განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/595-19
N330310018002371308
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-–- ქ--------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“
წარმომადგენელი - ს-------- მ-------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N0------ და 2018 წლის 26 თებერვლის N0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადავო საკითხთან დაკავშირებით; და--რჩენ ნაწილში ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. საქმეზე წარმოდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,პ--------------------------------–-----------“ წესდებით დასტურდება, რომ საზოგადოების მიზანია საქართველოში შეზღუდული შასაძლებლობების მქონე პირთა, ქალთა, ბავშვთა და ხანმდაზმულთა და სხვა ,,მოწყვლადი“ ჯგუფების წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, უფლებათა დარღვევის პრევენცია, უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი. მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზაცია სამართლის პრინციპებთან და სტანდარტებთან (ს.ფ. 110, 143-155).
1.2.2. 2018 წლის 15 იანვარს, ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ თავმჯდომარემ ა-- ა------–---–მა განცხადებით (რეგისტრაციის თარიღი: 16.01.2018წ., რეგისტრაციის ნომერი: 4---) მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელშიც აღნიშნა, რომ 2018 წლის 15 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციას ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში, არასრულწლოვანმა მ---- ტ-----–---–მა მიმართა იურიდიული დახმარების თხოვნით. განცხადებაში ასევე მითითებული იყო, რომ მ---- ტ-----–---–ი მეშვიდე წელია მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ცხოვრობდა დუშეთის რაიონში, ბ---–-------ში, მიმღებ ოჯახთან. განცხადების თა--ხმად, მ---- ტ-----–---–თან შეხვედრისას, მათთვის ცნობილი გახდა, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო შეეცვალა მიმღები ოჯახი. განცხადებაში ასევე მითითებული იყო, ვინაიდან მ---- ტ-----–---–ის კანონიერი წარმომადგენლის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა მ---- ტ-----–---–ის სურვილს, მისი ინტერესების დაცვის მიზნით, განცხადების ავტორმა მოითხოვა 2--- წლის 2- თ--------–ს დაბადებული მ---- ტ-----–---–ის კანონიერმა წარმომადგენელმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, მ---- ტ-----–---–ის ადვოკატად, მისი უფლებების დაცვის მიზნით, დანიშნოს ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ იურისტები - ა-- ა------–---–ი და ს-------- მ-------–---–ი; ასევე მოთხოვნილ იქნა არასრულწლოვნის შესახებ არსებული დოკუმენტები.
2018 წლის 13 იანვარს, ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ თავმჯდომარემ ა-- ა------–---–მა კვლავ მიმართა განცხადებით (რეგისტრაციის თარიღი: 2---------წ., რეგისტრაციის ნომერი: 6---) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა 2018 წლის 15 იანვრის ზემოაღნიშნული განცხადების უმოკლეს დროში განხილვა, ვინაიდან მათთვის ცნობილი ინფორმაციით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში განიხილებოდა მ---- ტ-----–---–ის სხვა მიმღებ ოჯახში გადაყვანის პროცედურები. ამასთან, მათი მოთხოვნა, მ---- ტ-----–---–ის ინტერესების დაცვის მიზნით, მის ადვოკატებად ჩართვის შესახებ განხილული არ ყოფილა, რაც აზიანებდა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს (ს.ფ. 179-185, 190).
1.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N0------ აქტით ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ იურისტებს, 2018 წლის 16 იანვრის N4--- და 2018 წლის 24 იანვრის N6--- განცხადებების პასუხად ეცნობათ, რომ უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ბავშვის უფლებების დაცვის ვალდებულება, მოქმედი კანონმდებლობის თა--ხმად, ეკისრებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. აქტში მითითებუყლი იყო, რომ სააგენტოში არსებული ინფორმაციით, განმცხადებლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ბავშვის უფლებების დარღვევის შესახებ არ დასტურდებოდა, შესაბამისად, ბავშვისთვის ადვოკატების დანიშვნის საჭიროებაც არ არსებობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე უარი ეთქვა განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიეკუთვნებოდა პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებულ მონაცემთა კატეგორიას. აღნიშნული აქტით ასევე განმარტებულ იქნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, როგორც მეურვეობის და მზურველობის ორგანო და ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, არ თვლიდა მიზანშეწონილად, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე, ორგანიზაციის იურისტებს ეკონტაქტათ არასრულწლოვანთან (ს.ფ. 191-192).
1.2.4. 2018 წლის 2 თ--------–ს, ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ თავმჯდომარემ ა-- ა------–---–მა კვლავ მიმართა განცხადებით (რეგისტრაციის თარიღი: 05.02.2018წ., რეგისტრაციის ნომერი: 1----) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელშიც მითითებული იყო, რომ 2018 წლის 26 იანვრის N0------ წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და მ---- ტ-----–---–ის კანონიერი წარმომადგენელი, მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა არასრულწლოვნისა და მათი ორგანიზაციის იურისტების კომუნიკაციას. განცხადების თა--ხმად, აღნიშნულ წერილში არ იყო მითითებული, თუ რა გარემოებების გათვალიწისნებით და კანონის რომელ ნორმაზე დაყრდნობით მოხდა, მათთვის ბავშვთან კომუნიკაციის აკრძალვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადების ავტორი ითხოვდა, ორგანიზაციის იურისტებისა და მ---- ტ-----–---–თან კომუნიკაციის შეზღუდვის დასაბუთებას (ს.ფ. 193-194).
1.2.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის N0------- აქტით ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ თავმჯდომარეს, 2018 წლის 5 თებერვლის N1---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო იყო სააგენტო. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით, უფლებამოსილი ორგანოების გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალებოდა ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, წინასწარი საქმიანობა ან გარიგება კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს და ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის, აგრეთვე ასეთი საქმიანობისთვის ან გარიგებისთვის ხელის შეწყობა, რომლის მიზნია შვილად აყვა--. მითითებული იქნა ასევე ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თა--ხმად, მეურვეობისა და მზურნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფდა შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის პოცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე გასაშვილებელი ბავშვის/მინდობით აღსაზრდელის წარმომადგენლობას. ამდენად, წერილით განიმარტა, რომ ზოგადად, მინდობით აღსაზრდელის, მით უფრო გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვის მიმართ, მინდობით აღზრდის თუ შვილად აყვანის საკითხის განხილვა განეკუთვნებოდა სოციალური მომსახურების საგენტოს უშუალო უფლებაბოსილებას და მსგავსი ტიპის საქმეში მესამე პირების ჩართვა, მოქმედი კანონმდებლობით არ იყო გათვალისწინებული, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, იკრძალებოდა. აქვე მითითებული იყო, რომ უშუალოდ აღნიშნული კატეგორიის (ბავშვის მინდობით აღზრდა/შვილად აყვა--) საქმის განხილვაში ჩართვით დაინტერესებული და მასზე ზემოქმედების მსურველი მესამე პირების მხრიდან კონტაქტი იმ ბავშვთან, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა ამგვარი საქმისწარმოება, მიზანშეწონილი იყო განხორციელებულიყო სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით, უარყოფითი სახის შესაძლო რისკების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე (ს.ფ. 195-196).
1.2.6. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობით დასტურდება, რომ მ---- ტ-----–---–ი დაიბადა 2--- წლის 2- თ--------–ს. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მ---- ტ-----–---–ის კანონიერ წარმომადგენელს წარმოადგენს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (ს.ფ. 198).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თა--ხმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N0------ და 2018 წლის 26 თებერვლის N0------- აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ვინაიდან აღნიშნული ნორმის თა--ხმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა მ---- ტ-----–---–ის ადვოკატებად ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ იურისტების - ა-- ა------–---–ის და ს-------- მ-------–---–ის დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ქმედების, კერძოდ, ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ იურისტებისთვის მ---- ტ-----–---–თან კომუნიკაციის აკრძალვა.
1.3.2. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ თა--ხმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა - მეურვეობისა, მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრის და მინდობით აღსაზრდელთა და მინდობით აღმზრდელთა მონაცემთა ბაზის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის, ცენტრალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველყოფა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N0------ და 2018 წლის 26 თებერვლის N0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას და არ ეთანხმება მოპასუხის გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ თავმჯდომარის ა-- ა------–---–ის მოთხოვნა - 2--- წლის 2- თ--------–ს დაბადებული მ---- ტ-----–---–ის ადვოკატად, ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ იურისტების - ა-- ა------–---–ის და ს-------- მ-------–---–ის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. განცხადების თა--ხმად, 2018 წლის 15 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციას ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ იურიდიული დახმარების თხოვნით მიმართა არასრულწლოვანმა მ---- ტ-----–---–მა. განცხადებაში ასევე მითითებული იყო, რომ მ---- ტ-----–---–ი მეშვიდე წელია მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ცხოვრობდა დუშეთის რაიონში, ბ---–-------ში, მიმღებ ოჯახთან. განცხადების თა--ხმად, მ---- ტ-----–---–თან შეხვედრისას, მათთვის ცნობილი გახდა, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო შეეცვალა მიმღები ოჯახი. განცხადებაში ასევე მითითებული იყო, რომ, ვინაიდან მ---- ტ-----–---–ის კანონიერი წარმომადგენლის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა მ---- ტ-----–---–ის სურვილს, მისი ინტერესების დაცვის მიზნით, განცხადების ავტორმა მოითხოვა მის ადვოკატებად - ა-- ა------–---–ის და ს-------- მ-------–---–ის დანიშვნა.
სასამართლოს განმარტებით, საქმეზე დადგენილია და აღნიშნულს მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მ---- ტ-----–---–ი დაიბადა 2--- წლის 2- თ--------–ს. ამასთან, მის კანონიერ წარმომადგენელს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
სასამართლომ მიუთითა ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების განხორციელებას და ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინებას შვილად აყვანისას და მინდობით აღზრდისას. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თა--ხმად, ეს კანონი ადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესებსა და პირობებს, აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც შვილად აყვანისას/მინდობით აღზრდისას წარმოიშობა სახელმწიფოსა და მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შორის, აგრეთვე განსაზღვრავს წარმოშობის სახელმწიფოსა და მიმღებ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვის უფლებების დაცვას; ამასთან, შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე გასაშვილებელი ბავშვის/მინდობით აღსაზრდელის წარმომადგენლობას.
სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციაზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს.
ამავე კონვენციის მე-13 მუხლის თა--ხმად, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეის მოძიების, მიღების და გადაცემის თავისუფლებას საზღვრების მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების ნაწარმოების ფორმით ან ბავშვის არჩევანის შესაბამისად სხვა საშუალებების დახმარებით; ამ უფლების განხორციელებას შეიძლება შეეხოს ზოგიერთი შეზღუდვა, მაგრამ ასეთი შეზღუდვები შეიძლება იყოს მხოლოდ ის შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და რომლებიც აუცილებელია: ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპტუაციის პატივისცემისათვის; ან ბ) სახელმწიფო უშიშროების, ან საზოგადოებრივი წესრიგის (ordre public), ან მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის.
სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ განსახილველ შემთხვევაში ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ თავმჯდომარის ა-- ა------–---–ის განცხადებაში (რეგისტრაციის თარიღი: 16.01.2018წ., რეგისტრაციის ნომერი: 4---) აღნიშნული იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ მიმართა არასრულწლოვანმა მ---- ტ-----–---–მა იურიდიული დახმარების თხოვნით.
სასამართლომ მიუთითა ,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის 25-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ კომპეტენტური ორგანოების მიერ მოვლის მიზნით მზრუნველობისათვის გადაცემული ბავშვის უფლებას დაცვაზე ან ფიზიკურ, ანდა ფსიქიკურ მკურნალობაზე, ბავშვის მკურნალობის პერიოდულ შეფასებაზე და ბავშვისადმი ასეთ ზრუნვასთან დაკავშირებულ ყველა სხვა პირობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გასაჩივრებული აქტებით მოპასუხემ უარი უთხრა მოსარჩელეს მოთხოვნის, კერძოდ, მ---- ტ-----–---–ის წარმომადგენლებად ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ იურისტების - ა-- ა------–---–ის და ს-------- მ-------–---–ის დანიშვნაზე და აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა, რომ განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ბავშვის უფლებების დარღვევის შესახებ არ დასტურდებოდა, შესაბამისად, ბავშვისთვის ადვოკატების დანიშვნის საჭიროებაც არ არსებობდა. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და მ---- ტ-----–---–ის კანონიერი წარმომადგენელი, არ თვლიდა მიზანშეწონილად, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე, ორგანიზაციის იურისტებს ეკონტაქტათ არასრულწლოვანთან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და ბავშვის ინტერესი და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ბავშვის წარმომადგენლებად ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ იურისტების - ა-- ა------–---–ის და ს-------- მ-------–---–ის დანიშვნა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ გა--ხორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითა ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლზე, რომლის თა--ხმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (საქმე „X ??????? ??????????”, ( X v. LATVIA ), [დიდი პალატა], §95-96, № 27853/09, ECHR 2013) არაერთხელ განმარტა, რომ ,,ნებისმიერ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ,,ბავშვის საუკეთესო ინტერესების” დაცვა პრიორიტეტია...მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის არსებობს კონსენსუსი, რომელიც მხარს უჭერს იმ იდეას, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს, მათი საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს უზენაესი.“
სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წა--მძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი, განსახილველ შემთხვევაში კი, რა კონკრეტული ღონისძიებების შედეგად დაადგინა მოპასუხემ, რომ ბავშვის უფლებების დარღვევას არ ჰქონია ადგილი, რით დასტურდებოდა ბავშვისთვის ადვოკატების დანიშვნის საჭიროების არარსებობა, მისი სურვილი და საუკეთესი ინტერესი, ამ უკა--სკნელის დადგენა კი, შესაბამისი სპეციალისტების შეფასების გარეშე, შეუძლებელია.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ გა--ხორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თა--ხმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილებების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად არის დარღვეული მათი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა ის გარემოებები, რომელსაც ბავშვისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება გამოეწვია. იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ობიექტური გარემოებების მხედველობაში მიღებითა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ემსჯელა სადავო საკითხზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N0------ და 2018 წლის 26 თებერვლის N0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
1.3.3. სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს - მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, მ---- ტ-----–---–ის ადვოკატებად ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ იურისტების - ა-- ა------–---–ის და ს-------- მ-------–---–ის დანიშვნის შესახებ და ქმედების განხორციელების დავალების, კერძოდ, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ იურისტებს უკრძალავს მ---- ტ-----–---–თან კომუნიკაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სწორედ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლო არსებითად ვერ იმსჯელებს ხსენებული მოთხოვნების კანონიერებაზე, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, ბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით, ხელმომწერ სახელმწიფოებს მიაჩნიათ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისი საზოგადოების ყველა წევრის ღირსების, თა--სწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება ქვეყნად თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საფუძველია. ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავისი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსების ფასეულობებისადმი, და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების დონის ამაღლებას მეტი თავისუფლების პირობებში, აღიარეს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოფელთაო დეკლარაციაში და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში გამოაცხადა და დაეთანხმა იმას, რომ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ დოკუმენტებში მითითებული ყველა უფლება და თავისუფლება, რა განსხვავებაც უნდა იყოს ისეთი ნიშნების მიხედვით, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულება, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობა, ქონებრივი მდგომარეობა, დაბადება თუ სხვა გარემოებანი, აღნიშნავენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გამოაცხადა, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. დარწმუნებულნი არიან, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და ბუნებრივი გარემოცვა, ყველა მისი წევრისა და განსაკუთრებით, ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჭირო დაცვითა და ხელშეწყობით, რათა შეეძლოთ მთლია--დ იკისრონ ვალდებულებანი საზოგადოების ფარგლებში, აღიარებენ, რომ ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში, მიაჩნიათ, რომ ბავშვი მთლია--დ მომზადებული უნდა იყოს საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებულ იდეალებზე, განსაკუთრებით, მშვიდობის, ღირსების, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თა--სწორობისა და სოლიდური სულისკვეთებით. ამავე კონვენციის მიზნებისათვის, ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი, სა--მ 18 წლის ასაკს მიაღწევდეს, თუ კანონით, რომელიც ამ ბავშვისადმი გამოიყენება, ის უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.
აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლები, როგორც კანონიერი წარმომადგენლები, უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში (მუხლი 1198). ამავე კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვანს აქვს მშობელთა/სხვა კანონიერ წარმომადგენელთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის უფლება. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, ორივე ან ერთ-ერთი მშობლის მიერ ბავშვის აღზრდასა და გა--თლებასთან დაკავშირებით მოვალეობების შეუსრულებლობისას ან არასათა--დოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებისას, არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, ხოლო „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თა--მშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 11 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებში - ცენტრალურ ორგანოს, 14 წელი ასაკიდან კი - სასამართლოს. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევები, ვალდებული არიან, მათ შესახებ შეატყობინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, არასრულწლოვანის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამგვარი შეტყობინების მიღებისთა--ვე, გა--ხორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები, ხოლო „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თა--მშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიმართონ ცენტრალურ ორგანოს (მუხლი 1198.1). ამავე კოდექსის 1205.1 მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, მშობლის უფლება- მოვალეობები შეჩერებულად ითვლება მშობლის (მშობლების) მიერ საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული ბავშვის მიტოვებისას, როდესაც ბავშვი განთავსებულია 24 საათიან სახელმწიფო ზრუნვაში. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება - მოვალეობების შეჩერება მოქმედებს შეჩერების საფუძვლების არსებობის ვადით. ამავე კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვან ბავშვს, რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლებისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო, უწესდება მეურვეობა და მზრუნველობა აღსაზრდელად, პირადი და ქონებრივი უფლებებისა ინტერესების დასაცავად. ასევე მზრუნველობა წესდება არასრულწლოვანზე შვიდი წლის ასაკიდან თვრამეტ წლამდე (1275-ე,1277-ე მუხლები). ამავე კანონის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულება (ორგანიზაცია), აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოები. (1278-ე მუხლი).
აპელანტის განმარტებით, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების განხორციელებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინებას შვილად აყვანისას და მინდობით აღზრდისას. მინდობით აღზრდა არის სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას და ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სააგენტო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში - ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული - მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობის აღიარება ყველა სხვა სუბიექტის ინტერესზე და მოიცავს ბავშვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, გა--თლებისა და განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც მისი ინდივიდუალური მახასიათებლებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრება.
აპელანტი მიუთითებს, რომ ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა ემსახურება მისი საუკეთესო ინტერესების დაცვას, რადგან ბავშვის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის თაობაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს მისთვის ისეთი სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნას, რომელიც ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და რომელშიც ბავშვს ექნება იმაზე უკეთესი პირობები და განვითარების შესაძლებლობები, ვიდრე შვილად აყვა--მდე ან მინდობით აღზრდამდე ჰქონდა. ბავშვზე მზრუნველობის უპირატესი ფორმებია: ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდა, მეურვეობა /მზრუნველობა , შვილად აყვა-- და მინდობით აღზრდა. გასათვალისწინებელია, რომ შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო. შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანოა სასამართლო, თუმცა უფლებამოსილი ორგანოების გარდა, ყველა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, წინასწარი საქმიანობა ან გარიგება, კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს და ფიზიკურ პირს ან და იურიდიულ პირს შორის, აგრეთვე ასეთი საქმიანობისთვის ან გარიგებისთვის ხელს შეწყობა, რომლის მიზანია შვილად აყვა--. ამასთა--ვე , შვილად აყვანის დროს დასაშვებია ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების გაწევა, ხოლო საერთაშორისო შვილად აყვანის დროს - კომპეტენტური ორგანოს მიერ მომსახურების გაწევა.
აპელანტის განმარტებით, მხოლოდ სააგენტოა უფლებამოსილი გა--ხორციელოს: ა) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა და ბავშვის უფლებების დაცვა; ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის კოორდინირება; გ) შვილად აყვა--სთან დაკავშირებული რეესტრის წარმოება, სისტემატიზება და დამუშავება; დ) მინდობით აღზრდასთან დაკავშირებული რეესტრის წარმოება, სისტემატიზება და დამუშავება; ე) საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურები; ვ) შვილად აყვა--სთან დაკავშირებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით შენახვა და გაცემა; ზ) მინდობით აღზრდის ა--ზღაურების ადმინისტრირება; თ) შვილად აყვანის მსურველი პირისთვის/მინდობით აღზრდის მსურველი პირისთვის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ორგანიზება; ი) შვილად აყვანის მსურველი პირის/მინდობით აღზრდის მსურველი პირის სერტიფიცირება სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის საფუძველზე; კ) საერთაშორისო შვილად აყვანის შემთხვევაში საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების მომზადება; ლ) შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. ასევე სააგენტო უზრუნველყოფს (როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო): ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვის უფლებების დაცვას; ბ) შვილად აყვანის /მინდობით აღზრდის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე გასაშვილებელი ბავშვის/მინდობით აღსაზრდელის წარმომადგენლობას; გ) ბავშვის გაშვილების მსურველი პირისთვის და ბავშვის მიტოვების მსურველი პირისთვის კონსულტაციის გაწევას; დ) შვილად აყვანის მსურველი პირისთვის შვილად აყვანის შესახებ კონსულტაციის გაწევას, რაც დასტურდება სპეციალური ფორმით, რომელსაც სააგენტოს დირექტორი ბრძანებით ამტკიცებს; ე) ბავშვისთვის საჭირო კონსულტაციის გაწევას მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით; ვ) შვილად აყვანის მსურველი პირის (პირების) გა--ცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღებას; ზ) ამ კანონით დადგენილი წესით პირისათვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებას; თ) შვილად აყვანის მსურველი პირის (პირების) ოჯახის და გასაშვილებელი ბავშვის შეფასებას; ი) შვილად აყვანის მსურველი პირის (პირების) რეგისტრაციას; კ) შვილად აყვანის პროცესის განხორციელებას; ლ) შვილად აყვანის შესახებ სასამართლო საქმის წარმოების პროცესში მონაწილეობას; მ) შვილად აყვანის შემდეგ მშვილებლისთვის (მშვილებლებისთვის) დახმარების გაწევას, მათ შორის, ახალ გარემოში ბავშვის ფსიქოსოციალური ადაპტაციისთვის; ნ) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასებას; ო) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის რეგისტრაციას; პ) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, მინდობით აღზრდის მსურველი პირის, მინდობით აღსაზრდელისა და მინდობით აღმზრდელის რეგისტრაციას და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას; ჟ) მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის თავსებადობის შეფასებას; რ) მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებას და ამ გეგმის განხორციელების მონიტორინგს; ს) მინდობით აღსაზრდელის საცხოვრებელი პირობების, აღზრდა-განვითარების, გა--თლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობას, აგრეთვე მინდობით აღმზრდელის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობას, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებას და ამ გეგმის განხორციელების მონიტორინგს; ტ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მინდობით აღზრდის საკითხებზე კონსულტაციების გამართვას; უ) ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. აღნიშნული გარემოებების ერთობლივი გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, როგორც მეურვეობა-მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, იყო უფლებამოსილი, ნორმატიულად განესაზღვრა მესამე პირის - სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის მიმართ, ურთიერთობის ფარგლები, მითუფრო, როდესაც საქმე ეხება გასაშვილებელ ბავშვს. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი, ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს, მოთხოვნები მოკლებული იყო იურიდიულ დასაბუთებას, შესაბამისად, არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
აპელანტის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დავის საგანს წარმოადგენს სოციალური დაცვის ფარგლებში მყოფი ბენეფიციარის მიმართ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოპოვება. შესაბამისად, სარჩელი გამომდინარეობს სოციალური დაცვის სფეროდან, რომელიც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ნორმა უნდა განიმარტოს კუმულატიურად და არა სიტყვა–სიტყვით.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თა--ხმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში, მიმღებ ოჯახთან მცხოვრები არასრულწლოვანის - მ---- ტ-----–---–ის ადვოკატებად ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ იურისტების დანიშვნა, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების დავალება, რომელიც ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ იურისტებს უკრძალავს მ---- ტ-----–---–თან კომუნიკაციას.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ 2.2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა მეურვეობისა, მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრის და მინდობით აღსაზრდელთა და მინდობით აღმზრდელთა მონაცემთა ბაზის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის, ცენტრალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველყოფა. ამავე დებულების 1.2 მუხლის შესაბამისად, სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინება შვილად აყვანისას და მინდობით აღზრდისას. კანონის 1.2 მუხლის თა--ხმად, ეს კანონი ადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესებსა და პირობებს, აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც შვილად აყვანისას/მინდობით აღზრდისას წარმოიშობა სახელმწიფოსა და მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შორის, აგრეთვე განსაზღვრავს წარმოშობის სახელმწიფოსა და მიმღებ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს. ამავე კანონის 7.1 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვის უფლებების დაცვას. ამასთან, შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე გასაშვილებელი ბავშვის/მინდობით აღსაზრდელის წარმომადგენლობას.
დადგენილია, რომ 2--- წლის 2- თ--------–ს დაბადებული მ---- ტ-----–---–ის კანონიერი წარმომადგენელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. ასევე დადგენილია, რომ მ---- ტ-----–---–მა იურიდიული დახმარების თხოვნით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციას ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, მ---- ტ-----–---–ის წარმომადგენლებად ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ იურისტების - ა-- ა------–---–ის და ს-------- მ-------–---–ის დანიშვნაზე. აღნიშნულის საფუძვლად მითითებულ იქნა, რომ განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ბავშვის უფლებების დარღვევის შესახებ არ დასტურდებოდა, შესაბამისად, ბავშვისთვის ადვოკატების დანიშვნის საჭიროებაც არ არსებობდა. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და მ---- ტ-----–---–ის კანონიერი წარმომადგენელი, არ თვლიდა მიზანშეწონილად, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე, ორგანიზაციის იურისტებს ეკონტაქტათ არასრულწლოვანთან.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში, სწორად მიუთითა ,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციაზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. კონვენციის მე-13 მუხლის თა--ხმად, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეის მოძიების, მიღების და გადაცემის თავისუფლებას საზღვრების მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების ნაწარმოების ფორმით ან ბავშვის არჩევანის შესაბამისად სხვა საშუალებების დახმარებით; ამ უფლების განხორციელებას შეიძლება შეეხოს ზოგიერთი შეზღუდვა, მაგრამ ასეთი შეზღუდვები შეიძლება იყოს მხოლოდ ის შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და რომლებიც აუცილებელია: ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპტუაციის პატივისცემისათვის; ან ბ) სახელმწიფო უშიშროების, ან საზოგადოებრივი წესრიგის (ordre public), ან მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის. ამასთა--ვე, კონვენციის 25-ე მუხლის თა--ხმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ კომპეტენტური ორგანოების მიერ მოვლის მიზნით მზრუნველობისათვის გადაცემული ბავშვის უფლებას დაცვაზე ან ფიზიკურ, ანდა ფსიქიკურ მკურნალობაზე, ბავშვის მკურნალობის პერიოდულ შეფასებაზე და ბავშვისადმი ასეთ ზრუნვასთან დაკავშირებულ ყველა სხვა პირობაზე. საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში, სწორად მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე (საქმე „X ??????? ??????????”, ( X v. LATVIA ), [დიდი პალატა], §95-96, № 27853/09, ECHR 2013), რომლის თა--ხმად, ,,ნებისმიერ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ,,ბავშვის საუკეთესო ინტერესების” დაცვა პრიორიტეტია...მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის არსებობს კონსენსუსი, რომელიც მხარს უჭერს იმ იდეას, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს, მათი საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს უზენაესი.“
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა საქმის გარემოებების ობიექტურად გამოკვლევის გარეშე, არ გაითვალისწინა ბავშვის ინტერესი და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ბავშვის წარმომადგენლებად ა(ა)იპ ,,პ--------------------------------–-----------“ იურისტების - ა-- ა------–---–ის და ს-------- მ-------–---–ის დანიშვნა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წა--მძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი, განსახილველ შემთხვევაში კი, რა კონკრეტული ღონისძიებების შედეგად დაადგინა მოპასუხემ, რომ ბავშვის უფლებების დარღვევას არ ჰქონია ადგილი, რით დასტურდებოდა ბავშვისთვის ადვოკატების დანიშვნის საჭიროების არარსებობა, მისი სურვილი და საუკეთესი ინტერესი, ამ უკა--სკნელის დადგენა კი, შესაბამისი სპეციალისტების შეფასების გარეშე, შეუძლებელია.
მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ გა--ხორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თა--ხმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეაფასა ის გარემოებები, რომელსაც ბავშვისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება გამოეწვია. იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ობიექტური გარემოებების მხედველობაში მიღებითა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ემსჯელა სადავო საკითხზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N0------ და 2018 წლის 26 თებერვლის N0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალების შესახებ მოთხოვნებზე. საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სწორედ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლო არსებითად ვერ იმსჯელებს ხსენებული მოთხოვნების კანონიერებაზე, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ა--ლიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე