განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-570-2018წ.
(100100118002572974)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის _ ფ-------- ს-----ის,ადვოკატის - თ-- მ------–-–--ლის,მსჯავრდებულის - ა---------– ბ-----–--ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------– ზ------ის ძე ბ-----–--ის მიმართ, პირადი №5----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ--------------–-------–--------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა---------– ბ-----–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ოჯახში ძალადობა, ე.ი,ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი). რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 7 ივლისამდე, ქ. ჭიათურში, ტ---–-----------------ში მცხოვრები ა---------– ბ-----–--ე, მეუღლეს - მ-----ი მ------–---–ს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, რამაც მ-----ი მ------–---–ის ტანჯვა გამოიწვია.
2017წლის შემოდგომაზე, თვე და რიცხვი დაუდგენელია, ქ.ჭიათურაში, ტ---–---------------–- მცხოვრებმა ა---------– ბ-----–--ემ ქ. საჩხერეში, წ-------–---------- -ში, მეუღლის მშობლების საცხოვრებელ სახლში, სრულიად უმიზეზოდ ცემა თავის არასრულწლოვან შვილს - ზ----- ბ-----–--ეს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და ურთიერთ შეკამათების ნიადაგზე, ფეხების და ზურგის არეში ცემა მეუღლე, მ-----ი მ------–---–ი, რა დროსაც მ-----ი მ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 06 ივლისს, ქ.ჭიათურაში, ტ---–---------------–- მცხოვრებმა ა---------– ბ-----–--ემ ქ.საჩხერეში, წ-------–---------- -ში, მეუღლის მშობლების საცხოვრებელ სახლში, სრულიად უმიზეზოდ ცემა თავის არასრულწლოვან შვილს - ზ----- ბ-----–--ეს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და ურთიერთ შეკამათების ნიადაგზე, თავისა და ხელების არეში ცემა მეუღლე, მ-----ი მ------–---–ი, რა დროსაც მ-----ი მ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენით ა---------– ბ-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "გ" ქვეპუნქტებით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "გ" ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "გ" ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით (2018 წლის 08 ივნისამდე რედაქციით);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "გ" ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 20 (ოცი) დღის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ ა---------– ბ-----–--ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 20 (ოცი) დღის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე; საიდანაც სსკ-ს 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად 06 (ექვსი) თვე და 10 (ათი) დღე თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვისა და 10 (ათი) დღის ვადით, სსკ -ს 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი;
მსჯავრდებულ ა---------– ბ-----–--ეს სასჯელის მოხდა დაეწყო დღიდან დაკავებისა - 2018 წლის 17 აგვისტოდან.
მსჯავრდებულ ა---------– ბ-----–--ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 07 ივლისიდან 2018 წლის 09 ივლისის ჩათვლით - 3 დღე;
ა---------– ბ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ფ-------- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანას და დანაშაულთა ერთობლიობით ა---------– ბ-----–--ის მიმართ უფრო მკაცრი საპატიმრო სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ა---------– ბ-----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ქმედების ხასიათი და საშიშროება. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია განზრახი ოჯახური ძალადობა და არსებობს მის მიერ მომავალში ახალი კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის საშიშროება. დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პიროვნებას, ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა.
აპელანტი - მსჯავრდებულ ა---------– ბ-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი თ-- მ------–-–--ლი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტსო განაჩენში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: ა---------– ბ-----–--ე გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, წარსულში არ არის ნასამართლევი, ა. ბ-----–--ე არის ინვალიდი და იღებს სახელმწიფო შემწეობას. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ დაზარალებულებს არც მეუღლეს და არც ბავშვს არანაირი დაზიანება არ გააჩნიათ. არასრულწლოვანი შვილი მამის დაკავების დღიდან გახდა ჭირვეული და ხშირად კითხულობს მამას. მსჯავრდებულის მეუღლეს და მის ორ შვილს ა. ბ-----–--ის პენსის და სოციალური დახმარების, გარდა შემოსავალი არ აქვთ და ოჯახი არის მძიმე მატერიალურ მგომარეობაში.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორს ფ-------- ს-----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ ა---------– ბ-----–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს თ-- მ------–-–--ლს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა---------– ბ-----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "გ" ქვეპუნქტებით(ორი ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ მ-----ი მ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, არასრულწლოვანი დაზარალებულის - ზ------ ბ-----–--ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: მ--- მ------–---–ის, რ--------- დ---------ის და მ------ კ-----ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით; შემაკავებელი ორდერით, დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ა---------– ბ-----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "გ" ქვეპუნქტებით(ორი ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.
სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, ხოლო მსჯავრდებულ ა---------– ბ-----–--ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
პალატა ა---------– ბ-----–--ის მიმართ სასჯელის შემსუბუქებისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედების ჩადენის ხერხს, მსჯავრდებულის პიროვნებას (აღიარა შერაცხული დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შერიგებულია დაზარალებულთან), ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც ა---------– ბ-----–--ეს სსკ-ის სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "გ" ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 20 დღის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 01 წლის და 06 თვის გამოსაცდელი ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ფ-------- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ა---------– ბ-----–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-- მ------–-–--ლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულ ა---------– ბ-----–--ის მიმართ სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა---------– ბ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "გ" ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "გ" ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "გ" ქვეპუნქტებით (2018 წლის 08 ივნისამდე რედაქციით)- თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "გ" ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 20 (ოცი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა---------– ბ-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 20 (ოცი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 01(ერთი) წლის და 06(ექვსი)თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ა---------– ბ-----–--ეს რეალურად სასჯელის აღსრულების შემთხვევაში სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 07 ივლისიდან 2018 წლის 09 ივლისის ჩათვლით - 3 დღე; ასევე 2018 წლის 17 აგვისტოდან - 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.
ა---------– ბ-----–--ე გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
ა---------– ბ-----–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
ა---------– ბ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გათავისუფლდეს ყადაღისაგან ა---------– ბ-----–--ის (პ/ნ №5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ს-------------------–---------------------–------------------------------------------------------------------–----------------------------------------------------–----------–--
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე