განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2019
საქმის ნომერი
060100118002569901
ინსტანცია
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-643-2018წ.

(0601001 18002569901)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----- მ-----ის ძე კ----ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------–-, პირადი ნომერი: 1----------- საქართველოს მოქალაქე, არ არის ნასამართლევი, მცხოვრები: ქ----------------------------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ----- კ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2014-2018 წლებში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ----- კ----ემ ქალაქ ვანში 2-------------------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, მეუღლის ნ----- ნ--–-----ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით არაერთხელ განახორციელა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც ნ----- ნ--–-----ეში გამოიწვია ტანჯვა. 2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კვლავ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ზ----- კ----ე მივიდა თავისივე საცხოვრებელ სახლში, სადაც ყოფით საკითხებზე წარმოშობილი კამათით გაბრაზებულმა, შვილების - 8 წლის ლ---- კ----ის და 7 წლის მ----- კ----ის თანდასწრებით, მარცხენა ხელის არეში მუშტის რამდენჯერმე დარტყმის გზით ძალადობა განახორციელა ნ----- ნ--–-----ეზე. ზ----- კ----ის ქმედების შედეგად ნ----- ნ--–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქალაქ ვანში 2-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ----- კ----ემ ყოფით საკითხებზე წარმოშობილი კამათით განაწყენების ნიადაგზე, შვილების - 8 წლის ლ---- კ----ის და 7 წლის მ----- კ----ის თანდასწრებით, ფეხის მუცლის არეში დარტყმის გზით ძალადობა განახორციელა მეუღლეზე ნ----- ნ--–-----ეზე. ზ----- კ----ის ქმედების შედეგად ნ----- ნ--–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენით ზ----- კ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. (2018 წლის 14 ივნისის ეპიზოდი);

 

ზ----- კ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ზ----- კ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ----- კ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 ივნისიდან.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ ზ----- კ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ------ ნ------------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და ზ----- კ----ის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით შეცვლას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, ასევე 85 წლის ბებია და ავადმყოფი უმუშევარი მამა, რომელთა ერთადერთი მარჩენალი არის ზ----- კ----ე. მსჯავრდებული და დაზარალებული შეურიგდნენ ერთმანეთს, მეუღლე ხშირად აკითხავს პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ----- კ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ----- ნ--–-----ის გამოკითხვის ოქმით, ლ---- კ----ის და მ----- კ----ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ზ----- კ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას და პირობითი მსჯავრის დანიშვნას.

 

მსჯავრდებულ ზ----- კ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ----- კ----ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ზ----- კ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------ ნ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ზ----- კ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ ზ----- კ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ----- კ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 ივნისიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე