განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-231-2018 წელი
№080100116002403779
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ი----- მ–----ს,ადვოკატის – ი--- გ--------ის,მსჯავრდებულის – კ------------- გ---------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდო-მაზე, განიხილა კ------------- გ---------ის ბრალდების №------------- სისხლის სამარ-თლის საქმე.
კ------------- გ---------ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქა-ლაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამარ-თლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ქ----------------–---–----------------ში, მსჯავრდე-ბულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია) და შეფარდებული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობითი ნაწილი:
კ------------- გ---------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქარ-თველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 21 საათზე, ქ-------–--------------–----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში კ------------- გ---------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ----- კ--–-------ს, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ------------- გ---------ემ და მისი ინტერესების დამ-ცველმა ადვოკატმა ი--- გ--------ემ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ კ-------------- გ---------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მოთხოვნას ასა-ბუთებენ იმ მოტივირებით, რომ საქმეში არ მოიპოვება სარწმუნო და საკმარისი მტკიცე-ბულებების ერთობლიობა იმის დაკვნისათვის, რომ კ------------- გ---------ემ ჩაიდინა წარდგენილი ბარლდებით გათვალისწინებული დანაშაული. ეჭვი, რაც მტკიცებულება-თა შეფასებისას წარმოიშობა, სასამართლომ არ გამოიყენა ბრალდებულის სასარგებ-ლოდ. ნ----- კ--–------- საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ და-ენგრია შვილის ნ--- კ--–-------ს ოჯახი და მის შვილს მასთან ერთად დაეწყო ახალი ცხოვრება, ამისთვის სჭირდებოდათ ქონება, რომელიც კ------------- გ---------ეს ჰქონ-და შეძენილი. ამ სახლში ცხოვრობდა იმდენი პირი, რომ კ------------- გ---------ის საც-ხოვრებელი აღარ დარჩა და მან კანონიერად მოთხოვა მათ სახლის დატოვება, რისი უფ-ლებაც მხოლოდ მესაკუთრეს გააჩნია. საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანა-წერში ნ----- კ--–------- კონკრეტულ კითხვაზე პასუხობს, რომ მას არაფერი ტკენია, კ------------- გ---------ეს უნდოდა დარტყმა, მაგრამ ვერ მომარტყაო. იგი მსჯავრდე-ბულია იმ ქალის ცემისათვის, რომელიც დანით მის მოკვლას აპირებდა და ცხვირწინ უტრიალებდა დანას> თურმე მისთვის ფიზიკური დაზიანება მიუყენებია, რაც ნ----- კ--–-------სთვის მტკივნეული იყო და სახის მიდამოში აქვს სისხნაჟღენთი. მას (კ. გ----------ეს) ნ----- კ--–-------სათვის დაზიანება არ მიუყენებია, მას არც ფიზიკური და-ზიანება ჰქონდა და არც ტკივილი ჰქონდა მიყენებული, რაც დასტურდება საპატრულო პოლიციის კამერით. სასამართლოში ნ----- და ნ--- კ--–-------მ უარყვეს დანის არსებო-ბის ფაქტი. ნ----- კ--–-------მ სასამართლოში მისცა ცრუ ჩვენება, როცა თქვა, რომ მას ვაზას ურტყამდა, რადგან ეს მის ინტერესში შედიოდა. საპატრულო პოლიციის მიერ მისი დაკითხვის დროს, რაც ასახულია ნ----- კ--–-------ს გამოკითხვის ოქმში და სამხრე კამერის ჩანაწერში, უთითებს, რომ სახილე ვაზას თავად წამოავლო ხელი და მას (კ. გ---------ეს) ურტყამდა, რა დროსაც მისი შვილი ნ--- კ--–------- ჩადგა შუაში და ვაზა გატყდა. ნ----- კ--–-------ს მხრიდან კ. გ---------ის მიმართ დანის გამოყენების მცდელობას ორჯერ ჰქონდა ადგილი. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის კანონიერი, დასაბუთებული პოზიცია, სამხრე კამერების ჩანაწერები, ახსნა-განმარტე-ბების ოქმები და ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, რაც იწვევს ეჭვს, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნა-დია კ--–-------ს არანაირი სილურჯეები არ აღენიშნება სხეულზე, რაც შეეხება სიწით-ლეს სახის მიდამოში, რა დროს მიიღო დაზიანება საქმის მასალებით არ დასტურდება.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ კ------------- გ---------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი--- გ--------ეს, რომლებიც ითხოვენ კ------------- გ---------ის მიმართ გამა-მართლებელი განაჩენის გამოტანას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ი----- მ–----ს, რომელიც გასაჩივრებულ გა-ნაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვ-ლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკ-მაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ნ----- კ--–-------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 25 იანვარს ჩამოვიდა საბერძნეთიდან და იმყოფებოდა ქალიშვილთან ნ--- კ--–-------სთან რ---------–ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდა შვილი ნ--- კ--–-------- და შვილიშვილები - ლ---- და ნ---. ის ორი დღის მგზავრობის გამო დაღლილი იყო, ისვენებდა თან ჩაის სვამდა და საჩუქრებს აწვდიდა ბავშვებს. ამ დროს მისი ყოფი-ლი სიძე კ------------- გ---------ე მივიდა და ნ--- კ--–-------ს უთხრა: „გავიდეს დედა-შენი ჩემი სახლიდან, თორემ დიდ უბედურებას დავატრიალებო“. აღნიშნული რამდენ-ჯერმე განმეორდა, რის გამოც მან თავად დაუძახა კ-------------ს მისულიყო მასთან და ესაუბრათ, რათა გაერკვიათ სიტუაცია. კ------------- მივიდა და უთხრა, რომ მასთან სა-ლაპარაკო არაფერი ჰქონდა, თან მიმართავდა უშვერი სიტყვებით, რაზეც თავად მოწმე გაცხარდა და დააპირა ჩაის შესხმა სახეში, თუმცა არ გააკეთა. საპასუხოდ კი კ-------------- გ---------ემ აიღო მოწმის მიერ ჩამოტანილი სათამაშო თვითმფრინავი და ესროლა მას გულმკერდის არეში. ნ----- კ--–------- აღნიშნულზე წამოხტა, რის შემდეგაც კ-------------- მას ყელში სწვდა და სახეში გაარტყა ერთი ხელი ერთი მხრიდან და მეორე ხე-ლი მეორე მხრიდან მწარედ, რის შედეგადაც მოწმეს სიმწრისგან თავბრუ დაეხვა. შვილ-მა ნ--- კ--–-------მ გაიყვანა კ------------- გ---------ე გვერდით ოთახში, საიდანაც ის განაგრძობდა ჩხუბს, ისროდა სკამს, მაგიდას. შემდგომ აიღო ვაზა და სროლას აპირებდა, როცა მოწმე მივარდა და ჭიდილში აღნიშნული ვაზა დაიმსხვრა. კ------------- ითხოვ-და, რომ ნ----- კ--–------- სახლიდან წასულიყო, თუმცა მან განაცხადა, რომ საცხოვრე-ბელი სახლი, სადაც იმყოფებოდნენ შეძენილი იყო მისი კუთვნილი თანხით. მოწმის განმარტებით, მომხდარის შემდეგ ის შევიდა საძინებელ ოთახში დასაძინებლად, სადაც მალევე შევიდა კ------------- გ---------ე, ფეხში მოჰკიდა ხელი, გადმოაგდო საწოლი-დან და დაუწყო ცემა ფეხისა და თეძოს არეში, რითაც მიათრევდა. მას მივარდა ნ--- კ---–------- და ეღობებოდა, როდესაც კ------------- გ---------ე ბავშვის ველოსიპედის დარტყმას ცდილობდა ნ----- კ--–-------სთვის. ამ დროის განმავლობაში ნ----- კ--–-------- ყვიროდა, ხოლო როდესაც შენიშნა, რომ კ------------- გ---------ე კართან იცდი-და, რომ განთავისუფლებულიყო ნ--- კ--–-------საგან და გაეგრძელებინა მისი ქმედება, ნ----- კ--–-------მ დარეკა საპატრულო პოლიციაში. მოწმის განმარტებით, ხშირად ყო-ფილა შემთხვევები, როდესაც მის ქალიშვილს სამი დღე ვერ დალაპარაკებია, ხოლო რო-ცა ელაპარაკებოდა, დალურჯებები აღენიშნებოდა. ერთხელაც მას შვილმა უთხრა, რომ აღარ შეეძლო მსგავსი მდგომარეობის გაძლება და რომ თვითმკვლელობამდე იყო მისუ-ლი. აღნიშნულის მოსმენის შემდეგ ნ----- კ--–-------მ გადაწყვიტა ჩამოსულიყო და როგორმე მოეგვარებინა სიტუაცია. ნაცემ ადგილებზე, კერძოდ გულმკერდის ადგილში, სიწითლე ჰქონდა, ხოლო სახის ერთ მხარეს სილურჯეები ეტყობოდა, რის შესახებაც ჩაუტარდა ექსპერტიზა. კ------------- გ---------ე მას ემუქრებოდა და უშვერ სიტყვებს ეძახდა, რის პასუხადაც თავად მოწმეც დაემუქრა კ------------- გ---------ეს. მოწმის განმარტებით, მას გაურკვეველი საგანი ეჭირა ხელში, თუმცა რა საგანი იყო არ ახსოვს, მაგიდიდან აიღო რაც ხელში მოჰყვა. ბრალდებულის კითხვაზე, თუ რატომ არ ჩამოვიდა უფრო ადრე, როდესაც იცოდა ოჯახური კამათების შესახებ, განაცხადა, რომ თავდა-პირველად არ უნდოდა ჩარევა ოჯახური ურთიერთობაში თუმცა, როცა უკვე გაუსაძ-ლისი გახდა მდგომარეობა და მხოლოდ მის კისერზე იყო მთელი ოჯახი, მაშინ გადაწყ-ვიტა ჩამოსვლა. ნ----- კ--–-------ს განმარტებით, მისი ჩამოსვლის შესახებ არავინ არ იცოდა. მან დატოვა სახლი და ჩამოვიდა თავის შვილთან. აღნიშნული ჩხუბის პერიოდ-ში მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც სახლში იმყოფებოდნენ, იყვნენ შეშინებულები და იმალებოდნენ. ნ--- იყო თავის ოთახში, ხოლო კ-------------ს შვილი - საწოლის უკან იმალებოდა. მათთან ერთად ცხოვრობდა მცირეწლოვანი დისშვილი ნ---, რომელიც მსგავსი ძალადობის შესწრებისას ერთხელ წაიწია, რადგან დეიდა დაეცვა, რის შემდეგაც კ------------- გ---------ე ემუქრებოდა ნ--- კ--–-------ს, რომ მისი დისშვილი წასულიყო სახლიდან, თორემ სიცოცხლეს გაუმწარებდა, ნარკოტიკს ჩაუდებდა და პოლიციას შეა-ტყობინებდა, რის შემდეგაც ციხეში ჩააჯენდა. მოწმის განმარტებით, კ------------- უპა-სუხისმგებლოდ იყო წასული წელიწადნახევარი სახლიდან, ისე რომ არც უკითხავს თავი-სი ოჯახის შესახებ, მხოლოდ ძალის გამოყენებით ცდილობდა სახლში შეღწევას და ყო-ფილ ცოლთან ურთიერთობას. პოლიციის პირველ განყოფილებაში მისვლის შემდეგ ნა-დია კ--–-------ს ჩაუტარდა ექსპერტიზა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ--- კ--–-------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 25 იანვარს მის საცხოვრებელ სახლში საბერძნეთიდან დაბრუნდა დედამისი ნ----- კ--–-------, რომე-ლიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა 10 წელი. საღამო ხანს მათთან სახლში მივიდა მისი ყოფილი მეუღლე კ------------- გ---------ე, რომელთანაც წელიწადნახევრის დაშორე-ბული იყო. ნ----- კ--–-------მ მას სთხოვა შესულიყო სახლში და მშვიდად ესაუბრათ მეუღლეებს შორის უთანხმოების შესახებ, თუმცა კ------------- გ---------ე ჩხუბითა და უშვერი სიტყვებით მიმართავდა მას და ეუბნებოდა, რომ თავისი სახლი იყო. სწორედ ამიტომ როცა უნდოდა მივიდოდა და როცა უნდოდა წავიდოდა, ასევე იმას იტყოდა რა-საც თავად გადაწყვეტდა. კ------------- აგრძელებდა ჩხუბს და ეუბნებოდა მათ, რომ წა-სულიყო სახლიდან, რომელიც მოწმეს უყიდა დედამ - ნ----- კ--–-------მ. შელაპარაკე-ბის დროს ნ----- კ--–------- ბავშვს ეთამაშებოდა კარტს, კ------------- გ---------ე კი იგინებოდა. შემდეგ მან აიღო სათამაშო, რომელიც ბავშვს ჩამოუტანა ნ----- კ--–-------მ საბერძნეთიდან და ესროლა ნ----- კ--–-------ს. რაზეც ისევ სთხოვა ნ-----მ წყნარად და მშვიდად ესაუბრათ და გადაეწყვიტათ საქმე. მოწმის განმარტებით, მას და კ------------- გ---------ეს 10 წლის ცოლქმრობა აკავშირებთ და ჰყავთ 5 წლის შვილი. ბავშვი მათი ჩხუბის განმავლობაში დაძაბული იყო და იმალებოდა. კ-------------მ შელაპარაკებისას მუჭი მოუქნია ნ----- კ--–-------ს მარცხენა თვალის ქვედა მიდამოში, რის შედეგადაც ის სიმწრისგან წამოხტა და უთხრა შეჩერებულიყო, თორემ ჩაის შეასხამდა. ნ----- კ--–--------მ შესთავაზა ნორმალურად საუბარი, თუმცა კ------------- გ---------ე აცხადებდა, რომ მასთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდა და დაეტოვებინა სახლი ყველას, გარდა მისი შვილისა. კ------------- მისაღებ ოთახში გავიდა, სადაც სკამი აიღო და მოუქნია ნ----- კ---–-------ს, თუმცა მან ხელი შეუშალა აღნიშნულის განხორციელებაში. შემდეგ მაგიდაზე მდგარ ვაზას მოჰკიდა ხელი სასროლად, თუმცა თავად ნ--- კ--–------- და დედამისი ნ----- კ--–------- შეეცადნენ ვაზის გამორთმევას და სწორედ ამ დროს დაიმსხვრა ვაზა. ამ დროს ნ----- კ--–------- შეუძლოდ გახდა და დასვენება გადაწყვიტა ოთახში, სადაც ბავშვი იმყოფებოდა. კ-------------მ როგორც კი დაინახა, რომ ნ----- კ--–------- საწოლ-ზე იწვა, მივარდა მას „მხეცივით“, გადახადა საბანი, მოჰკიდა ორივე ფეხში ხელები და სურდა გადმოეგდო. ამასთან, ის უშვერ სიტყვებს იძახდა და მიმართავდა ნ----- კ--–--------ს, რომ დაეტოვებინა სახლი. მოწმის განმარტებით, ის ჩაერია ჩხუბში და გააშვებინა კ------------- გ---------ეს ხელი დედამისისთვის. შემდეგ კ-------------მ დაავლო ხელი იქვე მდგომ ბავშვის ველოსიპედს და სურდა ნ----- კ--–-------სთვის დარტყმა, რათა სახლიდან გაეგდო. ამ ქმედების განხორციელებაშიც მოწმემ შეუშალა ხელი. მას არ უნ-დოდა რომელიმე მხარე დაშავებულიყო. ჩხუბისას ნ--- კ--–-------მ დაურეკა კ-------------- გ---------ის დებს, რომ მოსულიყო რომელიმე და მისი ძმა დაერიგებინათ, რათა შეეწყვიტა ჩხუბი და მსგავსი ქმედებები, რომელიც სახლში ყოველდღიურად ხდებოდა. აღნიშნულ ჩხუბს ესწრებოდა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელმაც ერთხელ მამას უთხრა, რომ არ მისულიყო სახლში, რადგანაც ის სულ ჩხუბობდა და დედას აგინებდა. საპატრუ-ლო პოლიცია გამოიძახა ნ----- კ--–-------მ, რადგან კ------------- მოსაკლავად იმეტებ-და მას. ტელეფონი მიუტანა მისმა დისშვილმა, ხოლო მისი შვილი დამალული იყო. პოლიციის გამოძახებისას კ------------- გ---------ე იმყოფებოდა საძინებელ ოთახში მასთან ერთად და უშვერი სიტყვებით იგინებოდა. მოწმემ განაცხადა, რომ ჩხუბის შემ-დეგ, თავად კომპიუტერის მაგიდასთან იჯდა, როდესაც კ------------- გ---------ემ მშვი-დად და აუღელვებლად მიმართა ნ----- კ--–-------ს: ,,ქალბატონო ნ-----, გახვალთ თუ არა ჩემი სახლიდან?“ რომლის გაგონებაც მას გაუკვირდა და შეხედა, რომ კ------------- ვიდეოს იღებდა, რაზეც მან ჰკითხა კ-------------ს, თუ რატომ არ გადაიღო ის მომენტები, როდესაც სცემდა და უშვერი სიტყვებით მიმართავდა ნ----- კ--–-------ს. ველოსიპედის ჩარტყმას როდესაც ცდილობდა კ------------- გ---------ე, მან გამოსტაცა ხელიდან. ამ დროსაც ნ----- კ--–------- კ-------------ს მიმართავდა, რომ შეეწყვიტა მისი ქმედებები. ეკითხებოდა თუ რას ერჩოდა, რომ მან ბევრი სიკეთე გაუკეთა, კერძოდ, სახლი უყიდა მათ, ეკონომიურად ეხმარებოდა, მათი შვილის მომავალზე ზრუნავდა და ის კი საპასუ-ხოდ სცემდა და უშვერი სიტყვებით იხსენიებდა. ნ----- კ--–-------მ ასევე უთხრა, რომ თუ არ შეწყვეტა მსგავს ქმედებებს, მოკლავდა მას და მაგიდიდან აიღო ხის კოვზი, რითაც ცდილობდა თავის დაცვას კ------------- გ---------ის მუჭებისაგან. ნ----- კ--–-------ს ეს ნივთი კ-------------სთვის არ დაურტყამს. კ------------- გ---------ემ და ნ--- კ--–--------მ საბერძნეთში დაიწერეს ჯვარი, თუმცა ხელი მოწერილი არა აქვთ. ბოლო 5 წლის განმავლობაში რაც სახლი შეიძინეს, ეკონომიურად გაუჭირდათ, რის შემდეგაც შეექმნათ ერთმანეთში პრობლემები. შემდეგ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში, ხოლო უფულო-ბის გამო კ-------------მ გაუშვა თურქეთში, სადაც მოუძებნა სამსახური მისი ძმაკაცის ცოლთან ერთად. აღნიშნული პერიოდის შემდეგ კ------------- გ---------ისაგან უშვერი სიტყვებით მიმართვამ და ცემამ სისტემატიური ხასიათი მიიღო. 2014 წელს სექტემბრის ბოლოს დაშორდნენ ერთმანეთს და კ------------- გ---------ე სახლიდან წავიდა. სამი თვის შემდეგ კი ისევ გამოჩნდა და მიდიოდა მათთან კვირაში ორჯერ-სამჯერ. იმიზე-ზებდა რომ ბავშვი უნდა ენახა, ხოლო ბავშვის ნახვას არ უშლიდა ვინაიდან ბავშვს ძა-ლიან უყვარდა მამა. ნ--- კ--–------- თხოვდა, რომ წასულიყო კ-------------, თუმცა მიუხედავად მოწმის მოთხოვნისა, ის რჩებოდა მათთან. ის თავს არიდებდა თუმცა კ-------------- აიძულებდა საღამო მასთან ერთად გაეტარებინა, ხოლო წინააღმდეგობის გაწევ-ისას კ------------- საპასუხოდ სცემდა მას. მოწმის განმარტებით, ნ----- კ--–------- მიღე-ბული დაზიანებებით უჩიოდა თავბრუსხვევას, გულმკერდის არის ტკივილს, ასევე აღენიშნებოდა დალურჯებები. მან დაურეკა კ-------------ს დებს, რომელთა მისვლისას პატრული უკვე მისული იყო და დაკითხვას ახორციელებდა. ნ----- კ--–-------მ პატ-რულს განუცხადა, რომ მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. მიზეზი ფიზიკური შეურაცხყოფისა ის იყო, რომ კ------------- გ---------ე დაშორების შემდეგ სახლიდან აგ-დებდა ნ--- კ--–-------ს და ემუქრებოდა, რომ დაუმტკიცებდა, რომ ის იყო ცუდი დედა, რომ თავად ზრდიდა შვილს ოთხი წლის განმავლობაში. მას სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა, თუმცა ერთხელაც, როდესაც მან დააპირა სახლიდან წასვლა, კ-------------მ იძულებით არ გაუშვა და ძალის გამოყენებით აიძულებდა მასთან დაწოლას. მითითე-ბული საცხოვრებელი სახლი მისმა დედამ - ნ----- კ--–-------მ მზითვის სახით უყიდა ნ--- კ--–-------სა და მის მეუღლეს. მას უნდოდა გადაეფორმებინა მისთვის საცხოვრებე-ლი სახლი, თუმცა კ------------- უარს ეუბნებოდა. ასევე ეუბნებოდა: „უნდა გაგამწარო, უნდა გაგაგიჟო, შემდეგ საგიჟეში უნდა გაგამწესო და მთელი ქონება და შვილი მე დამრჩებაო“. მოწმემ განაცხადა, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, კერძოდ იანვრის თვეში, მასზე მიმდინარეობდა ყოველ საღამოს სისტემატიური ფიზიკური ძალადობა. მას ჰქონდა მცდელობა პოლიციაში დარეკვისა სამჯერ, თუმცა აღნიშნულის საშუალება არ მიეცა, ერთხელ სახლის ტელეფონი მოისროლა ძირს კ-------------მ, ერთხელაც მობი-ლური ტელეფონი გამოართვა და გადაუგდო. მასთან ერთად ცხოვრობდა მისი 14 წლის დისშვილი, რომელიც გაფრთხილებული ჰყავდა, რომ, რაც არ უნდა გაეგონა, არ ჩარეუ-ლიყო. თუმცა ერთხელაც ვერ მოითმინა და უთხრა, თუ რას ერჩოდა დეიდამისს, რის შემდეგაც კ------------- ემუქრებოდა, რომ მის დისშვილს გაამწარებდა და გამოსას-წორებელ კოლონიაში გაუშვებდა. მასთან ხანდახან რჩებოდა მისი ბიძაშვილის შვილი - გ------- კ--–-------, იმიტომ რომ მისი ყოფილი მეუღლე არ მისულიყო მასთან ყოველ საღამოს და არ „აეწიოკებინა“ იგი. გ------- როცა რჩებოდა მათთან, ის და მისი შვილი იძინებდნენ თავის ოთახში, ხოლო დისშვილი და ბიძაშვილის შვილი - მეორე ოთახში. მოწმის განმარტებით, ის კ------------- გ---------ესთან წელიწადნახევრის დაშორებუ-ლი იყო, მან სახლიდან წასვლისას ყველაფერი წაიღო, რაც ახალ საცხოვრებელ სახლში დასჭირდებოდა. მათ ჰქონდათ მორიგება, სადაც მას უნდა ეჩუქებინა ნახევარი, ანუ მოწ-მის ბინა დაებრუნებინა მისთვის, რათა ბავშვთან ერთად ეცხოვრა მშვიდად. კ-------------- გ---------ეს სიტყვიერად მოურიგდა, რომ არ შეაწუხებდა მას და არ მივიდოდა მასთან საცხოვრებელ სახლში. მათი ჩხუბის მიზეზი იყო ის, რომ ბავშვის სანახავად რო-დესაც მიდიოდა, რჩებოდა მათთან და აიძულებდა მოწმეს მასთან ერთად ყოფილიყო, ასევე სცემდა და ძალადობას ახორციელებდა მასზე. დედამისი სწორედ აღნიშნულის გამო ჩამოვიდა, რომ „სკაიპში“ საუბრისას მას აღენიშნებოდა დალურჯებები. ნ----- კ---–------- მათ შორის პრობლემის მოსაგვარებლად ჩამოვიდა. დედამისი დღემდე საქარ-თველოში იმყოფება კ------------- გ---------ის მუქარისაგან გამომდინარე შიშის გამო. მოწმის განმარტებით, დედამისის თვალზე დალურჯება შენიშნა, როდესაც ველოსიპე-დის დარტყმას ცდილობდა კ-------------, ამავე დროს შეამჩნია კ-------------ს ჰქონდა ნაკაწრი, რომელიც იყო მისი ფრჩხილისგან გაკაწრული.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ქ------- გ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის კ------------- გ----------ის და. შემთხვევის დღეს, 2016 წლის 25 იანვარს, გვიანი ღამე იყო, როდესაც დარეკა ხა-ზის ტელეფონმა, აღმოჩნდა, რომ რეკავდა მისი ყოფილი რძალი ნ--- კ--–------- განწი-რული ხმით: „სად ხარ მოდი, უშველე შენ ძმას, შენი ძმა საცოდავ მდგომარეობაშია, მო-დი და გადაარჩინეო“. მან ვერ გაიგო რა ხდებოდა, გადარეკა დასთან და ბიძაშვილთან, რათა წასულიყვნენ და გაერკვიათ ყველაფერი. ძმასთან მისვლისას უკვე ბევრი ხალხი დახვდათ. ერთი ქალბატონი დაინახა ვარდისფერი ხალათით, რომელსაც არ იცნობდა და შემდეგ გაარკვია, რომ მ---- ა----–---–ი ყოფილა. ასევე იყო საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი. იქ იყო მისთვის იმ დროისათვის უცნობი ნ--- კ--–-------ს დედა ნ----- კ--–-------. ამბობდნენ: „ეს რა მოხდა, ეს რატომ მოხდა დღეს, ეს არ უნდა მომხდარიყო ესეთი ფორმით, ეს უნდა მომხდარიყო სხვა დროს“. იყო მსგავსი საუბარი და ჩოჩქოლი, როდესაც ის შევიდა ძმის სანახავად. კ------------- გ---------ე ძალიან დათრგუნული და გაოცებული იყო. სახეზე, მარცხენა მხარეს სისხლი მოსდიოდა. გრძელი ჩამონაკაწრი ჰქონდა, აწითლებული. მან კ------------- გ---------ეს ჰკითხა თუ რა მოხდა, ხოლო კ--------------მ განუმარტა, რომ ბავშვის ველოსიპედი რომ არ აეფარებინა, ნ----- კ--–--------ს ნასროლი დანით ახლა დასერილ-დაჭრილი იქნებოდა. როგორც მოწმემ გაიგონა, ნ----- კ--–------- ჰყვებოდა თავის ამბავს, რომ დანები აიღო, ბალიშის ქვეშ ამოდო და როდესაც კ------------- მივიდა თავად ნ-----მ დანები მოუქნია და ვაზაც ესროლა. ის ვარაუდობს, რომ კამათისას დედასა და ყოფილ მეუღლეს სწორედ ნ--- კ--–------- აზა-ვებდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ქ------- გ---------ე, ია გ---------ე, ასევე ბიძაშვილი ლ-–- მ---–----–-–---–ი. კ------------- გ---------ემ გადაწყვიტა ჩვენების ჩაწერა, მაგრამ ამის ნება არ დართეს. უთხრეს: ჩვენ ვიწერთ ყველაფერს აქ რაც ითქმება, შენ თავი დაანებეო. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ნ----- კ--–-------ს ეკითხებოდნენ განიცადა თუ არა მან ტკივილი. იგი პასუხობდა, რომ არაფერი ტკივილი არ განუცდია, მისთვის კ-------------ს რა უნდა დაეშავებინა. მოწმის განმარტებით, ნ----- კ--–------- ამაყად ყვებოდა თუ როგორ გადადიოდა იერიშზე კ------------- გ---------ის წინააღმ-დეგ. მ---- ა----–---–ი ყველანაირად ცდილობდა და არიგებდა ნ---ს, რათა ნ-----ს ეთქვა რომ ტკიოდა. ნ---ც უყვიროდა დედამისს - ხომ გეტკინაო. ქ------- გ---------ის გან-მარტებით, ნ----- კ--–-------ს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ ჰქონია. საპატრულო პოლიციამ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა დანებს, უნდა აღძრულიყო სისხლის სამართ-ლის საქმე, შესაბამისად აღნიშნული მათი კომპეტენცია არ იყო და დაურეკეს პირველ განყოფილებას. მოვიდა ეკიპაჟი. განუცხადეს, რომ საჭირო იყო ყველას გადაყვანა განყო-ფილებაში, მათი ჩვენებების დაწერა, რათა ხვალ ჩვენებები არ შეცვლილიყო. განყოფი-ლებაში გადაყვანამდე კ------------- გ---------ემ იკითხა თუ სად იყო ნივთმტკიცება - დანები, რაზეც პასუხად მიიღო, რომ დანები მიჰქონდათ. ასევე კ------------- გ---------ემ ითხოვა, რომ ერთი ადამიანი სახლში ბავშვთან დარჩენილიყო, რადგან ცოდვა იყო ბავშვი განყოფილებაში წასაყვანად, რაზეც უარი მიიღო. წავიდნენ განყოფილებაში, პო-ლიციამ წაიყვანა ნ--- კ--–------- და დედამისი, ხოლო კ-------------ს დები ბიძაშვილის მანქანით წავიდნენ. მოწმის განმარტებით, კ-------------ს მისი იქ ყოფნის პერიოდში შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. ხოლო თავად „ქალბატონი“ ცდილობდა გამოეწ-ვია კ-------------ს დები, მაგრამ უშედეგოდ. განყოფილებაში მისვლის შემდეგ მეორე სართულზე აიყვანეს დასაკითხად კ------------- გ---------ე, შემდეგ ექსპერტიზის ჩასა-ტარებლად. კ-------------ს დები გააჩერეს განყოფილებაში, მათგან მოშორებით ჰყავდათ ნ----- კ--–-------, რათა ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონოდათ, მაგრამ ნ----- კ--–--------მ დაიწყო მათ მხარეს სიარული და მათ უთხრა: „მე ერთად-ერთი დედა ვყავარ ნ---ს. ნ---ს შეუძლია ორასი მეუღლე გამოიცვალოს, მაგრამ მე უნდა დავიწყო მასთან ერთად ახალი ცხოვრება კ-----ს გარეშე, მე მაგათ დავაცილებ“. ქ------- გ---------ეს არაფერი უთ-ქვამს, მაგრამ ნ----- კ--–------- კვლავ, მსგავსი სიტყვებით, მათ გასაგონად დადიოდა წინ და უკან. კ------------- გ---------ე ითხოვდა შემაკავებელს „ამ ქალბატონის“ წინააღმ-დეგ, რეკავდა სადღაც, მისი ვარაუდით 112-ში. ქ------- გ---------ე დიდი ხნის მანძილზე ელოდა თუ როდის დაკითხავდნენ, მაგრამ არავინ არ დაუძახა. განყოფილებაში იმყოფე-ბოდა ნ--- კ--–-------ს ადვოკატი - მ---- ა----–---–ი, ასევე მისი მეუღლე, ორივენი ხში-რად გადაადგილდებოდნენ შენობაში, არკვევდნენ ამბებს, არიგებდნენ „ამ ქალს“. ქეთე-ვან გ---------ე ავიდა განყოფილების მეორე სართულზე, გაღებული იყო ნ--- კ--–--------ს დასაკითხი ოთახის კარი, საიდანაც გაიგონა, რომ მ---- ა----–---–ი ზეწოლას ახდენ-და ნ--- კ--–-------ზე: „შენ ესე უნდა თქვა, როგორც საჭიროა“. ნ--- ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ ტყუილს ვერ იტყოდა და ტყუილზე ხელს ვერ მოაწერდა. მოწმე გან-მარტავს, რომ იმ დღეს ისე გამოუშვეს, რომ არც თვითონ და არც ნ----- კ--–------- არ დაუკითხავთ. რა მოხდა განყოფილებაში ან ამოღებული დანები სად წავიდა, მან არაფე-რი არ იცის. მოწმის განმარტებით, ჩხუბის მიზეზი იყო ის, რომ ნ----- კ--–------- მივიდა კ-----ს სახლში, ჩაწვა მის საწოლში და ბალიშის ქვეშ ამოდებული დანით მოემზადა მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ნ-----ს სურდა კ----- გაეშვა სახლიდან, რადგან ნ----- კ--–------- თვლიდა, რომ ეს მისი სახლი იყო. მოწმე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი, რათა შემდგომ კ-----ს სასჯელი დაკისრებოდა. მოწმის განმარტებით, მას ამ შემთხვევამდე კ-------------სა და ნ--- კ--–-------ს შორის არსებულ რაიმე სერიო-ზულ კონფლიქტზე არ სმენია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ-–- მ---–----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ კ------------- გ---------ე არის მისი მამიდაშვილი. 2016 წლის 24 ან 25 იანვარს, ზუსტად არ ახსოვს, ღამის პირვე-ლი საათი იქნებოდა, ეძინა, როდესაც მას დაურეკა მამიდაშვილმა ქ------- გ---------ემ, რომელმაც უთხრა, რომ კ------------- გ---------ესთან იყო მისული პატრული და თუ შეეძლო სიტუაციის გასარკვევად გასვლა. ლ-–- მ---–----–-–---–ი წავიდა ქ-------ის თხოვნის შესაბამისად. სახლთან დახვდა საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი. შევიდა სახლში, სადაც შემოხვდა ნ----- კ--–-------. მას ვიზუალურად რაიმე დაზიანება არ ეტ-ყობოდა, ლ-–- მ---–----–-–---–ი შევიდა პირდაპირ ზალაში, სადაც დახვდა კ-------------- ჩვეულებრივ მდგომარეობაში, კ-------------ს დები - ქ------- და ია გ---------ეები, იყო ასევე პატრულის ერთი თანამშრომელი. კიდევ ერთი თანამშრომელი იყო „ლოჯში“ და იწყებდნენ ნ----- კ--–-------ს დაკითხვას. ნ----- კ--–-------ს დაკითხვისას ლ-–- მ---–----–-–---–მა გაიგონა, რომ ნ----- ყვებოდა თუ როგორ დაიწყო შელაპარაკება, კ-------------- ეუბნებოდა, რომ დაეტოვებინა სახლი, რაზეც ნ-----მ აიღო ვაზა და უნდოდა სროლა კ-------------სათვის, მაგრამ შუაში ჩაუდგა შვილი ნ--- კ--–------- და ვაზა ძირს დაგდებით გატეხა. მას შემდეგ კი, როცა დაწვა ნ----- კ--–-------, კ------------- ცდილობ-და მის გარეთ გაყვანას, ნ----- კ--–-------მ აიღო დანა ხელში და ემუქრებოდა დანით კ-------------ს, ისევ ნ--- ჩაუდგა შუაში და შემდეგ უკვე გამოიძახეს პატრული, ნ----- კ--–------- საუბრობდა ასევე კ------------- გ---------ის მიერ ხელის აქნევის ფაქტზე, რომელიც არც მოხვედრია მას. როგორც მოწმეს ახსოვს, ასევე საუბარი იყო სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. მოწმეს არ დაუნახავს დაკითხვის რეჟიმი, მხოლოდ ესმოდა. ლ-–- მ---–----–-–---–ის მისვლისას სახლში ასევე იყო ნ--- კ--–------- და მისი ადვოკატი, ქმართან ერთად. ნ--- კ--–-------ს რაიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ია გ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბრალდებულის და. საქმესთან დაკავშირებით მოწმე განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს გვიან ღამით პირველად მას დაურეკა ყოფილმა რძალმა ნ--- კ--–-------მ, რომელმაც უთხრა, რომ „თუ შენი ძმა გეცოდება მოდი, თორემ აქ უბედურება დატრიალდებაო“. რადგანაც ია გ---------ე მის ძმასთან კ------------- გ---------ესთან ახლოს ცხოვრობს, ფანჯრიდან დაინახა როგორ შევიდა კ-------------ს ეზოში პატრული. მაშინვე წავიდა ია გ---------ე მის ძმასთან, პარალელურად დარეკა დასთან. კ-------------სთან ია გ---------ემ მიასწრო მის დას. იქ მისულს დახვდა პოლიციის მანქანა. სახლში ასვლისას ია გ---------ეს წინ მიუძღვე-ბოდა, როგორც შემდეგ შეიტყო, ნ--- კ--–-------ს ადვოკატი მ---- ა----–---–ი და მისი მეუღლე. მოწმეს გაუკვირდა, როგორ მიასწრეს მისვლა ადვოკატმა და მისმა მეუღლემ, როცა ასე ახლოს ცხოვრობს ძმის სახლთან. სახლში ძალიან ბევრი ხალხი იყო, ერთმა-ნეთში დაობდნენ. სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ გამოკითხვა უნდა მომხდა-რიყო ცალ-ცალკე. შესაბამისად დაკითხვისას ნ----- კ--–-------ს საუბარი ძალიან კარგად ესმოდა ია გ---------ეს, ვიზუალურად ვერ ხედავდა რა ფორმით მიმდინარეობდა გამო-კითხვა. გაგონილის საფუძველზე ია გ---------ე განმარტავს, რომ როდესაც კ------------- გ---------ე სახლში დაბრუნდა, იმ დღით ჩამოსული სიდედრი დახვდა სახლში, რომელ-საც არ ელოდა. რადგანაც არ ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება, სთხოვა დაეტოვებინა მისი სახლი. ნ----- კ--–-------მ გაუწია წინააღმდეგობა, რომ სახლს არ დატოვებდა. გარკვეული დროის შემდეგ ნ----- კ--–------- წავიდა დასაძინებლად და თან წაიღო დანები, კ------------- მივიდა და უთხრა, რომ ეს მისი საწოლი იყო და ამდგარიყო, ნ----- კ--–------- კი დანით გაიწია კ-------------საკენ. კ-------------ს გადმოცემით იქვე ველო-სიპედი იყო და აიფარა სახეზე, რათა დანა არ მოხვედროდა. შეკამათების დროს მათთან იმყოფებოდა ნ--- კ--–-------. ნ----- კ--–------- ასევე აღნიშნავდა, რომ ტკივილით მას არაფერი ტკიოდა და არაფერი არ აჩნდა, არც მოწმეს შეუნიშნავს მისთვის რაიმე დაზია-ნება. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა როდესაც მოისმინა ყოველივე, თქვა, რომ სახეზე იყო სერიოზული საქმე და საჭირო იყო პირების განყოფილებაში გადაყვანა და დაკითხვა. ნ----- კ--–-------მ გამოკითხვისას მიუთითა, რომ თავად ესროლა კ--------------ს ვაზა, რომელიც გატყდა, ასევე სურდა მისი მოკვლა, „ჩაი მედგა და შესხმა მინდო-დაო“. კ------------- გ---------ემ ითხოვა ერთი ადამიანი სახლში ბავშვთან დარჩენილი-ყო, რაზეც უარი მიიღო. ასევე იკითხა მიჰქონდათ თუ არა დანები, პოლიციამ უთხრა: კი, მოგვაქვსო. სახლში კ------------- გ---------ის გამოკითხვა არ მომხდარა. პოლიციის თანამშრომლებს კ------------- გ---------ის დებისა და ბიძაშვილისთვის არ უთქვამს, რომ ისინიც უნდა დაკითხულიყვნენ. განყოფილებაში მისვლის შემდეგ მეორე სარ-თულზე აიყვანეს კ------------- გ---------ე და ნ--- კ--–-------. შენობაში იყვნენ ასევე მისი და ქ------- გ---------ე და ბიძაშვილი ლ-–- მ---–----–-–---–ი. მოშორებით იყვნენ ასევე ნ--- კ--–-------ს დედა და მ---- ა----–---–ის მეუღლე, რომელიც ნ----- კ--–--------ს არ შორდებოდა. საუბრობდნენ, იცინოდნენ. შემდეგ მას კ------------- გ----------ემ დაუძახა და უთხრა, ვერ ვხედავ და წამიკითხეო. რაზეც ის ავიდა ზემოთ, რაღაცები წაუკითხა და ჩამოსვლის შემდეგ ნ----- კ--–------- იძახდა „აი აქ რაღაცები მაჩნიაო“. ია გ---------ის განმარტებით, ნ----- კ--–-------ს არ სურდა ნ---სა და კ-------------ს ერ-თად ყოფნა და შვილის ოჯახის დასანგრევად იყო ჩამოსული, სწორედ ეს მიაჩნია ია გ---------ეს ოჯახური დავის მიზეზად.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
კ------------- გ---------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ კონფლიქტი ამ კონკრეტულ შემთხვევამდეც არსებობდა მასსა და ყოფილ სიდედრ ნ----- კ--–-------ს შორის. მისი მეუღლე იმყოფებოდა საბერძნეთში, ხოლო კ------------- გ---------ე მის შვილს 5 თვის ასაკიდან 2 წელი დამოუკიდებლად ზრდიდა. ამის შემდეგ ჩამოვიდა მე-უღლე, მაგრამ პერიოდულად თურქეთში დადიოდა და ბავშვი ისევ მასთან იყო. მანამ-დეც, როცა დედას სკაიპში ელაპარაკებოდა მისი მეუღლე, ნ----- კ--–------- ეკითხე-ბოდა: „რა ქენი ჩვენი მოლაპარაკებისო“. მაგრამ მოწმე ხშირად ვერ ესწრებოდა დედა-შვილის საუბარს, რადგან ნ--- კ--–------- ხან რას იმიზეზებდა ხან რას, რომ ცალკე ესა-უბრა დედამისთან. ეუბნებოდა, თქვენ ჩხუბი მოგივათ და ჯობია მარტომ ვესაუბროო. ერთ მშვენიერ დღეს მეუღლემ განუცხადა, რომ მასთან ცხოვრება აღარ სურდა და უქმ-ნიდა პირობებს ისე, რომ მის კუთვნილ ბინაში ვეღარ გაჩერებულიყო, სარჩელიც შეიტა-ნა და ითხოვდა ბინის წართმევას. განქორწინების შესახებაც შეიტანა სარჩელი ნ--- კ---–-------მ. ბავშვს რომ მათი გამუდმებული კონფლიქტისთვის არ ეყურებინა, კ-------------- გ---------ე გადავიდა მშობლების სახლში საცხოვრებლად, ამის შემდეგ მეუღლემ დისშვილი და ბიძაშვილი მიიყვანა და ჩაასახლა მის კუთვნილ სახლში. ერთ დღეს მეუ-ღლემ უთხრა, რომ დედამისი მოდიოდა საბერძნეთიდან, მან ჰკითხა თუ სად უნდა ეცხოვრა დედამისს. ნ--- კ--–-------მ უპასუხა, რომ მის სახლში, რაზეც მოწმემ უკმაყო-ფილება გამოხატა და მეუღლეს უთხრა, სადაც უნდა იქ ეცხოვრა დედამისს ოღონდ მის სახლში ვერ მოვიდოდა. შემთხვევის დღეს ბრალდებულმა დაურეკა შვილს და ჰკითხა მოვიდეო? შვილმა უთხრა: იჩხუბებთ აქ და ნუ მოხვალო. კონფლიქტის ყურება არ უნდო-და ბავშვს, მაგრამ იმ დღეს მაინც წავიდა ბავშვის სანახავად. როცა მივიდა ნახა, რომ სიდედრი ნ----- კ--–------- ჩამოსული იყო. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით მეუღლეს უთხრა დედამისი წასულიყო იქედან. მან უპასუხა, რომ იმდენ ხანს დარჩებო-და დედამისი იქ რამდენ ხანსაც მოესურვებოდა. შემდეგ უშუალოდ ნ----- კ--–-------ს მიმართა დაეტოვებინა სახლი, თუმცა მან სიცილი დაუწყო და უთხრა, რომ სახლი მისი ფულით ნაყიდი იყო და თუ ვინმე უნდა წასულიყო მხოლოდ ის. მოწმის განმარტებით, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რადგან მისი სიტყვა არაფრად ჩააგდეს. პოლიციის გამოძახება ეუხერხულა, რადგან 50 წლის კაცია და მოერიდა, რომ ეთქვა სიდედრი მავიწ-როვებსო და ამ მიზნით გამოეძახებინა პატრული. კ------------- გ---------ე ითხოვდა, რომ ნ----- კ--–------- სასწრაფოდ წასულიყო სახლიდან, ნ----- კ--–-------მ კი აიღო დანა და წამოვიდა მისკენ მოსაკლავად. რეალურად დაარტყამდა, ნ--- კ--–------- რომ არ ჩამდგარიყო შუაში. კ------------- გ---------ემ განმარტა, რომ მისი აზრით ყველაფერი ეს ხდებოდა მათი გეგმის მიხედვით, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ. შემდეგ ვაზა მოისროლა ნ----- კ--–-------მ და გატყდა. ამის შემდეგ ნამგზავრი, წვირიანი ტანსაცმელებით ნ----- კ--–------- გაეშურა მისი საწოლისკენ და დაწვა ჩექმებიანად. მან სთხოვა ამდგარიყო, მაგრამ ადგომის მაგივრად, საბანი როცა გადახადა, ნ----- კ--–------- წამოხტა და დანა მოუქნია. მან თავდაცვის მიზნით ბავშვის ველოსიპედი აიფარა. ამ დროს ნ--- კ--–------- მივარდა დედამისს და გამოართვა ეს დანა. როცა ვაზის ჩარტყმით ემუქრებოდა მაშინ ხელიც გაკრა, რა დროსაც მან სახეზე მიიღო დაზიანება. საწოლში როცა იყო ნ----- კ--–-------, იქედან იძახდა პოლიციას უნდა გამოვუძახოო. კ------------- გ---------ემ უთხრა: კი ბატონო, გამოუძახეო და ნომერი პირადად მისცა. ხოლო ნ--- კ--–-------მ დაურეკა ადვოკატ მ---- ა----–---–ს და კ------------- გ---------ის დას. ბრალდებულის განმარტებით, ის დღემდე თვლის, რომ მსხვერპლი იყო იმ სიტუაციაში, მაგრამ დამნაშა-ვედ გამოიყვანეს. მას ეგონა პატრულის მოსვლის შემდეგ შემაკავებელს ნ----- კ--–--------ს გამოუწერდნენ. როდესაც ყველანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, შენო-ბის ფანჯრიდან მან დაინახა ნ----- კ--–------- და ადვოკატ მ---- ა----–---–ის მეუღლე ბ---- შემოდიოდნენ გარედან და ამ დროს ნ----- კ--–------- იკიდებდა ხელს სახეზე, სიწითლე აღენიშნებოდა და ამბობდა სიცილით, როგორ მტკივაო. მხოლოდ მაშინ შეამჩნია ეს კ-------------მ და გარეთ რა მოხდა არ იცის. ნ----- კ--–-------სგან მას იგივე დაზიანება ჰქონდა მიღებული, მაგრამ ის დღემდე დაუსჯელი რჩება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით და-დგენილია, რომ ნ----- კ--–------- შემოწმებული იქნა 2016 წლის 26 იანვარს, 06:05-06:15 სთ-ზე და ჩატარებული პირადი შემოწმებისას, სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრ-თელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითი-თებულ თარიღს.
(ს.ფ. 28-29)
საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დად-გენილია, რომ კ------------- გ---------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზია-ნება ნაკაწრის სახით, - განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრ-თელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითი-თებულ თარიღს.
(ს.ფ. 31-32)
საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დად-გენილია, რომ ნ--- კ--–-------ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზია-ნებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
(ს.ფ. 25-26)
ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სა-ხით დაკითხვისას დაადასტურა აღნიშნული დასკვნების სისწორე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გააანალიზა რა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეისწავლა სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო საჩივარი კ------------- გ---------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაცვის მხარის ძირითადი მოტივაცია არის ის, რომ დაზარალებულმა ნ----- კ--–--------მ სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება. სინამდვილეში კ------------- გ---------ე ნ----- კ--–-------სა და ნ--- კ--–-------ს მიერ დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლია. ნ----- კ--–-------მ რომ იცრუა სასამართლოს წინაშე, უტყუარად დასტურდება პოლიციელთა სამხრე კამერების ჩანაწერებით.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის ამ მოტივაციას და განმარტავს, რომ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
ნ----- კ--–-------მ ამომწურავად მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმის გარემოებათა შესახებ და აღწერა 2015 წლის 25 იანვარს განვითარებული მოვლენები. ნ----- კ--–-------ს ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დაა-დასტურა თავის ჩვენებაში მოწმე ნ--- კ--–-------მაც.
საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნ----- კ--–-------ს შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟ-ღენთის სახით, რაც სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს განეკუთვნება ჯანმრთე-ლობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითიე-ბულ თარიღს.
ექსპერტმა გ-------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. საა-პელაციო პალატას არანაირი საფუძველი არ გააჩნია ეჭვი შეიტანოს აღნიშნულ ექს-პერტიზის დასკვნის სისწორეში და ექსპერტის ჩვენებაში.
ექსპერტიზის დასკვნის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულება არც დაცვის მხა-რეს წარმოუდგენია.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ დაზარალებულ ნ----- კ--–--------ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება განსხვავდება იმ ინფორმაციისაგან, რაც მან პოლიციის თანამშრომლებს მიაწოდა და რაც ჩაწერილია პოლიციის თანამშრომ-ლების სამხრე კამერებში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა სამხრე კამერების ჩანაწერები და მათი გამოკვლევით დასტურდება, რომ ნ----- კ--–------- პოლიციის თანამშრომელ-თა შეკითხვაზე აღწერს როგორ მიაყენა კ------------- გ---------ემ სიტყვიერი და ფიზი-კური შეურაცხყოფა. განმარტავს და ხელითაც მიუთითებს თუ სხეულის რომელ ნაწილ-ში დაარტყა კ------------- გ---------ემ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინს-ტანციის სასამართლოს მიერ კ------------- გ---------ის ქმედება სწორად არის დაკვა-ლიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით და სასჯელი დანიშნული აქვს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენი კ------------- გ---------ის მი-მართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დაადგინა:
კ------------- გ---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქა-ლაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
კ------------- გ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
კ------------- გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.
მსჯავრდებულ კ------------- გ---------ის მიმართ დაკისრებული 500 (ხუთასი) ლარის ოდენობის ჯარიმის აღსრულება დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს.
ნივთმტკიცება – დათვალიერებისას წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: მარინე იმერლიშვილი