განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
020100118002696884
ინსტანცია
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-241-2019 წელი

№020100118002696884

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

5 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მარინა სირაძე

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – დ-------- ხ------ს,ადვოკატების – ბ------ ყ-----–---–ის, მ----ა ნ--------ს,მსჯავრდებულის – ფ--–----- კ-----–---–--ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდო-მაზე განიხილა ფ--–----- კ-----–---–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართ-ლის საქმე.

ფ--–----- კ-----–---–--, დაბადებული 1----–-–------------ს, რ------------------–-ის მო-ქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები რ------–------–--------–-–--------------------------ში, მსჯავრდებულია ზუგ-დიდის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვა-დით.

aRwerilobiTi nawili:

ფ--–----- კ-----–---–--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო განზრახ მკვლე-ლობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ზ----------------–----–------ის სოფელ რ---ში, გ---- შ-----–--ს და მის სიძეს - ფ--–----- კ-----–---–--ს შორის, ამ უკა-ნასკნელის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. კონფლიქ-ტის დროს, ფ--–----- კ-----–---–--მ, დანის გამოყენებით, ჩაიდინა გ---- შ-----–--ს განზ-რახ მკვლელობა.

ზ------------------ული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ფ--–----- კ-----–---–--მ და მისი ინტე-რესების დამცველმა ადვოკატმა ბ------ ყ-----–---–მა, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ფ--–----- კ-----–---–--ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნა-წილზე და მისთვის სასჯელის დანიშვნას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში. მოთხოვნას ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ ფ--–----- კ-----–---–-- თავს დამნაშავედ ცნობს და ინანიებს მის მიერ განხორციელებულ ქმედებას. რაც შეეხება მკვლელო-ბის განზრახვას, ფ--–----- კ-----–---–-- როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში მიუთითებდა, რომ მას გ---- შ-----–--ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. მან, მართალია დანა დაარტყა გ---- შ-----–--ს, მაგრამ არა მოსაკლავად, არამედ მისთვის ტკივილის მიყენებისა და მისი თავიდან მოცილების მიზნით. ამგვარად ფ. კ-----–---–-- თავს დამნაშავედ ცნობს გ---- შ-----–--ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. მსჯავრდებული აღიარებს, რომ სურდა სხეულის მძიმე დაზიანება მიეყენებინა გ---- შ-----–--სათვის, მაგრამ უარყოფს მისი მოკვლის განზრახ-ვას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ--–----- კ-----–---–--მ მხოლოდ მას შემდეგ და-არტყა დანა გულმკერდის არეში გ---- შ-----–--ს, რაც დაზარალებულმა მას თეფში ესრო-ლა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ფიზიკურად შეუტია და ცემა დაუწყო. დადგენი-ლია, რომ დანის დარტყმის შემდეგ ფ--–----- კ-----–---–--მ შეწყვიტა ფიზიკური აქტიუ-რობა და მათ გასაშველებლად მისულ პირებს თხოვა მიეხედათ დაჭრილისათვის.

დადგენილია, რომ პირველი ფიზიკური დაპირისპირებისას მათ ერთმანეთს ხელ-ფეხი ურტყეს. ფ--–----- კ-----–---–--სათვის არ არსებობდა განსაკუთრებული მოტივი გან-ზრახ მკვლელობის ჩასადენად, რადგან დაზარალებულის ქცევაში არ არსებობდა ისეთი დეტალები, რომელიც ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობაში შურისძიების გრძნობას წარმოშობდა. ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ფ--–----- კ-----–----–--ს მკვლელობის განზრახვა რომ ჰქონოდა, მას საკმარისი დრო და საშუალება ჰქონდა განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ვიდრე მათ გასაშველებლად მივიდოდნენ.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ფ--–----- კ-----–---–--ს და მისი ინტერესების დამცველ ად-ვოკატებს ბ------ ყ-----–---–ს და მ----ა ნ--------ს, რომლებიც ითხოვენ ფ--–----- კვარა-ცხელიას ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილზე და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ დ-------- ხ------ს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვ-ლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ-------- შ-----–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს, თავის ქალიშვილთან ერთად, იმყოფებოდა სოფელ რ----ში შვილიშვილის მკლავის გახსნაზე. ბავშვის გამო მის ქალიშვილს ს------ შ-----–--ს მო-უვიდა კონფლიქტი მულთან. მეუღლემ - ფ--–----- კ-----–---–--მ ფანჯრიდან გადმო-ყარა ბავშვის ტანსაცმელი, ისინი ჩასხდნენ ავტომანქანაში და დაბრუნდნენ სახლში. მის-მა შვილმა - გ---- შ-----–--მ თხოვა ავტომანქანა და სადღაც წავიდა. ცოტა ხანში მეზობ-ლები შევიდნენ და უთხრეს, რომ გ----ს ავტოავარია მოუვიდა და საავადმყოფოში იმყო-ფებოდა, ხოლო გზაში უთხრეს სინამდვილეში რაც მოხდა და რომ მისი შვილი იყო გარდაიცვალა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ--- შ-----–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს მამა-სთან და დასთან ერთად იმყოფებოდა დისშილის მკლავის გახსნაზე. ნახევარ საათში სახლში დააპირეს წასვლა, მაგრამ ს--------ს შვილი გამოეკიდა მათ. ამაზე მისი სიძე ფ---–----- კ-----–---–-- გაბრაზდა, ბავშვს დაუჯიკავა და ტანსაცმელი გადაუყარა ფანჯრი-დან. ბავშვთან ერთად დაბრუნდნენ სახლში, მისი ძმა გ---- შ-----–-- მაშინვე გავიდა სახლიდან და 40 წუთში მეზობელმა უთხრა, რომ ის დაუღუპა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ს-------- შ-----–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ რეგისტრირებულ ქორწი-ნებაში იმყოფება ფ--–----- კ-----–---–--სთან, ჰყავდათ ორი შვილი. მისი მეუღლე არის ნარკომანი, არ მუშაობდა და სისტე--ტურად ჰქონდა ვალები, რომელსაც მისი ძმა და ბი-ძაშვილი ისტუმრებდნენ. 2018 წლის 6 სექტემბერს გარდაეცვალათ შვილი - დ------, რომელიც ჩამოასვენეს და დაკრძალეს სოფელ რ---ში. 16 სექტემბერს იყო ბავშვის გარ-დაცვალებიდან მეცხრე დღე და მამასთან და დასთან ერთად მივიდა ფ--–-----ის სახ-ლში, ჩაატარეს რიტუალი. ცოტა ხანს დასხდნენ სუფრასთან, სადაც მისი მეუღლე და მუ-ლი იღიმოდნენ, მას ეწყინა და წასვლა დააპირა, თან მეუღლეს უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და მათი გოგონა მეორე დღეს სკოლაში უნდა წაეყვანა. მეუღლის დამ მიაყენა შეურაცხყოფა. იმ დღეს შვილიც წაიყვანა სახლში. ცოტა ხანში მის ძმას, გ---- შ-----–--ს დაურეკეს ტელეფონზე და გავიდა სახლიდან. 40 წუთში მოვიდა მეზობელი და უთხრა, რომ გ---- აღარ იყო, შემდეგ გ------- ი-------სგან გაიგო, რომ მის ძმას ფ--–-----მა ჩაარ-ტყა დანა. ამ დროს ფ--–-----ის მამა გ------ კ-----–---–-- და ნათესავები ფეხებს ურტყამ-დნენ მის ძმას, სასწრაფო, რომ მოვიდა უკვე გვიანი იყო, გ----ს ხელი ჰქონდა გაჭრილი, რადგან პირველი დარტყმა მოიგერია, რა დროსაც დანით გაეჭრა ხელი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ---- დ--------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ფ--–----- კ-----–---–-- არის მისი დეიდაშვილი, 2018 წლის 16 სექტემბერს ფ--–-----ის შვილის მკლავის გახსნის სუფრაზე მივიდა დაგვიანებით. ფ--–-----ის მეუღლე - ს-------- შ-----–-- იყო გაბრაზე-ბული და იწყევლებოდა, მამამისმა წაიყვანა მანქანით. ცოტა ხანში მოვიდა გ---- შ------–--, სახლის უკან მყოფ ფ--–----- კ-----–---–--ს სუფრიდან აღებული თეფში ესროლა, უთხრა საშველი არ არის რომ არ მოგკლაო და დაარტყა ხელი, მათ შორის დაიწყო ჩხუბი. დაინახა, რომ ფ--–-----ს ხელში ეჭირა დანა და მოუქნია გ---- შ-----–--ს, მან მიირბინა გასაშველებლად. ამ დროს გ---- შ-----–-- ფეხზე იდგა და უცებ წაიქცა, ჭრილობა ჰქონდა გულმკერდის არეში და ტანსაცმელი ჰქონდა სისხლიანი. დაურეკეს სასწრაფო დახმარე-ბას, მაგრამ იგვიანებდა და მიკროავტობუსით წაიყვანეს საავადმყოფოში, ჭრილობაზე ედო ხელი სისხლდენის შესაჩერებლად, გზაში სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაი-ყვანეს დაჭრილი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ი-----–- ჭ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის ხელოსანი და მუშაობდა ფ---–----- კ-----–---–--ს მამის სახლში, ხოლო როდესაც შვილი გარდაეცვალა ფ--–-----ის თხოვნით ბიძაშვილთან ერთად გაუკეთა სასაფლაო, 2018 წლის 16 სექტემბერს მიიწვიეს მკლავის გახსნაზე, სუფრასთან იჯდა, როდესაც ვიღაც ბიჭი მოვიდა, ფ--–-----ი იკითხა და გავიდა სახლის უკან, ისინი ჩხუბობდნენ და ხელით ეხებოდნენ ერთმანეთს, მან ფ--–-----ს წაართვა დანა და გადააგდო, დაჭრილი ჩასვეს მეზობლის ავტომანქანაში და წაიყვანეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე კ------- თ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იმყოფებოდა ფ--–----- კ-----–----–--ს ოჯახში, ესწრებოდა მკლავის გახსნის სუფრას, რადგან იყო ბავშვის მესაფლავე, უეცრად ატყდა ხმაური, თქვეს, რომ ადამიანი იყო დაჭრილი და ფორდის მარკის მიკ-როავტობუსით წაიყვანეს საავადმყოფოში, გზაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მან-ქანაში გადაიყვანეს, შემდეგ გაიგო, რომ ის პიროვნება დაჭრა ფ--–-----მა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ღ-------- ნ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს იმყო-ფებოდა გ------ კ-----–---–--ს სახლში ბავშვის მკლავის გახსნის სუფრაზე. თავში იჯდა ფ--–----- კ-----–---–--, ქალებს შორის მოხდა კონფლიქტი და ბავშვი წაიყვანა დედამ. 15 წუთის შემდეგ მოვიდა გ---- შ-----–--, იკითხა ფ--–-----ი და ხუთ წუთში ნახა, რომ ის გაფითრებული ეგდო ძირს და უკვე იყო გარდაცვლილი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ს--–---- გ----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს დედას-თან და გ------- ი------თან ერთად ეხმარებოდა ი------- კ-----–---–--ს, ისინი იმყოფე-ბოდნენ სამზარეულო სახლში, სუფრასთან თხუთმეტი სტუმარი იჯდა, უეცრად მოესმა ხმაური, გარდაცვლილი ბავშვის დედა იყო აღელვებული და ტიროდა, ფ--–-----იც გა-ნერვიულებული იყო, რამდენიმე ხანში, როდესაც ყავას ადუღებდა, ისევ გაიგონა ხმაუ-რი და ხალხიც შეიკრიბა, დაჭრილი იწვა მიწაზე, დაურეკა სასწრაფოს და უთხრა, რომ დანით იყო ადამიანი დაჭრილი. იგი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ე-- გ----- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე ი------- კ-----–---–--ს თხოვნით ქალიშვილთან, ს--–---- გ----–--სთან და გ------- ი------თან ერთად მივიდნენ სოფელ რ---ში, სადაც ბავშვის გარდაცვალების გა-მო იყო სუფრა, სახლის წინ სეფა იყო გაშლილი, რომლის უკანა მხარეს შევიდნენ სამზა-რეულოში და ეხმარებოდნენ ოჯახს, ცოტა ხანში მისმა ქალიშვილმა თქვა, რომ ვიღაც იყო ცუდად და დაინახა დაჭრილი მიჰყავდათ, ეს პიროვნება ყოფილა გ---- შ-----–--, რომე-ლიც დაუჭრია ფ--–----- კ-----–---–--ს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ი------- კ-----–---–--მ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე კანონის შესა-ბამისად) განმარტა, რომ 2018 წლის 06 სექტემბერს მისი ძმისშვილი დ----- კ-----–---–-- გარდაიცვალა რ------------------–-აში და 9 სექტემბერს ჩამოასვენეს ზ------------------ის სოფელ რ---ში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ბავშვი დაასაფლავეს 15 სექტემბერს,16 სექტემბერს ჰქონდათ მკლავის გახსნა, 15:00 საათზე მოვიდნენ მისი რძალი ს-------- შ------–--, და - მ--- შ-----–-- და მამა. სუფრა გაშლილი ჰქონდათ სახლის წინ ეზოში, როდე-საც წასვლა დააპირეს და უნდოდათ ძმისშვილის წაყვანა, თხოვა, რომ ორ დღეში მიფრი-ნავდ ნიუ-იორკში და დაეტოვებინა ბავშვი, ამ ნიადაგზე მოუვიდათ კონფლიქტი და ანი წაიყვანეს. 15-20 წუთში მოვიდა რძლის ძმა, გ---- შ-----–--. ის და მისი ძმა ფ--–----- კ-----–---–-- იდგნენ სახლის გვერდით, გ----მ აიღო თეფში და ისროლა. თეფში, რომ აეც-დინა თავი დახარა, წაბორძიკდა და დაეცა. გ---- და მისი ძმა მიუახლოვდნენ ერთმანეთს, გ----მ ფ--–-----ი წააქცია და ისინი ხელს ურტყამდნენ ერთმანეთს და დაინახა, რომ გო-ჩას მარცხენა ფერდიდან მოსდიოდა სისხლი, ვერ ლაპარაკობდა, მიხვდა, რომ იყო დაჭ-რილი. ძმის ხელში დანა არ უნახავს, მაგრამ მან მიაყენა გ----ს დაზიანება, რადგან მისი ძმის გარდა გ----სთვის ხელი არავის დაურტყამს და არც დაზიანება მიუყენებია. გ---- დე-მურიასთან ერთად წაიყვანა საავადმყოფოში, რესტორან ა-----სთან გადასვეს სასწრაფო დახმარების მანქანაში.

(ტომი 1, ს. ფ. 61-62)

მოწმე ი-----–- ჯ----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს მონაწი-ლეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ამოიღეს სისხლისმაგვარი ლა-ქები, თეფშის ნამსხვრევები, ნაჭერი, ჩანგალი და ფეხსაცმელი, დალუქა ცალ-ცალკე პა-კეტად და გადასცა გამომძიებელს, შემდეგ იმავე დღეს განმეორებით მიიღო მონაწილე-ობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ერთსართულიანი საცხოვრებელი სახ-ლის სახურავიდან ამოიღო დანა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიური ჩვენება მისცა ექსპერტმა კ------- ი--------მ პირველი ინსტანციის სასა-მართლოში მოწმის სახით დაკითხვისას და აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამო-იღეს სისხლისმაგვარი ლაქები, ფეხსაცმელი, ჩანგალი, თეფშის ნამსხვრევები და სპეცია-ლურ პაკეტში დალუქეს, შედგა ოქმი და გადასცეს გამომძიებელს, ასევე მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებაში და მისმა მეწყვილემ ი-----–- ჯ-----მ ერთსართულიანი სახლის სახურავიდან ამოიღო საკეცი დანა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- შ-----–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს მომხ-დარი მკვლელობის ფაქტზე ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღეს ჩანგალი, თეფშის ნამსხვრევები და სისხლიანი ტილო, ერთ-ერთი თვითმხილველი მოწმე ი-----–- ჭ----- დაკითხა ადგილზე, რომელმაც დაადასტურა, რომ დანა წაართვა ფ--–----- კ-----–---–--ს და მისი ჩვენების საფუძველზე დამატებით დაა-თვალიერა შემთხვევის ადგილი და გვერდით მდებარე ერთსართულიანი სახლის სახუ-რავიდან ექსპერტმა ამოიღო დანა სისხლისმაგვარი ლაქებით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ------ ს--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს გამომ-ძიებელ ა-–--- კ-----–---–--სთან ერთად მონაწილეობდა ფ--–----- კ-----–---–--სგან, მისი თანხმობით, ტანსაცმლის ამოღებაში, რომელიც დაილუქა ადგილზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე დ----- ფ-–-–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს როგორც ექსპერტმა ბრალდებულ ფ--–----- კ-----–---–--სგან აიღო ფრჩხილის, თმის და ნერ-წყვის ნიმუშები, მარჯვენა და მარცხენა ხელიდან ანაწმენდები, მანვე გ---- დ--------სგან აიღო ნერწყვის ნიმუში, დალუქა ცალ-ცალკე პაკეტებში და გადასცა გამომძიებელს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა-–--- კ-----–---–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს ზუგ-დიდის რაიონის სოფელ რ---ში მკვლელობის საქმეზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილ-ზე და ეზოში გაშლილ სუფრასთან დააკავა ფ--–----- კ-----–---–--, რომელმაც აღიარა გ---- შ-----–--ს დაჭრის ფაქტი, პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ შეადგინა შესა-ბამისი ოქმები. დაკავებული გადაიყვანეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარ-ტამენტში, სადაც დაკითხა, შემდეგ მისივე თანხმობით ამოიღო ტანსაცმელი და ექსპერტ დ----- ფ-–-–--ს მონაწილეობით აიღო ნერწყვისა და თმის ნიმუშები, რომელიც დალუქა ცალ-ცალკე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- ქ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ სოფელ რ---ში მიიღო მონაწილე-ობა ფ--–----- კ-----–---–--ს დაკავებაში და მის მიმართ პირადი ჩხრეკის ჩატარებაში, რის შემდეგ გამომძიებელმა ა-–--- კ-----–---–--მ შეადგინა შესაბამისი ოქმები და მოა-წერეს ხელი, დაკავებულმა განმარტა, რომ გ---- შ-----–-- დაჭრა ჩხუბის დროს, რასაც ადასტურებდნენ იქვე მყოფი მეზობლები და ნათესავებიც.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიური დაადასტურა თავის ჩვენებაში მოწმე გ------- კ-----–---–--მ და აღნიშნა, რომ სოფელ რ---ში დააკავეს ფ--–----- კ-----–---–--, პირადი ჩხრეკისას ამოუღეს მობი-ლური ტელეფონი, დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია და აღიარებდა, რომ დაჭ-რა ცოლის ძმა. გამომძიებელმა ა-–--- კ-----–---–--მ ადგილზე შეადგინა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები და დაკავებული წარადგინეს პოლიციის დეპარტამენტში მის მიერ მოწმის სახით გ---- დ--------ს დაკითხვა და მისი თანხმობით ექსპერტის მონაწი-ლეობით ნერწყვის ნიმუშის და სახის მიდამოდან ანაწმენდების აღება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ი-----–- მ----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემოსული შეტყობინების სა-ფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო გამო-ძიება ფ--–----- კ-----–---–--ს მიმართ, მოცემულ საქმეზე დაკითხა მოწმეები, დანიშნა კომპლექსური ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზა, წარუდგინა ბრალდება ფ--–----- კ-----–---–--ს და ადასტურებს მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების ავთენტიკურობას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ-------– თ----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ---- შ-----–--ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, გადაასვენა გარ-დაცვლილის გვამი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექს-პერტიზის ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ დეპარტამენტში, სადაც ექს-პერტმა გ-- გ----------ემ ჩაუტარა სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტის მონაწილეო-ბით გ---- შ-----–--ს გვამიდან აიღო თმის და სისხლის ნიმუშები და ფრჩხილის ანაჭრე-ლები, ასევე ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დროს, ამოღებული ნივთები და ნიმუშები დალუქა და დაკითხა ექსპერტი გ-- გ----------ე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ვ----–-- ჭ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს ზუგდი-დის რეფერალური ჰოსპიტლიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება, მან როგორც საგამოძიებო ჯგუფის წევრმა, გ---- შ-----–--ს გვამიდან ექსპერტის და მედდის მონაწილეობით ამოი-ღო ფეხსაცმელი და პირადი ნივთები შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ-- გ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, გ---- შ-----–--ს გვამის გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ მისი სიკვ-დილის უშუალო მიზეზი იყო მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული გულმკერდის მიდა-მოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით, დაზიანებული მარჯვენა ფილტვიდან განვითარებუ-ლი შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად. მას მიყენებული ჰქონდა ჭრილობა პლევრის და მარჯვენა ფილტვის შუა და ქვედა წილების მიდამოში, ჭრილობის არხის მიმართულება იყო ზემოდან ქვემოთ, ირიბად მარცხნიდან მარჯვნივ, რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით სისხლის ჩაღვრა პლევრის ღრუში და გ---- შ-----–--ს მიმართ მიყე-ნებული აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზია-ნებათა მძიმე ხარისხს. მას ასევე ჰქონდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე, რაც მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

სამედიცინო ექსპერტის ზ------ გ-------–-–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ გ---- შ------–--ს გვამის გულმკერდის წინა მარჯვენა ზედაპირიდან აღებული კანის 0,1 მმ პრეპარა-ტის კრიმინალისტიკური გამოკვლევით მივიდა დასკვნამდე, რომ დაზიანება მისი მორ-ფოლოგიური სურათიდან გამომდინარე განვითარებული იყო მჩხვლეტავ-მჭრელი საგ-ნის ზემოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, როგორიც შეიძლება იყოს დანა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ც------ მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ---- შ-----–--ს გვამიდან აღე-ბულ სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალების, ეთილის, მეთილის და ოზო-ტროპილის სპირტები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ფ--–----- კ-----–---–--მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენებით მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ დ განმარტა, რომ ცხოვრობს რუსეთ-ში, სადაც გარდაეცვალა შვილი და ჩამოასვენეს მშობლების სახლში, 2018 წლის 16 სექ-ტემბერს ჰქონდა შვილის სულის მოსახსენებლად სუფრა, მეუღლეს სთხოვა მათი პატარა გოგონა დაეტოვებინა სახლში, რადგან მეორე დღეს მიფრინავდა მოსკოვში, მაგრამ უარი უთხრა და მის დას და მეუღლეს შორის მოხდა კონფლიქტი, გაბრაზებულმა ორივეს შეა-გინა, სიმამრის მანქანით წაიყვანეს ბავშვი. დაახლოებით 40 წუთში მოვიდა მისი ცო-ლისძმა გ---- შ-----–--, რომელმაც უთხრა, მაინც და მაინც უნდა მოგკლაო, მაგიდიდან აიღო თეფში და ესროლა, მან სიბრაზით მიარტყა ფეხი გულმკერდის არეში, ის წაბარ-ბაცდა და მათ შორის დაიწყო ჩხუბი და შეეჭიდნენ ერთმანეთს. რაც მოხვდა ხელში აიღო მაგიდიდან, სამწუხაროდ აღმოჩნდა დანა, რომელიც ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ორჯერ თუ სამჯერ ჩაარტყა გ---- შ-----–--ს, ერთხელ რომ მოხვდა ახსოვს, რადგან იგრძნო, რო-გორ შევიდა დანა მის სხეულში, რის შემდეგ უცებ წაართვეს და წააქციეს. მან დაინახა როგორ წაიქცა გ---- შ-----–--, შემდეგ კი წაიყვანეს საავადმყოფოში მეზობლის ავტომან-ქანით. 10-15 წუთში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მათგან გაიგო, რომ გარ-დაიცვალა. მას გ---- შ-----–--ს მოკვლა არ უნდოდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავ-ლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 06 დეკემბრის №--------- კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: გ---- შ-----–--ს სიკვდი-ლის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული გულმკერდის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით, დაზიანებული მარჯვენა ფილტვიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად.

გ---- შ-----–--ს გვამზე აღინიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ლავიწშუა ხაზზე, ტერფის ძირიდან 141 სმ-ის დაშორებით – კა-ნის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, III-IV ნეკნთა შორის კუნთების, პარიესული პლევ-რის დაზიანებით, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში . . . მარჯვენა ფილტვის შუა და ქვედა წილების დაზიანებით. პლევრის ღრუში მარჯვნივ 2300 მლ-მდე მოცულობით სისხლი და სისხლის კოლტები. ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან, მცი-რედ ზემოდან-ქვემოთ, ირიბად მარცხნიდან მარჯვნივ. ჭრილობის არხის სიღრმეა 9,9 სმ და განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით. მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზე-ზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან.

გ---- შ-----–--ს გვამზე ასევე აღინიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის მარ-ჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში, ტერფის ძირიდან 110 სმ-ის დაშორებით – კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფე-რის სისხლჩაქცევებით. დაზიანების ქვედა ბოლო მახვილია, ხოლო ზედა შედარებით ბლაგვი ჭრილობა სიღრმით 1,8 სმ განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედებით. ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებს სხეუ-ლის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან.

(ტ. 2, ს.ფ 34-43).

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრისა და პროცესისი მონაწილეთა მოტივირებანი და მოთხოვნები, სააპელაციო პა-ლატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ფ--–----- კ-----–---–--ს არ ჰქონია გ---- შ-----–--ს მოკვლის განზრახვა და რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული არ სცილდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ფარგლებს.

იმისათვის, რომ მოახდინოს განზრახ მკვლელობის გამიჯვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან - ჯანმრთე-ლობის განზრახ მძიმე დაზიანებისაგან, რამაც სიკვდილი გამოიწვია, სააპელაციო პალა-ტა პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში სახზეა ბრალის ორმაგი ფორმა: ჯანმრთელობის დაზიანების მიმართ ადგილი აქვს პირ-დაპირ განზრახვას, ხოლო თანამდევი შედეგის მიმართ კი - გაუფრთხილებლობას. ამი-ტომაც ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის სააპელაციო სასამართლო შეფასებას აძ-ლევს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებას, მათ შორის დანაშაულის ჩადენის ხერხს და საშუალებას, ჯანმრთელობის დაზანებათა რაოდენობას, ხასიათს და მათ ლოკალი-ზაციას, ასევე დანაშაულის ჩადენამდე და შემდეგ დამნაშავისა და დაზარალებულის ქცე-ვას.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ჩხუბისას ფილი-მონ კ-----–---–--მ 2-ჯერ დაარტყა დანა გ---- შ-----–--ს. ერთხელ - მუცლის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე, ზედა მესამედში და მეორედ გულმკერდის წინა ზედაპირზე. პირველმა გამოიწვია სხეულის მსუბუქი დაზიანება, ხოლო მეორე ჭრილობამ - მარჯვნივ ლავიწშუა ხაზზე – კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, III-IV ნეკნთა შორის კუნთე-ბის, პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალმა მარჯვენა პლევრის ღრუში . . . მარ-ჯვენა ფილტვის შუა და ქვედა წილების დაზიანებით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო - გამოწვია გ---- შ------–--ს სიკვდილი.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმე ი-----–- ჭ-----ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ მან წაართვა დანა ხელიდან ფ--–----- კ-----–---–--ს და სწორედ ამ მოწ-მის მითითებით იქნა დანა ამოღებული გამოძიების მიერ.

საყურადღებოა, რომ თავად ფ--–----- კ-----–---–--ც არ უარყოფს თავის ჩვენებაში იმ გარემოებას, რომ დანა ორჯერ დაარტყა გ---- შ-----–--ს და რომ დანა უცებ წაართვეს და წააქციეს.

აღნიშნულით კი სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ---- შ-----–--ს სიცოცხლის მოსპობის მიმართ ფ--–----- კ-----–---–--ს დამოკიდებუ-ლება გაუფრთხილებლობაში კი არ გამოიხატა, არამედ მოქმედებდა მისი მოკვლის პირ-დაპირი განზრახვით, დაარტყა რა დანა ორჯერ გ---- შ-----–--ს და სიტუაციის განმუხ-ტვა მოხდა ი-----–- ჭ-----ს მიერ მისთვის დანის წართმევის შემდეგ, თუმცა ამ დროს გ---- შ-----–--ს უკვე მიყენებული ჰქონდა სასიკვდილო ჭრილობა და იგი მიყენებული დაზი-ანებით მაშინვე გარდაიცვალა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ფ--–----- კ-----–---–--ს ქმედების გადაკვალიფიცირების თა-ობაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ფ--–----- კ-----–---–--ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ხოლო სასჯელი განსაზღვრუი აქვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ხა-რისხის, მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით.

ამდენად, ზ------------------ული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი ფ---–----- კ-----–---–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ფ--–----- კ-----–---–--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიო-ნული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვ-ლელი:

ფ--–----- კ-----–---–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

ფ--–----- კ-----–---–--ს მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 16 სექტემბრიდან.

ფ--–----- კ-----–---–--ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქ-მებულია.

ნივთიერი მტკიცებულებები – გ---- შ-----–--ს გვამიდან ამოღებული ტანსაცმელი და მედდა თ----- ს----–--სგან ამოღებული გ---- შ-----–--ს ტყავის ერთი ცალი ფეხსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენ-ტში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულებები – ფ--–----- კ-----–---–--ს ტანსაცმელი და „IPHONE“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ფ--–----- კ-----–---–--ს ოჯახს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულებები – ერთი ცალი დასაკეცი დანა, გ---- შ-----–--ს გვამიდან აღე-ბული სისხლის ნიმუში, თმის ნიმუში, ფრჩხილის ნიმუშები, ფ--–----- კ-----–---–--სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ფრჩხილის ნიმუშები, თმის ნიმუში, ანაწმენდები, მოწმე გო-გა დ--------სგან აღებული ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში, თეფშის ნატეხი, მოცისფრო ტილოს ნაჭერი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც ინახება საქარ-თველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს, საქ-მეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

თავმჯდომარე: marine imerliSvili

მოსამართლეები: vera doliZe

marina siraZe