განაჩენი

სისხლის სამართლის 17.06.2019
საქმის ნომერი
010100116001487716
ინსტანცია
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100116001487716

საქმე N 1/ბ-435-17წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე

 

პროკურორის - დ----- ჭ------ის

ადვოკატის - გ--–- ჩ----ის მონაწილეობით

მსჯავრდებულის - ა------ ბ---------–---–ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა------ ა-----–ის ძე ბ---------–---–ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, ი--------------------------

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა------ ბ---------–---–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 11 აგვისტოს სსიპ „-----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–-ა“ და ა(ა)იპ „კ-----------------–-------------------–---------–--–---“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ა(ა)იპ „კ-----------------–-------------------–----------–--–--ს“ უნდა უზრუნველეყო სსიპ „ა-----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–--“ წევრებისათვის (სულ 40 პირი) ლიტვის ქალაქ კ------ში 2014 წლის 21-29 სექტემბერს გასამართ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენა, ვიზების მომზადება და სხვა მომსახურების გაწევა.

 

დასახელებული მომსახურების გასაწევად, სსიპ „ა----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–ის“ მიერ ა(ა)იპ „კ-----------------–-------------------–---------–--–---“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხული იქნა 29 695.6 ლარი. სსიპ „ა----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–ის“ მიერ ა(ა)იპ კ-----------------–-------------------–---------–--–--ზე ასევე მიწოდებული იქნა ანსამბლის წევრებზე ვიზების გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტაცია. ზემოთ დასახელებული თანხა ა(ა)იპ „კ-----------------–-------------------–---------–--–---“ ანგარიშიდან ავიაბილეთების შეძენის და სამეურნეო ხარჯების დანიშნულებით გამოტანილი იქნა დირექტორის ა------ ბ---------–---–ის მიერ.

 

ა(ა)იპ კ-----------------–-------------------–---------–--–--- მიერ 2014 წლის აგვისტოსა და სექტემბერში დაიჯავშნა 40 ავიაბილეთი, ხოლო შეძენილი იქნა 17 ბილეთი, რისთვისაც ა------ ბ---------–---–ის მიერ ავიაკომპანია „უ-----------------–--------------------ს“ ავიაოპერატორის შპს „მ------–-----------ს“ ანგარიშზე ნაღდი ანგარიშსწორებით ჩაირიცხა 14 174 ლარი.

 

2014 წლის 19 სექტემბერს სსიპ „-----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–-“ ა(ა)იპ კა----------------–-------------------–---------–--–--საგან მიუვიდა შეტყობინება, რომ ლიტვის საელჩომ ფესტივალში მონაწილე პირებისათვის ვიზების გაცემაზე უარი თქვა, რის გამოც სსიპ „ა----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–ის“ ფესტივალში მონაწილეობა ვეღარ მოხერხდა.

 

ა(ა)იპ „კ------------------–--------------------–----------–--–--“ ზემოთ აღნიშნულის გამო დაჯარიმებული იქნა 2 699.4 ლარით, ხოლო 2014 წლის ოქტომბერში შპს „მ------–-----------ს“ მიერ ა------ ბ---------–---–ს ნაღდი ანგარიშსწორებით დაუბრუნდა 11 474.6 ლარი. 2014 წელის ოქტომბერ - ნოემბერში კი ა(ა)იპ „კ-----------------–-------------------–---------–--–---“ მიერ სსიპ „ა----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–ისათვის“ უკან იქნა იქნა დაბრუნებული მხოლოდ 5 628 ლარი.

ა------ ბ---------–---–მა, დარჩენილი თანხა - 21 368.2 ლარი, რომელიც იმყოფებოდა მის მართლზომიერ ფლობელობასა და გამგებლობაში, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც სსიპ „-----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–-“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენით ა------ ბ---------–---–ი დაუსწრებლად იქნა მსჯავრდებული, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით; მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; მსჯავრდებულ ა------ ბ---------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - მსჯავრდებულ ა------ ბ---------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ--–- ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა------ ბ---------–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს განაჩენი აგებულია ვარაუდებზე და ეჭვებზე, სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ა------ ბ---------–---–ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორი დ----- ჭ------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენი ა------ ბ---------–---–ის მიმართ.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ა------ ბ---------–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს გ--–- ჩ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორს დ----- ჭ------ეს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და ა------ ბ---------–---–ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა------ ბ---------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას ა------ ბ---------–---–ის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაქცეს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ა------ ბ---------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა აჭარის მ. კ--------ის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორის განცხადება, სადაც მითითებულია ანსამბლის კუთვნილი თანხების ა(ა)იპ „კ------------------–--------------------–----------–--–--ს“ მიერ შესაძლო მითვისებასთან დაკავშირებით;

 

„------------------–--------------------–------------–--–-ას “ მიმართვის საფუძველზე 2014 წლის 11 აგვისტოს “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება გაფორმდა ერთის მხრივ „დამკვეთი“ - ა(ა)იპ „კ-----------------–-------------------–---------–--–---“ (დირექტორი ა------ ბ---------–---–ი) და მეორეს მხრივ „შემსრულებელი“ - სსიპ „-----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–-“ (დირექტორი ო----- მ----–--ე);

 

ხელშეკრულების თანახმად „დამკვეთის“ განზრახვას წარმოადგენდა სახელწოდებით „B-----------” ლიტვაში ქალაქ კ------ში, რომელიც ტარდებოდა 2014 წლის 21-29 სექტემბერს, საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე ფესტივალის მონაწილე პირებისათვის ქ. ვილნიუსში აეროპორტში დახვედრის, ლიტვის ტერიტორიაზე სასტუმროს, კვების, ტრანსპორტირების ექსკურსიებისა და ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში სხვადასხვა ხარჯების გაღების უზრუნველყოფა;

 

ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 28767.6 ლარს და საემიგრაციო მომსახურებისათვის 928 ლარს, სულ 29695.6 ლარს; ხელშეკრულების ღირებულება მოიცავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული შემსრულებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს; ხელშეკრულების თანახმად დამკვეთი ვალდებული იყო მოეხდინა ფესტივალში მონაწილე პირებისათვის შესაბამისი პირობების ხარისხიანად უზრუნველყოფა; საქართველოში ლიტვის საელჩოში ვიზების დამზადება შემსრულებლის მიერ გაგზავნილ პასპორტებზე ფესტივალში მონაწილე პირებისათვის, ხოლო შემსრულებელი კი ვალდებული იყო კა----------------–-------------------–---------–--–--ს მიერ 2014 წლის 30 ივლისის #--------- წერილის საფუძველზე დამკვეთისათვის გადაეგზავნა ფესტივალში მონაწილე ბავშვების პასპორტები; ამავე ხელშეკრულებით დამკვეთის ვალდებულებას შეადგენდა კა----------------–-------------------–---------–--–--ს ანგარიშზე გადარიცხული თანხის საფუძველზე ფესტივალში მონაწილე პირებისათვის (40 პირი) შეეძინა ავიაბილეთები; (იხ ს.ფ. 4-7)

 

აჭარის მ. კ--------ის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორის მიერ 2014 წლის 18 აგვისტოს გამოიცა ბრძანება №-- გასტროლზე გამგზავრებისათვის საემიგრაციო თანხის - 928 ლარი და ავიაბილეთების შესაძენი თანხის - 28767.6 ლარის „კა----------------–-------------------–---------–--–--ს“ ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე; შედგა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის და თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, განისაზღვრა ფესტივალში მონაწილზე პირთა წრე; გადარიცხულმა თანხამ ჯამში შეადგინა 29 785 ლარი.

 

სსიპ „ა----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–ის“ დირექტორის მიმართვებით „კ-----------------–-------------------–---------–--–--ზე“ დასტურდება, რომ ლიტვის საკონსულომ ვიზების გაცემაზე უარი განაცხადა და ჯგუფი ვეღარ გაემგზავრა ლიტვაში, რის გამოც ითხოვდა მის მიერ გადარიცხული მთლიანი თანხის უკან დაბრუნებას, რადგან გადარიცხული იყო მხოლოდ ნაწილი 4128 ლარი, ხოლო მისაღები თანხა შეადგენდა 25567.60 ლარს;

 

მოწმე ო----- მ----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის აგვისტოს თვეში დაიგეგმა მის დაქვემდებარებაში მყოფი ანსამბლის მოსამზადებელი ჯგუფის გასტროლები ლიტვაში, მონაწილეობა უნდა მიეღო 40 ადამიანს; მასში შედიოდნენ, როგორც ანსამბლის წევრები, ისე, ხელმძღვანელი პირები; ამის თაობაზე მას დაუკავშირდა „კა----------------–-------------------–---------–--–--ს“ თავმჯდომარე ა------ ბ---------–---–ი; ის ჩამოვიდა 2014 წლის 11 აგვისტოს ბათუმში პირობების შესათანხმებლად და მათ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება; ფესტივალი ტარდებოდა ლიტვაში, ქ. კ------ში 2014 წლის 21-29 სექტემბრის ჩათვლით; ხელშეკრულებით ვალდებულება აიღო ა------ ბ---------–---–მა, რომ უზრუნველყოფდა ყველა საჭირო მომსახურებას; ერთერთი ვალდებულება იყო საქართველოში ლიტვის საელჩოში დაემზადებინა ვიზები მის მიერ გადაგზავნილ პასპორტებზე ფესტივალში მონაწილე პირებისათვის; სულ გადარიცხა თანხა 29695.6 ლარის ოდენობით; გადარიცხვა მოახდინა სს „ლ--------------დან“ სს „თ----------ში“ მითითებულ ანგარიშზე; მისივე განმარტებით, გადააგზავნა მონაწილე პირთა პასპორტები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია; გამგზავრების თარიღი იყო 2014 წლის 20 სექტემბერი და ერთი დღით ადრე „კა----------------–-------------------–---------–--–--დან“ ელექტრონული ფოსტით აცნობეს, რომ ლიტვის საელჩომ მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ვიზების გაცემაზე უარი განაცხადა;

 

მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ რამდენჯერმე დაუკავშირდა ა------ ბ---------–---–ს და თხოვდა მის მიერ გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებას, რაზეც ის თანხმდებოდა და პირდებოდა თანხის დაბრუნებას 2014 წლის სექტემბერში 10 დღის ვადაში; თანხის ნაწილი იმავე წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში გადმოურიცხა, მაგრამ დარჩენილი აქვს დასაბრუნებელი 24 067.60 ლარი; ზოგადად, როგორც შეიტყო დაჯავშნილი იყო 50 ბილეთი; მისთვის ცნობილია, რომ ავია კომპანიების მიერ მოხდა შეძენილი 17 ბილეთის თანხის სრულად დაბრუნება, ხოლო 33 დაჯავშნულ ბილეთზე მოხდა ჯარიმის დაკისრება; დღემდე ზიანი ანაზღაურებული არ არის. ა------ ბ---------–---–თან კონტაქტი არა აქვს, ვერ უკავშირდება; იცის, რომ მან წაიღო გადარიცხული თანხა;

 

მოწმე ე----- შ----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2012 წლის ივნისიდან მუშაობს სსიპ „ა----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–ის“ იურისტად; 2014 წლის 11 აგვისტოს „კ-----------------–-------------------–---------–--–---თან“ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლითაც ასოციაციას მისი თავმჯდომარის ა------ ბ---------–---–ის სახით უნდა მოეხდინა ლიტვაში ფესტივალზე ანსამბლის მონაწილეობისათვის საჭირო ყველა მოქმედების უზრუნველყოფა, მათ შორის ვიზების დამზადება, გამგზავრება; მოახდინეს შესაბამისი თანხების გადარიცხვა, სულ გადარიცხეს 29 695.6 ლარი; ამის შემდეგ გამგზავრება და ფესტივალში ანსამბლის მონაწილეობა ვერ მოხერხდა, ვიზების გაცემაზე საელჩომ უარი განაცხადა; თანხა დაუბრუნდა ა------ ბ---------–---–ს, მას კი ანსამბლისთვის დაბრუნებული აქვს მხოლოდ ნაწილი ამ თანხისა, მის მიერ სამჯერადად მოხდა თანხის გადმორიცხვა იმავე წლის ოქტომბერში და ნოემბერში, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 24067.60 ლარს; მიმართეს სასამართლოს სარჩელით და სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება თანხის დაკისრების თაობაზე; დღემდე ზიანი ანაზღაურებული არ არის; როგორც მისთვის ცნობილია ა------ ბ---------–---–ს ავიაბილეთების თანხა 11 194 50 ლარი დაუბრუნდა, 21 368.2 ლარზე მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამ დრომდე ზიანი აუნაზღაურებელია;

 

მოწმე ე----–- თ-------ს მიერ სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნებული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „მ------–-----------ს“ ავიაოპერატორად; ავიასააგენტო ახორციელებს ავიაბილეთების რეალიზაციას სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით; ა------ ბ--------–---–-ს მოთხოვნით 2014 წლის 11 აგვისტოდან 2014 წლის 25 სექტემბრამდე ავიასააგენტო „მ------–----------ში“ დაჯავშნილი იყო ავიაბილეთები თ---–-------------–------------------–--- მიმართულებით; ზ/აღნიშნული ბილეთებიდან მის მიერ 2----–-–---------------- სააგენტოს დეპოზიტზე დაიდო თანხა - 4674 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 15 სექტემბერს 7900 ლარად და 2014 წლის 16 სექტემბერს 1600 ლარად მის მიერ შეძენილი იქნა 17 ბილეთი; ეს თანხები ა------ ბ---------–---–ის მიერ იქნა პირდაპირი შემოტანილი ოფისში; 2014 წლის 25 სექტემბერს ვიზებზე უარის თქმის მიზეზით გაფორმდა ავიაბილეთების ღირებულების სრული დაბრუნება, ხოლო დარჩენილი გამოუწერელი ავიაბილეთებზე (23 ბილეთი) დაუბრუნებელი დეპოზიტის სახით იმავე წლის 22 სექტემბერს გამოიწერა ჯარიმა 2699.4 ლარის ოდენობით; მის მიერ ა------ ბ---------–---–ზე დაბრუნებული იქნა ხელზე სალაროს გასავლის ორდერებით 17 ბილეთის საფასური - 11474.6 ლარი; თანხების მიღება ა------ ბ---------–---–მა დაადასტურა ხელისმოწერით; სულ შემოტანილი თანხის ოდენობა შეადგენდა 14174 ლარს ჯარიმის თანხა 2699.4 ლარი გამოიწერა და დარჩენილი 11 474.6 დაუბრუნდა მას უკანვე; ა------ ბ---------–---–ს სხვა ბილეთები რომ შეეძინა, ავიასააგენტოსთვის აღნიშნული ცნობილი იქნებოდა;

 

2--------- წ. ამოღების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქ. ბათუმში სს „თ-----------ის „ ბათუმის ფილიალის შენობიდან ამოღებული იქნა სასამართლოს განჩინების საფიუძველზე ,,კა----------------–-------------------–---------–--–--ს“ ანგარიშის ამონაწერები 1--------- წლიდან 0--------- წლამდე პერიოდით, ასევე ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებული დოკუმენტები; ამოღებული დოკუმენტები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს;

 

0---------წ. ამოღების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქ. თბილისში მ. წ-----------–---–ის ქ.№498-ში მდებარე „კა----------------–-------------------–---------–--–--ს“ შენობაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე დოკუმენტების ამოღების მიზნით გამოცხადდა გამომძიებელი ს------ წ---–---, დოკუმენტების ამოღება ვერ მოხერხდა, რადგან ის ინახებოდა ასოციაციის ბუღალტერთან, რომელიც არ იმყოფებოდა ადგილზე, ა------ ბ---------–---–მა განაცხადა, რომ დოკუმენტაციას თავად წარადგენდა საგამოძიებო ორგანოში;

 

2---------წ. დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა უ-----------------–--------------------ს ელექტრონული ფოსტიდან საგამოძიებო სამსახურში შემოსული წერილები, რომლებიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს; ავიაკომპანია „უ-----------------–--------------------ს“ მიერ გადმოგზავნილი წერილებით დასტურდება, რომ სააგენტოს „მ------–----------ს“ გაკეთებული ჰქონდა ორი დაჯავშნა 40 კაცზე, იყო გამოწერილი დეპოზიტი - 3272 ლარის ოდენობით, შეძენილი იქნა 17 ბილეთი შემდეგი მარშრუტით თ---–-------------–------ და საპირისპირო მიმართულებით: ვ--–-------------------–---; თანხა დაბრუნდა 11194.50 ლარის ოდენობით, ჯარიმის სახით გამოიწერა 2699.40 ლარი - დაუბრუნებელი დეპოზიტის სახით;

 

2---------წ. დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ს------ წ---–---მ მოახდინა ე----–- თ-------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დათვალიერება; კერძოდ დათვალიერებული იქნა:

 

1. 2----–-–-------------------- დათარიღებული სალაროს გასავლის ორდერი, რომლითაც ა------ ბ---------–---–ს დაუბრუნდა 2748 ლარი, 2----–-–-------------------- დათარიღებული სალაროს გასავლის ორდერი, რომლითაც ა------ ბ---------–---–ს დაუბრუნდა 1745.6 ლარი, 20----–-–---------------------- დათარიღებული სალაროს გასავლის ორდერი რომლითაც დაუბრუნდა 1715 ლარი, 2-----–-–---------------------- დათარიღებული სალაროს გასავლის ორდერი, რომლითაც დაუბრუნდა 3100 ლარი, 2----–-–------------------ს თარიღით სალაროს გასავლის ორდერი, რომლითაც დაუბრუნდა 956 ლარი, სულ აღნიშნული გასავლის ორდერებით ა------ ბ---------–---–ს დაუბრუნდა 11474.6 ლარი;

 

2. უ------------------–--------------------ის მიერ გამოწერილი 2-----–-–------------------ი დათარიღებული ინვოისი #---, უ-----------------–--------------------ს მიერ გამოწერილი 2----–-–------------------- დათარიღებული ინვოისი №--- და უ-----------------–--------------------ს მიერ გამოწერილი 2----–-–------------------- დათარიღებული ინვოისი №----

 

3. ა------ ბ---------–---–ის მიერ შპს „მ------–----------ში“ შეძენილი და გაუქმებული 17 ბილეთი ქსეროასლები, სულ დოკუმენტაცია 27 ფურცლად;

 

დათვალიერების შედეგად ამოღებული დოკუმენტები დაერთო საქმეს;

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ივლისს ა------ ბ---------–---–ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის განჩინებით ა------ ბ---------–---–ს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა; აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის დადგენილებით (28.07.2016წ.) კი მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან განმგებლობაში, სამართლებრივი საფუძვლით ურთიერთობის ფარგლებში და აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა განკარგოს ქონება.

 

მითვისება დამთავრებული დანაშაულია იმ მომენტიდან, როდესაც დანაშაულის სუბიექტისათვის სარგებლობაში კანონიერად გადაცემული ქონება, ამ უკანასკნელის მოქმედებით უკანონოდ გადის მესაკუთრის საკუთრებიდან და აღმოჩნდება მესამე პირთან. სუბიექტს ამ დროს განსაზღვრული უფლებამოსილება გააჩნია, ქონების მესაკუთრის დავალებით, თუ უფლებამოსილი პირის ბრძანებით ამ ქონების გამოყენების, დაცვის და ბრუნვის უფლება აქვს.

 

აღნიშნული დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას; დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს კიდეც ზიანის მიყენება. ამ დროს იგი ხელმძღვანელობს ანგარებითი მოტივით და მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლის მიღებას სხვის ხარჯზე.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ ა------ ბ---------–---–ი იყო „კა----------------–-------------------–---------–--–--ს“ თავმჯდომარე. სსიპ „-----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–-ა“ და ა(ა)იპ „კ-----------------–-------------------–---------–--–---“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ა(ა)იპ „კ-----------------–-------------------–---------–--–---“ უნდა უზრუნველეყო სსიპ „ა----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–ის“ წევრებისათვის (სულ 40 პირი) ლიტვის ქალაქ კ------ში 2014 წლის 21-29 სექტემბერს გასამართ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენა, ვიზების მომზადება და სხვა მომსახურების გაწევა. დასახელებული მომსახურების გასაწევად, სსიპ „ა----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–ის“ მიერ ა(ა)იპ „-------------------–--------------------–---------–--–-ას“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხული იქნა 29 695.6 ლარი. სსიპ „ა----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–ის“ მიერ ა(ა)იპ კ-----------------–-------------------–---------–--–--ზე ასევე მიწოდებული იქნა ანსამბლის წევრებზე ვიზების გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტაცია. ზემოთ დასახელებული თანხა ა(ა)იპ „კ-----------------–-------------------–---------–--–---“ ანგარიშიდან ავიაბილეთების შეძენის და სამეურნეო ხარჯების დანიშნულებით გამოტანილი იქნა დირექტორის ა------ ბ---------–---–ის მიერ. შპს „მ------–-----------ს“ ანგარიშზე ნაღდი ანგარიშსწორებით ა------ ბ---------–---–მა ჩარიცხა 14 174 ლარი. ლიტვის საელჩოს მიერ ფესტივალში მონაწილე პირებისათვის ვიზების გაცემაზე უარის გამო ანსამბლმა ფესტივალში მონაწილეობა ვერ მიიღო; შპს „მ------–-----------ს“ მიერ ა------ ბ---------–---–ს ნაღდი ანგარიშწორებით დაუბრუნდა 11 474.6 ლარი. 2014 წელის ოქტომბერ - ნოემბერში ა------ ბ---------–---–მა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს უკან დაუბრუნა მხოლოდ 5 628 ლარი. დარჩენილი თანხა - 21 368.2 ლარი, კი იმყოფებოდა რა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

 

აღნიშნული დადასტურებულია ასევე მოწმეების - ო----- მ--–---ის, ე----- შ----–--ის, ე----–- თ-------ს ჩვენებებით, ამოღებისა და დათვალიიერების ოქმებით.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ, რაც „შემსრულებელმა“ სსიპ „ა----------–------------------------–----------------------–-----------–-–-------------–მა“ ხელშეკრულების თანახმად „დამკვეთს“ა(ა)იპ „კა----------------–-------------------–---------–--–--ს“ გადაურიცხა დამკვეთის მიერ შესასრულებელი მოქმედებებისათვის საჭირო თანხა - 29695.6 ლარი, იგი უკვე იმყოფებოდა ა------ ბ---------–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში და თუნდაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას ჰქონდა ვალდებულება დაებრუნებინა უკან მის დაქვემდებარებაში მყოფი ასოციაციის ანგარიშზე გადარიცხული თანხა, რაც მსჯავრდებულს არ შეუსრულებია.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ა------ ბ---------–---–ის ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ა------ ბ---------–---–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ა------ ბ---------–---–ის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა------ ბ---------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--–- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ა------ ბ---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით ;

 

მასვე, ჩამოერთვას საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება 01(ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა------ ბ---------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2015 წლის 24 სექტემბრის ე----- შ----–--ის მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერების ოქმი და დათვალიერების დროს ამოღებული დოკუმენტაცია (ა------ ბ---------–---–ის 2014 წლის 30 ივლისის წერილი ო----- მ----–--ეს, 2014 წლის 11 აგვისტოს N-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, საგადასახადო მოთხოვნა N---- 2014 წლის 18 აგვისტოს ინვოისი N-, საგადასახადო მოთხოვნა N---, 2014 წლის 18 აგვისტოს ინვოისი N-- 2014 წლის 18 აგვისტოს ბრძანება, გასამგზავრებელ პირთა სია, ხარჯთაღრიცხვა, ა------ ბ---------–---–ის 2014 წლის 29 სექტემბრის წერილი ო----- მ----–--ეს, 2014 წლის 05 ნოემბრის წერილი ა------ ბ---------–---–ს, 2014 წლის 1 დეკემბრის წერილი ა------ ბ---------–---–ს, 2014 წლის 4 დეკემბრის წერილი ა------ ბ---------–---–ს და დოკუმენტაცია სახაზინო სამსახურიდან) - რომელიც ერთვის ამავე საქმეს, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2015 წლის 09 ოქტომბრის ამოღების ოქმი, 2015 წლის 23 ოქტომბრის ამოღების ოქმი და თ----------იდან ამოღებული დოკუმენტაცია ((ა(ა)იპ, კ--------------------–----------------------–-------------–--–-ის საბანკო ამონაწერები 1----------იდან 0---------, სალაროს გასავლის ორდერები), რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - გამომძიებელ ს------ წ---–---ს მიერ 2015 წლის 29 დეკემბერს შედგენილი ელეტრონული ფოსტის დათვალიერების ოქმი და დათვალიერებით ამოღებული უ-----------------–--------------------ს პასუხი, რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2016 წლის 28 ივნისს გამომძიებელ ს------ წ---–---ს მიერ ე----–- თ------ის მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერების ოქმი და ამოღებული დოკუმენტაცია სალაროს გასავლის ორდერები, ინვოისები და შეძენილი ბილეთების ქსეროასლები - რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2016 წლის 24 ივნისს გამომძიებელ ს------ წ---–---ს მიერ შედგენილი ელექტრონული ფოსტის დათვალიერების ოქმი და ამოღებული კომპანია მ------–-----------ს პასუხი, რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2016 წლის 11 მარტს გამომძიებელ ს------ წ---–---ს მიერ შედგენილი ელეტრონული ფოსტის დათვალიერების ოქმი და დათვალიერებით ამოღებული უ-----------------–--------------------დან გამოთხოვილი დოკუმენტაცია და ქართული თარგმანი, რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით ბრალდების მხარის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მსჯავრდებულის მიერ - ერთი თვის ვადაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

 

მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი

 

მაკა გორგოძე