განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002412044
საქმე №1/ბ-736-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 ივნისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ
მაკა გორგოძე (სხდომის თავმჯდომარე),თეიმურაზ სვანიძე, მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივანი– ლალი მსხილაძე
პროკურორის - გ-------- ტ---–--ის,მსჯავრდებულის - ი------ ო---–---ს,ადვოკატის - მ------- ა----------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი------ ი------ს ძე ო---–---ს მიმართ, დაბადებული 198- წლის 29 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ც----------- ქუჩა #59/9.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი------ ო---–--მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ყაჩაღობა - ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით). რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 19:40 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ი------ ო---–--- ყაჩაღურად თავს დაესხა ქუთაისში, თ------–---–-- ქუჩის N----ში განთავსებულ, სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ექსპრეს ფილიალს. შენობაში შესვლისთანავე ი------ ო---–--მა ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, დაწესებულებაში მყოფ მოქალაქე გ--- ს--–----ეს მოკვლის განზრახვით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შემდეგაც, სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ექსპრეს ფილიალის მოლარე ოპერატორ თ-- ხ-----–-ას მიმართ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 1802 (ათასრვაასორი) ლარი, 5569 (ხუთიათასხუთასსამოცდაცხრა) დოლარი (14161.41 ლარი) და 1800 (ათასრვაასი) ევრო (5594.76 ლარი).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ა-----–ის განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ი------ ო---–--- 2018 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 19:40 საათზე, ყაჩაღურად თავს დაესხა ქუთაისში, თ------–---–-- ქუჩის N----ში განთავსებულ, სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ექსპრეს ფილიალს, რა დროსაც, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, დაწესებულებაში მყოფ მოქალაქე გ--- ს--–----ეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. აღნიშნულის შემდეგ ი------ ო---–--მა სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ექსპრეს ფილიალის მოლარე ოპერატორ თ-- ხ-----–-ასაგან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 1802 (ათასრვაასორი) ლარი, 5569 (ხუთიათასსამოცდაცხრა) დოლარი (14161.41 ლარი) და 1800 (ათასრვაასი) ევრო (5594.76 ლარი).
2018 წლის 22 იანვარს ი------ ო---–---, ქ. ქუთაისში თ------–---–-- ქუჩის N----ში განთავსებულ, სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ექსპრეს ფილიალში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - გადაჭრილ სანადირო თოფს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ი------ ო---–--ს წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ი------ ო---–---, ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ი------ ო---–---, ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ი------ ო---–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა, ხოლო თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და ი------ ო---–--ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 08 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი------ ო---–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ი------ ო---–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მსჯავრდებულ ი------ ო---–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 იანვრიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში და ი------ ო---–---ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი ი------ ო---–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდების ამორიცხვისა და სასჯელების განსაზღვრის დროს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენების საფუძველში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვის ნივთში გაცვლას, ნაპოვნის დაუფლებას და ა.შ. შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი,ხოლო შენახვა გულისხმობს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება მოხდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ავტოფარეხში, მიწაში და ა.შ. ამ დროს მთავარია პირმა ისეთ ადგილას შეინახოს იარაღი, რომ შეეძლოს მისი გამოყენება.
ცეცხლსასაროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის უფლება არ აქვს. 2018 წლის 22 იანვარს ი------ ო---–--- ქუთაისში თ------–---–-- ქუჩის N----ში განთავსებულ, სს „საქართველოს ბანკი“-ს ექსპრეს ფილიალში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - გადაჭრილ სანადირო თოფს. აღნიშნულ იარაღი 2018 წლის 26 იანვარს ამოღებულ იქნა ი------ ო---–---ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით.
კანონმდებელმა ცალ-ცალკე დააწესა პასუხისმგებლობა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვისათვის - სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და ცეცხლსასროლი იარაღისა მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის - სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, კერძოდ, მისი ყიდვა, სხვის ნივთში გაცვლა, ნაპოვნის დაუფლება, გრკვეული ადგილის მიჩენა და ა.შ. შემთხვევაში, განკარგვის შესაძლებლობისთანავე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა არის დამთავრებული, დამოუკიდებელი დანაშაული, რისთვისაც დაწესებულია შესაბამისი სასჯელი. ცალკე დამოუკიდებელ ქმედებას წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღისა მართლსაწინააღმდეგო ტარება, რომელიც არ მოიცავს უკვე დამთავრებულ ქმედებას - ცეცხლსასროლი იარაღისა მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოში დღემდე არსებული პრაქტიკის მიხედვით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები განიხილება, როგორც დანაშაულთა ერთობლიობა, რა დროსაც სასამართლო დამნაშავედ ცნობს პირს თითოეული ნაწილით გათვალისწინებული ცალკე დანაშაულისათვის და, შესაბამისად, ცალ-ცალკე უნიშნავს სასჯელს, თითოეული ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ზემოაღნიშნული მეტყველებს მსჯავრდებულ ი------ ო---–--ზე, როგორც მომეტებულად მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე პირზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ რამდენიმე განსაკუთრებით მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულების ჩადენის ფაქტი და ი------ ო---–--ს დაუნიშნა მინიმალურ სასჯელთან მიახლოებული სასჯელი, მათ შორის, გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან: სამართლიანობის აღდგენასთან, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციასთან. სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ი------ ო---–---ს მიმართ გამოიყენა ფაქტობრივად კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი, როცა საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების, მსჯავრდებულის პიროვნების და საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლიანი შეფასების შემთხვევაში აღნიშნული შეღავათები უსამართლო და მიზანშეუწონელია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს გ-------- ტ---–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ ი------ ო---–--ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ------- ა----------ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი------ ო---–---ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის იანვრის მდგომარეობით), 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - გ--- ს--–----ის და თ-- ხ-----–-ას ჩვენებით, მოწმეების თ----------------------–---------–-–--–-–---–------------------------------–---–-----------------------------–-------------------------------------------------------–------------------------------–---–----------------------–---–------------–--------------------–--------------–--–----------------------–---------------–-----------–--–---------–--–----------–-----------------------------------------------------------------–-----------------–---–-- ჩვენებებით, შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფოტო სურათით ამოცნობის ოქმით, საცხოვრებელი სახლისა და სარდაფის ჩხრეკის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
რაც შეეხება გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულისათვის წარდგენილი ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების, როგორც ზედმეტად წარდგენილის, ამორიცხვის თაობაზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და ამ ნაწილში ეთანხმება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას.
აღნიშნული საკითხის დღემდე არსებული როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გადაწყვეტა არის ცალსახა, შენახვა და ტარება განიხილება ცალკე დანაშაულად. თითოეული კვალიფიცირდება შესაბამისი ნაწილით და სასჯელიც განისაზღვრება შესაბამისი ნაწილებით, ცალ-ცალკე. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოში დღემდე არსებული პრაქტიკის მიხედვით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები განიხილებოდა როგორც დანაშაულთა ერთობლიობა, რა დროსაც სასამართლო დამნაშავედ ცნობდა პირს თითოეული ნაწილით გათვალისწინებული ცალკე დანაშაულისათვის და, შესაბამისად, ცალ-ცალკე უნიშნავდა სასჯელს, თითოეული ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ბრალდების შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ი------ ო---–--მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ შეიანახა ცეცხლსასროლი იარაღი- გადაჭრილ სანადირო თოფი, რაც 2018 წლის 26 იანვარს ამოღებულ იქნა ქუთაისში ც----------- ქუჩა N 59/9-ში მდებარე ი------ ო---–---ს საცხოვრებელი სახლის ჩხხრეკისას.
2018 წლის 22 იანვარს ი------ ო---–--- ქუთაისში თ------–---–-- ქუჩის N----ში განთავსებულ, სს „საქართველოს ბანკი“-ს ექსპრეს ფილიალში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს- გადაჭრილ სანადირო თოფს.
ამდენად, ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ი------ ო---–--- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის, ანუ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით).
ი------ ო---–--ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით(2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით) თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით) თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით. სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით) თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუქტით და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქოს სხვა სასჯელები და ი------ ო---–--ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 08 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ი------ ო---–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში ი------ ო---–---ს მიმართ შევიდეს ცვლილება და:
ი------ ო---–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით(2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით), სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით) თავისუფლების აღკვეთა - 12 (თორმეტი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა - 12 (თორმეტი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა, ხოლო თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და ი------ ო---–--ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 08 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ი------ ო---–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ი------ ო---–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მსჯავრდებულ ი------ ო---–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 იანვრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხილის წვენის - ,,სადაჩოკის“ მუყაოს შეფუთვა საწრუპი ჩხირით, ენერგეტიკული სასმელის - ბუმის თუნუქის ქილა ცარიელ მდგომარეობაში, პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები, ერთჯერადი ხელსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული ლურჯი ფერის ცელოფანი, მაგიდიდან ამოღებული ხელის სამი კვალი, გ--- ს--–----ის სხეულიდან ამოღებული ლითონისა და ძვლის ფრაგმენტები, ი------ ო---–---სა და გ--- ს--–----ის ნერწყვის ნიმუშები, ი------ ო---–---სა და გ--- ს--–----ის ხელის ნიმუშები (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში) განადგურდეს კანონის შესაბამისად.
- მოკლე ქურთუკი ელვა შესაკრავით, დაუბრუნდეს მესაკუთრეს - დ----- გ--------ეს, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული ფულადი თანხა 640 ლარის ოდენობით (32 ცალი ოცლარიანი კუპიურა), ფულადი თანხა 1090 ლარი, 200 ევრო და ერთი ლარისა და 6 თეთრის ოდენობის მონეტები, (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში), სალაროს უჯრა, მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული გამჭვირვალე პლასტმასის სახურდე თეფში, ექსპრესფილიალის კარის მარჯვენა და მარცხენა ფრთის გარე და შიდა სახელურები (სულ ოთხი), დაუბრუნდეს სს ,,საქართველოს ბანკს“. ბრალდებულ ი------ ო---–---ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტყავის საფულე, დაუბრუნდეს ი------ ო---–--ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო მასში მოთავსებული ფულადი თანხა 1400 ევროს, 4000 დოლარისა და 210 ლარის ოდენობით (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში), დაუბრუნდეს სს ,,საქართველოს ბანკს“. ი------ ო---–---ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული გასაღები, ასევე ბრალდებულ ი------ ო---–---ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ერთი ცალი ტყავის ქურთუკი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში) დაუბრუნდეს ი------ ო---–--ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- ი------ ო---–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული გადაჭრილი თოფი გილზთან ერთად (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო მასალა ერთ ცალ CD დისკად, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალები ორ ცალ დისკად, ნიმუშების აღებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად, გ--- ს--–----ის ტანისამოსის აღწერის ფურცელი, გ--- ს--–----ის სამედიცინო ისტორია, ჟ---–----- ლ--------ის მაღაზიიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ორ ცალ CD დისკზე, შპს „დეილი“-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, სს „საქართველოს ბანკი“-ს ქუთაისში, თ------–---–-- ქ. N----ში მდებარე ექსპრეს-ფილიალიდან გამოთხოვილი სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
- გ--- ს--–----ის ტანისამოსი და შპს „დეილი“-ს, ინდმეწარმე ჟ---–----- ლ--------ის მაღაზიისა და სს „საქართველოს ბანკი“-ს ვიდეოჩანაწერები, გადატანილი მეხსიერების ბარათზე (ჩიპზე), (დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში), შენსახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მაკა გორგოძე
მოსამართლეები თეიმურაზ სვანიძე
მარინე იმერლიშვილი