განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2019
საქმის ნომერი
330210016001387900
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001387900

საქმე №2ბ/5756-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მაისი 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

პირველი აპელანტი/ მოპასუხე მხარე - შპს „ს--–-----–------------------------–ი“

წარმომადგენელი - ს--–----------–--ე

 

მეორე აპელანტი/მოსარჩელე მხარე - ქ.თ---–----------–----–-------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ა

წარმომადგენელი - ღ-----–---–---------ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – პირგსამატეხლოს დაკისრება

 

პირველი აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

მეორე აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2015 წლის 26 ივნისს თ---–------------–----–---------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ასა (შემსყიდველი) და შპს „ს--–-----–------------------------–ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1-----------, რომლითაც განისაზღვრა შესყიდვის ობიექტი - თ---–--–--------–----ვის რ-----ის ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 666999,00 ლარით. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ბოლო ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღე - არაუგვიანეს 2015 წლის 04 ოქტომბერი. 2015 წლის 26 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი №1-----------, რომლითაც გასწორდა ტექნიკური შეცდომა თ---–--–--------–----ვის რ-----ში გზების მიმდინარე შეკეთების სამუშაოებზე 2015 წლის 26 ივნისს გაფორმებულ №1----------- ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ნუმერაცია განისაზღვრა №1------------თ.

 

2. 2015 წლის 30 აპრილს თ---–----------–----–-------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ასა (შემსყიდველი) და შპს „ს--–-----–----------------------------–ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება

№1-----------, რომლითაც განისაზღვრა შესყიდვის ობიექტი - თ---–--–--------–----ვის რ-----ის ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოები. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ბოლო ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღე -არაუგვიანეს 2015 წლის 08 აგვისტო. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1353177,00 ლარით.

 

3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1----------- და №1----------- ხელშეკრულებების მე-5 მუხლებით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება- ჩაბარების წესი. კერძოდ მიღების ეტაპობრივად გაფორმების, ანგარიშსწორებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენისა და შესყიდვის ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების საკითხები.

 

4. ხელშეკრულებების, №1----------- და №1----------- მე-10 მუხლებით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას. ხელშეკრულებების 10.2 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების

0,2%-ის ოდენობით.

 

5. 2015 წლის 15 სექტემბერს მხარებს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი №1------------2 (2015 წლის 30 აპრილის №1----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ), რომლის თანახმად, შევიდა ცვლილება 2015 წლის 30 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2015 წლის 30 ნოემბრამდე.

 

6. 2015 წლის 10 ნოემბერს მხარებს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი №1------------5 (2015 წლის 26 ივნისის №1----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ), რომლის თანახმად, მ---–---ისა და კ-–-------ის ქუჩებზე ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 10 ნოემბერი, ხოლო უ---------ს ქუჩა I, II, III შესახვევებში ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 მაისი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 მაისი. 2015 წლის 30 მაისს მხარებს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი №1------------8 (2015 წლის 26 ივნისის №1----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ), რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ნაწილის უ---------ს ქუჩა I, II, III შესახვევებში ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 15 ივნისი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 ივნისი.

 

7. შპს „---–-----–-- კ------ია მ----------–მა“ 2016 წლის 29 სექტემბერს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა №1----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უ---------ს ქუჩაზე სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისათვის (22 დღე) პირგასამტეხლო 15276,65 ლარი.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ქ. თ---–----------–----–-------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ამ და მოითხოვა შპს „ს--–-----–------------------------–ის“ მიმართ მოსარჩელის სასარგებლოდ №1----------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებისა და №1------------5 შეთანხმების აქტიდან გამომდინარე 133 399,80 ლარის, №1----------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებისა და №1------------8 შეთანხმების აქტიდან გამომდინარე 49 357,93 ლარისა და №1----------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებისა და №1------------2 შეთანხმების აქტიდან გამომდინარე 81190,62 ლარის გადახდის დაკისრება.

 

8.1. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის მითითებით ქ. თ---–----------–----–-------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ასა და შპს „ს--–-----–------------------------–ს“ შორის გაფორმებული იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ორი ხელშეკრულება №1----------- და №1----------- მე-10, რომლებიც ითვალისწინებდნენ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ განსაზღვრული ობიექტების მიწოდებას. მიწოდების ვადის დარღვევისთვის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას.

 

9. მოპასუხის შესაგებელი:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის ან/და მისი ნაწილის მიღება გაფორმდებოდა ეტაპობრივად, ხოლო 5.4 და 5.5 პუნქტების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა ა---------–----–--------–-------------იის მიერ გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნის ან/და მათ მიერვე დამოწმებული ფორმა №2-ის წარდგენის შემდეგომ. რეალურად სამუშაოებს მოპასუხე შეასრულებდა მაშინ, როდესაც მ----–----–------ის ლ-------------იის მიერ გაიცემოდა ფორმა №2.

 

რ-------ის ქუჩაზე მოპასუხემ ეტაპობრივად შეასრულა სამუშაოები და ყოველი ეტაპის შემდგომ შედგა აღნიშნული ფორმები: 2015 წლის 29 ივნისს, 10 აგვისტოს, 9 სექტემბერს, 28 სექტემბერს, 27 ოქტომბერს. ყოველ ეტაპზე ფორმდებოდა №2 ფორმები და შემსყიდველი რიცხავდა შესრულები სამუშაოების თანხებს. მიმწოდებელმა ასევე ეტაპობრივად განახორციელა სამუშაოების ბ------ის ქუჩაზე, კერძოდ №2 ფორმების მიხედვით სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად განხორციელდა 2015 წლის 9 სექტემბერსა და 29 სექტემბერს. ეტაპობრივად განხორციელდა ასევე ს-------–---–ის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის 29 ივნისს, 16 ივლისსა და 11 აგვისტოს. 2015 წლის 29 ივნისს დასრულდა სამუშაოები ჭ---------ის ქუჩაზეც. მიმწოდებელმა ეტაპობრივად განახორციელა ს------- ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 2015 წლის 11 აგვისტოს, 27 ოქტომბერს, 5 ნოემბერს, 29 ნოემბერს. ვადაგადაცილებულად შეასრულა მხოლოდ ს------- ქუჩის სამუშაოების ერთი ნაწილი 2077,59 ლარის ღირებულების. აღნიშნული სამუშაოები მოპასუხემ დაასრულა ნაცვლად 30 ნოემბრისა და 5 დეკემბერს.

 

რაც შეეხება უ---------ს ქუჩას, მოპასუხემ აღიარა 22 დღიანი ვადაგადაცილება და გადაიხადა ჯარიმა. დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდგომ, რამდენადაც მოსარჩელეს აღარ გააჩნდა პრეტენზია, შემსყიდველმა მიმწოდებელს გადაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2,5%-ის შესაბამისი თანხა, რაც შემსყიდველს დაკავებული ჰქონდა მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან.

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით თ---–----------–----–-------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ს--–-----–------------------------–ს“ თ---–----------–----–-------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 50708,88 ლარის გადახდა. ასევე, შპს „ს--–-----–------------------------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 1521,26 ლარის გადახდა.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.

 

11.1. შპს ს--–-----–------------------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

შპს ს--–-----–------------------------–ის მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლომ 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად აპელანტის მიერ მიწოდება განხორციელებულად ითვლება მხოლოდ და მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღისათვის, რაც გამოიწვია საქმეში არსებული მტკიცებულებების არასრულყოფილმა გამოკვლევამ და, შესაბამისად, მათმა არასათანადო შეფასებამ. ამასთან, აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მიღება-ჩაბარების წესზე დაყრდნობამ სამუშაოს შესრულებულად ჩათვლის შესახებ ეწინააღმდეგება ვალდებულებით სამართლებრივ პრინციპებს და წინააღმდეგობრივია მოწინააღმდეგე მხარის მიღება-ჩაბარების წესებთან დაკავშირებულ არსებული მანკიერი პრაქტიკის გათვალისწინებითაც.

აპელანტმა აგრეთვე გაამახვილა ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების საგნის ღირებულების 2,5%-ის გადახდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ უნდა მომხდარიყო მხოლოდ სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, რისი აპელანტისთვის ფაქტობრივად გადახდა 7 ივლისის თარიღით აპელანტის მიერ პირგასამტეხლოს ანაზღაურების შემდეგ ადასტურებს ქ. თ---–----------–----–-------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის მიერ შესრულების მიღებას.

აპელანტი ასევე უთითებს, რომ სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაიანგარიშა ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულებიდან, რაც აპელანტის მოსაზრებით მოკლებულია სამართლიანობას იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს სამუშაოების შესრულებას და შესრულების მიღებას ეტაპორივად. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მოხდეს ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან.

 

11. 2. ქ. თ---–----------–----–-------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ქ. თ---–----------–----–-------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომ ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის მიერ შპს ს--–-----–------------------------–ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს განაკვეთები არის შეუსაბამოდ მაღალი. იგი უთითებს რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში მოხდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 10.2 პუნქტების უგულებელყოფა. აპელანტი ასევე მიუთითებს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე დაკისრებული პირგასამტეხლოს არაგონივრულობის ნაწილში. შესაბამისად, აპელანტი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება უნდა მოხდეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კერძოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%-ით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

12. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ შპს ს--–-----–------------------------–ის, ისევე, როგორც ქ. თ---–----------–----–-------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

13. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამატეხლოს დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.) ამავე კოდექსის 418-ე მუხლი. (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს)

 

14. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

14.1. 2015 წლის 26 ივნისს თ---–------------–----–---------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ასა (შემსყიდველი) და შპს „ს--–-----–------------------------–ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1-----------, რომლითაც განისაზღვრა შესყიდვის ობიექტი - თ---–--–--------–----ვის რ-----ის ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 666999,00 ლარით. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ბოლო ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღე - არაუგვიანეს 2015 წლის 04 ოქტომბერი. 2015 წლის 26 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი №1-----------, რომლითაც გასწორდა ტექნიკური შეცდომა თ---–--–--------–----ვის რ-----ში გზების მიმდინარე შეკეთების სამუშაოებზე 2015 წლის 26 ივნისს გაფორმებულ №1----------- ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ნუმერაცია განისაზღვრა №1------------თ.

 

14.2. 2015 წლის 30 აპრილს თ---–----------–----–-------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ასა (შემსყიდველი) და შპს „ს--–-----–----------------------------–ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება

№1-----------, რომლითაც განისაზღვრა შესყიდვის ობიექტი - თ---–--–--------–----ვის რ-----ის ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოები. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ბოლო ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღე -არაუგვიანეს 2015 წლის 08 აგვისტო. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1353177,00 ლარით.

 

14.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1----------- და №1----------- ხელშეკრულებების მე-5 მუხლებით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება- ჩაბარების წესი. კერძოდ მიღების ეტაპობრივად გაფორმების, ანგარიშსწორებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენისა და შესყიდვის ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების საკითხები.

 

14.4. ხელშეკრულებების, №1----------- და №1----------- მე-10 მუხლებით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას. ხელშეკრულებების 10.2 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

 

14.5. 2015 წლის 15 სექტემბერს მხარებს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი №1------------2 (2015 წლის 30 აპრილის №1----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ), რომლის თანახმად, შევიდა ცვლილება 2015 წლის 30 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2015 წლის 30 ნოემბრამდე.

 

14.6. 2015 წლის 10 ნოემბერს მხარებს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი №1------------5 (2015 წლის 26 ივნისის №1----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ), რომლის თანახმად, მ---–---ისა და კ-–-------ის ქუჩებზე ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 10 ნოემბერი, ხოლო უ---------ს ქუჩა I, II, III შესახვევებში ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 მაისი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 მაისი. 2015 წლის 30 მაისს მხარებს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი №1------------8 (2015 წლის 26 ივნისის №1----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ), რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ნაწილის უ---------ს ქუჩა I, II, III შესახვევებში ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 15 ივნისი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 ივნისი.

 

14.7. შპს „---–-----–-- კ------ია მ----------–მა“ 2016 წლის 29 სექტემბერს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა №1----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უ---------ს ქუჩაზე სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისათვის (22 დღე) პირგასამტეხლო 15276,65 ლარი.

 

15. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტი შპს ს--–-----–------------------------–ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების არასრულყოფილმა გამოკვლევამ და, შესაბამისად, მათმა არასათანადო შეფასებამ გამოიწვია მიღება-ჩაბარების წესის არასწორად განსაზღვრა. მოპასუხის მითითებით პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელდეს იმ თარიღებამდე, როცა შედგა №2 ფორმები, ვინაიდან ამ დროს მიწოდება უკვე განხორციელდა.

 

მხარეთა შეთანხმების მე-5 მუხლებით განსაზღვრულია შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი. შეთანხმებული პირობების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რითიც დგინდებოდა შემსყიდველის მიერ სამუშაოების მიღება, დასტურდება მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა შესრულება, რაც უნდა გაფორმებულიყო ა--- თ---–----------–----–----ი ლ-------------იის მიერ გაცემული დადებითი (შესრულებული სამუშაოს თაობაზე) საექსპერტო დასკვნის ან/და მათ მიერვე დამოწმებული ფორმა №2-ის წარმოდგენის შემდგომ.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმასთან დაკავშირებით რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებამდე. შესაბამისად, მ---–---ისა და კ-–-------ის ქუჩებზე ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების ვადის გადაცილების გამო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებამდე ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს სამივე ეტაპისათვის ჯამურად 100 დღეს; უ---------ს ქუჩის (I, II, III შესახვევების) სარეაბილიტაციო სამუშაოების მიწოდების ვადის გადაცილების გამო მიღება- ჩაბარების აქტების გაფორმებამდე ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 37 დღეს; ჭ---------ის, ს-------–---–ის, ს------ის, ბ------ისა და რ-------ის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიწოდების ვადის გადაცილების გამო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებამდე ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 30 დღეს. საქმეში წარმოდგენილი №1----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფორმებული №4-- მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ 2015 წლის 7 დეკემბერს შესრულებული იქნა კ-–-------ის ქუჩის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები; №5-- მიღება-ჩაბარების აქტით, დგინდება, რომ №1----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კ-–-------ის ქუჩის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იქნა 2015 წლის 24 დეკემბერს; №5-- მიღება-ჩაბარების აქტით №1----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ---–---ის ქუჩის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იქნა 2015 წლის 9 დეკემბერს.

 

2015 წლის 10 ნოემბერს მხარებს შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით №1------------5 მ---–---ისა და კ-–-------ის ქუჩებზე ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 10 ნოემბერი. ამდენად, პალატის განმარტებით ვადა გადაცილებული დღეების რაოდენობა 2015 წლის 10 ნოემბრიდან მიღება- ჩაბარების აქტების გაფორმებამდე შეადგენს სამივე ეტაპისათვის ჯამურად 100 დღეს, რის მიხედვითაც უნდა დაანგარიშდეს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან 666999,00 ლარიდან.

 

მხარეთა შორის გაფორმებული №3-- მიღება-ჩაბარების აქტით №1----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უ---------ს ქუჩა I, II, III შესახვევის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-5 ეტაპი შესრულებული იქნა 2016 წლის 22 ივლისს.

 

2015 წლის 30 მაისს მხარებს შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით №1------------8 შესყიდვის ობიექტის ნაწილის უ---------ს ქუჩა I, II, III შესახვევებში ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 15 ივნისი. შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 2016 წლის 15 ივნისიდან ამავე წლის 22 ივლისამდე ჯამში შეადგენს 37 დღეს, ამასთან პირგასამტეხლო დაანგარიშდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან 666999,00 ლარიდან.

 

მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით №1----------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჭ---------ის, ს-------–---–ის, ს------ის, ბ------ისა და რ-------ის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იქნა 2015 წლის 30 დეკემბერს.

 

2015 წლის 15 სექტემბერს მხარებს შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით №1------------2 შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა პერიოდი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2015 წლის 30 ნოემბრისა. შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 2015 წლის 30 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე ჯამში შეადგენს 30 დღეს, ამასთან პირგასამტეხლო დაანგარიშდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან 1353177,00 ლარიდან.

 

16. პალატა არ იზიარებს აპელანტს მოსაზრებას მასზედ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულებიდან დაანგარიშება მოკლებულია სამართლიანობას. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ მოხდა პირგასამტეხლოს განსაზღვრა, კერძოდ, განსაზღვრული დარღვევის სახით შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილებისას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაანგარიშებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418 (1) მუხლის თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომლიც შეიძლება აღემატებოდეს შესაზლო ზიანს. შესაბამისად, მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში მხარეების მიერ შეთანხმებით იქნა განსაზღვრული პირგასამტეხლო, რომლის წინაპირობების დაკმაყოფილების გათვალისწინებით სასამართლოს მიერ დაკისრებულ პირგასამტეხლოს პალატა უსამართლოდ ვერ მიიჩნევს.

 

17. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტი ქ. თ---–----------–----–-------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის მითითებას დაუსაბუთებლობაზე დაკისრებული პირგასამტეხლოს არაგონივრულობის, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამო სიდიდის ნაწილში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულებების 10.2 პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მოცემულ შემთხვევაში დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს სწორად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 0,05%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც განსახილველ შემთხვევაში აისახა შემდეგნაირად: მ---–---ისა და კ-–-------ის ქუჩებზე ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების მიწოდების ვადის გადაცილების გამო მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა (ხელშეკრულების სართო ღირებულებიდან 666999,00 ლარიდან) უნდა განხორციელდეს სამივე ეტაპისათვის ჯამურად 100 დღეზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05%-ი დარიცხვით, რაც ჯამში შეადგენს 33349,00 ლარს; უ---------ს ქუჩის (I, II, III შესახვევების) სარეაბილიტაციო სამუშაოების მიწოდების ვადის გადაცილების გამო მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა (ხელშეკრულების სართო ღირებულებიდან 666999,00 ლარიდან) უნდა განხორციელდეს 37 დღეზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05%-ი დარიცხვით, რაც მთლიანად შეადგენს 12339,13 ლარს; ჭ---------ის, ს-------–---–ის, ს------ის, ბ------ისა და რ-------ის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიწოდების ვადის გადაცილების გამო მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა (ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან 1353177,00 ლარიდან) უნდა განხორციელდეს 30 დღეზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05%-ი დარიცხვით, რაც ჯამში შეადგენს 20297,4 ლარს; მიმწოდებლისათვის მთლიანად დარიცხულ პირგასამტეხლოს 65 985,53 ლარს უნდა გამოაკლდეს მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის გადახდილი 15276,65 ლარი. ამდენად პალატის მოსაზებით მოპასუხის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა სწორად განისაზღვრა 50708,88 ლარით.

 

18. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

19. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი ქ. თ---–----------–----–-------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო აპელანტი შპს ს--–-----–------------------------–ის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ს--–-----–------------------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ქ.თ---–----------–----–-------------იის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

ბესარიონ ტაბაღუა