განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-94-2018 წელი
№060100117002221438
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
21 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – გ--- გ--–--ის,ადვოკატების – გ---- ნ-----–--–---–ის, ხ---- ნ-----–--–---–ის,გამართლებულის – დ----- შ----ის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე, განიხილა დ----- შ----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
დ----- შ----ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, მცხოვრები ს------------------–----–----------------–------–--ში, სამტრე-დიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა უდანა-შაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 141-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დ----- შ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
დ----- შ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე ამავე კოდექსის 141-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ნივთიერი მტკიცებულებები – 2017 წლის 22 აპრილს, დ----- შ----ისაგან ამოღებული ტან-საცმელი და 2017 წლის 22 აპრილს ამოღებული არასრულწლოვან დ--–- ბ---–----ის ტანსაცმელი, რომლებიც დალუქული სახით ინახება სამტრედიის შს რაიონულ სამმარ-თველოში დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს. 2017 წლის 29 აპრილს, დ----- შანი-ძისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, 2017 წლის 22 აპრილს, არასრულწლოვან მ-----–- ბ---–----ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში და 2017 წლის 22 აპრილს, არასრულწლოვან დ--–- ბ---–----ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც დალუქული სახით ინახება სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ.
გამართლებულ დ----- შ----ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელა-ციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe