განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-246-2019 წელი
№030100118002689582
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
5 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ა-–---------- კ-------ს,ადვოკატის – გ-----–- მ---------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ა-–---- ჯ-------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ა-–---- ჯ-------, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ტექნიკური განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ზ----------------------------–-–--––--------–----–-------------ში, მსჯავრ-დებულია ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილებით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
იმავე განაჩენით მსჯავრდებულია პ----- ჯ---–--, დაბადებული 1----–-–--------------ს, სა-ქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ზ---------------------------–-–--–ში, დანა-შაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ა-–---- ჯ-------ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:
– ყაჩაღობისათვის, ესე იგი თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმ-დეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძა-ლადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად;
– ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისათვის;
– ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის;
– ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დამზადებისა და გასაღებისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016-2017 წლებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ----------------------------–-–--––-----–----–----–-------------ში მდებარე ა-–---- ჯ-------ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტე-რიტორიაზე, ამ უკანასკნელმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „MAKAROV CCR“-ის მოდე-ლის №----- ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც საბრძოლო მასალასთან ერთად უკანონოდ ატარებდა 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ხ-----------–----–--------------------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, გ------- მ--------–---–ის და ა---------– ღ-----–----–ის მიმართ ჩადენილი ყაჩაღობის დროს.
ა-–---- ჯ-------მ 2018 წლის ივნისის თვის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ-----------------------------–-–--––-----–----–----–-------------ში მდებარე ა-–---- ჯ-------ს საც-ხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღიდან (K------ და №-----) მართლსაწინააღმდეგოდ დაამზადა სროლისათვის ვარგისი ცეცხლ-სასროლი იარაღი-თოფის გადანაჭერი, რომელიც მასში მოთავსებულ ორ ცალ სროლისათ-ვის ვარგის საბრძოლო ვაზნასთან ერთად, 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ხ-----------–----–-------------------ის ადმინისტრაციულ ერთეულში ყოფნის დროს, მას-თან ერთად ყაჩაღობის ჩადენის მიზნით გადასცა პ----- ჯ---–--ს, რითაც გაასაღა იგი.
2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ხ-----------–----–-------------------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცეცხლსასროლი იარაღებით და საბრძოლო ვაზნებით შეია-რაღებული ა-–---- ჯ------- და პ----- ჯ---–--, თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთ-რების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალა-დობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, თავს დაესხნენ გ------- მ--------–---–ს და ა----------– ღ-----–---–ს, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა---------– ღ-----–----–ის 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობის თანხას, რითაც დაზარალებულებს მიაყენეს მო-რალური, ფიზიკური და ქონებრივი ზიანი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი საპელაციო წესით გაასა-ჩივრეს მსჯავრდებულმა ა-–---- ჯ-------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-----–- მ---------მ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ა-–---- ჯ-------ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას მინიმუმამდე და შემდეგ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით. მოთხოვნას ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ ა-–---- ჯი-ჯიხიამ აღიარა და მოინანაია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, იგი ხასიათდება დადები-თად, ჰყავს მეუღლე, ერთი არასრულწლოვანი შვილი და დედა, რომელიც მის კმაყოფაზეა, არ არის წარსულში ნასამართლევი.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ა-–---- ჯ-------ს ინტერესების დამცველ ადვოკატს გ-----–- მ---------ს, რომელიც ითხოვს ა-–---- ჯ-------ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემ-სუბუქებას მინიმუმამდე და შემდეგ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ა-–---------- კ-------ს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლე-ლად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივ-რის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყო-ფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებულებმა ა-–---- ჯ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემი-სას წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, დაეთანხმა ბრალდების დად-გენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გარდა მსჯავრლდებულ ა-–---- ჯ-------ს აღიარებისა, მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ბრალდება ასევე დადასტურებულია მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პრეიუდიციად მიჩნეული, საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების – გ------ მ--------–----–ის, ა---------– ღ-----–---–ის, კ------- ლ--------ს, პ----- ჯ---–--ს, ე-–--- ჯ-------ს, გ------- ზ---------ს, მ------ ჩ-------ს და დ---- ჯ-----ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდე-ბულ ა-–---- ჯ-------ს გამოკითხვის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექს-პერიმენტის ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ბალისტიკური ექს-პერტიზის №--------- დასკვნით, გ------- მ--------–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დას-კვნით, ბრალდებულ პ----- ჯ---–--ს გამოკითხვის ოქმით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სე-როლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტან-ციის სასამართლოს მსჯავრდებულ ა-–---- ჯ-------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-–---- ჯ-------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა-–---- ჯ-------ს მიმართ შეფარ-დებული სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქებისა და შემდეგ დანიშნული სასჯელის ნაწი-ლის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყე-ნებით პირობით ჩათვლის თაობაზე, ვინაიდან ა-–---- ჯ-------ს დანაშაულთა ერთობლი-ობით განსაზღვრული აქვს მინიმალურ სასჯელთან მაქსიმალურად მიახლოებული სასჯე-ლი.
ხოლო რაც შეეხება ა-–---- ჯ-------სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლას, ჩადე-ნილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვა-ლისწინებით სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ა-–---- ჯ-------სთვის აღნიშნული მუხლის გამოყენებით სასჯელის დანიშვნას, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრე-ბულ განაჩენში სასჯელის ნაწილში მსჯავრლდებულისათვის სასიკეთო რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ნივთმტკიცებათა განკარგვის საკითხზე და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ ერთლულიანი სანადირო თოფი, ნომრით „L------“ და თოფის შალი-თა, გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. საქმეში არსებული იარა-ღის სარეგისტრაციო მოწმობით კი დასტურდება, რომ აღნიშნული სანადირო თოფი წარმო-ადგენს დაზარალებულ ა---------– ღ------–---–ის საკუთრებას და გააჩნია მისი შენახვისა და ტარების უფლება.
აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა აზუსტებს შემდეგს: ერთლულიანი სანადირო თოფი ნომრით „L------“ და თოფის შალითა, დაუბრუნდეს დაზარალებულ ა----------– ღ-----–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა-–---- ჯ-------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმა-ყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი და დაზუსტდეს მხოლოდ ნივთმტკიცების განკარ-გვის ნაწილში.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ა-–---- ჯ-------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართ-ლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი და დაზუსტდეს მხოლოდ ნივთ-მტკიცების ნაწილში:
ა-–---- ჯ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეხუ-თე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქ-ტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა და თანაბარმა სასჯელებმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ ა-–---- ჯ-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ა-–---- ჯ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 01 ივლისიდან.
მსჯავრდებულების ა-–---- ჯ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცებები – მავთულბადის ღობიდან ამოღებული მოთეთრო ფერის პლასტმასის ცილინდრული ფორმის საგანი, ჭიშკრის სიახლოვეს, გზისპირიდან ამოღებული ერთი ცალი ბალონი, ჭიშკრის მიმდებარედ, გზის პირიდან ამოღებული ლურჯი ფერის ქსოვილისაგან დამზადებული ნიღაბი, ეზოს ღობესთან არსებული მცენარეებიდან ამოღებული ფოთლები მოწითალო ფერის ლაქებით, გრძელსახელოიანი პერანგი და ლურჯი ფერის ქსოვილისაგან დამზადებული ნიღაბი, ამოღებული გზის მარჯვენა სავალი ნაწილიდან, პლასტმასის საგა-ნი-ხამუთი, მოთეთრო ფერის პლასტმასის ცილინდრული ფორმის საგანი, ამოღებული ავტომობილის სიახლოვეს გზის პირიდან, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილე-ბის მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები - შავი ფერის მასრა წარწერით „12“ და ერთი ცალი მასრა გადაეცეს შსს-ს შესაბამის სამსახურს.
ნივთმტკიცებები – ერთლულიანი სანადირო თოფი ნომრით „L------“ და თოფის შალითა, დაუბრუნდეს დაზარალებულ ა---------– ღ-----–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილე-ბის მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – ავტომობილის საჭის რგოლის შალითა, ნამგალი და ხერხი, შავი ფერის პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული ნივთებით, ავტომობილის (სახელმწიფო-სა-რეგისტრაციო სანომრე ნიშნით: „D------“, მარცხენა და მარჯვენა კარის გარეთა სახელუ-რიდან აღებული ანაწმენდები, ავტომობილის (სახელმწიფო- სარეგისტრაციო სანომრე ნიშ-ნით: „D------“), კაბინის მარჯვენა კარის გარეთა ზედაპირიდან აღებული ხელის კვალები, ავტომობილის (სახელმწიფო- სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: „D------“), მარცხენა მხა-რეს საფეხურის ზედაპირიდან აღებული სუნის ნიმუში, რკინიგზის გვერდით საავტომო-ბილო გზის მარცხენა მხარეს ღობის გვერდზე მიწის ზედაპირიდან აღებული სუნის ნიმუში, ავტომობილის (სახელმწიფო-სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: „D------“), მარჯვენა მხა-რეს სავარძლის ქვეშ რეზინის ქვეშაგიდან აღებული სუნის ნიმუში, ავტომობილის (სახელმ-წიფო-სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: „D------“) მარცხვენა მხარეს სავარძლის ქვეშ რეზინის ქვეშაგიდან აღებული სუნის ნიმუში, ავტომობილის (სახელმწიფო-სარეგისტრა-ციო სანომრე ნიშნით: „D------“) მარჯვენა მხარეს საფეხურის ზედაპირიდან აღებული სუ-ნის ნიმუში, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
ნივთმტკიცებები – გ------ მ--------–---–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ა---------– ღ------–---–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – ერთი ცალი „MAKAROV CCCR“ მოდელის №----- ცეცხლსასროლი იარა-ღი და ერთი ცალი საბრძოლო ვაზნა, ერთი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი-ორლულიანი თოფის გადანაჭერი (ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ ორი ერთეული იარა-ღის K------ და №----- ნაწილებით აწყობილი ორლულიანი თოფის გადანაჭერი), მასში მო-თავსებული ერთი ცალი საბრძოლო ვაზნით და ერთი ცალი მასრით, ერთი ცალი მცირე ზო-მის ბალონი - გადაეცეს საქართველოს შსს-ს შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – ერთი ცალი შავი ფერის ჩანთა და მასში მოთავსებული ერთი ცალი შავი ფერის კეპიანი ქუდი, ერთი ცალი მონაცრისფრო ფერის ქუდი, ორი ცალი პირბადე (თეთრი და ცისფერი), ერთი ცალი შავი ფერის შარფი, ერთი ცალი შავი ფერის ქსოვილის ნაჭერი, ორი ცალი პლასტმასის ხამუთი, ერთი ცალი პოლიეთილენის პარკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის პერანგი, მონაცისფრო ფერის მაისური მოწითალო ფერის ლაქებით, მოლურჯო ფერის წინდები და ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – ა-–---- ჯ-------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ა-–---- ჯ-------საგან აღებული ფრჩხილის ნიმუში, ა-–---- ჯ-------საგან აღებული ანაწმენდების ნიმუში, ა-–---- ჯ-------საგან აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, ა-–---- ჯ-------საგან აღებული სისხლის ნიმუში, პ----- ჯ---–--საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, პ----- ჯ---–--საგან აღებული ფრჩხილის ნიმუში, პ----- ჯ---–--საგან აღებული ანაწმენდების ნიმუში, პ----- ჯ---–--საგან აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, პ----- ჯ---–--საგან აღებული სისხლის ნიმუში, ა---------– ღ-----–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ა---------– ღ-----–----–ისაგან აღებული ფრჩხილის ნიმუში, ა---------– ღ-----–---–ისაგან აღებული ანაწმენ-დების ნიმუში, ა---------– ღ-----–---–ისაგან აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, გ------- მ--------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, გ------- მ--------–---–ისაგან აღებული ფრჩხილის ნიმუში, გ------- მ--------–---–ისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუში, გ------- მ--------–---–ისაგან აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, გ------- მ--------–---–ისაგან აღებული სისხლის ნიმუში, პ----- ჯ---–--საგან აღებული სუნის ნიმუში, ა-–---- ჯ--------საგან აღებული სუნის ნიმუში, პ----- ჯ---–--საგან აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, პ----- ჯ---–--საგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუში, პ----- ჯანა-შიასაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ა---------– ღ-----–---–ისაგან აღებული ხელის ანაბეჭ-დების ნიმუში, ა---------– ღ-----–---–ისაგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუში, ა---------– ღ-----–---–ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან და სახის მი-დამოდან აღებული ანაწმენდები, გ------- მ--------–---–ისაგან აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, გ------- მ--------–---–ისაგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნი-მუში, გ------- მ--------–---–ისაგან მარჯვენა და მარცხენა ხელიდან და სახის მიდამოდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც 52 პაკეტად ინახება შსს ხობის რაიონულ სამმართვე-ლოში შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
დანარჩენ ნაწილში (პ----- ჯ---–--ს ნაწილში განაჩენი არ გასაჩივრებულა) გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili