განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2019
საქმის ნომერი
010100118002691344
ინსტანცია
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002691344

საქმე №1/ბ-130-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 ივნისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის _ ა-–---------- ძ-------ის,ადვოკატის - მ---- დ-------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–-------- რ-----ს ძე შ-----–--ს მიმართ, დაბადებული 1--- წლის 25 დ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ვ-–----–----–-- ქუჩა №4-, ბინა №4,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ-–-------- შ-----–--მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მოტყუებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შპს საამშენებლო კომპანია ,,ს---–- პ--–------’’დირექტორმა ვ-–-------- შ-----–--მ, თაღლითობის ჩასადენად სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მოატყუა ნ--- დ--------ს, რომ გასაყიდი ჰქონდა ქალაქ ბათუმში ფ--------- მ----- ქუჩა N8--ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი ს---–-ს N-- ბინა, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით ე-- ლ---------–---ის და ხ------- ჭ----ის საკუთრებას წარმოადგენდა. ვ-–-------- შ-----–--ს სიმართლეში დარწმუნებულმა ნ--- დ--------მ, თავისი შვილის თ-------- ჯ------ის მეშვეობით 2014 წლის 21 ივლისს, 2014 წლის 25 ივლისს და 2015 წლის 31 მარტს, შპს ,,სამშენებლო კომპანია ს---–- პ--–------’’ საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 29 666,75 ლარი, რაც ვ-–-------- შ-----–--მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ვ-–-------- შ-----–-- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვ-–-------- შ-----–--ს პატიმრობაში ყოფნის - 2018 წლის 10 ოქტომბრიდან 2018 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილია პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით შთანთქა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ ვ-–-------- შ-----–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილია პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ვ-–-------- შ-----–--ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ ვ-–-------- შ-----–--ს სასჯელის ვადაში (4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა) მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო -2017 წლის 23 მაისიდან 2017 წლის 07 ივლისის ჩათვლით პერიოდი.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - აჭარის ა.რ. პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი ნ----- გ-------–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენში და ვ-–-------- შ-----–--ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად ლმობიერი, უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და გარემოებები, მსჯავრდებულის ქცევა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ, წარსული ცხოვრება და ნასამართლობები, ზიანის ანაზღაურების მისწრაფება და სხვა გარემოებები. ვ-–-------- შ-----–--ს პიროვნებას კარგად წარმოაჩენს მისი წარსული ნასამართლობები, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულთან ერთად მოიცავს, ასევე ანალოგიური კატეგორიის დანაშაულის თაღლითობის ჩადენისთვის ნასამართლობასაც. სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას განსაკუთრებით უნდა გაეთვალისწინებინა დაზარალებულის ნ--- დ--------ს პოზიცია ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიუხედავად დაცვის მხარის მიერ დაზარალებულისათვის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხისა, იგი ზიანს ანაზღაურებულად არ თვლიდა, ვინაიდან მიყენებული ზიანი გაცილებით მეტი იყო ვიდრე დაცვის მხარის მიერ ჩარიცხული ფულადი თანხა. ამდენად, დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორს ა-–---------- ძ-------ეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულ ვ-–-------- შ-----–--ს ინტერესების დამცველ ადვოკატს მ---- დ-------ეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ-–-------- შ-----–--ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დაადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ნ--- დ--------ს ჩვენებით, მოწმეების - თ-------- ჯ------ის, მ----- დ--------ს, ე-- ლ---------–---ის, ხ------- ჭ----ის, ზ------ თ----–---–ის, შ------- მ----ის გამოკითხვის ოქმებით, ნ--- დ--------ს განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან დოკუმენტების ამოღების ოქმით და ამოღებული დოკუმენტაცით, ნ--- დ--------სგან დოკუმენტების ამოღების ოქმით და ამოღებული დოკუმენტაცით, უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით, სს ,,პროგრეს’’ ბანკის სალაროს შემოსავლის ორდერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ვ-–-------- შ-----–--ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებულ ვ-–-------- შ-----–--ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი. ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულმა აანაზღაურა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებით მიყენებული ზიანი.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ვ-–-------- შ-----–--ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

აჭარის ა.რ. პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ----- გ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ვ-–-------- შ-----–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვ-–-------- შ-----–--ს პატიმრობაში ყოფნის - 2018 წლის 10 ოქტომბრიდან 2018 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1000 (ათასი) ლარით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილია პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვ-–-------- შ-----–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილია პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ვ-–-------- შ-----–--ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია და ვ-–-------- შ-----–-- გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ ვ-–-------- შ-----–--ს სასჯელის ვადაში (4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა) მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 23 მაისიდან 2017 წლის 07 ივლისის ჩათვლით პერიოდი.

 

პირობით მსჯავრდებულის ვ-–-------- შ-----–--ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე