განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.06.2019
საქმის ნომერი
330210016001495179
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001495179

საქმე №2ბ/8027-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

05 ივნისი 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი

 

აპელანტი - ს----------–-----------–--------–---------------–-------------------------------------

წარმოამდგენელი - მ---------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე- შპს,,მ------ი 2---“

წარმოამდგენელი - ნ--------–-----ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2015 წლის 09 ივნისს ს----------–-----------–----ა და მ-–-------ის ს----------ოს და შპს ,,მ------ი-2---“-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მეიჯარემ მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცა ქ-------–--–-----------------ში მდებარე შენობა-ნაგებობის, კერძოდ, მეორე ფლიგელის პირველ სართულებზე არსებული ფართიდან (ს/კ 0---------------) 46 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი შესაბამისი ინვენტარით (დახლი 1 ცალი, მაგიდა 1 ცალი, 2 ცალი სკამი), კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით. იჯარის საგნის გადაცემა განხორციელდა მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

2. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 1115.33 ლარს. 2.2 პუნქტის თანახმად, წლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 13 383.96 ლარს. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოიჯარე პასუხს აგებდა წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 5.2 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ს ოდენობით. ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებული ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობა ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებდა 2 წლის ვადით.

 

3. შპს ,,მ------ი-2---“-მა, 2015 წლის 09 ივნისის იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, 2015 წლის 09 ივნისის საგადახდო დავალების თანახმად, გადაიხადა საიჯარო ქირა 409.34 ლარის ოდენობით, 2015 წლის 03 ივნისის საგადახდო დავალებით, 705.99 ლარი,2015 წლის 15 ივლისის საგადახდო დავალებით 1115.33 ლარი, 2015 წლის 26 აგვისტოს საგადახდო დავალებით 1115.33 ლარი, 2015 წლის 19 ოქტომბრის საგადახდო დავალებით 1115 ლარი, 2015 წლის 25 დეკემბრის საგადახდო დავალებით 1115 ლარი, 2016 წლის 04 თებერვლის საგადახდო დავალებებით 2230 ლარი, 2016 წლის 16 აპრილის საგადახდო დავალებით 1115 ლარი.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს----------–-----------–--------–---------------–-------------------------------------მ შპს ,,მ------ი-2---“- წინააღმდეგ და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 23 117.02 ლარის გადახდა, საიდანაც საიჯარო ქირაა 17 846.93 ლარი, ხოლო 5 270.09 ლარი პირგასამტეხლო.

 

4.1. სარჩელის საფუძვლები: სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ს----------–-----------–----ა და მ-–-------ის ს----------ოს და შპს ,,მ------ი 2---“-ს შორის 2015 წლის 09 ივნისს გაფორმდა #1 იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ-------–--–--------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობის, კერძოდ, მეორე ფლიგელის პირველ სართულებზე არსებული ფართიდან 46 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის გადაცემა შესაბამისი ინვენტარით - კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით. იჯარის საგნის გადაცემა განხორციელდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განისაზღვრა იჯარის ქირა, რომელიც ყოველთვიურად შეადგენდა 1115.33 ლარს, შესაბამისად, წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 13383.96 ლარით. მოიჯარეს საიჯარო ქირის გადახდა უნდა განეხორციელებინა ყოველთვიურად არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საიჯარო თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კი უნდა წარედგინა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%. ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა მოეხდინა მისთვის ცნობიდან ერთი თვის ვადაში. მოპასუხე შპს ,,მ------ი 2---“-მა 2015 წლის 03 ივნისს და 09 ივნისს გადაიხადა 1115.33 ლარი ხელშეკრულების გაფორმებამდე ბეს სახით. მოპასუხე შპს ,,მ------ი - 2---“ საიჯარო ქირას იხდიდა ვადაგადაცილებით, რაც დასტურდება ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით. შპს ,,მ------ი 2---“-ის დირექტორს გ---------–---–ს 2016 წლის 16 თებერვალს ეცნობა, რომ 15 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება საიჯარო ქირის 1116.32 ლარის ოდენობით, ხოლო 273.25 ლარი პირგასამტეხლო. მოპასუხემ 2016 წლის 17 მარტს გადაიხადა პირგასამტეხლო 273.25 ლარის ოდენობით, 1115.00 ლარი კი გადაიხადა 2016 წლის 16 აპრილს. მოპასუხეს 2016 წლის 17 მაისის წერილით ეცნობა, რომ მას გადასახდელი ქონდა ს----------ოს სასარგებლოდ საიჯარო ქირის სახით 3 347.64 ლარი და პირგასამტეხლო 252.07 ლარი, ამასთანავე ეთხოვა, რომ წარმოედგინა ქირის და პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ს----------ოში, თუმცა შპს ,,მ------ი 2---“-ს აღნიშნულზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. შპს ,,მ------ი 2---“ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 2017 წლის 09 ივნისამდე განაგრძობდა ფუნქციონირებას, თუმცა არ აქვს გადახდილი საიჯარო ქირა. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 13383.96 ლარს, შპს ,,მ------ი 2---“-ს ორი წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა 26 767.92 ლარი. მოპასუხის მიერ გადახდილია 8 920.99 ლარი. შესაბამისად, შპს ,,მ------ი 2---“-ს ძირი თანხის დავალიანება შეადგენს 17 846.93 ლარს და პირგასამტეხლო 5270.09 ლარს.

 

5. მოპასუხის შესაგებელი: მოპასუხე შპს ,,მ------ი-2---“-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ მოპასუხის შეცდომაში შეყვანით, რის საფუძველზეც, მოპასუხემ ვერ შეძლო იჯარით აღებულ ფართში შესაბამისი საქმიანობის განხორციელება. მოპასუხე მხარის მითითებით, თავად მოსარჩელეს არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა, რამდენად საჭირო იყო ს----------ოს შენობაში სასადილოს არსებობა და აღნიშნულის გამო მოპასუხე მხარე აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა, მოპასუხე შპს ,,მ------ი-2---“-ის მიერ მოსარჩელისთვის იჯარის ქირის გადაუხდელობა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვიანიდან თავდ მოსარჩელე მხარის ქმედებებმა გამოიწვია საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაგროვება, მოპასუხე მხარე ვერ იქნება პასუხისმგებელი აღნიშნული დავალიანების გადახდაზე.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს----------–-----------–--------–---------------–-------------------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,მ------ი 2---“-ს ს----------–-----------–--------–---------------–-------------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის სახით 16731.60 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 500 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ქირის სახით 1115.33 ლარის და პირგასამტეხლოს სახით - 4770.09 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ს----------–-----------–--------–---------------–-------------------------------------მ

 

7.1. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები: აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია ხელშეკრულება შეწყვეტილად და არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ მოპასუხე ფუნქციონირებდა და ფართს იყენებდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც. აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია პირგასამტეხლო შემცირების წინაპირობების არსებობა.

სამოტივაციო ნაწილი

8. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება/დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ს----------–-----------–--------–---------------–-------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

9. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე იჯარის თანხის გადახდის ვალდებულების შესრულება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

10. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

10.1. 2015 წლის 09 ივნისს ს----------–-----------–----ა და მ-–-------ის ს----------ოს და შპს ,,მ------ი-2---“-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მეიჯარემ მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცა ქ-------–--–-----------------ში მდებარე შენობა-ნაგებობის, კერძოდ, მეორე ფლიგელის პირველ სართულებზე არსებული ფართიდან (ს/კ 0---------------) 46 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი შესაბამისი ინვენტარით (დახლი 1 ცალი, მაგიდა 1 ცალი, 2 ცალი სკამი), კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით. იჯარის საგნის გადაცემა განხორციელდა მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

10.2. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 1115.33 ლარს. 2.2 პუნქტის თანახმად, წლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 13 383.96 ლარს. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოიჯარე პასუხს აგებდა წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 5.2 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ს ოდენობით. ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებული ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობა ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებდა 2 წლის ვადით.

 

10.3. შპს ,,მ------ი-2---“-მა, 2015 წლის 09 ივნისის იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, 2015 წლის 09 ივნისის საგადახდო დავალების თანახმად, გადაიხადა საიჯარო ქირა 409.34 ლარის ოდენობით, 2015 წლის 03 ივნისის საგადახდო დავალებით, 705.99 ლარი,2015 წლის 15 ივლისის საგადახდო დავალებით 1115.33 ლარი, 2015 წლის 26 აგვისტოს საგადახდო დავალებით 1115.33 ლარი, 2015 წლის 19 ოქტომბრის საგადახდო დავალებით 1115 ლარი, 2015 წლის 25 დეკემბრის საგადახდო დავალებით 1115 ლარი, 2016 წლის 04 თებერვლის საგადახდო დავალებებით 2230 ლარი, 2016 წლის 16 აპრილის საგადახდო დავალებით 1115 ლარი.

 

15. პალატა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილად მიიჩნევს, მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობის და საიჯარო ფარში საქმიანობის შეწყვეტა (გამოთავისუფლება) მოხდა 2017 წლის მაისის თვიდან. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 03 მაისის შპს ,,მ------ი 2---“-ის დირექტორის განცხადებით, რომლის შინაარსის შესაბამისად ცალსახად დასტურდება საქმიანობის ,,ზარალზე“ არსებობის ფაქტი, რის გამოც სწორედ მითითებული თარიღიდან საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს კომპანია. ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტაზე მოიჯარის მიერ გამოვლენილი ნება მიუვიდა რა მეიჯარეს, მას რაიმე პრეტენზიები არ გამოუთქვამს საქმეზე არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ აღნიშნული განცხადების საპასუხო შედავება მხარისათვის და მეტიც, არც სასამართლო განხილვისას მოსარჩელე მხარეს არ განუცხადებია რომ მისთვის მიუღებელი იყო მხარის ცალმხრივი ნების გამოვლენა. შესაბამისად, წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო სწორად მიიჩნია დადგენილად მხარეთა ნების არსებობის პირობებში ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

16. იჯარის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 1115.33 ლარს. 2.2 პუნქტის თანახმად, წლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 13 383.96 ლარს. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხე შპს ,,მ------ი- 2---“-ის მიერ დაირღვა იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება იჯარის ქირის გადახდის თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე ს----------–-----------–--------–---------------–-------------------------------------ს მიმართ მოპასუხეს შესასრულებელი აქვს ფულადი ვალდებულება, საიჯარო ქირის სახით 16731.60 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს ,,მ------ი-2---“-ს უნდა დაეკისროს საიჯარო ქირის დავალიანების 16731.60 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

17. იჯარის ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოიჯარე პასუხს აგებდა წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 5.2 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ს ოდენობით. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს სწორად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 500 ლარის გადახდა.

 

18. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

19. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს----------–-----------–--------–---------------–-------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი