწის ნაკვეთის საზღვრები იყო დასაკორექტირებელი, საჩივართან ერთად წარდგენილი მოწმეთა განცხადების მიხედვით კი, მ----------–სა და მ-----------ს შორის არსებული ღობე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოიშალა.(ტ.1.ს.ფ. 236).

 

2.12. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ 2016 წლის 23 ივნისს, 14 საათზე ჩატარდა ქ. თ---–--–------–----------------------------–--აში მდებარე, 01.11.17.0--.1-- საკადასტრო კოდის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება მ----------–-ს მამის - ჯ----–-------–ის, მ----------–-ს წარმომადგენელი ლ----------–--ის, მ----------ისა და მ----------ის დედა ლ-------------ის მონაწილეობით. ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ N01.11.17.0--.1-- და N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების რეგისტრირებული მონაცემები არ შეესაბამებოდა ფაქტობრივ მდგომარეობას და საზღვრები იყო სადავო. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ N01.11.17.0--.1-- უძრავ ნივთებზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემები არ შეცვლილა და შეესაბამებოდა საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, კერძოდ, საკუთრების უფლების N--- მოწმობას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და მის შემდეგ უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზებს.(ტ.1. ს.ფ. 250, 254-255, 257-265).

 

2.13. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ივლისის N------ გადაწყვეტილებით მ----------–-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.(ტ.1. ს.ფ. 12-16).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-601, 102-ე მუხლებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2-4, მე-8, 21-23-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით.

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ N------------ განცხადებით მოსარჩელემ საჯარო რეესტრს განმეორებით წარუდგინა N01.11.17.0--.1-- უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების - საზღვრების კორექტირების რეგისტრაციის მოთხოვნა იმგვარად, რომ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებებზე არ მიუთითებია. იმის გათვალისწინებით, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს მოსარჩელის მიერ N------------ განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის ანალოგიურ მოთხოვნაზე 2016 წლის 4 იანვარს ჰქონდა მიღებული N-------------04 გადაწყვეტილება, არ არსებობდა N------------ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ----------–-ს წარმომადგენელმა, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა;

მ----------–-ს სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

4.1. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მ----------–მა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ საზღვრები მ-----------სა და მ-----------–ს შორის იყო დასაკორექტირებელი. აპელანტის მითითებით, თუ მ----------–-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა ახლადაღმოჩენილ გარემოებას, რატომ იქნა დაწყებული ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება, რომელშიც ჩართული იყო საკადასტრო სამსახური. საკადასტრო სამსახურის ადგილზე მისვლისას შედგენილ იქნა გასაუბრების ოქმი, რომელიც მხარეთა მიერ იქნა ხელმოწერილი.

 

4.2. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მ----------–-ს მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი საჩივარი, რომელშიც მითითებული იყო, რომ მ----------–სა და მ-----------ს შორის არსებობდა პირობითი ღობე, რითაც დგინდებოდა წითელი ხაზები და აღნიშნული ღობე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ იქნა მოშლილი.

 

5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ მ-----------–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

6.1. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 12 ივნისის N--------------- გადაწყვეტილებით ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 2008 წლის 14 მარტს გაცემული N--- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე თ---–--–-----–--------------------------–--აში მდებარე 804 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდით ლ-------------ის საკუთრებად დარეგისტრირდა. (ტ.1. ს.ფ. 75, 82-83).

 

6.2. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 ივნისის N--------------- გადაწყვეტილებით N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული უძრავი ნივთი სამ საკადასტრო ერთეულად - N01.11.17.0--.0-- კოდით 200 კვ.მ მიწის ნაკვეთად, N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდით 404 კვ.მ მიწის ნაკვეთად და N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდით 200 კვ.მ მიწის ნაკვეთად დაიყო. თავის მხრივ, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 9 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილებით N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდის უძრავი ნივთი N01.11.17.0--.1-- კოდით 300 კვ.მ მიწის ნაკვეთად და N01.11.17.0--.1-- კოდით 104 კვ.მ მიწის ნაკვეთად დაიყო.(ტ.1. ს.ფ. 104, 105, 106-107, 108, 109-110, 111, 112-113, 162, 168).

 

6.3. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილებით ლ-------------ესა და მ----------–ს შორის 2011 წლის 14 ნოემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე N01.11.17.0--.1-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ, ქ. თ---–--–------–---------------------------–--აში მდებარე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ----------–-ს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.(ტ.1. ს.ფ. 172-173, 177-178).

 

6.4. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 14 ივნისის N--------------- გადაწყვეტილებით ლ-------------ესა და ლ---------–---–ს შორის გაფორმებული სერვიტუტის ხელშეკრულების საფუძველზე ლ-------------ის კუთვნილი, N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული, თ---–--–-----–--------------------------–--აში მდებარე 200.00 კვ.მ ნაკვეთის 31.00 კვ.მ ფართობი ლ---------–---–-ს სასარგებლოდ სერვიტუტის უფლებით დაიტვირთა.(ტ.1. ს.ფ. 274-275, 278-279, 282, 290-291).

 

6.5. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 27 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილებით 2012 წლის 26 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ქ. თ---–--–-----–--------------------------–--აში მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ----------ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.(ტ.1. ს.ფ. 295-297).

 

6.6. მ----------–-ს წარმომადგენელმა ლ----------–--ემ 2015 წლის 30 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს N------------ განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თ---–--–------–---------------------------–--აში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია - წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით საზღვრების კორექტირება მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, პასპორტის ასლი, განცხადება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მინდობილობის ასლი.(ტ.1. ს.ფ. 216-222);

 

6.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 დეკემბრის N-------------03 გადაწყვეტილებით მ----------–-ს N------------ განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, განმცხადებელს მიეთითა, რომ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე, N01.11.17.0--.0-- უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, ასევე, იცვლებოდა უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის კონფიგურაცია. განმცხადებელს განემარტა, რომ წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის საზღვრების დამდგენი კორექტირებული დოკუმენტაცია.(ტ.1. ს.ფ. 223-225);

 

6.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 4 იანვრის N-------------04 გადაწყვეტილებით მ-----------–ის N------------ განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა კორექტირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დამდგენი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.(ტ.1.ს.ფ. 226).

 

6.9. მ----------–-ს წარმომადგენელმა ლ----------–--ემ 2016 წლის 6 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს N------------ განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თ---–--–-----–--------------------------–--აში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა.(ტ.1. ს.ფ. 227-228).

 

6.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 19 მაისის N--------------- გადაწყვეტილებით მ----------–ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმაზე მითითებით, რომ 8----------- განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის ანალოგიურ მოთხოვნაზე ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N------------ გადაწყვეტილება და N------------ სარეგისტრაციო განცხადებზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს.(ტ.1.ს.ფ. 233-234).

 

6.11. მ-----------–ის წარმომადგენელმა ლ-----------–--ემ 2016 წლის 30 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 19 მაისის N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე N01.11.17.0--.1-- უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა. საჩივრის მიხედვით, მარეგისტრირებელ ორგანო წარედგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, მ----------–-ს მიწის ნაკვეთის საზღვრები იყო დასაკორექტირებელი, საჩივართან ერთად წარდგენილი მოწმეთა განცხადების მიხედვით კი, მ----------–სა და მ-----------ს შორის არსებული ღობე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოიშალა.(ტ.1.ს.ფ. 236).

 

6.12. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ 2016 წლის 23 ივნისს, 14 საათზე ჩატარდა ქ. თ---–--–------–----------------------------–--აში მდებარე, 01.11.17.0--.1-- საკადასტრო კოდის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება მ----------–-ს მამის - ჯ----–-------–ის, მ----------–-ს წარმომადგენელი ლ----------–--ის, მ----------ისა და მ----------ის დედა ლ-------------ის მონაწილეობით. ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ N01.11.17.0--.1-- და N01.11.17.0--.0-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების რეგისტრირებული მონაცემები არ შეესაბამებოდა ფაქტობრივ მდგომარეობას და საზღვრები იყო სადავო. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ N01.11.17.0--.1-- უძრავ ნივთებზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემები არ შეცვლილა და შეესაბამებოდა საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, კერძოდ, საკუთრების უფლების N--- მოწმობას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და მის შემდეგ უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზებს.(ტ.1. ს.ფ. 250, 254-255, 257-265).

 

6.13. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ივლისის N------ გადაწყვეტილებით მ----------–-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.(ტ.1. ს.ფ. 12-16).

 

7.1. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 19 მაისის N--------------- გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ივლისის N------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის თ---–--–-----–--------------------------–--აში მდებარე, N01.11.17.0--.1-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. შესაბამისად, მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს არსებობდა თუ არა მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან მ----------–-სათვის რეგისტრაციაზე უარის თქმისა და 2016 წლის 30 მაისის N--------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

7.2. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენაზე შეზღუდვებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

7.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების ან ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

7.4. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

7.5. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ მ----------–-ს წარმომადგენლის ლ----------–--ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში 2016 წლის 30 მაისს წარდგენილ N--------- საჩივარს თან ერთვოდა მ----------–-ს მეზობლების ნ---------------ასა და ნ--------–--–--------ის 2016 წლის 18 მაისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ მ----------–-სა და მ----------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის (ს.კ. 01.11.17.0--.1-- და 01.11.17.0--.0--) არსებობდა პირობითი ღობე, რომლიც მ----------–-ს საზღვრებს ადასტურებდა და აღნიშნული ნაძალადევის რაიონის ზედამხედველობის სამსახურის გაფრთხილების გამო იქნა აღებული და მოშლილი. (ტ.1. ს.ფ. 241).

 

7.6. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მ----------–-ს წარმომადგენლის ლ----------–--ის 2016 წლის 30 მაისის N--------- საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება, დაინიშნა სადავო მიწის ნაკვეთების დათვალიერება, ობიექტები ადგილზე დათვალიერდა და შედგა გასაუბრების ოქმი, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია და არ დაუსაბუთებია მ----------–-ს მეზობლების ნ---------------ასა და ნ--------–--–--------ის 2016 წლის 18 მაისით დათარიღებული ნოტარიულად დამოწმებული განცხადება რამდენად წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას; ამასთან სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ გადაუმოწმებია რამდენად სწორი მონაცემებით აქვთ აღრიცხული მ----------–სა და მ-----------ს სადავო მიწის ნაკვეთები.

 

7.7. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია მარეგისტრირებელი ორგანო არ არის პასუხისმგებელი წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა პასუხისმგებელია მასთან დაცული ინფორმაციისა და რეგისტრირებული მონაცემთა დაცვაზე და მათ ნამდვილობაზე. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ უპირველესად მარეგისტრიებელი ორგანო წარმოადგენს მასთან რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობის გარანტს, რათა მესაკუთრეებად რეგისტრირებულ სუბიექტებს გააჩნდეთ ნდობა იმისა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო არ დაუშვებს მათი უფლებების ხელყოფას სხვა მესამე პირთა სასარგებლოდ.

 

7.8. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნაზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

7.9. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა თვლის, რომ მ----------–-ს მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების დარღვევით, რის გამოც გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი; ამ ნორმის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

7.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო სააპელაციო პალატა თვლის, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება მ----------–-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რომლის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. აღნიშნული ნორმის თანახმად სააპელაციო პალატა აღნიშნავს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 19 მაისის N--------------- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ივლისის N------ გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

7.11. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. სწორედ ამიტომ სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ პირობებში, როდესაც სრულად შესწავლილი, გამოკვლეული და დადგენილი არ არის სადავო გარემოებები, არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც საკითხი დამატებით კვლევასა და შეფასებას საჭიროებს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ნ---------------ასა და ნ--------–--–--------ის 2016 წლის 18 მაისით დათარიღებული ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (მტკიცებულება) რამდენად წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას, ასევე მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა გადაამოწმოს რამდენად სწორი მონაცემებით აქვთ აღრიცხული მ----------–სა და მ-----------ს სადავო მიწის ნაკვეთები და სად გადის აღნიშნულ მიწის ნაკვეთთა შორის მიჯნა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა და მათთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობის მიცემა, გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

7.12. პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა ამ ეტაპზე გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულებას გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ---–--–-----–--------------------------–--აში მდებარე N01.11.17.0--.1-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობს მ----------–-ს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7.13. სააპელაციო პალატა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც; შესაბამისად, მ----------–-ს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარი მის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ----------–-ს სააპელაციო საჩივარი;

 

2. ნაწილობრივ გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება - რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 19 მაისის N--------------- გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ივლისის N------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ----------–-ს სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 19 მაისის N--------------- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის

ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ივლისის N------ გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

4. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

5. მ----------–-ს მიერ სააპელაციო საჩივრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი მის სასარგებლოდ დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს.

 

6. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე